Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

V. Chr. Shilling, Suhl

 

d00d4b6bc431.png

 

ვალენტინ კრისტოფ შილინგი დაიბადა 1791 წლის 10 ოქტომბერს ზულში. 25 წლის ასაკში მან დაიწყო იარაღით ვაჭრობა, ხოლო 1842 წლისათვის დააფუძნა საწარმო V. Chr. Schilling Militär-und Luxus Waffen-Fabrik, რომელიც პრუსიის ჯარს იარაღს აწვდიდა.

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლები დუელების სიჭარბით გამოირჩეოდა. შილინგი როგორც კომერსანტი არ ჩამორჩა დროს და შეკვეთებით ამზადებდა დუელის პისტოლეტებს. გარდა ამისა მდიდარი მონადირეებისაგან იღებდა შეკვეთებს ძვირფას სანადირო თოფებზე. შილინგი მათთვის ამზადებდა 12 და 16 ყალიბის გლუვლულიანებს, რომლებსაც ორიგინალური გარე ჩახმახები გააჩნდათ. ჩახმახების ტიპი უადვილებდა გერმანელი არისტოკრატების ნაზ თითებს ჩახმახების შეყენებას. ჩახმახების თავების ფორმა შეგნებულად მზადდებოდა ფართო და მაღალი, რაც აუმჯობესებდა ცერა თითის ჩაჭიდებას. შილინგის საწარმო პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, არ ამზადებდა სანადირო იარაღს შიდა ჩახმახებზე. მთავარი მოგება მაინც სამხედრო შეკვეთებს მოჰქონდათ...

 

d462c5cc20ab.png

 

1850 წლისათვის შილინგი ხდება პრუსიის მეფისათვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი, ხოლო 1862 წლის იანვარში დაჯილდოვდა რაინდის ჯვრით. სამეფო კარის ერთ-ერთ მიღებაზე შილინგმა გაიცნო რობერტ კრემერი და დაიბადა ერთობლივი საწარმოს შექმნის იდეა, რომელიც რეალიზებული იქნა 1863 წელს_ ზულთან ახლოს შეიქმნა მანქანათმშენებელი და მეტალურგიული კომპანია Schilling & Krämer. საწარმომ თანდათან გაზარდა წარმოების მასშტაბები და მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსათვის გახდა ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გერმანული იარაღთწარმოების სფეროში.

73feb246a925.png

1870-იან წლებში ზულში სამუშაო ვიზიტით ჩამოსული იყვნენ ამერიკელი კონსტრუქტორები, რომლებიც აღფრთოვანდნენ შილინგისა და კრემერის საწარმოს პროდუქციით(განსაკუთრებით ლითონდამუშავების ჩარხებით). ლულათა დამუშავების მაღალმა სიზუსტემ განაცვიფრა სტუმრები, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ამ ფირმის რენომე საერთაშორისო ბაზარზე.

ვ.კ. შილინგი გარდაიცვალა 1871 წლის 24 სექტემბერს და ბიზნესს სათავეში ჩაუდგა შილინგის უფროსი ვაჟი ალბერტი, რომელმაც საოჯახო საქმეში შემოიყვანა თავისი უმცროსი ძმები. 1888 წლამდე ბიზნესს ხელმძღვანელობდა ალბერტ შილინგი, ხოლო შემდგომ ის გადის საქმიდან და საწარმოების სავაჭრო ხელმძღვანელად ინიშნება ალბერტის უმცროსი ძმა თეოდორი, რომელიც დაქორწინებული გახლდათ ჰუსტავ ჰაენელის ქალიშვილზე. ნათესაურმა კავშირებმა საოჯახო ბიზნესს ახალი იმპულსი შესძინა.

1909 წელს ვ.კ. შილინგის საწარმოს ახალი სახელი მიენიჭა_ V. Chr. Schilling Waffen - & Fahrradfabriken. ოფიციალურ ლოგოდ მიღებული იქნა პრუსიული არწივი, რომელსაც ბრჭყალებში ეჭირა ფარი და ორი ჯვარედინად განლაგებული იარაღი და ამდენივე პისტოლეტი. 1910 წლიდან ეს ლოგო ისმებოდა სანადირო იარაღის საბჟენებზე.

პირველი მსოფლიო ომის დასასრული დაემთხვა კრიზისს და შილინგის საიარაღო საწარმო გაიყიდა ბერლინელ მეიარაღე დიტერ მეტცზე. 1919 წლის ივლისში საწარმოს ძირითადი ფონდების ნაწილი კვლავ გაიყიდა ჰაინრიჰ კრიგჰოფზე და 1920 წელს დიტერ მეტცმა დარჩენილი საწარმოო საშუალებები გაასხვისა ლიუდვიგ ბორნჰიოფტზე. პრესტიჟული სავაჭრო ნიშნის ყიდვამ ნაკლებადცნობილ მწარმოებელს საშუალება მისცა გასულიყო ამერიკულ ბაზარზე და 1920-1939 წლების შუალედში სავაჭრო ნიშანი V. Chr. Schilling დაკავშირებულია მხოლოდ ბორნჰიოფტთან.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...