Jump to content
Club-Monadire.Ge

საქართველოს დაცული ტერიტორიები.


Recommended Posts

აი პატივცემულო მონადირეებო დაცული ტერიტორიების რუკები. მემგონი წყალმცურავებზე ნადირობა საერთოდ აგვიკრძალეს.

 

გადახედეთ და ვიმსჯელოთ რატომ და რას იცავენ ამ ტერიტორიებზე და ჭაობებში.

 

 

http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=Cmp_Geoland%20Roads

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

ავთო

 

გავადიდე რუკა და რა უბედურებაა ბუჯო ეგ?

 

შავი ჯაჭვისნარით რაც არის შემოღობილი, მანდ თოფს ვერ ისვრი?

 

ადვილი გამოსავალი მოუნახავთ.

 

აკრძალეს და მორჩა.

 

ვის ხელშია ეს რეგულაციები ერთი იმის თავში ჩამახედა.

 

პრინციპში რაღად უნდა ჩახედვა, ისედაც ნათელია ყველაფერი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ერთ რამეს ვიტყვი:

 

აღნიშნული მიმართულია კონკრერულად მონადირეების საწინააღმდეგოდ და ჯარიმებით ბიუჯეტის შევსებისაკენ...

 

ამ უკანასკნელს არანაირი მოდება არა აქვს ფლორა-ფაუნის დაცვასა და "ეროვნული დაცული ტერიტორიების" მომრავლებასთან!

რატომ ვფიქრობ ასე?

 

თუ რომელიმე ამკრძალავთაგანი ნამყოფია იმ ადგილებში, რომლის დაცვასაც ლამობს, ეცოდინება, რომ მანდ უმოწყალოდ იჩეხება ხეები საშეშედ, მწვანე საფარიც ნადგურდება მსხვილფეხა პირუტყვის მიერ, რომლებიც ეკუთვნის სწორედ ამ "დაცულ" ტერიტორიებზე არსებულ ფერმერებს. ისინი ცხოვრობენ ბარაკებში, რომლებიც იქაური ტყის მერქნით შენდება; პირუტყვის სადგომებიც იგივე მასალითაა ნაშენი.

სხვათა შორის, მესაქონლეების ნაწილს ეს ჭაობები და ტყე სარგებლობის უფლებით აქვთ აღებული...

 

და ამას ქვია ეროვნული პარკი???

მაგ პარკის ტერიტორიაზე უფრო მეტი ნეხვია ძროხა-კამეჩ-ცხენის მიერ დატოვებული, ვიდრე ძირეული საუკუნოვანი ხე...

 

თუ დაცვა უნდა ვინმეს ტერიტორიისა, ჯერ ფერმები აიღოს, მერე ჭრა აკრძალოს, ბოლოს საქონლის პარპაში აღმოფხვრას და მერე იფიქროს მაგ ადგილების დაცვაზე, თორემ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, აქაოდა მავანი რუსეთიდან შემოფრენილ იხვს იცავს და ქართველი მონადირეები ფეხზედ ჰკიდია...

Link to post
Share on other sites

ეს ყველაფერი მიმართულია იქეთ რომ 1-2 წელიწადში გვაიძულებენ გალიებში ვინადიროთ. იზრდება კერძო სანადირო მეურნეობები. სოკოებივით ამოდის. ზოგი ხოხბის განაშენიანებას და სახელმწიფოზე ჩუქებას ზოგი თევზების გამრავლებას და კიდე რეებს ეფარებიან კაცმა არ იცის.გრანტებით აგებენ მეურნეობებს,ფინანსდებიან სახელმწიფო სტრუქტურებიდან. რაც მეტი აღკვეთილი და ნაკრძალი იქნება ეს ვის აწყობს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

თუ არ იცით ცაუღმავდით ამ ინფოს მოძიებას და არ გაგიჭირდებათ.

Link to post
Share on other sites

მონადირეებს შეხვდა მინისტრიო ტელევიზიით იყო, ევროპისკენ მივისწრაფვითო ბრძანა,უფრო კონკრეტულად რა ხდება და რა იქნება სამომავლოდ ვინმემ რამე იცით კოლეგებო რომ აგვიხსნათ. :scratchchin: :scratchchin: :scratchchin:

Link to post
Share on other sites

კი გაკვრით აჩვენეს გარემოს დაცვის მინისტრი და მონადირეებთან განვიხილავთ საკითხებსო, კამათი და დაძაბულობა იყოო, ჩვენ შევთავაზებთ ჩვენ გეგმას და გადავწყვიტავთ შემდეგოო. რაზე ისაუბრეს, რატომ იყო კამათი და ასე შემდეგ საერთოდ არ უხსენებიათ. ეეე ვბუქსაობთ ტალახში 30 წელია..

Link to post
Share on other sites

ეს ყველაფერი მიმართულია იქეთ რომ 1-2 წელიწადში გვაიძულებენ გალიებში ვინადიროთ. იზრდება კერძო სანადირო მეურნეობები. სოკოებივით ამოდის.

 

ზუსტად მაგას ითვალისწინებს ე.წ. ევრორეგულაციები. რეალურად ყველა სამონადირეო მეურნეობის უკან სხვა ბიზნესი დგას. გადაპარსულია 100 წლოვანი მუხები, საკუტარი თვალით მაქვს ნანახი. რატომ? რაში უშლით ხელს???? :)

 

მოდი აბა ვიკითხოთ მაგალითად ჭიაურში - ნადირობიდან მიღებული შემოსავლები ფარავს ხარჯებს? სასაცილოა :)

 

მე არ მიყვარს გალიაში ნადირობა - ესეიგი ბრაკონიერი ვარ !

Link to post
Share on other sites

რას აპირებთ ძმებო, რაში ხედავთ გამოსავალს?

 

სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, არ შეხვიდეთ მაგ "შემოღობილში", თორემ ჯარიმას ვინ ჩივის, იარაღსაც ჩამოგართმევენ.

 

ე.ი. სულ ჰკიდიათ ხალხი, ოღონდ თვითონ გაისიონ თავები.

 

თოფაზე, ტყემალაძე რომ გეჯდება პარლამენტში, სხვას რას უნდა ელოდო?

 

აქვთ თავისი მეურნეობები და აფართოებენ ღორები.

 

მასე გააკეთა ტყემალაძემ ღვინოზეც.

იყიდა ლიცენზიები და მცირე საწარმოებს ცელი გამოგვისვა ფეხებშუა.

მაშინაც პარლამენტარი იყო.

 

ის ორი დაუნი კიდევ, გაჩეჩილაძე და ცაგარეიშვილი თავებით უნდა ახალო ერთმანეთს. მ

 

მაგათ ბუნების დამცველ-გრანტიჭამია დედებს მოკითხვა ჩემგან.

 

 

არა რაა, უზომოდ ოპტიმისტი ვარ და ეს ტარტაროზები იმდენს შვებიან, ყველაფერზე ხელს ჩაგაქნევინებენ.

Link to post
Share on other sites

ელჩი

გიო ერთ ჩვენ ძმას აქვს ახლა ჩამორთმეული სანადირო თოფი. ვერაფერს ვერ ვშვებით კანონის ფარგლებში დააშავა . არადა ეს კანონი ყველას ბრაკონიერს გვხდის. რა უნდა ვქნათ? მემგონი ცოტა ხანში ისე გაგვამწარებენ ეს უვიცი კანონმდებლები არასამთავრობოების თამადობით რო საცოდავ ინპექტორებზე გადაივლის ეს მწარე ტალღა.

Link to post
Share on other sites

ვიცი მაგ თოფის ამბავი ავთია.

 

ძალიან მეწყინა როცა გავიგე.

 

რაც შეეხება ამ აკრძალვებს, მე მგონი ერთი ადგილის განძრევა არ უნდათ, ან საკმარისი რეინჯერები და მანქანები არ ყავთ, ვეღარ გავიგე კაცო.

 

მართლა დებილები ზიან თანამდებობებზე?

 

რა უნდა დააშაოს მონადირემ მაგ ჭაობებში მაგასაც ვერ ვხვდები.

Link to post
Share on other sites

3-4 დღის წინ ზღვისპირეთში გარემოს დაცვამ 100-ზე მეტი მონედირე შეამოწმა ,თითქმის ყველა და თოფებიც დააშლევინა ნომრებიც გადაამოწმეს ყველასი თუ ემთხვეოდა საბუთში მითითებულს.,,კარგი რა !!30-დე კაცს რო შეამოწმებ და სუფთაა საბუთებში,შედალოცვილო დაჯექი ცოტა დაისვენე..გეგონებოდა კაცის მკვლელებს ეძებდნენ!!!!იქნება აქ დარეგისტრირებული გ.დ-ს თანამშრომლები რომლებიც არ ამჟღავნებენ თავს და სირცხვილია ეს!!!აცადეთ პატიოსან ხალხს ამ გართობის(დაავადების)ჟინის დაკმაყოფილების უფლება და იმის მაგივრად სადაც იკრძალება ნადირობა,რო დადგეთ და გააფრთხილოთ მონადირეები, აკრძალვის ზონის შესახებ,ჩასაფრებული უცდიან ფეხს თუ გადადგამ წითელი ზონის იქეთ და ბადესი გახვეულ ტევზივით დაარტყამენ წრეს!!!

Link to post
Share on other sites

აქ ვწეროთ და ვიკითხოთ...გამოდით ხალხო შევიკრიბოთ სადმე ისეთ ადგილას სადაც უაზროდ აკრძალეს გ ა მ ო დ ი თ თ თ..ისე არაფერი არ გვეშველება,შეიძლება ამ გამოსვლითაც არ გვეშველოს მაგრამ ვცადოთ.სხვა გზა არ გვაქვს

Link to post
Share on other sites

მირზა

გვაქვს, რბილად რომ ვთქვა ხისტი ქმედებები, რომლებიც კარგს არაფერს მოუტანს არავის . . .

 

თქვა ავთომ უკვე . . .

 

მოდი მე მაცხოვრე ჩემ ქვეყანაში ისე როგორც მეცხოვრება და მენადირება, წესიერი, მართალი კანონების ფარგლებში, დალშე სულ მკიდია რა ხდება აფრიკაში და ევროპაში!

Link to post
Share on other sites

ვერ ამუღამებთ რომ მოკვდა ფორუმები და ქართული სამონადირეო ინტერნეტ სივრცე?

 

ხვალინდელი დღე კი უარესი იქნება

Link to post
Share on other sites

ეს ჩვენი აზრი და სურვილია ქევხო რომ ვიცხოვროთ და ვიყოთ,მაგრამ საქმე იმაშია რომ არ გვაქვს ამის საშუალებაც კი..ხისტი ქმედებები გვაქვს?ესეც საკითხავია,იგერ რბილად შეხვდებიან ჭალიმგელა,ტყემალაძე და მისი საძმო მინისტრს იბჟუტურებენ და დაიშლებია,ესენი იხ ხალხია ვისაც არცეთ სანადირო მეურნეობაში არ აქვს პრობლემა ნადირობის,ჩვენ ვიყოთ ასე და ვწეროთ აქ და ვიძახოთ არაფერი გვეშველებაო,მოდით ვაღიაროთ ყველამ რომ ერთობა გვაკლია არამარტო აქ არამედ ქართვრლ მონადირეთა მთელ საზოგადოებას,დავდგეთ ერთად და ნახავთ თუ არ გახსნიან იმ ტყეებს სადაც უმიზეზოდ ან სირული მიზეზებით აქვთ აკრძალული,ნებისმიერ მონადირეს რომ კითხო ამ აკრძალვების შესახებ ყველა გეტყვის "აბაა..ეს რას შობიან ბიჭოოო..უნდა შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ."მაგრამ რეალურად არავინ ვაკეთებთ ამას.

Link to post
Share on other sites

ჭაობში ვის შეხვდა გ.დ.ი. ?! თან როგორც ვიცი თუ ბანერი არ შეგხვდა წარწერით აღკვეთილი ან ... არ უნდა დაგაჯარიმონ

Link to post
Share on other sites

ჭაობში ვის შეხვდა გ.დ.ი. ?! თან როგორც ვიცი თუ ბანერი არ შეგხვდა წარწერით აღკვეთილი ან ... არ უნდა დაგაჯარიმონ

ჭაობში შესვლით არავინ იტვირთავს თავს, ვაი რომ იმ ჭაობებს ერთი ან ორი გამოსასვლელი აქვს და სწორედ იქ გხვდებიან...

მონადირებულიც რომ არ გყავდეს, იმ საბაბით გართმევს თოფს და გშტრაფავს, აღკვეთილის ტერიტორიაზე შეიარაღებული რად დადიხარო...

Link to post
Share on other sites

შარშან ზუსტად მასე მომდვეს შარი ეროვნული პარკის ტერირორიაზე იმყოფებიო და ა.ს შ. მაჩვენეთ მეთქი საადა აღმნიშვნელი რომ გამეგო ვიმყოფები პარკის ტერიტორიაზე,თავი ასე იმართლეს მონადირეებმა მოხსნეს და სადღაც გადააგდესო.ძალიანაც გავძალიანდი მარა 250 ლარით შემავსებინეს ბიუჯეტი.მუქარაც არ დაზარებიათ, გამეორებით შემთხვევაში დაემშვიდობები შენს ფიშტოსო.. :spiteful:

Link to post
Share on other sites

შარშან ზუსტად მასე მომდვეს შარი ეროვნული პარკის ტერირორიაზე იმყოფებიო და ა.ს შ. მაჩვენეთ მეთქი საადა აღმნიშვნელი რომ გამეგო ვიმყოფები პარკის ტერიტორიაზე,თავი ასე იმართლეს მონადირეებმა მოხსნეს და სადღაც გადააგდესო.ძალიანაც გავძალიანდი მარა 250 ლარით შემავსებინეს ბიუჯეტი.მუქარაც არ დაზარებიათ, გამეორებით შემთხვევაში დაემშვიდობები შენს ფიშტოსო.. :spiteful:

უფრო მეტიც,

ვთქვათ მოინდომე შენი ინტერესების დამოუკიდებლად დაცვა და წინააღმდეგობა გაუწიე გ.დ.ი.-ს, რომელიც უბანერო ზონაში გშტრაფავს...

იძახებს პოლიციას და წინააღმდეგობის გაწევის საბაბით შესაძლებელია სისხლის სამართალიც კი აგკიდოს...

 

ამიტომ ვიძახი: შარს ვნახავ უეჭველი თქო.

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

 სალამი ბატონებო!

 

გუშინ გახლდით სუფსაში. ვიფიქრე ცოტას მუხლს გავშლი თქო(აბა თვალს ვერაფრით ვახარებ_ არაა იხვი).

ჩერბაკასთან მისვლამდე მოგვადგნენ რეინჯერები და გაგვაფრთხილეს: ეს მდინარე არის საზღვარი სადაც ნადირობა შეგიძლიათო, ფეხი არ გადაგიცდეთ გაღმა მხარეს, თორემ ცულს მოვიტანთ ცუნცულასა და 150 ლარით დაჯარიმდებითო... ეს თუ მხოლოდ თოფით იქნებით და ნანადირევი არ გექნებათო. ვაი თქვენს ჯიბეს ნანადირევიც თუ დაგირჩებათო... ასეთ შემთხვევაში დიდძალი ფულით შეავსებთ ბიუჯეტსო...

ერთი სიტყვით, ის ადგილებიც, სადაც შარშანდელი მდგომარეობით ჩვენი სანადირო არეალი იყო, უკვე აღკვეთილია.

იხვზე კანონიერი ნადირობაც დამთავრდა ფაქტიურად გურიაში...

 

Link to post
Share on other sites

არ ეყოფათ ენთუზიაზმი და ძალა ყოველდღე მაგ ჭაობებში ეგდონ და გვზდიონ. განსაკუთრებით ადგილობრივების დევნა გაუჭირდებათ 😉

Link to post
Share on other sites
15 hours ago, ალეკო ბბ said:

არ ეყოფათ ენთუზიაზმი და ძალა ყოველდღე მაგ ჭაობებში ეგდონ და გვზდიონ. განსაკუთრებით ადგილობრივების დევნა გაუჭირდებათ 😉

სხვა რეგიონებში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ გურიაში "ჩვენზე მდევრების" რაოდენობა გაორმაგებულია...

არ მახსოვს წინა წლებში რეინჯერები გამოსულიყვნენ მონადირეებზე სანადიროდ... ახლა რეინჯერები ცალკე, გდი-ს ხალხი კიდევ ცალკე...

თვალნათლივ ჩანს მათი სიმრავლე...

 

პ.ს.  მაგრად მაინტერესებს აკრძალულში ძლიერნი ამა ქვეყნისანი ძველებურად თუ იგრიალებენ. 

თუ ისევ ჩემნაირი  "არიფებისათვის" იწერება ეს აკრძალვები.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...