Jump to content
Club-Monadire.Ge

სიონის წყალსაცავი


Recommended Posts

სიონის წყალსაცავი

 

 

წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალშემკრები აუზის ფართობი 587 კვ.კმ, სარკის ფართობი 12.8 კმ². წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 290 მლნ. მ³.

საშუალო სიღრმე 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე 67 მ. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას.

საზრდოობს ძირითადაად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს. მაქსიმალური დონე ივლისის მეორე ნახევარშია, მინიმალური — მარტში.

წყლის ტემპერატურა მერყეობს 2,7°-იდან (თებერვალი) 21,7°-მდე (აგვისტო). ნოემბრიდან აპრილამდე უმთავრესად ჰომოთერმიაა გაბატონებული, წყლის დანარჩენ დროს მყარდება პირდაპირი ტემპერატურული სტრატიფიკაცია. ყინულოვანი მოვლენები სუსტადაა გამოხატული. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს. თევზის რეწვა.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

  • 2 weeks later...

რა თებზი მოდის სიონზე შამაიას გარდა?

 

თევზი მართლაც რომ ძალიან მრავალი სახის და საკმაოდ დიდი ეგზემპლარები ყავდა,,, კობრიდან დაწყებული კალმახით დამთავრებული,,,

 

ახლა წვრილი შამაია და მსხვილი კარჩხანაღაა შემორჩენილი,,, იშვიათად კობრის პატარა ეგზემპლარები, ივლისი აგვისტოდან ხრამულიც წამოვა .

 

მაგ წყალსაცავს გააჩნია უსაზღვროდ დიდი პოტენციალი. თითქმის ყოველ ზამთარს წყლის დონეს მინიმუმზე იყვანენ და ბადეებით ბოლომდე კრეფენ თევზს.

 

ახლაც საკმაოდ ბევრი პუტანკები აქვთ, ამათი პუტანკა დედებს ვთხარე, თან ისეთ ადგილებში სადაც ამ დროს თევზი საქვირითოდ აპირებს ასვლას...

 

d3aaa335f89d.jpg

სიონის ხრამული

c7a61813b90b.jpg

ესეც მსუქანი კარასები, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან გამრავლდა

d9f9ad02a862.jpg

Link to post
Share on other sites

f974bc8c5a19.jpg

 

ეს ხრამულია ხო?რამხელაა...ისე სატყუარად რას ხმარობ სიონზე?გამიგია ნაკელის წითელ ჭიაზე იჭირება მანდ შამაია

Link to post
Share on other sites

jino-93

 

შამაია საერთოდ ყველაფერზე მოდის, ხელოვნურ ბუზის ფორმის სატყუარაზეც კარგად იღებს,

კი ეგ ხრამულია, და მაგაზე დიდიც გვყავს დაჭერილი კილოზე კარგად მეტი, უბრალოდ სურათი არ გადამიღია.

Link to post
Share on other sites

jino-93

 

შამაია საერთოდ ყველაფერზე მოდის, ხელოვნურ ბუზის ფორმის სატყუარაზეც კარგად იღებს,

კი ეგ ხრამულია, და მაგაზე დიდიც გვყავს დაჭერილი კილოზე კარგად მეტი, უბრალოდ სურათი არ გადამიღია.

 

 

 

axx- ძალიან კარგი ჰქენით, რომ შემოხვედით ჩვენთან, გაიხარეთ. :hi:

 

სიონს რაც შეეხება, 15 წლის წინ ნავებიდან თოფებით ხოცავდნენ კობრს, იმდენი იყო. :karochera:

 

ფაიზაღს ვუბნობ, ნაღდი ვიცი.

Link to post
Share on other sites

jino-93

 

კი, კარასი და თითისხელა შამაია, თუ გაგიმართლა პატარა კობრსაც დაიჭერ, ამიტომ არ ღირს მგონი 2 დღიანი გასვლა სიონზე.

Link to post
Share on other sites

jino-93

 

კი, კარასი და თითისხელა შამაია, თუ გაგიმართლა პატარა კობრსაც დაიჭერ, ამიტომ არ ღირს მგონი 2 დღიანი გასვლა სიონზე.

ააა...გასაგებია :friends: :friends:

Link to post
Share on other sites

კი, კარასი და თითისხელა შამაია, თუ გაგიმართლა პატარა კობრსაც დაიჭერ, ამიტომ არ ღირს მგონი 2 დღიანი გასვლა სიონზე.

 

სამწუხაროდ ეგრეა, 10 სმ შამაია მოდის, ალბათ რაც ბადეს თავს აღწევს.

Link to post
Share on other sites

სიონი გადაირია, ზოლი რომ ეტყობა წყალზე, ეგ სეტყვის ზოლია, გვიახლოვდებოდა ნელნელა და ძლივს გამოვასწარით, თორემ მანქანას კარად დავაზიანებდი, ზემოთ ამოავასწარი და შევეფარე საბოლოოდ.

post-189-0-71638100-1340094061_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

კარგი რჩევა იქაურებისგან მივიღე და თქვენც გაგიზიარებთ... სიონზე უნდა ითევზაო თუ ითევზავებ მაღლა სადაც სათავეს იღებსო :) იქ ზვიგენებიცაა და ვეშაპებიც :P :old:

Link to post
Share on other sites

jino-93

 

შამაია საერთოდ ყველაფერზე მოდის, ხელოვნურ ბუზის ფორმის სატყუარაზეც კარგად იღებს,

კი ეგ ხრამულია, და მაგაზე დიდიც გვყავს დაჭერილი კილოზე კარგად მეტი, უბრალოდ სურათი არ გადამიღია.

 

ხრამულს რაზე იჭერ კოპტონზე? თუ თეთრ ჭიაზე დონკაზე?

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

გუშინ მეგობრებთან ერთად ავედი სიონზე პლატოსთან,2-ის ნახევარზე იქ ვიყავით და 5-ზე უკვე ავალაგეთ ყველაფერი.დიიდი წვიმა და ქარაშოტი გვიახლოვდებოდა საინდაურის მხრიდან,ამ დროის მანძილზე მარტო მე 3 კილოზე მეტი დავიჭირე თეთრ ჭიაზე,რათქმაუნდა შამაია.ფსკერულზე მხოლოდ კარჩხანა.კოპტონი და წითელი ჭიის მიქსი.სიმინდს საერთოდ არაფერი არ გამოეხმაურა.შამაია მოდის შემაწუხებლად--არ ჰქონდა აზრი ვაგლერის შორს გადაგდებას-5 მეტრაშიც იგივე ზომის შამაია მოდიოდა.თან ახლო გადაგდებით დროსაც ვიგებდი და ვაგლერის მცირე მოძრაობასაც უკეთ ვხედავდი.ჩაგდებიდან 2 წამში უკვე იჯდა თევზი,იღებდა საკმაოდ ხარბად-ისე რომ არც ერთი არ გაქცეულარაც ამოვწიე ყველა ამოვიდა .

წყალი შარშანნდელ ამ დროსთან შედარებით საკმაოდ დაკლებულია.

სურათებზე ბოდიშით--.ბოლოსთვის ვაპირებდით მაგრამ ისეთი ქარაშოტი ამოვარდა სასურათედ აღარ გვცხელოდა.მანქანა 20 მეტრაში მეყენა.რო დასცხო სანამ მანქანამდე მივედი სულ გავილუმპე

უკან გზაზე ნისლი იყო ძლიერი.1 მეტრაში ჭირდა დანახვა

Link to post
Share on other sites

ხდება ხოლმე მახო, რას იზავ?

 

3 თუ 4 წლის წინ იყო მე მგონი, წავედი 120კმ სიშორის გზაზე სათევზაოდ უთენია, გამთენიისას იქ ვიყავი, მაგრამ რად გინდა? ცხვირი ვერ გამოვყავი მანქანიდან ისეთი თავსხმა იყო, მთელი დღე არ ამოუსუნთქია, ურახუნა რაც შეეძლო.

ჯიუტი ვარ ხასიათით, ავედი პარკინგზე და მეთქი დავრჩები ამაღამ მანქანაში, ხვალისთვის მაინც ივარგებსთქო ამინდი.

 

გავიშალე საჩვენო სუფრა მეორე "სიდენიაზე" და მიმაძინა ბოლოს კონიაკმა და შუბლის ბატარეის კეთებამ.

თავი გაფართოვდა და ეტყობა თასმებმა მომიჭირეს. :d030:

 

დილით დავაჭყიტე თვალები, შუშები გაყინულია და რახარუხი გაუდის მანქანას, მეთქი ბოლობოლო ცივი გუდრონის წვიმა გამოიმეტა გამჩენმა კაცობრიობისთვისთქო. :d030: /ისე, ახია ჩვენზე/ :d030:

ამოვქოქე როგორც იქნა და გალღობა დაიწყო შუშებმა, მაგრამ იქიდან გადმომსვლელი მე არ ვიყავი, ყინულის წვიმა მოდიოდა, ეცემოდა თუ არა, მაშინვე იყინებოდა ყველაფერზე.

და საოცარი რა არის იცი? აპრილის ბოლოს მოხდა ეს ამბავი.

 

დღენახევარი, მანქანაში გამატარებინა ამინდმა.

 

იქვე იყო საპირფარეშო და არ გადავედი, გამოვგაზე სახლისკენ, ისეთი საშინელება ტრიალებდა, შენი არ იყვეს, საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვხედავდი.

 

ასეა ძმაო, მომავალში გაგვიმართლებს. :friends:

Link to post
Share on other sites

ელჩი

მაინც არ ვემდური იმ დღეს---ბუნებაში გავიარე,კარგ ხალხთან ვიყავი,ვითევზავე,თევზიც დავიჭირე და კარგი სოკოც შევიძინე საკმაოდ იაფად,საღამოს კი ცოლშვილიანად წავუქეიფეთ თევზზე და სოკოზე.:)თევზის მოსვლამ კი შეცვალა ცნობილი გამონათქვამი--თევზაობას რა უნდა დაასხი დალიეო,აქ პირიქით ჩააგდე ამოაგდე იყო :)

შენი შემთხვევა მართლა კოშმარული ყოფილა,ამინდის გამო რომ ვერ მოისაქმებ კაცი რა საშინელება უნდა იყოს წარმომიდგენია :)

Link to post
Share on other sites

არა უშავს, ესეა ჩვენი საქმე, ხან დაასხი-დალიეა, ხანაც დაიჭირე-გაუშვი. :friends::drinks:

 

ერთხელ ისე გავერთე ყინვაში თევზაობით, ყურები მცვივდებოდა და სკოჩიც აღარ იმაგრებდა. :d030:

 

სიონზე რამოდენიმეჯერ ვარ ნათევზავები 90-იანებში.

 

ერთხელ დამპატიჟეს და არ ერქვა იმას თევზაობა, რასაც ჩემი მასპინძლები აკეთებდნენ.

 

მეთქი ან ხბოს დაკლავთ, ან წავედი აქედანთქო.

 

ბოლოს ხბოს დაკვლა გადაწყვიტეს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...