Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ექოლოტი ელეკტრო ხელსაწყოა რომელიც გვაძლევს საშვალებას გავიგოთ წყალსატევის ფსკერის რელიეფი,ფსკერის სტრუქტურა,სიღრმე,თევზის განლაგება ამა თუ იმ სიღრმეზე,თევზის ზომა,წყლის ზემო ფენის ტემპერატურა და ა.შ.ექოლოტი შედგება გადამცემისაგან და მიმღებისასგან.ექოლოტის გადამცემი გამოაისხივებს ვიწრომიმართულ ულტრაბგერულ სხივს და იღებს მას უკან არეკლილს ფსკერიდან და წყალში მცურავი ობიექტებიდან. ხელსაწყოს პროცესორი ამუშავებს ამ სხივს და ეკრანზე გადმოსცემს მიღებულ ინფორმაციას.ექოლოტის მაზონდირებელი სხივი მიმართულა ვერტიკალურად ქვევით, ხოლო გამოსახულება ეკრანზე გამოდის როგორც დროში დაგვიანებული გრაფიკული ნახატი.შედარებით უბრალო მოდელებს აქვთ მხოლოდ ერთი მაზონდირებელი სხივი. სხივის ზომა როგორც წესი 9-24 გრადუსის დიაპაზონში იმყოფება. ასეთი მოდელები საკმარისია ფსკერის რელიეფის შესასწავლად. 9 გრადუსიანი სხივი 10 მეტრის სიღრმეზე ხედავს ფსკერის 1.6 მეტრიან მონაკვეთს ხოლო 24 გრადუსიანი კი 4.3 მეტრს.უფრო ძვირ მოდელებს აქვთ ორი ან სამი სხივი რომელთა დიაპაზონი 45-90 გრადუსია. ესეთ ექოლოტებს ფუნქციებიც გაცილებით მეტი აქვს : წყლის ტემპერატურის და ნავის სიჩქარის გაზომვა მაგალითად. 45 გრადუსიანი სხივი 10 მეტრის სიღრმეზე ხედავს 8.5 მეტრიან ფსკერის მონაკვეთს ხოლო 90 გრადუსიანი კი 20 მეტრიანს.მეტი წილი მოდელების საშვალო სკანირების მაქსიმალური სიღრმე 185 მეტრია

Link to post
Share on other sites

ექოლოტის გარეშე ნავი არ მინახავს.

 

ყველას უყენია, ზოგს ორიც კი აქვს.

 

აქ უმაგისოდ თევზაობა წარმოუდგენელია.

Link to post
Share on other sites

მოკლეთ სერიოზულად დავინტერესდი ექოლოტით, ზური ხომ ვერ მირჩევ რამე ისეთ მოდელს რომელიც შეიძლება ზღვაზეც გამომადგეს. ან იქნებ ისეთი იყოს ტბაზე და არხებზე გამოდგეს და ზღვაზეც. იქნება რამდენიმე მოდელი მითხრა და ცოტა რჩევა და განხილვაც მოაყოლო :*

Link to post
Share on other sites

მოკლეთ ჩემო ძმებო და მეგობრებო, აი ეს Lowrance Elite-4 Chirp Fishfinder/Chartplotter 83/200 455/800 + Transducer &Maps მაინტერესებს, ან იქნებ უკთესს იყენებთ ვინმე და მირჩიეთ. ეს 250 დოლარი ღირს, ამ ფასად უკეთესს ნახავს კაცი რას იტყვით? მინდა ზღვაზეც გამოდგეს, რა პარამეტრები და მონაცემებიც უწერია წესით კაი უნდა იყოს.

Link to post
Share on other sites

ლევან სად გინდა რომ გამოიყენო, ეხალოტი კარგია დიდ წყალსაცავებში დიდი მდინარეებში, თუ ასეთ ადგილას აპირებ თევზაობას მაშინ ღირს ეხალოტის ყიდვა, პატარა ტბების და მდინარეებში არამგონია რომ გამოგადგეს.

Link to post
Share on other sites

ზაზა ზღვაზე უპირველესად, ამას გარდა რამდენიმე დიდ ტბაზე და მდინარეზე. ამიტომ მინდა არ შევცდეთ და ისეთი არ ვიყიდოთ კიდე საყიდელი რომ დაგვრჩეს მერე

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...