Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობის სეზონი 2016-2017


Recommended Posts

ცოტაა მარა თბილისთან ახლოსაა საათნახევარში სახში ვარ ხომე, ამ თოფს რა უქნა არ ვიცი სადამდეც სამიზნეზე ჩანს მწყერი უშვებ მარა მაინც აფუჭებს რა ჯანდაბად მინდოდა ამსიგრძე ლულა

post-145-0-54400100-1472714877_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 469
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

JABA კარგად გინადირია :yes: , ალეკოს მოკითხვა.

 

 

გურიაში, ზღვიპირეთში მწყერი არ არის ჯერჯერობით.. კახეთიდან შავ ზღვამდე იმდენი მანოკია მწყერს აქეთ არ უშვებენ!

 

სანამ რუსეთიდან, ჩრდილოეთიდან არ წამოვა იქამდე გურულები გაწბილებულია..

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ი ლ უ შ ა

მე პირადად მანოკი არც ვიცი როგორია არ მინახია არც მომისმენია, ალაზნის პირზე ანაგის ბოლოზე ვამბობ მწყრის ნასახი არაა, არც მონადირეების, ბალახი სუპერ იდეალური გადახრიოკებულ ადგილებშია და მანდ არაა გაიგე ახლა რისი ბრალია გზებია ისეთი სედანით ვერანაირად ვერ ივლი შესაბამისად ხალხიც ნაკლები ხვდება მარა ცარიელია იქაურობა, გამარჯვებაში ვიყავი გახსნაზე მინდა გითხრა რომ მანოკი საერთოდ არაა საჭირო იქ თუ მწყერი გადარჩა რომელიმე რაღაც ძაან მეეჭვება, ხალხი იყო ძაააააალიან ბევრი და სროლა გაბმული არ წყდებოდა. ხოდა ახლა რისი თქმა მინდა 40 წლის ვხდები მაგ მინდვრებში გავიზარდე რომ იტყვიან ასე 10-15 წლის უკან ხან 5-6 დღე გადაბმულად ვნადირობდი მონადირე შეიძლება შემხვედროდა 2 ჰა ჰა 3 ახლა ჩახვალ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არაა :d030: ხოდა გავმრავლდით (ღმერთმა გვამრავლოს) და ვეღარ გვიძლებს ამ პატარა მიწაზე ნადირ-ფრინველი, თან მოდურიც გახდა ნადირობა ამ ინტერნეტ ფორუმებმაც თავისი ქნა და აჰა შედეგი ასე რომ მარტო მანოკის ამბავი არაა

Edited by alika-alika
Link to post
Share on other sites

alika-alika

 

მანოკები არის ალიკ და თანაც ბლომად, მაგრამ იმაში უნდა დაგეთანხმო აუცილებლად, რომ ყველა მეორე "მონადირე" გახდა.

 

45 წლის კაცი რომ პირველად იყიდის სანადირო თოფს და მონადირეს დაირქმევს, არაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეს ადამიანს.

 

 

წინა პოსტში შენი თოფის ლულების სიგრძეზე სჩიოდი და რამდენია სიგრძეში?

Link to post
Share on other sites

ელჩი

78სმ-ია დისპრესანტებს ვცდი ეხლა და ვნახავ რას იზავს თუ არადა ერთ ცალულიანს მწყერისთვის ვიყიდი და ეგ იქნება

Link to post
Share on other sites

20 წელია მანოკით იხოცება მწყერი ყველგან და შემცირდა პოპულაცია,შემცირდა კიარა განადგურდა თითქმის. მე პირადათ 2-3 წელი აღარ ვესვრი მწყერს ოღონდ ეს მანოკები ალაგმონ და მოსპონ.სამწუხაროდ ეს მარტო საქართველოში არ ხდება. კიდე ბევრს გაუძლო ამ ჩიტმა სულ რომ არ გადაშენდა. :(

Link to post
Share on other sites

ყველა არსებას,მწყერსაც რა თქმა უნდა,აქვს თვითგადარჩენის ინსტიქტი,აქვს გადაადგილების,გადაფრენა-გადმოფრენის წესი და ეს მანოკებიანი ვაიმონადირეები ამ წესის,ინსტიქტის შეცვლას ცდილობენ,გადაადგილდება მწყერის უზარმაზარი გუნდი,თავისი მარშრუტი აქვს,იმ მწყერის პაწაწინა ტვინში გამჩენის მიერ ჩადებულია კოდი,რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს და ამას ვებრძვით,გამჩენის,არსთა გამრიგეს წინააღმდეგ მივდივართ!!!!გახსოვთ ალბათ უმანოკო ცხოვრებიდან,ღამით რო გაწვიმდებოდა და ელვა იქნებოდა,დილით გავრბოდით სანადიროთ,უამინდობა აჯენდა მწყერს,ახლა პირიქით ვარსკვლავიანში აჯენენ,მანოკების ჭყვიტინით,ჰო და ერთხელაც მოწყინდება გამჩენს ჩვენი მაიმუნობის ყურება,აუცილებლად მოწყინდება!!! :( :( :(

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

მამუკ ბავშვობაში 18-20 წლის რომ ვიყავი მწყერი იმდენი იყო ხომე ეხლა რომ მახსენდება არც კი მჯერა, ალაზნიდან რომ ამოვივლიდი საღამოთი გზებზე იყვნენ ხომე გამოშლილები ბევრჯერ მაოტოციკლეტის ქვეშაც მოყოლილან, თან მწყერს ვინ ესროდა მაგაზე მეტი ხოხობი იყო რასაც ქვია ქათმებივით დადიოდნენ თუ ძაან არ შეაწუხებდი არც კი ფრინდებოდნენ. კახეთში ძველ მონადირეებს ბევრს ვიცნობ ასაკიანი ხალხი მყავს მხედველობაში, მანოკი რა არის წარმოდგენა არა აქვთ, ახლა შლოპანცებით და შორტებით უნდათ ნადირობა და მანოკის გარეშე არ გამოსდით რა ქნან თუ გინდა შეე....ი მაგათ დედებს. :e025: :e025: :e025: :e025:

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

 

მამუ, ფიზიკაში ერთი ჭკვიანი კაცი მამზადებდა, ახლა ცნობილი მეცნიერია, შესვენების დროს სხვადასხვა თემებზე გვესაუბრებოდა.

 

ოცდაცამეტ წელზე მეტი გავიდა და ახლაც მახსოვს მისი ერთი მონაყოლი, შევეცდები მოკლედ გადმოვცე.

 

კაცობრიობა ერთი დიდი ლაბორატორიაა, გვაკვირდებიან და ერთ მშვენიერ დღეს იტყვიან:- "პრეკრატიტ ექსპერიმენტო".

 

 

alika-alika

 

ოოო, ეგ ნამეტანი გრძელია მწყერზე ალიკ, მაგას იხვზე და ბატზე გამოიყენებ.

 

მოგიწევს ჯიგარო მოკლეს ყიდვა, მაქსიმუმ 71 სმ რომ ჰქონდეს ლულები და თორმეტიანი კალიბრი./შეყვარებული ვარ ამ კალიბრზე./

Link to post
Share on other sites

 

Gurulo

:yes: :yes: პერელიოტის მწყერია?

დასავლეთში სხვა მწყერი არ არსებობს.

თუ მანოკს გულისხმობ, მე სადაც ვნადირობ, იქ მაგ ინსტრუმენტის დადგმას ვერ ბედავენ, რადგან ეგ ადგილი ქალაქთან ახლოშია და ბატონი გარემოსდამცველები ბევრჯერ შემოივლიან ხოლმე... სეზონის გახსნიდან ათიოდე დღეა გასული და უკვე რამდენიმე მანოკი აქვთ მაქ აღებული.

სამაგიეროდ ცოტა მოშორებულ ადგილებში მიდის ძველებურად ორკესტრირებული "ნადირობა".

პ.ს. მიჭირს გამოვთქვა რაიმე მოსაზრება შეკითხვაზე: "გვეშველება რამე?"

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

გუშინ ახალქალაქთან ახლოს ვინადირე. ლიმიტი შეეევასრულე :e025: თუმცა ბარტყი ისევ ბევრია,წარმოიდგინეთ კვერცხებიანი ბუდეც კი ვნახე. :scratchchin:

post-2-0-55033400-1473062651_thumb.jpg

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

გუშინ ახალქალაქთან ახლოს ვინადირე. ლიმიტი შეეევასრულე :e025: თუმცა ბარტყი ისევ ბევრია,წარმოიდგინეთ კვერცხებიანი ბუდეც კი ვნახე. :scratchchin:

შეიძლება დააგვიანა მეორე ჩეკიაობა?! აბა ამ დროს ასე მასიურად ბარტყი სხვა რითი აიხსნება?

Link to post
Share on other sites

დღეგამოშვებით დავდივარ 3 გასვლაა. 8 - 2 -და დღეს 10 ცალი. ველოდები უკეთეს გასვლებს :e025:

სამივე გასვლაზე კივის მანოკები გაუჩეერებლად. 500 მეტრში პოლიციის განყოფილებაა. ვერ ესმით :scratchchin:

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

გამარჯობა თქვენი :),

 

გურიიდან რომ წამოვედი მაშინ დაიწყო მწყერი, აღმოსავლეთში რომ წამოვედი აქეთ აღარაა, ავცდით :). შაბათს მოვყევი ქართლის მინდვრებს ჩარდახი, ლამისყანა, ხელთუბანი და 5 ცალი მწყერი ჯამში, ისიც ბარტყები. მეორე დღეს საღამოს გარეჯვარში 10 ცალი, მაღალ ყანებშია მწყერი, დამფრთხალია. მთავარია ძაღლმა ნახა და თანდათან ვგეშავ. დააწვა სამხრეთით და დასავლეთით. აქეთაც "პერელიოტი" თუ გაგიმართლებს და წააწყდები. მანამდე, საგარეჯოში წინა დღეს ნახეს ბიჭებმა, მეორე დღეს წავედით და ერთი ცალი ვერ ვნქახე მწყერი, მერე გარეული მტრედები ამოძრავდა და 14 ცალი მოვინადირეთ.

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...