Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობის სეზონი 2016-2017


Recommended Posts

  • Replies 469
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

გურულოს ვეღარ ვაჩერებთ. :d030:

 

ყოჩაღ ძამა, ბარაქა ჯიგარო.

 

ეს ყველაფერი კარგი და მე რა მეშველება?

 

მე მგონი სკლეროზი დამეწყო.

 

იარაღის სეიფის გასაღები სადღაც დავმალე და მეორე დღეა ვერა ვპოულობ სად შევინახე. :karochera:

 

ასიანი მეუღლე დამიმალავდა სადღაც.

 

ნუ კლავ ამ არსებებს, რა დაგიშავესო, ელაპარაკე ახლა ამას?!

 

არადა წინა შაბათს ბუთხუზა იხვი შევბოლე და ისეთი გამოვიდა, დაჭრა მენანებოდა.

Link to post
Share on other sites

გურულოს ვეღარ ვაჩერებთ. :d030:

 

ყოჩაღ ძამა, ბარაქა ჯიგარო.

 

ეს ყველაფერი კარგი და მე რა მეშველება?

 

მე მგონი სკლეროზი დამეწყო.

 

იარაღის სეიფის გასაღები სადღაც დავმალე და მეორე დღეა ვერა ვპოულობ სად შევინახე. :karochera:

 

ასიანი მეუღლე დამიმალავდა სადღაც.

 

ნუ კლავ ამ არსებებს, რა დაგიშავესო, ელაპარაკე ახლა ამას?!

 

არადა წინა შაბათს ბუთხუზა იხვი შევბოლე და ისეთი გამოვიდა, დაჭრა მენანებოდა.

 

 

ღმერთმა დაგიფაროს და თუ ვერ იპოვე გასაღები, რა უნ და ქნაააააა?????????? :karochera: :karochera: :karochera:

 

 

"სვარკით" გაჭრა საშიშია და დარტყმით გახსნაც საშიშია...

 

მარა შენ იმ დონის სეიფი გექნება, ვერც "სვარკა" გაჭრის და ვერც დარტყმით დააკლებ რამეს.

 

სეიფების ოსტატი(გამტეხი, იგივე ე.წ. მედვეჟატნიკი) გყავთ მაქა უსაში? იპოვო უნდა ვინმე მაგნაირი. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

არა გელა, რაის სვარკა ძმაო!!!!!!!!!

 

რაც მე იქ ამუნიცია მილაგია, ცეცხლის მიკარება და ნახევარ ქალაქს ორმოცდაათ მეტრის სიმაღლეში ავწევ თავისუფლად.

 

სამსახურის სეიფში მაქვს შენახულიო, გული რომ წამივიდა და თვალები გავახილე, მერე მითხრა.

 

 

გასული ვიყავი წინა კვირის შუას.

ერთი გვრიტი და ექვსი ჩხართვი ავიღე.

ისე რა "მახინჯი" ხელი მაქვს, ერთი გასროლით სამი ჩხართვი მოვწყვიტე ჰაერს.

 

გუშინ ბარდაველს ველაპარაკე და მოვუყევი ყველაფერი ნადირობის შესახებ.

 

ნელნელა სწავლობ სროლასო. :karochera:

 

ბჯოოო, ქუთაისელებს რა მოვუხერხო აღარ ვიცი. :d030: :d030:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

გელა, რას ესვრი ამ ფრინველებს სულ დაბრდღვნილები რომ არის? :)

საინტერსო კითხვაა, ამიტომ ცოტა დეტალიზებას მოვახდენ:

 

ადგილი სადაც ბოლო დღეებია სანადიროდ დავდივარ გაშლილია.

ეს სავარგული ძებნა-ძებნაში და მეზენიტეებიდან ჩოჩება-ჩოჩებაში აღმოვაჩინე. შუა ნაყანებში არის დაჭაობებული ადგილი, წყალითა და კამიშებით(არ მახსოვს ამ მცენარის ქართული სახელი) გარშემორტყმული.

მოკლედ, კარგად შენიღბვის შემთხვევაში მეზენიტეების მიერ დაფეთებული იხვი ამ ადგილზე შემოდის და გადაფრენისას ან ძალიან ახლოს გიწევს, ან დაახლოებით 40 მეტრამდე მანძილში.

იხვზე ვნადირობ ნახევარავტოთი, ამიტომ ერთი კონკრეტული ნადირობისას, ახლოს და შორს სასროლად ლულის არჩევანს მოკლებული ვარ.

ლულაში ცილინდრული ჩოკი ჩავაყენე და შორს ვერაფერი დავაკელი იხვს, სრული ჩოკით კი ახლოში შემოსული ფრთოსანი ისე დავმაზე, გული კინაღამ გამიჩერდა...

ამიტომ ახლოსაც და შორს სასროლადაც ოქროს შუალედი დავიჭირე და ჩავაყენე ნახევარჩოკი, ვაზნა კი ავირჩიე უკონტეინერო 5-6 ნომერი(7 ნომერი შორს სასროლად სუსტია).

ამ კომბინაციით ნორმალურად მოვარტყი ახლოშიც და შორსაც. ამიტომ თუ ხუთი ნომერი ახლოში მოვარტყი კაი მაგრად ჩეჩქვავს ტუშს(ისე ბერეტაც კაი მაგარი სიბურჯღლით გამოირჩევა, კაცმა რომ თქვას).

გადაფრენის დაწყებისას კი ვალაგებ თოფსა და მჭიდში 6-5, 6-5 თანმიმდევრობით, მარა რამდენიმე გასროლის მერე ამერევა და მჭიდში ხუთ ნომერს ვამატებ თუ ექვსს უკვე ვეღარ ვაკონტროლებ. ჰოდა ახლოში 5 ნომერი რომელსაც მოხვდა, დაიჩეჩქვა კიიიიიი.

სამაგიეროდ ამ სამ დღეში ერთი ფრინველიც კი არ ჩამოვარდნილა დაჭრილი, ყველა გატრუპული იყო(აბა სად ვდიო მერე დაჭრილს, და ვუკეთო საკონტროლო დამატებითი გასროლები?!).

დაჭრილი იხვი მოსაძებნადაც ძნელია ღამე-ბნელში, ხოლო უსულოდ ჩამოვარდნილი კი არსად წამსვლელი არაა_ საცა დაადე და ჩამოვარდა, იქვე გდია...

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Gurulo

 

რამდენადაც მე ვიცი "კამიშს" ლელი ჰქვია ქართულად.

 

დევიბრუნე ძამა სეიფის გასაღები გამთენიისას, ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დავიმართე და ავტეხე "უშვი ქოჩორს".

 

აქ რომ ვაარ კეთილი ბიძია, რეალში მაგარი აუტანელი ვინმე ვარ.

თავდაყირა დავაყენე სახლი და ყველა იქ მოსიარულე.

 

ავითრიე თოფი და ოთხი ჩხართვი მოვახერხე კიდო დილითვე.

 

სხვა მფრინავი სულიერი არ შემხვედრია.

 

კურდღელი დარბის შტერივით, ვერ მოასწრებ სროლას, შანსი არაა.

 

თან ნახევარი კილოც არაა, არ გინდა მაგას მოარტყა?

 

დაიწყება თვენახევარში კალმახზე თევზაობის სეზონი და მერე მიგიშვებს ათ მეტრში, როცა სროლა აღარ შეგიძლია. :karochera:

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

რამდენადაც მე ვიცი "კამიშს" ლელი ჰქვია ქართულად.

 

დევიბრუნე ძამა სეიფის გასაღები გამთენიისას, ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დავიმართე და ავტეხე "უშვი ქოჩორს".

 

აქ რომ ვაარ კეთილი ბიძია, რეალში მაგარი აუტანელი ვინმე ვარ.

თავდაყირა დავაყენე სახლი და ყველა იქ მოსიარულე.

 

ავითრიე თოფი და ოთხი ჩხართვი მოვახერხე კიდო დილითვე.

 

სხვა მფრინავი სულიერი არ შემხვედრია.

 

კურდღელი დარბის შტერივით, ვერ მოასწრებ სროლას, შანსი არაა.

 

თან ნახევარი კილოც არაა, არ გინდა მაგას მოარტყა?

 

დაიწყება თვენახევარში კალმახზე თევზაობის სეზონი და მერე მიგიშვებს ათ მეტრში, როცა სროლა აღარ შეგიძლია. :karochera:

გილოცავ გიორგი სეიფის გასაღების დაბრუნებას!!!

 

ლელიც გამიგია და ჩვენში კიდევ ჭილოფს ეძახიან.

ხომ იცით დასავლეთის ხალხს რუსული ბარბარიზმი როგორ აქვს გამჯდარი ყოველდღიურ, სალაპარაკო ენაში, ჰოდა მეც მასე ვარ.

Link to post
Share on other sites

გუშინ საღამოს გადაფრენაზხე ვიყავი და დღრეს ტყეში (გურია), სამწუხაროდ სულ 1 ქათამი ვნახე, რომელსაც ვერც კი ვესროლე ისეთი მიმართულებით აფრინდა.

Link to post
Share on other sites

გავრისკე გუშინ,დაბალ სიცხიანი გევიპარე ტყეში,მეუღლემ რა თქმა უნდა ,,ხატზე გადამცა,, ოთხი იხვი და ერთი,,ჩიროკი,, ავიღე!!თუ შემაბრუნა გრიპმა,დამტიებენ ,,უტირალს,,!! :(

Link to post
Share on other sites

ქუთათური

 

არ მითხრა ახლა რომ გრიგოლიაა სურათზე.

 

ცხვირი გავს, თვალები გავს, დაჟე ქუდიც, მაგრამ წვერმოშვებული მამუკა ჯერ არ მინახავს.

 

 

დღეს დილით ვიყავი გასული.

წყალმცურავზე აღარ ვნადირობ წელს, ჯერ ერთი მარაგი მაქვს საყინულეში, მერე რაღაცა შტერობა ტესტები მოიგონეს, ჰოდა გადავეკიდე ჩხართვებს და გვრიტებს.

ავიღე 5 ჩხართვი და ერთი გვრიტი.

გვრიტი ორნაირია აქ.

ერთი ნაცრისფერია და მომცრო, მეორე ჩვენსას წააგავს და დედალი მტრედის ხელაა.

ტყიდან გამოსვლისას ორნი იჯდნენ ნაძვის კენწეროზე და არ ვესროლე, გამახსენდა გამოთქმა, როგორ გვრიტებივით ეხუტებიან ერთმანეთსო.

დედალ-მამალი ეკურკურებოდა ერთმანეთს.

 

ხელი გამიხმებოდა მაგათთვის რომ მესროლა.

Link to post
Share on other sites

დღევანდელი გადაფრენიდან

a677d9ffb889.jpg

 

 

 

მამუკა გამაგრდი!!!

 

ქალები ყველა ერთი ყალიბითაა მოჭრილი(ნადირობის მიმართ დამოკიდებულებას ვგულისხმობ), ვერცერთი დედა, ცოლი და ქალიშვილი ვერ იტანს მისი ოჯახის მამაკაცი გალუმპული და გაციებული რომ ბრუნდება სახლში, მარა შემდეგ წასვლაზე მაინც ყველა ლოცავს გზაზე დამდგარს.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Gurulo

 

ქართლელ-კახელმა ქალებმა სხვანაირი "წყევლა" იციან ძამა.

 

თავში ქვა გიხლია, ოღონ ცოცხალი მოდი სახლშიო. :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

მოიკლო რაოდენობაშიც და ზომაშიც...

გადაფრენაზე ნაკლები და ნაკლები გამოდის(თანაც დათბა ძალიან)

f1b920080b5d.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

სამი კვატა ვიმსხვერპლეთ აბაშაში,4 კაი ბამბალა ქარიყლაპიაც მივუწვინეთ გვერდში,მოკლედ ბედობა დღისთვის არაუშავდა.

ფოტო მე არ მქონდა და ველოდები მოწოდებას. :hi3:

Link to post
Share on other sites

ყველას გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას

ეს ბედობა დღეს მონადირებული ჩეროკებია

dd592b8b39ff.jpg

 

ამბობენ პალიასტომზე ძალიან დიდი იხვის ნაკადია შემოსულიო

Link to post
Share on other sites

ყველას გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას

ეს ბედობა დღეს მონადირებული ჩეროკებია

dd592b8b39ff.jpg

 

ამბობენ პალიასტომზე ძალიან დიდი იხვის ნაკადია შემოსულიო

 

 

საღოლ,საღოლ!!! :hi:

Link to post
Share on other sites

საღამო მშვიდობის მეგობრებო.

დღევანდელი ნადირობა ,,სუფსაში,,

+ ახალი თოფის ,,მონათვლა" :D :D :D

იხვი მოძრაოვდა ასე თუ ისე, ძირითადად მაღალ სიმაღლეზე.

ერთი მე ავიღე, ორი ცალი მეგობარმა.

 

პირველი იხვი ახალი თოფით:

8f6b941e226c.jpg

 

d676e82cc9d9.jpg

 

bbcb1c2d36df.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...