ebaneba 3 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 ტაბაწყური ტაბისყური, ტბა ჯავახეთში, ბორჯომისა და ახალქალაქის რაიონების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მ. სარკის ფართობი 14,2 კმ2, წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ2, უდიდესი სიღრმე 40,2 მ, საშუალო სიღრმე 15, 5 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ3. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. წყლის დონე დაბალია თებერვალში, მაღალია - ივნისში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე. წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. ციტირება Link to post Share on other sites
troutbaiter 0 Posted July 1, 2012 Report Share Posted July 1, 2012 გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ტაბაწყურში ბინადრობდა ერთად-ერთი ჯიში - ადგილობრივი ტბის კალმახი... და იმდენად ბევრი მოიპოვებოდა, რომ საბჭოთა თევზსაჭერი არტელის მიერ ცენტნერობით იყიდებოდა თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში... შემდგომში საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ამ ღრმა ტბის ქვედა ფენების რესურსი და ჩაესახლებინა ღრმა წყლის მოყვარული რიაპუშკა. გადმოსახლების დროს რიაპუშკის ქვირითთან ერთად მოხვდა რიპუსისა და სიგის ქვირითი. ტბის დღევანდელი იქტიოფაუნა სწორედ ამ სამი სახეობის თევზების შთამომავლობას წარმოადგენს, რომელმაც იქტიოლოგების გათვლების საპირისპიროდ არ ისურვა ტბის ქვედა ფენების ათვისება, დარჩა ზედა ფენებში, იქ სადაც კალმახი ბინადრობდა... გაუწია კალმახს საკვებში კონკურენცია და დროთა განმავლობაში თითქმის მთლიანად გამოდევნა კალმახი... არც თავად განვითარებულა განსაკუთრებით. გადაჯიშდა და დღესდღეობით ჯუჯა ფორმითაა წარმოდგენილი. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 1, 2012 Report Share Posted July 1, 2012 მე ნათესავები მყავს მაგ მხარეში და მინახავს თუ როგორ ჩამოატარებდნენხოლმე მაგ რიაპუშკას გასაყიდად,სადღაც 20-30 სმ-ბი,ბადეებით იჭერდნენ,ძალიან გემრიელი თევზია. მინდოდა ამ საკითხზე მეკითხა ვინმესთვიოს და აქ დავსვავ ამ კითხვას...რაზე შეიძლება დაიჭირო ეს თევზი,რა დროს და რა მეთოდით...თუ ვინმემ იცით მიოპასუხეთ,ამ ზავხულზე მინდა მოვსინჯო... ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 14, 2012 Report Share Posted December 14, 2012 სერგეევიჩის ეს პოსტი აქ რომ არ დავდო არ შეიძლება ! სამოყვარულო თევზაობა ქცია-ტაბაწრყურის აღკვეთილი საინტერესოა სამოყვარულო თევზაობის განვითარების თვსლსაზრისით. ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა თევზით მდიდარ ტბად. ჯერ კიდევ 1896 წელს ტაბაწყურში მობინადრე კალმახი აღიწერა ცალკე ფორმის სახით: Salmo lacustris L. var. romanovi. ამ კალმახი წონა ტაბაწყურში 5 კგ-მდეც აღწევდა. 1930 წლამდე ტბის იქთიოფაუნა წარმოდგენილი იყო მხოლოდ კალმახით. მოგვიანებით მოხდა ტბაში სხვადასხვა სახეობის, მათ შორის: რიაპუშკის (Coregonus albula), სევანის კალმახის (Salmo ischchan), ფარავნული კობრისა (Cyprinus carpio) და სევანური ხრამულის (Varicorhinus capoeta sevangi) ინტორდუქცია. დღეისათვის ტაბაწყურის ტბის იქთიოფაუნა 13 სახეობითაა წარმოდგენილი: სახეობის ლათინური დასახელება სახეობის ინგლისური დასახელება სახეობის ქართული დასახელება საქართველოს წითელო ნუსხა 1 Salmo trutta trutta caspius morpha lacustris var. romanovi Tabatskuri trout ტაბაწყურის კალმახი VU 2 Salmo ischchan Sevan trout იშხანი - 3 Coregonus albula European cisco რიაპუშკა - 4 Coregonus albula Infraspecies ladogensis European cisco sub. species ლადოგური რიპუსი - 5 Coregonus laveretus Lake whitefish ლადოგური სიგი - 6 Varicorhinus capoeta sevangi Khramulya სევანური ხრამული - 7 Cyprinus carpio European carp ფარავნული კობრი - 8 Rutilus rutilus caspius natio kurensis Kora vobla (Roach) მტკვრის ნაფოტა - 9 Carassius carassius Crucian Carp კარჩხანა - 10 Chondrostoma cyri Kura undermouth მტკვრის ტობი - 11 Barbus lacerta Kura barbel მტკვრის წვერა - 12 Acanthalburnus microlepis Blackbrow შავწარბა - 13 Neogobius cephalarges constructor Caucasian mushroom goby კავკასიური ღორჯო - სამოყვარულო მეთევზეობისათვის ლიცენზიის მოპოვების წესებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადმინისტრაციას. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 14, 2012 Report Share Posted December 14, 2012 (edited) როგორც შევიტყვე სხვა და სხვა საინფორმაციო წყაროდან თევზი ამ ტბაში თითქმის აღარაა,ცოტა ჭაფალა(ряпушка)და კარჩხანაა დარჩენილი..... Edited December 14, 2012 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 14, 2012 Report Share Posted December 14, 2012 საცოდაობა არაა მაგ ტბის უთევზობა?! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 22, 2013 Report Share Posted July 22, 2013 (edited) http://1tv.ge/video/19015 ფილმი ტაბაწყურის და კახისის ტბების შესახებ. წყალქვეშა გადაღებები და წყალქვეშა ნადირობა... ნახეთ საინტერესოა. Edited July 22, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted July 23, 2013 Report Share Posted July 23, 2013 http://1tv.ge/video/19015 ფილმი ტაბაწყურის და კახისის ტბების შესახებ. წყალქვეშა გადაღებები და წყალქვეშა ნადირობა... ნახეთ საინტერესოა. საინტერესო კი არა საცოდაობაა ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 23, 2013 Report Share Posted July 23, 2013 როგორ ველოდებოდი დიდ თევზებს მოინადირებენმეთქი და რა ყოფილა სიმანდვილეში, წუმპედ არის ლამის ქცეული. კიბორჩხალების გამრავლება ვინ ჩააგონათ ერთი, ან გარემოს დაცვა რას აკეთებდა, ეჭვი მაქვს სადგისით ერთობოდა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 23, 2013 Report Share Posted July 23, 2013 საერთო ჯამში ძალიან სასარგებლო ფილმია ! რით უფრო ხშირად გაშუქდება არსებული პრობლემები სახალხოდ მით უკეთესი ! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=24038 ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 ეგებ ამ ტბის სურათები დადოთ ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
Chopin 0 Posted May 17, 2016 Report Share Posted May 17, 2016 გამარჯობათ. ხვალისთვის მინდა ტაბაწყურის ტბაზე გასვლა, ხოდა რა სიტუაციაა ეხლა მანდ? როგორც გავიგე ვიღაც სომეხ დეპუტატს აუღია 20 წლიანი იჯარით და კიბორჩხალები გაუმრავლებია, თევზი თითქმის აღარააო. რამე ხო არ იცით ამასთან დაკავშირებით? შევძლებ რომ ვითევზაო??? ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted May 17, 2016 Report Share Posted May 17, 2016 გამარჯობათ. ხვალისთვის მინდა ტაბაწყურის ტბაზე გასვლა, ხოდა რა სიტუაციაა ეხლა მანდ? როგორც გავიგე ვიღაც სომეხ დეპუტატს აუღია 20 წლიანი იჯარით და კიბორჩხალები გაუმრავლებია, თევზი თითქმის აღარააო. რამე ხო არ იცით ამასთან დაკავშირებით? შევძლებ რომ ვითევზაო??? თევგზი არის... როგორ დაიჭირო ამას ვერ გეტყვი,ის დეპუტატი მაგ სოფლიდან იყო,მაგრამ როგორც ვიცი ჩამოართეს უფლებები... ციტირება Link to post Share on other sites
Chopin 0 Posted May 17, 2016 Report Share Posted May 17, 2016 pescatore კარგი, მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.