Jump to content
Club-Monadire.Ge

ტაბაწყური


Recommended Posts

ტაბაწყური

 

ტაბისყური, ტბა ჯავახეთში, ბორჯომისა და ახალქალაქის რაიონების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მ. სარკის ფართობი 14,2 კმ2, წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ2, უდიდესი სიღრმე 40,2 მ, საშუალო სიღრმე 15, 5 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ3. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. წყლის დონე დაბალია თებერვალში, მაღალია - ივნისში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე. წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით.

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ტაბაწყურში ბინადრობდა ერთად-ერთი ჯიში - ადგილობრივი ტბის კალმახი... და იმდენად ბევრი მოიპოვებოდა, რომ საბჭოთა თევზსაჭერი არტელის მიერ ცენტნერობით იყიდებოდა თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში...

 

შემდგომში საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ამ ღრმა ტბის ქვედა ფენების რესურსი და ჩაესახლებინა ღრმა წყლის მოყვარული რიაპუშკა. გადმოსახლების დროს რიაპუშკის ქვირითთან ერთად მოხვდა რიპუსისა და სიგის ქვირითი. ტბის დღევანდელი იქტიოფაუნა სწორედ ამ სამი სახეობის თევზების შთამომავლობას წარმოადგენს, რომელმაც იქტიოლოგების გათვლების საპირისპიროდ არ ისურვა ტბის ქვედა ფენების ათვისება, დარჩა ზედა ფენებში, იქ სადაც კალმახი ბინადრობდა... გაუწია კალმახს საკვებში კონკურენცია და დროთა განმავლობაში თითქმის მთლიანად გამოდევნა კალმახი... არც თავად განვითარებულა განსაკუთრებით. გადაჯიშდა და დღესდღეობით ჯუჯა ფორმითაა წარმოდგენილი.

Link to post
Share on other sites

მე ნათესავები მყავს მაგ მხარეში და მინახავს თუ როგორ ჩამოატარებდნენხოლმე მაგ რიაპუშკას გასაყიდად,სადღაც 20-30 სმ-ბი,ბადეებით იჭერდნენ,ძალიან გემრიელი თევზია.

მინდოდა ამ საკითხზე მეკითხა ვინმესთვიოს და აქ დავსვავ ამ კითხვას...რაზე შეიძლება დაიჭირო ეს თევზი,რა დროს და რა მეთოდით...თუ ვინმემ იცით მიოპასუხეთ,ამ ზავხულზე მინდა მოვსინჯო...

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

სერგეევიჩის ეს პოსტი აქ რომ არ დავდო არ შეიძლება !

 

სამოყვარულო თევზაობა

 

ქცია-ტაბაწრყურის აღკვეთილი საინტერესოა სამოყვარულო თევზაობის განვითარების თვსლსაზრისით. ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა თევზით მდიდარ ტბად. ჯერ კიდევ 1896 წელს ტაბაწყურში მობინადრე კალმახი აღიწერა ცალკე ფორმის სახით: Salmo lacustris L. var. romanovi. ამ კალმახი წონა ტაბაწყურში 5 კგ-მდეც აღწევდა. 1930 წლამდე ტბის იქთიოფაუნა წარმოდგენილი იყო მხოლოდ კალმახით. მოგვიანებით მოხდა ტბაში სხვადასხვა სახეობის, მათ შორის: რიაპუშკის (Coregonus albula), სევანის კალმახის (Salmo ischchan), ფარავნული კობრისა (Cyprinus carpio) და სევანური ხრამულის (Varicorhinus capoeta sevangi) ინტორდუქცია. დღეისათვის ტაბაწყურის ტბის იქთიოფაუნა 13 სახეობითაა წარმოდგენილი:

 

სახეობის ლათინური დასახელება სახეობის ინგლისური დასახელება სახეობის ქართული დასახელება საქართველოს წითელო ნუსხა

1 Salmo trutta trutta caspius morpha lacustris var. romanovi Tabatskuri trout ტაბაწყურის კალმახი VU

2 Salmo ischchan Sevan trout იშხანი -

3 Coregonus albula European cisco რიაპუშკა -

4 Coregonus albula Infraspecies ladogensis European cisco sub. species ლადოგური რიპუსი -

5 Coregonus laveretus Lake whitefish ლადოგური სიგი -

6 Varicorhinus capoeta sevangi Khramulya სევანური ხრამული -

7 Cyprinus carpio European carp ფარავნული კობრი -

8 Rutilus rutilus caspius natio kurensis Kora vobla (Roach) მტკვრის ნაფოტა -

9 Carassius carassius Crucian Carp

კარჩხანა -

10 Chondrostoma cyri Kura undermouth მტკვრის ტობი -

11 Barbus lacerta Kura barbel მტკვრის წვერა -

12 Acanthalburnus microlepis Blackbrow შავწარბა -

13 Neogobius cephalarges constructor Caucasian mushroom goby კავკასიური ღორჯო -

სამოყვარულო მეთევზეობისათვის ლიცენზიის მოპოვების წესებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადმინისტრაციას.

Link to post
Share on other sites

როგორც შევიტყვე სხვა და სხვა საინფორმაციო წყაროდან თევზი ამ ტბაში თითქმის აღარაა,ცოტა ჭაფალა(ряпушка)და კარჩხანაა დარჩენილი.....

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

http://1tv.ge/video/19015 ფილმი ტაბაწყურის და კახისის ტბების შესახებ. წყალქვეშა გადაღებები და წყალქვეშა ნადირობა...

 

ნახეთ საინტერესოა.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

http://1tv.ge/video/19015 ფილმი ტაბაწყურის და კახისის ტბების შესახებ. წყალქვეშა გადაღებები და წყალქვეშა ნადირობა...

 

ნახეთ საინტერესოა.

საინტერესო კი არა საცოდაობაა :karochera:

Link to post
Share on other sites

როგორ ველოდებოდი დიდ თევზებს მოინადირებენმეთქი და რა ყოფილა სიმანდვილეში, წუმპედ არის ლამის ქცეული. კიბორჩხალების გამრავლება ვინ ჩააგონათ ერთი, ან გარემოს დაცვა რას აკეთებდა, ეჭვი მაქვს სადგისით ერთობოდა.

Link to post
Share on other sites

საერთო ჯამში ძალიან სასარგებლო ფილმია ! რით უფრო ხშირად გაშუქდება არსებული პრობლემები სახალხოდ მით უკეთესი !

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • 1 year later...

გამარჯობათ. ხვალისთვის მინდა ტაბაწყურის ტბაზე გასვლა, ხოდა რა სიტუაციაა ეხლა მანდ? როგორც გავიგე ვიღაც სომეხ დეპუტატს აუღია 20 წლიანი იჯარით და კიბორჩხალები გაუმრავლებია, თევზი თითქმის აღარააო. რამე ხო არ იცით ამასთან დაკავშირებით? შევძლებ რომ ვითევზაო???

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ. ხვალისთვის მინდა ტაბაწყურის ტბაზე გასვლა, ხოდა რა სიტუაციაა ეხლა მანდ? როგორც გავიგე ვიღაც სომეხ დეპუტატს აუღია 20 წლიანი იჯარით და კიბორჩხალები გაუმრავლებია, თევზი თითქმის აღარააო. რამე ხო არ იცით ამასთან დაკავშირებით? შევძლებ რომ ვითევზაო???

თევგზი არის... როგორ დაიჭირო ამას ვერ გეტყვი,ის დეპუტატი მაგ სოფლიდან იყო,მაგრამ როგორც ვიცი ჩამოართეს უფლებები...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...