Jump to content
Club-Monadire.Ge

პალიასტომი


Recommended Posts

პალიასტომი

 

 

გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.

1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. თევზჭერა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მიერ, პალიასტომის ტბაზე თევზაობა მას შემდეგ აიკრძალა, რაც ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრებში მოექცა. თუმცა, ეს ღონისძიება დაგვიანებული აღმოჩნდა _ თევზის 39 უნიკალური ჯიშიდან, რომელიც ძირითადად ამ ტბაში ბინადრობდა, ამ დროისთვის მხოლოდ სამი სახეობაღაა შემორჩენილი. გარდა ამისა, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება და მეცნიერები მის საერთოდ გაქრობას ვარაუდობენ.

 

ვიტალი გუჯაბიძე ამბობს, რომ პალიასტომის ტბაზე უკვე 30 წელია, თევზაობს. მებადურის საქმე აირჩიეს მისმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც. ამ რვასულიანი ოჯახისთვის თევზაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა:

 

"არავის უხარია, მთელი ღამე, ქარსა და წვიმაში, ნავში სიკვდილის პირისპირ დარჩეს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ადრე, ჩემს ახალგაზრდობაში, პალიასტომზე თევზაობაც ღირდა _ ერთ ღამეში ზოგჯერ იმდენი დაგვიჭერია, რომ წამოღება გაგვჭირვებია, მაგრამ ახლა თევზიც აღარ არის, გადაშენდა. ძნელი მისაგნებია ადგილი, სადაც იმდენი თევზის დაჭერას შეძლებ, კატერის ბენზინის ხარჯს ზევით მოგება რომ დაატოვებინო. ბევრჯერ უკან ცარიელიც დავბრუნებულვარ", _ ყვება ჭარმაგი მებადური.

 

ექსპერტი ანზორ ტყებუჩავა, რომელიც პალიასტომის შესწავლით უკვე ათეული წლებია, დაკავებულია, ადასტურებს, რომ ტბაში თევზი, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. მეცნიერის აზრით, ტბა ეკოლოგიურ კატასტროფამდე ხელოვნური ჩარევის შედეგად მივიდა: "შავ ზღვასთან პალიასტომის მოკლე არხით შეერთებამ ტბაში ზღვის მლაშე წყლის შეჭრა გამოიწვია, მთლიანად შეცვალა წყლის ჰიდროქიმიური და ჰიდრობიოლოგიური რეჟიმი. ბუნებრივია, ამან იმოქმედა იქ არსებული ფაუნის სახეობების ცვლაზე, რადგან მტკნარ წყალს თავისი სახეობები ჰყავს, მლაშეს _ თავისი. თევზის 39 სახეობიდან ტბას მხოლოდ სამი სწორედ ამიტომ შემორჩა", _ განმარტავს ექსპერტი.

 

პალიასტომის ტბიდან თევზების სხვადასხვა ჯიშების გაქრობის ამ ვერსიას ადგილობრივი მოსახლეობაც ეთანხმება: "ყველაფერი შეიცვალა. ადრე მარტო წყალი იყო, ახლა მცენარეებით იფარება ყველაფერი. თქვენც ხედავთ, რომ ეს კარგის ნიშანი არ არის", _ გვეუბნება 80 წელს მიტანებული სერგო ანთელავა.

 

"ტბა უმოკლესი გზით შავ ზღვას, მალთაყვის არხით, 1934 წლიდან დაუკავშირდა. შედეგად, ტბა შავი ზღვის ღია უბედ გადაიქცა. ნელ-ნელა ქიმიური შემადგენლობით ტბის წყალი ზღვის წყალს დაუახლოვდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა პალიასტომის სხვადასხვა სახეობის თევზზე", _ ნათქვამია 1987 წლის დასკვნაში, რომელიც მოსკოვის ეკოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

 

ანზორ ტყებუჩავა თევზის სახეობების განადგურებას პალიასტომზე მომუშავე ტორფის კარიერებსაც უკავშირებს. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ტბის ფსკერიდან ტორფის ამოღება არასწორი მეთოდით ხდებოდა: "ტორფის ამოღება უნდა მომხდარიყო მთლიან სიღრმეში, რომელიც 5-6 მეტრია, მაგრამ ექსკავატორებით იჭრებოდა მხოლოდ 2 მეტრი, დანარჩენი იქვე რჩებოდა. ტორფის ყოველი მოჭრისას იწყება ჟანგვა-აღდგენითი პროცესი და ხდება ბიოგენური გაზების გამოყოფა. ეს ტოქსიკური გაზებია. თევზებმა ამასაც ვეღარ გაუძლეს", _ განმარტავს მეცნიერი.

 

მისი მოსაზრებებისგან განსხვავებით, ზემოხსენებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ტორფის კარიერის გამოყენება პალიასტომში შემორჩენილი თევზის სახეობების გადასარჩენად არის შესაძლებელი: "ტორფის კარიერებისგან" წარმოქმნილი ხელოვნური ტბები საუკეთესო ადგილია სხვადასხვა სახეობის თევზის, მათ შორის კეფალის მოსაშენებლად".

 

ანზორ ტყებუჩავა ტბის გადარჩენის ერთადერთ გზად პალიასტომისა და ზღვის დამაკავშირებელი ხელოვნური არხის ამოვსებას და მის ნაცვლად ტბის ბუნებრივად მკვებავი მდინარეების ამოწმენდას მიიჩნევს: "წინააღმდეგ შემთხვევაში, ტბა, შესაძლოა, 50 წელიწადში საერთოდ გაქრეს, როგორც ეს მოხდა ტბა იმნათის შემთხვევაში", _ ასკვნის მეცნიერი. იგივე ვარაუდია გამოთქმული მოსკოვის ეკოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტის დასკვნაში.

 

http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=2938:2012-01-29-07-37-14&catid=74:2010-11-26-08-07-22&Itemid=125

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ბადრი პალიასტომზე ხომ არ დადიხარ ხოლმე?,რა ხდება ხომ არ იცი მანდ ?...

 

ზურაბ პალიასტომის ტბაზე მე პირადად არ ვთევზაობ ნადირობით მინადირია,კი ზოგჯერ მიწევს წასვლა პალიასტომის მეორე მხარეს მდინარე ფიჩორთან და მის არხებთან ქარიყლაპიაზე:პალიასტომზე ნანახიმაქ ქარჩხანას და კეპასლ როგორ იჭერდნენ ყველაზე კარგად ეს თევზი მოდის იქ და ღორჯოც.

Link to post
Share on other sites

Hunter on pike

რა მაინტერესებს..ოდესღაც პალიასტომში კუდმერცხალა (вырезуб(Rutilus frisii) в Каспии кутум)შემოდიოდა საქვირითოდ.ხომ არ გსმენია ასეთი რამ ადგილობრივი მეთევზეებიდან ? ეს თევზი სასწაული გასტრონომიური მონაცემებით გამოირჩევა მიუხედავათ იმისა რომ ნაფოტას ახლო ნათესავია

Link to post
Share on other sites

Hunter on pike

რა მაინტერესებს..ოდესღაც პალიასტომში კუდმერცხალა (вырезуб(Rutilus frisii) в Каспии кутум)შემოდიოდა საქვირითოდ.ხომ არ გსმენია ასეთი რამ ადგილობრივი მეთევზეებიდან ? ეს თევზი სასწაული გასტრონომიური მონაცემებით გამოირჩევა მიუხედავათ იმისა რომ ნაფოტას ახლო ნათესავია

 

:unsure: პირველად მესმის ემ თევზის სახეობის შესახებ :scratch: ისე საინტერესო თევზია

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

წინა ზაფხულს პალიასტომის შენაკადში კაპარჭინაში ყოველ დღე 2და3 კილო კარასს და კეფალს ვიჭერდი, მე თვითონ ბავშვი ვარ და ასე თუ ისე კარგად თევზაობა არ გამომდიოდა თორემ ჩემ თვალწინ უფროსები 4და5 კილო თევზსაც იჭერდნენ,ამ ზაფხულს კი პატარა ღორჯოების მეტი ვერაფერი დავიჭირე,,,,,,,, ვერგავიგე რა ხდებააააააა :closed_t: :( :( :( :( :( :( :( :( :(

Link to post
Share on other sites

ლუკა

 

მეგობარო, რაც დაგაინტერესოს იკითხე ფორუმზე შესაბამის თემაში და არავინ არ დაგზარდება პასუხს და რჩევის მოცემას. ჩვენ კლუბში და ფორუმზე ბევრი პროფესიონალი მეთევზეა ;)

Edited by duta
Link to post
Share on other sites

ლუკა

 

შეიძლება დრო ვერ შეარჩიე კარგად და წინა ზაფხულს სხვა დროს თევზაობდი იმიტომ , რომ აგერ მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოში (წალკის წყალსაცავზე) კარასი თავს იგიჟებს ხოლმე მთელი წელი , მაგრამ აი მაისის შუიდან თუ არ ვცდები ქვირითობს და რომ ვიყავით ჩვენდა გასაოცრად (და სასიხარულოდ) საერთოდ არ ეკარებოდა სატყუარას და სულ ხრამულს ვიჭერდით მაგის სიზარმაცის გამო... ახლა კი წამოვა და აღარ მიუშვებს სხვა თევზს ანკესთან :( შეიძლება მანდ სხვა მიზეზიც იყოს, მაგრამ შეიძლება ესეც...

Link to post
Share on other sites

თუ გინდა რომ კარჩხანა კარგათ დაიჭირო გააკეთე საკვები,1-1,5 კილო ქატო,დაუმატე დაფქული ორცხობილა(სუხარი),5-6 კბილი დანაყული ნიორი.ეს ყველაფერი კარგად აურიე ერთმანეთში.შემდეგ დაუმატე ცოტა-ცოტა წყალი და კარგად მოზილე.მოზელილი მასისაგან გააკეთე ვაშლის ხელა გუნდა და თევზაობის ადგილას ჩააგდე.როგორც წესი 15 წუთში თევზი უნდა მოვიდეს.გუნდები ჩაყარე ხოლმე ყოველი 30 წუთის შემდეგ.აბა შენ იცი ! :)

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

დღეს პალიასტომის ტბაზე შამაიაზე თევზაობისას ბარდაველმა 2 ცალი წვერა დაიჭირა ,,ოპარიშზე,,

მე ეს სასწაულს მივაწერე.თქვენ რას ფიქრობთ?

ვიდეო ვნახე. აქაც დავდებ მოგვიანებით.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...