Jump to content
Club-Monadire.Ge

ბავშვების წერილი მონადირეს.


Recommended Posts

მეგობრებო ეს წერილები ფეისბუქ მეგობარმა გადმოგვიგზავნა. ის მასწავლებელია და ვაჟას ცნობილი ნაწარმოების გაცნობის შემდეგ, ბავშებს სთხოვა მონადირისთვის წერილი მიეწერათ. ნახეთ ოთხი ბავშვის წერილი და იქნებ მივწეროთ ჩვენი პასუხები. მერე ბაშვები აქ შემოვლენ და ჩვენს პასუხებს წაიკითხავენ.

post-3-0-11000000-1481492668_thumb.jpg

post-3-0-03587500-1481492670_thumb.jpg

post-3-0-78745300-1481492670_thumb.jpg

post-3-0-51951800-1481492671_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ვახო, მაგ ბავშვებს მისწერე, რომ ვაჟამ როცა "შვლის ნუკრის ნაამბობი" დაწერა, დანებებული ჰქონდა ნადირობისთვის თავი.

 

მანამდე კაი ხოშიანი უბრახუნა ყველა ოთხფეხასთქო.

 

რაც შეეხება ფურის მოკვლას, ვთვლი რომ დანაშაულია და მსროლელი უნდა დაისაჯოს მკაცრად.

 

ფური ადვილი მოსაპოვებელია, ვერ ტოვებს ნუკრს და ადვილი სამიზნე ხდება, ნუკრს კიდევ არა აქვს გამოცდილება.

 

თუ "მაგარი" მონადირეა ვინმე, აიღოს და ხარი მოიპოვოს კანონის ფარგლებში.

 

ადებილებენ ბავშვებს და არ ეუბნებიან სიმართლეს, თუ რატომ არ არის კეთილშობილი ცხოველების პოპულაცია მაღალი.

 

იმიტომ რომ თვითონაც არ იციან მასწავლებლებმა რაშია პრობლემა.

 

მორჩა.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ბავშვებო, როცა ჩვენც თქვენი ხნის ვიყავით და ვაჟას შვლის ნუკრის ნაამბობი წავიკითხეთ, ჩვენც ისე განვიცადეთ როგორც თქვენ. ჩვენც ძალიან შეგვებრალა შვლის ნუკრი და გარწმუნებთ დიდობაშიც არცერთ ჩვენგანს ნუკრიანი ფურისთვის არ უსვრია. ჩვენ არ ვართ ბრაკონიერები, ჩვენ მონადირეები ვართ და მონადირე არასდროს ესვრის მაკე ცხოველს ან პატარასთან მყოფ დედას. მონადირე მხოლოდ იმდენ ცხოველს ან ფრინველს იღებს ბუნებიდან, რამდენიც ამ უკანასკნელს არ დააზარალებს. ჩვენი კლუბი იცავს საქართველოს ბუნებას და ამასვე ასწავლის ახალგაზრდა თაობასაც. თუ თქვენი სურვილი იქნება, შეგვიძლია გაჩუქოთ ჩვენი კლუბის მიერ გამოცემული წიგნი ნადირობაზე და ბუნებაზე. მასში თქვენთვის ბევრ საინტერესო კითხვაზე ნახავთ პასუხს.

 

კლუბ <<მონადირეს<< წევრი.

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

ელჩი, ჰოდა აქვე უნდა მისწერო და აქ ნახავენ პასუხებს. წიგნებიც ვაჩუქოთ თუ მათი სურვილი იქნება. არ ვიცი რომელი სკოლაა(მგონი ქუთაისია) მაგრამ კლუბის წევრების შეხვედრაც შეიძლება მათთან თუ მასწავლებელი გაუკეთებს ორგანიზებას.

Link to post
Share on other sites

ელჩი, რამე არ წამოგვცდეს, ბავშვები წაიკითხავენ :hi: .

 

რა უნდა წამომცდეს ვახტანგ, ბავშვებს იმას არ ასწავლიან, ვინ არის მონადირე და ვინ არის ბრაკონიერი.

 

ის შვლის ნუკრის დედა ბრაკონიერმა მოკლა და არა მონადირემ.

მონადირე ეგეთ საქმეს არ გააკეთებს.

 

უთხარი მაგ ბავშვებს ვახტანგ.

მქონდა დათვის სეზონი და ვიდეო ხაფანგების ფირები როცა გადავამოწმე, დათვი მოდის ბელებთან ერთად, მერეა და ELK/იგივე ირემი/ მხოლოდ ფურები მოდიოდნენ მარილზე.

 

 

არ წავედი ბავშვებო, რადგან მაგას ნადირობა აღარ ჰქვია.

 

მიუხედავად იმისა რომ იმ ადგილზე ვერავინ შემამოწმებდა, რომელიმესთვის რომ მესროლა, ვიქნებოდი არამარტო ბრაკონიერი, არამედ არაკაცი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მასწავლებლის პასუხი:

დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის. სიამოვნებით წავიკითხავდი, განსაკუთრებით, ბუნების დაცვაზე და მონადირის ეთიკის კოდექსს...

Kristi Ani

Kristi

წავიკთხე კომენტარებიც, და შწემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კარგად იციან მონადირისა და ბრაკონიერის გარჩევა, იციან რომ არის აკრძალვები, რომელსაც ნამდვილი მონადირეები ემორჩილებიან...ისიც იციან, რომ ბრაკონიერობა ისჯება...ეს წერილები მათთვის იყო განკუთვნილი ვინც ამ წესებს არ ემორჩილება:) მადლობაა

12:31

 

Kristi Ani

Kristi

და სიამოვნებით გავიცნობდი თქვენი კლუბის წევრებს... მოსწავლეებთან შეხვედრაც ძალიან კარგი აზრია და ამაზე ვისაუბრებდით.

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

ბავშვებს ასეთი ხმაც მიაწვდინე ვახტანგ რომ არსებობენ დაცული ტერიტორიებს რეინჯერები რომლებიც საერთოდ არავის აკარებენ თავიანთ ტერიტორიაზე ნადირ-ფრინველს და მომავალ თაობებს უნახავენ ამ სილამაზეს :hi: 3 შვლის ნუკრი მყავს ერთად ნანახი, ჩერჩეტი ბავშვებივით დაბორიალებდნენ და თან ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ამაზე მეტი სილამაზე არ არსებობს.

Link to post
Share on other sites

ბავშვებო ძალიან კარგად მესმის თქვენი.სულ რაღაც წლების წინ მეც თქვენი ტოლი ვიყავი. მაშინ კიარა ახლაც ძალიან ხშირად ვარ თქვენს ასაკში.ისევ ისე მიხარია,ისევ ისე მეცოდება ,ისევ ისე ვთამაშობ და ვხალისობ როგორც თქვენ.

ჩვენ ბოროტები არა ვართ ,უბრალოდ ადამიანის გენებში ზის ათასწლეულების მანძილზე დალექილი მონადირული ჟინი.ადამიანი ხომ ოდიდგანვე ნადირობით ირჩენდა თავს? ჩვენს დროში ამის აუცილებლობა აღარ არსებობს მაგრამ ნადირობის სიყვარული ჩვენი განუყოფელი ნაწილია.ჩვენ გვიყვარს ყველა ის ცხოველი და ფრინველი რომელზეც სანადიროთ გავდივართ,არ ვფიქრობთ მარტო იმაზე რომ ვესროლოთ და მოვკლათ.

მთავარი ნადირობაში იმ სურვილის მოკვლაა რომელიც არ ასვენებს მონადირეს . ეს ბუნებაში ხეტიალი ,სუფთა ჰაერი,ანკარა წყაროები,მოგუგუნე მდინარეები ,ულამაზესი ტყეები ,მინდორველები,მოჭიკჭიკე ჩიტები,ფერადი სოკოები, მთა და იმ მთიდან დანახული შენი ულამაზესი სამშობლოა!

ჩემო პატარა მეგობრებო ის ძია ვინც ნუკრის დედას ესროლა მონადირე არ იყო.ის ბრაკონიერი იყო და როცა გაიზრდებით თავად მიხვდებით განსხვავებას იმ საძაგელ კაცსა და მონადირეს შორის.

გკოცნით!გეხუტებით მაგ თბილ გულებში! ავთო ბიძია ქუთაისიდან !

Link to post
Share on other sites

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი პატარა აღსაზდელების წერილებს გამოეხმაურეთ. გპირდებით, ხვალ ყველა წერილს წავიკითხავთ და შემდეგ მათ პასუხსაც გადმოგცემთ. დამიჯერეთ, ისინი ძალიან გაიხარებენ თქვენი პასუხით და უფრო ნათლად დაინახავენ, რა განსხვავებაა ნამდვილ მონადირესა და ბრაკონიერს შორის... კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას :)

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ბავშვებო!

 

უფალმა ადამიანებს შეუქმნა სამყარო და ადამიანებსვე ჩააბარა იგი საზრდოდ და სარჩოდ, ცხოვრების გასალამაზებლად და ასევე მიანიჭა მოვლა-მოფრთხილების, ზრუნვის, სიყვარულის ნიჭი, პასუხისმგებლობის და სინდისის გრძნობა.. ადამიანები უვლიან პირუტყვს როგორც რძის ნაწარმის ასევე ხორცის მისაღებად, თესავენ მცენარეებს, ყვავილებს როგროც საზრდოსთვის ასევე ცხოვრების გასალამაზებლად, შეუძლია ადამიანს მოწყვიტოს ყვავილი და გაახაროს დედა, და, მეუღლე.. მაგრამ ადამიანს ღვთის და სინდისის წინაშე არ აქვს უფლება დაჟლიტოს ყვავილები, დაგლიჯოს და გაანადგუროს, ასევე უმოწყალოდ სცემოს ან დააზიანოს პირუტყვი.. ასევე მონადირემ იცის როდის ინადიროს პირუტყვზე და ფრინველზე. როცა ის მრავლდება, პატარა შვილები ყავს მაშინ მონადირე არ ნადირობს, ასევე იცის როცა ნადირობს რამდენი მოინადიროს, არ გაწყვიტოს, იცის როგორ მოუაროს და როგორ შეუწყოს ხელი მის გამრავლებას. ზრუნავს ასევე დიდთოვლობის დროს მომწყვდეულ პირუტყვზე, როგორ გადაარჩინოს იგი.. ხოლო ის ვინც ნადირობს ნუკრებიან შველზე, ბელებიან დათვზე და ბარტყებზე ის არ არის მონადირე, ის ბრაკონიერია. ერთად ვიშრომოთ, ვისწავლოთ იმისათვის რომ, შევქმნათ ნათელი მომავალი!..

 

გკოცნით და გეხუტებით, მეც მყავს თქვენნაირები სახლში.. :)

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ახლა ვნახე ეს თემა და ვუპასუხებ:

 

შვილი ზუსტად ასე,შენსავით პირველად რომ წავიკითხე შვლის ნუკრი დიიიიდი ბურთი მქონდა ყელში მომდგარი და ვერაფრით მივხვდი რატომ დააობლეს და დედიკო რატომ მოუკლეს პაწაწუნა ნუკრს. მეც მასე შენსავით ვკითხე მამიკოს და დიიიდი გაფართოებული თვალებით ველოდებოდი პასუხს. ის მონადირე არ იყო მამი, მახინჯი იყო გაზაფხულზე შველზე მსროლელი. რომელი იყო იცი? გახსოვს ბარტყებს რომ მოპარავს ბუდიდან ჩიორას? ე ის კაცი იყო. პატარა ლეკვს რომ მოატყუა ქუჩაში და მერე ააწკმუტუნა ის იყო, შენნაერ ჭინკას ვაშლის მოწყვეტისათვის ცუდი სიტყვები რომ დაუძახა ის იყო მა. მაგისთენებს ზოგჯერ მოუნდებათ ვიღაცამ კარგი სახელი უწოდოს და ჩვენ გვარცხვენენ მონადირეებს (მონადირეები ვართო ირქმევენ) სამწუხაროდ. მონადირე ილიაა ჭავჭავაძე მამა, შაქრო ბაბუაა ჩვენს სოფელში, შენ რომ თვალებანთებული ისმენ ჩვენთან მოსული ბიძიების ნაამბობებს ტყეზე და ველებზე ე ის ხალხია მონადირეები. შენც ამას წინათ 4 პატარა კნუტი რომ მოიყვანე სახლში და შენს ლოგინში ჩააწვინე ცივათ და კანკალებენო მონადირე ხარ სულით და გულით, უმწეო ცხოველი გეცოდება, ბუნების შვილს უფრთხილდები და იმიტომ. მაკოცე ახლა და გაიქეცი მერე ბაბუკასთან. :*

Link to post
Share on other sites

დღეს სკოლაში წავიკითხეთ თქვენი საპასუხო წერილები...ნეტავ გენახათ რა ინტერესით ისმენდნენ თითოეულ სიტყვას...ძალიან გაუხარდათ, რომ უპასუხოდ არ დატოვეთ და თან საინტერესო ისტორიებიც უამბეთ. დიდი მადლობა, რომ ასე გაახარეთ ჩემი აღსაზრდელები:)

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ძვირფასო ბავშვებო,პედაგოგებო,ფორუმელებო ,კლუბელებო და ჩვენო სტუმრებო. დღეს გახლდით ქუთაისის 28-ე საჯარო სკოლაში,აი ზუსტად იმ პაწაწუნებთან რომლებმაც ზემოთ წერილები მოგვწერეს .

გამოგიტყდებით და წუხელ ღამით თვალი ვერ მოვხუჭე,ძალიან განვიცდიდი იმ სპეტაკ პატარა ადამიანებთან შეხვედრას ვისაც ჯერ ბოროტების არაფერი გაეგებათ და ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობმა,, ციცქნა გულები აუჩუყათ.განვიცდიდი რადგან ვფიქრობდი ვერ შევძლებდი დამეჯერებინა მონადირის ავკარგიანობაში.დარბაზში რომ შევედი ყველა მათგანის მზერა ჩემსკენ იყო მომართული,არც მე გამომპარვია ეს მაგრამ ამ მზერაში გაბრაზება და მონადირის მიმართ სიძულვილი არ არსებოდა ის გამოხედვა პასუხებს ელოდა მონადირისაგან. ვიგრძენი ცოტა სიმაგრე მუხლებში ,რომელიც იქ შესვლამდე თითქმის არ მემორჩილებოდა. ამის შემდეგ შევამჩნიე თეატრალური წარმოდგენისათვის შექმნილი დეკორაციები ,ბავშვების სასცენო ჩაცმულობა და სამარისებური სიჩუმე რომელიც დარბაზში სუფევდა.

წარმოდგენა ბავშვებმა მონადირის მიმართ შედგენილი წერილებით დაიწყეს ,ერთმანეთზე შთამბეჭდავ გზავნილებს ვუსმენდი ,თვალებს ხამხამით ვაშრობდი, ტუჩი კბილებით მეჭირა რომ არ ავზლუქუნებულიყავი.

შემდეგ ჩვენი პასუხები წაიკითხეს,ცოტა მოვმჯობინდი..როცა გავიფიქრე მგონი მეშველათქო ზუსტად მაშინ იწყებოდა თურმე ის რის გამოც წინასწარ უნდა მენერვიულა ! ბავშვები გაქრნენ და ორიოდე წუთში შვლის ნუკრის პერსონაჟებად დაგვიბრუნდნენ,ტყის ბინადრების წარმომადგენლებმა კოხტად მოირგეს მოსამართლის,ადვოკატის,ბრალმდებელის,მოწმეებისა და მსჯავრდებულის როლები. როცა მივხვდი ვისი სასამართლოც უნდა გამართულიყო მაშინ დამიბნელდა თვალებში :e025: სპექტაკლი მშვენიერად იყო დადგმული ანგელოზებისაგან და როგორც ველოდი ბრაკონიერს აპატიეს დანაშაული ,მაგრამ ბოლომდე არა! ობოლი შველი გასაზრდელად გადასცეს რადგან გამოესწორებინა თავისი შეცდომა.

ემოციური სანახაობა იყო ნამდვილად! ასეთ წარმოდგენას მართლა დიდი ხანია არ დავსწრებივარ. ამის შემდეგ მე დამითმეს სიტყვა. ძლივს ამოვიდგი ენა,ბევრიც ვილუღლუღე დაბნეულმა მაგრამ მონადირის დაცვას მაინც შევეცადე. მე არ დამიცავს ის ბრაკონიერი ,მე ვიცავდი მონადირეს რომელიც ბუნების დამცველი და მოყვარულია. ენა მას შემდეგ გავასწორე რაც ბავშვების სახეებზე კმაყოფილება შევატყვე.მათ კარგად ესმოდათ ჩემი !

ვინც მიცნობს კარგად იცის რომ არსად დავიბნევი და უკან არ დავიხევ მაგრამ თუ სამი შვილის მამას ასე გამიჭირდებოდა ბავშვების წინაშე საუბარი ვერ ვიფიქრებდი.მათთან ხომ სრულიად სუფთა ხალასი უნდა წარსდგე რომ დაგიჯერონ.

მე ბედნიერი ვარ რომ ასეთი მომავალი გვყავს ! მე ბედნიერი ვარ რომ გვყავს პედაგოგები რომლებიც ძალას არ ზოგავენ თაობების სწორად განვითარებისათვის! და ბედნიერი ვიქნები მაშინ თუ მე დღეს შევძელი იქ დამსწრე პატარებისათვის იმ სიტყვის მიტანა რასაც ისინი ელოდებოდნენ.ამას ალბათ თავად შეგვატყობინებენ.

უღრმესი მადლობა კლუბი ,,მონადირე,,ს სახელით! პედაგოგ ქრისტინე ქობულაძეს ! 28-ე საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის სრულ შემადგენლობას გულთბილი მიღებისათვის!

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი საქმე გააკეთე ავთო და ასევე მადლობა ქალბატონ ქრისტინე ქობულაძეს (ნეტავ ავთო ქობულაძის ახლობელი ხომ არაა ;) ), 28-ე სკოლას და რა თქმა უნდა ბავშვებს. დარწმუნებული ვარ, ეს ბავშვები აუცილებლად დაიცავენ ჩვენს ბუნებას და იმასაც გაარჩევენ, თუ ვინ არის ბრაკონიერი და ვინ ბუნების ქომაგი.

Link to post
Share on other sites

ესეც შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა .

 

ქალბატონი ცირა.სკოლის დირექტორი.

 

post-2-0-52839600-1488904973_thumb.jpg

 

ქალბატონი ქრისტინე ქობულაძე. ამ ყველაფრის შემომქმედი მასწავლებელი.

 

post-2-0-90961300-1488904984_thumb.jpg

post-2-0-14788100-1488905157_thumb.jpg

post-2-0-21704200-1488905186_thumb.jpg

post-2-0-68292000-1488905199_thumb.jpg

post-2-0-42778300-1488905214_thumb.jpg

post-2-0-76855000-1488905227_thumb.jpg

post-2-0-72474500-1488905242_thumb.jpg

post-2-0-05536900-1488905311_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ღმერთმა დალოცოს ეს პატარები,ბედნიერ და გახარებულ საქართველოში გეცხოვროთ მუდამ !!!!!! :* გეხუტე ავთო ძმა ხარ ! :* :* :*

Link to post
Share on other sites

ძან მაგარი საქმე ქენი ავთია, რომ მიხვედი და ბავშვებს (და არა მარტო ბავშვებს) აუხსენი სინამდვილეში რა განსხვავებაა მონადირესა და მავნებლებს შორის.

 

დიდი მადლობა ქალბატონ ქრისტინეს, რომ ასეთ შეხვედრას გაუკეთა ორგანიზაცია და თანაც ასეთი სახით :clapping: :clapping: :clapping:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...