salamandra 65 Posted December 31, 2016 Report Share Posted December 31, 2016 (edited) მეგობრებო მოდით განვიხილოთ რა სახეობის თევზების ჩასახლება იქნებოდა პერსპექტიული ამა თუ იმ მდგარ წყალსატევში სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის თვალსაზრისით.ბრაკონიერობა გამოვრიცხოთ.ბრაკონიერობაზე ცალკე თემებია შექმნილი. Edited December 31, 2016 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 31, 2016 Report Share Posted December 31, 2016 salamandra პირველ რიგში ზურაბ შენ მოგვახსენე რომელ თევზებს აქვთ ჩვენთან მოშენების შანსი. მტაცებლებით დაიწყე. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 3, 2017 Author Report Share Posted January 3, 2017 (edited) უპირველესყოვლისა მთავარი აქცენტი მესხეთ-ჯავახეთის ჩაკეტილ ტბებზე უნდა გაკეთდეს.როგორც ბოლო გამოკვლევები მეტყველებენ მეტი წილი ტბის იქტიოფაუნა კარდინალურათაა შეცვლილი ამ ბოლო 40 წლის განმავლობაში.ინფორმაცია ბელა ჯაფოშვილისაგან.ბელა ჯაფოშვილი ახალი ფორმაციის მეცნიერია კერძოთ ზოოლოგი .........და კიდევ ერთი მოხსენების რეზიუმე მქონდა ქართულად და ამასაც გიგზავნით.ჯავახეთის ზეგანი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, გარშემორტყმული თრიალეთის ქედით ჩრდილოეთით, ჯავახეთის ქედით აღმოსავლეთით, საქართველო-თურქეთის და საქართველო-სომხეთის საზღვრებით სამხრეთით. საღამოს ტბა (ფართობით 4.8 კმ²) და ფარავნის ტბა (ფართობით 37,5 კმ²) ჯავახეთის ზეგანზე 2000 - 2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მათ შორის მანძილი მხოლოდ 10 კმ და დაკავშირებულია მდინარე ფარავნით. ბოლო დრომდე ფარავნისა და საღამოს ტბებს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა კომერციული მეთევზეობის თვალსაზრისით. თუმცა, ჯავახეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემები, თანამედროვე პერიოდში მძიმედ დაზარალებულია ანთროპოგენური გავლების შედეგად. სამწუხაროდ, გარდა რამდენიმე კვლევისა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ჯავახეთის ტბების თევზების სისტემატური შესწავლა არ ჩატარებულა და უახლესი ინფორმაცია თევზის ფაუნის შესახებ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ეკოსისტემის შეფასება და საბაზისო ინფორმაციის მოპოვება ტბის ეკოსისტემების მდგრადი მართვისა და დაცვისთვის. კვლევას ქონდა 2 მთავარი მიზანი: 1. განესაზღვრა თანამედროვე თევზების შემადგენლობა საღამოს და ფარავნის ტბებში; 2. შეეფასებინა თევზების პოპულაციის ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი (როგორიცაა, სახეობათა მრავალფეროვნება, სქესობრივი თანაფარდობა, ასაკობრივი სტრუქტურა და თევზი ნიმუშები შეგროვდა საღამოს და ფარავნის ტბებში 2014-2016 წლებში (3 სეზონზე). სულ მოპოვებულ იქნა 8 სახეობის თევზის 1122 ეგზემპლარი (809 საღამოს ტბიდან და 313 ფარავნის ტბიდან). მოხდა თითეულ ნიმუშზე დაკვირვება ველზე და ლაბორატორიაში. სქესი, სიგრძე და წონა განისაზღვრა საველე პირობებში. ლაბორატორიაში მოხდა თევზის მორფომეტრიული დამუშავება და დადგინდა ასაკები. პარალელურად მოხდა ველზე წყლის პარამეტრების კვლევა, განისაზღვრა; ტემპერატურა, სიღრმე და გამჭვირვალობა, ჟანგბადის შემცველობა, ელექტროგამტარობა, მინერალიზაცია. შედეგებმა აჩვენა, რომ თევზის სახეობათა მრავალფეროვნება და მოსახლეობის სტრუქტურა შეიცვალა წარსულის მონაცემებთან შედარებით. საღამოს და ფარავნის ტბებში ერთერთი დომინანტური სახეობა გახდა ინვაზიური კარჩხანა, ხოლო ადგილობრივი სახეობები როგორებიცაა კობრი, ნაფოტა, კალმახი სრულიად აღარ გვხდება. შენონის მრავალფეროვნების ინდექსმა აჩვენა რომ თევზების მრავალფეროვნება მაღალია საღამოს ტბაში ფარავნის ტბასთან შედარებით. ჟაკარდის მსგავსების კოეფიციენტის მიხედვით დადგინდა, რომ ამ ტბების იქტიოფაუნა 88%-ით მსგავსია. Edited January 3, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted January 3, 2017 Report Share Posted January 3, 2017 საღამოს და ფარავნის ტბებში ერთერთი დომინანტური სახეობა გახდა ინვაზიური კარჩხანა, ხოლო ადგილობრივი სახეობები როგორებიცაა კობრი, ნაფოტა, კალმახი სრულიად აღარ გვხდება. . სულ ამას გავიძახი, ამ კარჩხანამ მოსპო ჩვენი წყალსაცავები! სუფთა სარეველაა. მაგას ქარიყლაპია გადააშენებს? თუ გადააშენებს სასწრაფოდ გასაშვებია ყველა ტბაში. ტბაში ადამიანურად ვერ ითევზავებ ეგ კარჩხანა რომ არ ჩამოეკონწიალოს სატყუარას 10 დან 9 შემთხვევაში. :( ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 12, 2017 Author Report Share Posted January 12, 2017 (edited) განვიხილოთ სამცხე-ჯავახეთის ტბები.რომელია მათგან ჩაკეტილი ტიპის ტბა,აქვს სიღრმე 5-7 მეტრი,იყინება ზამთარში 2-3 თვით,არ ჰყავს ენდემური ან რაიმე ძვირფასი ჯიშის თევზის სახეობა და ა.შ. აბული ბუღდაშენის ტბა ვაჩიანის ტბა ზერესი ზრესკის ტბა კახისის ტბა + ლამაზი ტბა ლევანის ტბა მადათაფა მრუდე ტბა საღამოს ტბა ტაბაწყური ფარავანი წუნდის ტბა ხანჩალის ტბა ხოზაფინის ტბა ჯაჯის ტბები Edited January 12, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 12, 2017 Report Share Posted January 12, 2017 სულ ამას გავიძახი, ამ კარჩხანამ მოსპო ჩვენი წყალსაცავები! სუფთა სარეველაა. მაგას ქარიყლაპია გადააშენებს? თუ გადააშენებს სასწრაფოდ გასაშვებია ყველა ტბაში. ტბაში ადამიანურად ვერ ითევზავებ ეგ კარჩხანა რომ არ ჩამოეკონწიალოს სატყუარას 10 დან 9 შემთხვევაში. :( ვხიოთ კალმახის მოზრდილი ლიფსიტა, მინიმუ 10სმ-იანი და დედა აღარ ეყოლება მაგ დებილ თევზს. აუ ატანა არა მაქვს მაგ თევზის, ლისის ტბა შემაძულა, იქ ასვლა აღარ მინდოდა ხოლმე. ყველაფერზე მოდის კაცო, ასეთი არაფერი მინახავს. საქმე სხვა რამეშია, რაც თბილისის ზღვაზე დაგვმართეს, იგივეს იზამენ მანდაც, ბრაკონიერები არ გაახარებენ, დაცვით კიდევ ვინ დაიცავს. არადა გაგანია ზაფხულში თავისუფლად გაძლებს მანდ ცისარტყელა და ქვიანი ფსკერი თუ აქვს, გამრავლდება კიდევაც. არის მეორე ვარიანტიც, ისევ ცისარტყელა, ოღონდ ტრიპლოიდები, სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება ჩვეულებრივთან შედარებით. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 12, 2017 Author Report Share Posted January 12, 2017 ელჩი გიორგი მე კიდევ იცი რას ვფიქრობ,ჩაკეტილ ტბებში ქორჭილა, ქარიყლაპია,ნაფოტა და კაპარჭინა რომ იქნას გაშვებული ზამთარ ზაფხულ ითევზავებს კაცი.გინდა ყინულიდან და გინდა ისე. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 13, 2017 Author Report Share Posted January 13, 2017 კახისის ტბა გამოდგება მაგ საქმისთვის.კუს ტბაზე მეტია.ჩაკეტილია და 10 მეტრი აქვს სიღრმე.შიგ გამბუზიისა და ფსევდორასბორას მეტი არაფერია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი დარსაველიძე 0 Posted January 13, 2017 Report Share Posted January 13, 2017 მოგესალმებით ბატონებო, გილოცავთ ყველა განვლილ დღესასწაულს. მშვიდობას გისურვებთ! ასევე ბევრ და საინტერესო, წარმატებულ თევზაობასა და ნადირობას. ძალიან მინდა ზემოთ ხსენებულ საქმეებში მონაწილეობის მიღება, თუ ფიზიკურად ვერა, ფინანსურად მაინც მოვახერხო თქვენ გვერდით დგომა. თუმცა ფიზიკურადაც მოხარული ვიქნები თუ შემოგიერთდებით. იმედია ფორუმზე გავრცელდება ინფორმაციები თქვენი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 13, 2017 Report Share Posted January 13, 2017 Darso_Gio გაიხარე სეხნი. ჯერ შევარჩიოთ უსაფრთხო ადგილი, შემდეგ შევისწავლოთ რა საკვები ბაზა და რა სახეობები არის იმ წყალსაცავში, მოკლედ ამ თემაში დავწერთ ყველა ჩვენს მოსაზრებებს და შემდეგ საქმეზე გადავალთ. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 13, 2017 Author Report Share Posted January 13, 2017 (edited) Darso_Gio გაიხარე გიორგი ეს კახისის ტბა ზღვის დონიდან 1752 მეტრზე იმყოფება.ესეიგი ზამთარში იყინება.თან ბორჯომის მუნიციპალიტეტშია.4 სახეობის თევზი დახატავდა.საინტერესო თემაა... Edited January 13, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 13, 2017 Report Share Posted January 13, 2017 salamandra ზურაბ, ყინულის სისქე რამდენს აღწევს მაგ ტბაზე ხომ არ იცი? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 14, 2017 Author Report Share Posted January 14, 2017 ელჩი გიორგი არსად არაა მითითებული ყინული რა სისსქის არის ხოლმე მაგრამ ჩემი ვარაუდით რადგან ეგ ტბა მაღალმთიანეთშია მინიმუმ 40 სმ.იქნება თან სულ მცირე 3 თვე .გუგლში ვნახე და მაგ ტბის ახლო-მახლოს კიდევ სამი უფრო მომცრო ტბაა.ყველა ჩაკეტილია https://www.google.ru/maps/@41.7639633,43.348188,2561m/data=!3m1!1e3!5m1!1e4 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 14, 2017 Report Share Posted January 14, 2017 (edited) ზური, "ჩაკეტილი" რას ნიშნავს? კერძო საკუთრებაა, თუ დაცვა ჰყავს? თუ შემდინარე და გამავალი არხი არა აქვს? პ.ს. 40სმ სავსებით საკმარისია ყინულზე თევზაობისთვის. Edited January 14, 2017 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 15, 2017 Author Report Share Posted January 15, 2017 ელჩი ჩაკეტილი გიორგი იმას ნიშნავს რომ შემდინარე და გამავალი არხი არა აქვს.აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი სახეობის თევზის გაშვება იმის უშიშრად რომ არიქა და ადგილობრივ და ახლომდებარე წყალსატევების იქტიოფაუნას დააზიანებს და ა.შ.უნდა მაგ ტბას ქორჭილა ნაფოტა და კაპარჭინა.შემდეგ,რამოდენიმე წლის მერე ქარიყლაპიაც მოუხდებქა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 15, 2017 Report Share Posted January 15, 2017 ზური, საკვები ბაზა რა ექნება გაშვებულ ლიფსიტას? ან რა სახეობის თევზი ბინადრობს მანდ ამჟამად ხომ არ იცი? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 15, 2017 Author Report Share Posted January 15, 2017 ელჩი ადრე მაგ ტბაში კობრი გაუშვია ვიღაცას.მერე არეულობების დროს ეგ კობრი საერთოდ გაუჟლეტიათ.იმ კობრს შეყვა წყრილი თევზი გამბუზია და ფსევდორასბორა რომლები ახლაც არიან ტბაში.ამ თევზის გარდა ბაყაყისა და გომბეშოს თავკომბალები იქნება,მწერები და ა.შ. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 17, 2017 Author Report Share Posted February 17, 2017 მეგობრებო მეთევზეთა შორის ფარგაზე დიდი ხანია მიდის საუბარი.ოდესღაც ფარგა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ჩვეულებრივი თევზი იყო.დღესდღეობით კი იგი თითქმის საერთოდ გადაშენებულია საქართველოს წყალსატევებში.ვთვლი რომ ეროვნული საშენის მესვეურებმა უნდა მიაწვდინონ ხმა ბუნების დაცვის სამინისტროს და უნდა დაიწყოს ამ თევზის ლიფსიტის ხელოვნურად მოშენება შემდგომში მათი წყალსაცავებში ჩასმის მიზნით.მოვიყვან ძირითად არგუმენტებს თუ რატომ უნდა აღდგეს ამ თევზის პოპულაცია საქართველოში. 1.ფარგა ოდითგან ბინადრობდა საქართველოს დასავლეთში და აღმოსავლეთში და არ შეიძლება ჩაითვალოს ინვაზიურ სახეობათ 2.ფარგა სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მშვენიერი ობიექტია 3.ფარგა მალე იზრდება და წონით შეუძლია 20 კგ.მიაღწიოს.გაზაფხულზე გამოჩეკილი ლიფსითი წლის ბოლოს შეიძლება 800 გრ.აღწევდეს 4.ფარგა სხვა მტაცებელი თევზებისაგან განსხვავებით იკვებება წვრილი სარეველა თევზით 5.ფარგა საქართველოს წყალსაცავებში სანიტარის როლს ითამაშებს რადგან თვითონ არ ავადდება იმ ჰელმინთებით რომლებითაც შამაია და ვიმბაა მასობრივათ დაავადებული 6.და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.ფარგა ძალიან გემრიელი თევზია 1 ციტირება Link to post Share on other sites
TataK 0 Posted February 26, 2017 Report Share Posted February 26, 2017 სწორედ ეს იყო ჩემი სამაგისტრო თემა, ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ბელა უპირველესყოვლისა მთავარი აქცენტი მესხეთ-ჯავახეთის ჩაკეტილ ტბებზე უნდა გაკეთდეს.როგორც ბოლო გამოკვლევები მეტყველებენ მეტი წილი ტბის იქტიოფაუნა კარდინალურათაა შეცვლილი ამ ბოლო 40 წლის განმავლობაში.ინფორმაცია ბელა ჯაფოშვილისაგან.ბელა ჯაფოშვილი ახალი ფორმაციის მეცნიერია კერძოთ ზოოლოგი .........და კიდევ ერთი მოხსენების რეზიუმე მქონდა ქართულად და ამასაც გიგზავნით.ჯავახეთის ზეგანი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, გარშემორტყმული თრიალეთის ქედით ჩრდილოეთით, ჯავახეთის ქედით აღმოსავლეთით, საქართველო-თურქეთის და საქართველო-სომხეთის საზღვრებით სამხრეთით. საღამოს ტბა (ფართობით 4.8 კმ²) და ფარავნის ტბა (ფართობით 37,5 კმ²) ჯავახეთის ზეგანზე 2000 - 2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მათ შორის მანძილი მხოლოდ 10 კმ და დაკავშირებულია მდინარე ფარავნით. ბოლო დრომდე ფარავნისა და საღამოს ტბებს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა კომერციული მეთევზეობის თვალსაზრისით. თუმცა, ჯავახეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემები, თანამედროვე პერიოდში მძიმედ დაზარალებულია ანთროპოგენური გავლების შედეგად. სამწუხაროდ, გარდა რამდენიმე კვლევისა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ჯავახეთის ტბების თევზების სისტემატური შესწავლა არ ჩატარებულა და უახლესი ინფორმაცია თევზის ფაუნის შესახებ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ეკოსისტემის შეფასება და საბაზისო ინფორმაციის მოპოვება ტბის ეკოსისტემების მდგრადი მართვისა და დაცვისთვის. კვლევას ქონდა 2 მთავარი მიზანი: 1. განესაზღვრა თანამედროვე თევზების შემადგენლობა საღამოს და ფარავნის ტბებში; 2. შეეფასებინა თევზების პოპულაციის ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი (როგორიცაა, სახეობათა მრავალფეროვნება, სქესობრივი თანაფარდობა, ასაკობრივი სტრუქტურა და თევზი ნიმუშები შეგროვდა საღამოს და ფარავნის ტბებში 2014-2016 წლებში (3 სეზონზე). სულ მოპოვებულ იქნა 8 სახეობის თევზის 1122 ეგზემპლარი (809 საღამოს ტბიდან და 313 ფარავნის ტბიდან). მოხდა თითეულ ნიმუშზე დაკვირვება ველზე და ლაბორატორიაში. სქესი, სიგრძე და წონა განისაზღვრა საველე პირობებში. ლაბორატორიაში მოხდა თევზის მორფომეტრიული დამუშავება და დადგინდა ასაკები. პარალელურად მოხდა ველზე წყლის პარამეტრების კვლევა, განისაზღვრა; ტემპერატურა, სიღრმე და გამჭვირვალობა, ჟანგბადის შემცველობა, ელექტროგამტარობა, მინერალიზაცია. შედეგებმა აჩვენა, რომ თევზის სახეობათა მრავალფეროვნება და მოსახლეობის სტრუქტურა შეიცვალა წარსულის მონაცემებთან შედარებით. საღამოს და ფარავნის ტბებში ერთერთი დომინანტური სახეობა გახდა ინვაზიური კარჩხანა, ხოლო ადგილობრივი სახეობები როგორებიცაა კობრი, ნაფოტა, კალმახი სრულიად აღარ გვხდება. შენონის მრავალფეროვნების ინდექსმა აჩვენა რომ თევზების მრავალფეროვნება მაღალია საღამოს ტბაში ფარავნის ტბასთან შედარებით. ჟაკარდის მსგავსების კოეფიციენტის მიხედვით დადგინდა, რომ ამ ტბების იქტიოფაუნა 88%-ით მსგავსია. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 26, 2017 Author Report Share Posted February 26, 2017 სწორედ ეს იყო ჩემი სამაგისტრო თემა, ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ბელა ძალიან კარგი თათა ! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 19, 2018 Report Share Posted March 19, 2018 http://vet.ge/wp-content/uploads/2016/03/თევზის-მომშენებელ-ოპერატორი-სახელმძღვ.pdf 1 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 22, 2018 Author Report Share Posted March 22, 2018 On 19.03.2018 at 6:21 PM, BROWNING said: http://vet.ge/wp-content/uploads/2016/03/თევზის-მომშენებელ-ოპერატორი-სახელმძღვ.pdf ვახო ნაწილობრივ გადავიკითხე და ის შეცდომა ვიპოვე რაც ფორუმის შესაბამის თემაში მაქვს დაშვებული .სხვაგან ეს ინფორმაცია არსად არაა.))))))) PLAGIAAAAATT )))))))))))))) ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 22, 2018 Report Share Posted March 22, 2018 4 hours ago, salamandra said: ვახო ნაწილობრივ გადავიკითხე და ის შეცდომა ვიპოვე რაც ფორუმის შესაბამის თემაში მაქვს დაშვებული .სხვაგან ეს ინფორმაცია არსად არაა.))))))) PLAGIAAAAATT )))))))))))))) კარგად ჰქონიათ საქმე...ქართული ვარიანტი. 1 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 22, 2018 Author Report Share Posted March 22, 2018 (edited) 3 hours ago, BROWNING said: კარგად ჰქონიათ საქმე...ქართული ვარიანტი. არა იქნებ მე ვარ ძაან მაგარი !!!! ( შეცდომას თუ არ შევნიშნავთ )))))) Edited March 22, 2018 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 22, 2018 Report Share Posted March 22, 2018 2 hours ago, salamandra said: არა იქნებ მე ვარ ძაან მაგარი !!!! ( შეცდომას თუ არ შევნიშნავთ )))))) შენ კი ხარ მაგარი, მაგრამ პლაგიატშიკი ვერ იქნება მაგარი. 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.