laika 0 Posted January 20, 2012 Report Share Posted January 20, 2012 გერმანული გრძელბეწვიანი მეძებარი-ლანგჰაარი გერმანული გრძელბეწვიანი მეძებარი გერმანული ლანგჰაარი არის ერთ ერთი უძველესი კონტინენტური პოინტერის ჯიში ცენტრალურ ევროპულ ძაღლის ჯიშებს შორის. ჯიშის რეგისტრაცია მოხდა 1879 წელს. უმეტესობა ამ ძაღლებისა, როგორც შემონახული ნახატებიდან ჩანს, გამოიყენებოდა როგორც შევარდნით ასევე იარაღით ნადირობისას. ძველი გერმანული ტექსტები გვაუწყებს, რომ ეს გრძელბეწვიანი ძაღლი ნადირობდა ქორთან ერთად ფრინველებზე, ასევე ნადირობდა ნადირზე და წყალმცურავ ფრინველებზე. ამ ძაღლის აღწერა ნაპოვნი იქნა 1870 წელს. 1879 წელს დადგინდა მისი პარამეტრები და სტანდარტები ლანგჰაარს აქვს ძლიერი და დაკუნთული სხეული. მამლის სიმაღლე 60-70 სმ-ია, დედლის კი 58-66სმ. იდეალური წონაა 30 კგ. არსებობს 6 ფერის შეფერილობით, ყავისფერი, თეთრი და სხვა ფერის ლაქებით. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 თანამედროვე გრძელბეწვიანი მეძებარი გამოსადეგია ყოველგვარ მძიმე კლიმატურ პირობებში სანადიროდ.აქვს ხშირი ბეწვით დაფარული ტანი.ადვილად გადააქვს მკაცრი ზამთარი.დამჯერე და საზრიანია,განსაკუთრებით უყვარს ჭაობიან ადგილებში ნადირობა ჯიშის სტანდარტი FCI № 117: საერთო აღწერილობა.ლამაზი და ელეგანტური ძაღლია, რომელსაც აქვს ძლიერი, კუნთოვანი სისტემა. ხასიათით არის ძალიან რბილი და მოსიყვარულე.არის ცოცხალი და აქტიური. თავი და სახე. პალოსებური,წაგრძელებული ფორმის, მშრალი. შუბლის სიგრძე ტოლია სახის სიგრძისა. დინგზე აღენიშნება ოდნავ ამოზნექილი და არის ფართო .დრუნჩი აქვს ყავისფერი.ტუჩები მჭიდროდ მიკრულია თავის ქალასთან თვალები. სიმეტრიული, მშრალი, საშუალო სიდიდის, ოვალური. ფერი შესაძლოა იყოს შეფერილობაზე მუქი. ყურები. ჩამოკიდებული, ოდნავ მაღლა წამოწეული, ფართო და ბოლო მომრგვალებული. მათი სიგრძე უნდა ემთხვეოდეს თავის სიგრძეს. კისერი. მაღლაწამოწეული, ძლიერი, მშრალი. ტორსი. მკერდი-ღრმა, ოდნავ წვემოთ დაწეული, ჩამოშვებული სახსრამდე, სიგანე უნდა შეესაბამებოდეს საერთო ტიპის და აგებულებას. მუცელი ზომიერად დაშვებული. მინდაო მაღალი-კუნთოვანი. წელი ძლიერი, სწორი და მოკლე. საერთო აგებულება კვადრატული ფეხები. ხმელი,სწორი და პარალელურად დაყენებული, კარგად გამოკვეთილი კუთხით კუდი. მაღალა წამოწეული, სწორი,მოხრილობის გარეშე,ბალანი კუდის ნახევარს იქეთ უნდა ქონდეს უფრო გრძელი. კუდი უჭირავს ჰორიზონტალურად ან ოდნავ მაღლა წამოწეული. ძალიან გრძელი ან ბოლოში მოხრილი კუდი აუცილებელია მოიკვეთოს! ბალანი. თავზე არის მოკლე, წელზე,გვერდებზე და მკერდზე სიგრძე აღწევს 3-5 სმ ,ხოლო გულმკერდის,ყელის და მუცლისქვედა მხარეს უფრო გრძელია. კუდი და ყურები დაფარულია ლამაზი ტალღოვანი ბეწვით. კიდურებზე ბალანი უნდა იყოს შედარებით სქელი ვიდრე ტანის სხვა ნაწილებზე შეფერილობა. ყავისფერი, ყავისფერფოთლიანი, ყავისფერწინწკლიანი, ჭაღარა ყავისფერი და თეთრი ყავისფერი ზომები. სიმაღლე მინდაოში. ხვადები: 62-70 სმ, ძუები: 58-66 სმ, იდეალური წონა. ხვადები: 25-30 კგ ძუები: 23-27 კგ ციტირება Link to post Share on other sites
Tornike_K 0 Posted January 23, 2013 Report Share Posted January 23, 2013 საქართველოში ყავს ვინმეს ლანგჰაარი? არის კლუბში დარეგისტრირებული? ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted November 24, 2013 Report Share Posted November 24, 2013 კი გერმანიიდან ყავდა ჩემს ახლობელს ჩამოყვანილი... ძალიან ჭკვიანი და ძალიან ენერგიული ძაღლია(ეხლა ცოცხალია თუარა არვიცი) ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.