Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ერთ კვირაზე მეტია თევზაობის "ლომკა" მაქვს...

ვერა და ვერ გავედი სათევზაოდ. ხან რა საქმე გამომიჩნდა, ხან რა.

ბოლოს ეს შედეგი მქონდა(უკვე დახარისხებული ნადავლი).

 

 

d54bdd4c2b3a.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 94
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმის გამო რომ ნადირობის სეზონი არც თუ ისე სახარბიელოა,(მწყერი აღარ იყო,ქათმის სეზონი არ იყო გახსნილი),რამოდენიმეჯერ მეგობრებთან ერთად აქვე მეზობლებში -აზერბაიჯანში გადავედით სათევზაოდ(მე როგორც "გამოც

დღეს სერიოზულად აქტიურობდა. მაგრად ვისიამოვნე!!! თევზაობა დავიწყე დილის 11 საათზე და დავამთავრე 6-ის ნახევარზე. სატყუარად მხოლოდ ნაკელის ჭია გამოვიყენე. საერთო რაოდენობა თითქმის 6 კილო.

გუშინ უფრო მაღალ პილოტაჟს შევეთამაშე... შედეგი მწირია, მაგრამ კმაყოფილი ვარ. სუფსის წვერა

Posted Images

  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...

დღეს ბარაქიანი დილა გამოდგა...

ვითევზავე დილის 5 დან შუადღემდე. ნაირსახეობა: შამაია, კეფალი და კარჩხანა.

საერთო წონა თითქმის 6 კგ.

 

401df8ab1187.jpg

 

abff4bde6616.jpg

Link to post
Share on other sites
22 hours ago, levani said:

მაგარია გელა ხვავი და ბარაქა. შამაია დაამარილე და დიდად გასიამოვნებს ლუდთან ერთად.

უკვე მარილშია შამაია!

მადლობა ლევან!

Link to post
Share on other sites

არ გავიგონო შენგან, თევზაობაში "ჩაინიკი" ვარო, რამდენჯერ უნდა დამაწერინო ეს?

მოიყვანე ყველა მეთევზე აქ და ვერავინ ვერ იჭერს იმდენს, რასაც შენ.

გადამრევს ეს გურული.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

დღეს ამინდი ჭირვეულობდა. 3-ჯერ გაწვიმდა უმოწყალოდ, თუმცა 15-20 წუთში ისევ იდარებდა...

 ნაირსახეობა შამაია და კარჩხანა.

 

5b6d757e2a38.jpg

 

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

იმის გამო რომ ნადირობის სეზონი არც თუ ისე სახარბიელოა,(მწყერი აღარ იყო,ქათმის სეზონი არ იყო გახსნილი),რამოდენიმეჯერ მეგობრებთან ერთად აქვე მეზობლებში -აზერბაიჯანში გადავედით სათევზაოდ(მე როგორც "გამოცდილი" მეთევზე,უარი არ მითქვამს),

აღსანიშნავია რომ,მეგობრები მანამდეც იყვნენ რამოდენიმეჯერ და საკმაოდ შედეგიანადაც,

გავდიოდით შაბათს დილით,და ვბრუნდებოდით კვირას საღამოს, მინდა ავღნიშნო რო არცერთხელ საძღვარზე შეფერხება არ გვქონია,უპრობლემოდ გვატარებდენენ აქედანაც და იქედანაც.

ჩემი იქ ყოფნისას მაინცდამაინც შედეგიანად ვერ ვითევზავეთ,წყლის დონე თამაშობდა ძალიან,რაც გავლენას ახდენდა შედეგზე,მაგრამ ამ ბოლო დღეებში ორჯერ იყვნენ მეგობრები საკმაოდ კარგად ითევზავეს,(მინდა ავღნიშნო რომ ადგილები მაინცდამაინც არ ვიცოდით)

რაც შეეხება იქაუ შთაბეჭდილებეს,გაოცებული ვარ,გზაში ხოხბებმა გადაგვირბინეს რამოდენიმეჯერ,კურდღელი წამოხტა ერთგან,სხვა დროსაც ნახეს მეგობრებმა ხოხბები,

იხვი,მტრედი ქედანი .გვრიტი ხომ აუარებაა,თან იმ ფონზე რომ ტურებითაა სავსე იქაურობაც.

IMG-8701a30118e2bcec0d8e5445c6fb01ef-V.jpg

20181014_164624.jpg

avto.jpg

avto..jpg

20181014_180300.jpg

20181014_180718.jpg

20181014_180710.jpg

20181014_180620.jpg

20181014_180538.jpg

20181014_180554.jpg

20181014_180558.jpg

20181014_183324.jpg

mtkvari. - Copy.jpg

mtkvari - Copy.jpg

Edited by kopala72
Link to post
Share on other sites

მაგარია სოსო ახლა ვნახე ეს. გამოდის ჩვენზე კარგად უვლიან საკუთარ ბუნებას. დიდი სიამოვნებით ვითევზავებდი მაგ ადგილას. თანხა უნდა თუ როგორ ხდება ეს პროცესი თევზს გამოგატანენ ალბათ?

Link to post
Share on other sites

91-92-ში გადავდიოდით ყაზახისკენ. მაგარად ვთევზაობდით. ერთხელ სომხურ-აზერბაიჯანულ სროლებშიც მოვყევით(ტბის გაღმა სომხური სოფელი იყო, გამოღმა აზერბაიჯანული, შუაში შერეკილი ქართველები ანკესებით).

Link to post
Share on other sites
14 hours ago, levani said:

მაგარია სოსო ახლა ვნახე ეს. გამოდის ჩვენზე კარგად უვლიან საკუთარ ბუნებას. დიდი სიამოვნებით ვითევზავებდი მაგ ადგილას. თანხა უნდა თუ როგორ ხდება ეს პროცესი თევზს გამოგატანენ ალბათ?

ლევან უკეთ კი არ უვლიან უბრალოდ აზერბაიჯანელები არ არიან ჩვენსავით გაგიჟებულები ნადირობა-თევზაობაზე...

Link to post
Share on other sites
On 11/19/2018 at 10:32 PM, levani said:

მაგარია სოსო ახლა ვნახე ეს. გამოდის ჩვენზე კარგად უვლიან საკუთარ ბუნებას. დიდი სიამოვნებით ვითევზავებდი მაგ ადგილას. თანხა უნდა თუ როგორ ხდება ეს პროცესი თევზს გამოგატანენ ალბათ?

მე ორჯერ ვიყავი ლევან,ბიჭები ერთი ხუთჯერ იყვნენ,მაგრამ არავის არაფერი მოუთხოვია არც თევზაობაში,არც გადმოტანაში,

მაიმუნობა იქაც ცოდნიათ, სახლართი ბადეები, ერთხელ აფეთქებაც იყოო,მაგრამ მაინც ბლომადაა თევზიც და ნადირ ფრინველიც,ტურაა ოხრად, მაგრამ ხოხობია აუარება,მინდორში სამჯერ გადაგვირბინა სხვადასხვა ადგილას ხოხობმა, კურდღელი,იხვი,ბატი,ქედანი,გვრიტი ხომ გუნდებადაა, მასიურად არ ნადირობს ხალხი,თითოოროლა ბრაკონიერია და ეგაა ეტყობა,რაც ვიარეთ თოფიანი კაცი არ გვინახია,მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გვხვდებოდა.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

2019 წლის თევზაობის სეზონს(ჩემნაირი არიფებისათვის)  გახსნილად ვაცხადებ.

ვითევზავეთ დილიდან 17 საათამდე; სატყუარა წითელი ჭია და ბუზის მატლი;

ნაირსახეობა: ფარფლწითელა; ქორჭილა(და სულ რაღაც 3 ცალი კარჩხანა). საერთო რაოდენობა 4 კილოზე მეტი.

დავიჭირე ჩემთვის სარეკორდო  ზომის ქორჭილა.

თევზაობის მეთოდი ტივტივა...  ორი ნემსკავით(სხვადასხვა სახის სატყუარებს ვუკეთებდი და მქონდა რამდენიმე ე.წ. დუბლეტი ცალზე ქორჭილათი და ცალზე ფარფლწითელათი).

ყველაზე კარგად აქტიურობდა 12- დან 16 საათამდე.

3ca5985e6083.jpg

 

ae38c067b7d6.jpg

Link to post
Share on other sites

დღეს სერიოზულად აქტიურობდა.

მაგრად ვისიამოვნე!!!

თევზაობა დავიწყე დილის 11 საათზე და დავამთავრე 6-ის ნახევარზე. სატყუარად მხოლოდ ნაკელის ჭია გამოვიყენე. საერთო რაოდენობა თითქმის 6 კილო.

ნაირსახეობა ნაფოტა( მე ეგ ნაფოტა ფარფლწითელა მეგონა) და ქორჭილა. არცერთი კარჩხანა არ დამიჭერია.

წინა თევზაობისაგან განსხვავება ისაა, რომ ვაფშე არც ერთ ქორჭილას ქვირითი  აღარ აქვს მუცელში. ზნაჩიტ დაუყრია და ამიტომაცაა უფრო აქტიური.

პ.ს. როგორც ჩემმა მასწავლებელმა დამარიგა( პატივცემული მასწავლებელი ავთიეა ჩემი ქვისლი) დღეს სპინინგიც მქონდა წაღებული და ქარიყლაპიას დაჭერაც ვცადე, მაგრამ ამაოდ_ არცერთი გამოსვლა არ დამიფიქსირებია.

7d6226f2d2d9.jpg

e4a16d8821be.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

კარგად გისიამოვნია. მესიზმრება თავზაობა ყველა შაბათ კვირას როცა მცალია ზამთარი ბრუნდება 😥

Link to post
Share on other sites

მალადეც ჩემო გელა ერთი ათასად და კარგი თევზაობები ამ სეზონზე. ნუღარ იტყვი ალეკო თევზი რომელია მავიწყდება))))))))))))

Link to post
Share on other sites

შენ უკვე აღარ ხუმრობ გელა ძამა,უკვე პროფების ელიტაში მოიაზრები,

ბარაქა,შესანიშნავი შედეგია.

აბა აქეთ ანკესი კი არა, ლამისაა მოყინოს(დღეს ცოტა გამოიამინდა).

გუშინ ლილოდან შემოვლითი გზით გადმოვედი და გადათეთრებული იყო ირგვლივ იქაურობა,ნორიოს თავზე მთებზე კი კაი გვარიანი თოვლი იდო.

ამინდებიდან გამომდინარე  ხომ არ "ვიჩალიჩოთ" წელიწადის დროები ერთი თვით რომ გადაიწიოს წინ?:e025:

Link to post
Share on other sites
On 29.03.2019 at 11:35 AM, levani said:

გელა ჭაობის გემო ხომ არ დაკრავდა?

არა ლევან, ჭაობის გემო არ ჰქონია. 

გურინკას თევზს არა აქვს ხოლმე ჭაობის პრივკუსი...

გამოცდილი, ძველი მეთევზეებისაგან გამიგონია, რომ მაგ ადგილების თევზს განსაკუთრებული კარგი გემო აქვსო და რა ვიცი...

Link to post
Share on other sites

ააააა კიდო. ეს დღევანდელი შედეგია.

დღეს ცუდი სათევზაო ამინდი იყო, თუმცა ნორმალური ნადავლით დავბრუნდი(3,5 კგ).

a571552ef8c2.jpg

 

4621a1bc61de.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...