Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

კობას დაუჯდა ძაან დიდი ზომა კუსავთოზე. ვხედავდი როგორ მიათრევდა კობას წყლისკენ. ხისტი წყობის 30 გრამამდე ჯოხი თან ლამიგლასი ისე იყო მოხრილი და აძაძგანებდა კინაღამ ხელიდან გააგდებია! avtoსამწუხაროდ კარაბინი გატყდა და წაიღო სატყუარაც .კაი ხანია შთამბეჭდავი ტროფეი ვერ ამოგვყავს. შარშან მეც კინაღამ გადამაგდო წყალში,20 წუთიმეჯინა კუსავთოზე ვერაფერი ვერ მოვუხერხე მის ჭკუაზე დადიოდა გაახურა ფრიქციონი. ბოლოს ამოუვარდა სატყუარა. მესმე დღეს იმავე ადგილზე დავსვი და იგივე ცამიტარა. ცემი აზრით 10 კგ ზე მეტი უნდა ყოფილიყო.

Link to post
Share on other sites
  • Replies 94
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმის გამო რომ ნადირობის სეზონი არც თუ ისე სახარბიელოა,(მწყერი აღარ იყო,ქათმის სეზონი არ იყო გახსნილი),რამოდენიმეჯერ მეგობრებთან ერთად აქვე მეზობლებში -აზერბაიჯანში გადავედით სათევზაოდ(მე როგორც "გამოც

დღეს სერიოზულად აქტიურობდა. მაგრად ვისიამოვნე!!! თევზაობა დავიწყე დილის 11 საათზე და დავამთავრე 6-ის ნახევარზე. სატყუარად მხოლოდ ნაკელის ჭია გამოვიყენე. საერთო რაოდენობა თითქმის 6 კილო.

გუშინ უფრო მაღალ პილოტაჟს შევეთამაშე... შედეგი მწირია, მაგრამ კმაყოფილი ვარ. სუფსის წვერა

Posted Images

დღეს  წყალი იყო აწეული (მაგ ადგილზე ცუდი კენკვის ნიშანი).

ეს ერთი დაჯდა საშუალო ზომის(3.6 კგ) და კიდევ ერთი დაახლოებით ამხელა გამექცა ნაპირთან მოყვანილი (საკეტი გახსნა).

ორთავე დაჯდა კუსავთოზე.

eac2c2d67046.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ესეიგი ქვისლი მიიწევს მაღალ წონებზე ! დაპროფესიონალდა უკვე. აღარ ღირს იქ წასვლა ,ამოალაგა საალაფო ტევზი ნაპირზე.)))

Link to post
Share on other sites
18 hours ago, avto said:

ესეიგი ქვისლი მიიწევს მაღალ წონებზე ! დაპროფესიონალდა უკვე. აღარ ღირს იქ წასვლა ,ამოალაგა საალაფო ტევზი ნაპირზე.)))

ნუ მაშაყირებ მასწავლებელო!

 

შენ როგორც მასწავლე: გოიმური აღარაფერი მიყენია სპინინგზე და შენი ნაკეთობის მეშვეოვით (კუსავთოს ვგულისხმობ)  ქე ტყუვდება შუკა.

პ.ს. ამ ბოლოს გოიმური ზასტიოჟკა მეყენა პავადოკზე და ქე გამიხსნა თევზმა. 

 

Link to post
Share on other sites

რავა გაღადავებ ქვისლო ! მასტერკლასებს აძლევ უკვე სხვებს. ედიშერას პირს ხო უშრობ შეკითხვების დასმით?)))

Link to post
Share on other sites
20 hours ago, avto said:

რავა გაღადავებ ქვისლო ! მასტერკლასებს აძლევ უკვე სხვებს. ედიშერას პირს ხო უშრობ შეკითხვების დასმით?)))

ედიშერას კიიიიი!😅😅😅😅😅

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მორიგი ნადავლი ქარიყლაპია( წვრილი და გრძელია ჩემსავით😆)...

დაახლოებით ერთ კვირაში ჩემდა სამწუხაროდ  დავხურავ   გაზაფხულის თევზაობის სეზონს.

 

 

de327eae6c87.jpg

Link to post
Share on other sites

წინა გასვლაზე ვიჩქარე ქარიყლაპიას გაზაფხულის სეზონის დახურვის დაანონსება. ვინც ნამყოფია კონკრეტულად მაგ ადგილზე მიხვდება რატომ იხურება ქარიყლაპიას სეზონი ასე ადრე (ბალახი, დედაბერა).

დილით კარგად იღებდა სატყუარას(საღამოს 0).

საერთო წონა თითქმის  10 კგ.

დიდი ეგზემპლიარის წონა 4.4კგ; მეორე მოზრდილის წონა 2.3;

ყველა დაჯდა კუსავთოზე (ფაქტიურად აღარც კი ვუცვლი ქვისლის  სახელობის ბრჭყვიალას სპინინგს, რამეთუ ყველაზე მაგრად ის დავამუღამე).

98942c6492f3.jpg

 

b3a6c36e50cd.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
20 minutes ago, levani said:

მაგარია გელა ძალიან, ხვავი და ბარაქა. ქორჭილა არ მოგყოლია საერთოდ?

არა ლევან, ქორჭილა არ დაგვიჭერია.

Link to post
Share on other sites

დღეს მქონდა მორიგი გასვლა ქარიყლაპიაზე.  დილის 5 საათზე უკვე  ტბაზე ვიყავი.

არცერთი დარტყმა არ მქონია არც მე, არც ჩემს მეწყვილეს სანამ კარგად არ გათენდა. 

პირველი დარტყმა 6 საათზე განახორციელა და რეალიზებული იქნა უპრობლემოდ (წონა თითქმის 4 კგ.).

დილის კენკვა შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური იყო(არა საუკეთესო).

მეწყვილემ რამდენიმე პატარა დაიჭირა, მე კიდევ ერთი საშუალო და ერთიც  პატარა.

უფრო მცირე ზომის 2 ეგზემპლიარი დაუბრუნდა მშობლიურ წყალს.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო:

კუსავთო არის იდეალური სატყუარა მაგ ადგილზე!!!

კუსავთოთი ადვილად არეგულირებ გატარების სიღრმეს (ჩქარა ატარებ_ ზევითაა; ნელა ატარებ_ შეგიძლია თითქმის ფსკერზე ათრიო).

დაახლოებით 11 საათისათვის წყლის დონემ მოიმატა და კენკვაც საბოლოოდ მოკვდა.

 

საერთო წონა 6 კგ. 

 

პ.ს. დედაბერებისაგან დასაცავად მეფუტკრის ქუდი მშვენივრად გამომადგა

 

 

c766e7acbf32.jpg

 

76604414c308.jpg

 

c4e19ff04b8e.jpg

 

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

მაგ დედაბერას გამო მეზარება ამ დროს მაქ ჩასვლა ( შარვალში და ჟილეტში ატანს და საშინელი ასატანია.

Link to post
Share on other sites
10 hours ago, levani said:

მაგ დედაბერას გამო მეზარება ამ დროს მაქ ჩასვლა ( შარვალში და ჟილეტში ატანს და საშინელი ასატანია.

ხელებზე ხელთათმანი, თავზე მეფუტკრის ქუდი და მაინც რამდენიმე ნაკბენი მაქვს მაჯებზე...

ოდნავ სახელო თუ წამოგეწია, მომჯდარი გყავს ეს ოხერი დედაბერა.

ეგ კი არა ცენტრალურზე, ჩერბაკაზეც უჩივიან მეთევზეები დედაბერას.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

 

აღარ მოდის შამაია ჭოროხზე 

IMG_20211121_140351.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 1 month later...

გუშინ ცუდი ამინდი იყო სათევზაოდ. წყალი აწეული, მაგრამ ხელცარიელი მაინც არ დავბრუნებულვარ!

1234.jpg

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...
  • 1 month later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...