BROWNING 349 Posted April 9, 2017 Report Share Posted April 9, 2017 იხსნება კობას ინიციატივით : Alces alces linneaus, ჩრდილოეთის ბინადარია. ადრე გვხვდებოდა ევროპაშიც, თუმცა გადაშენდა. ყოფილა კავკასიაშიც მეცხრამეტე საუკუნემდე. უამრავი ქვესახეობაა აღწერილი: ჩრდილოეთ ამერიკაში ოთხი ქვესახეობა გვხვდება. ჩრდილოეთ ამერიკული ქვესახეობები უფრო დიდი ზომისანი არიან ვიდრე ევრაზიულნი. რუსეთში რამდენიმე ქვესახეობაა აღწერილი. ქვესახეობებზე კარგი მასალაა აქ(რუკებით). http://www.mooseworld.com/mooseman/index.htm ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 9, 2017 Author Report Share Posted April 9, 2017 კვებეკში ფაქტიურად ცხენირემმა(ხორცი, ტყავი, ძვალი, რქა) გადაარჩინა პირველი კოლონისტები მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში. აქ ცხენირემზე ნადირობა ყველაფერზე მაღლა დგას. ათი ათასობით დოლარს ხარჯავს კვებეკელი მონადირე მხოლოდ ცხენირემზე სანადიროდ მთელი სიცოცხლის განმავლობაში(იარაღი, ტყვია-წამალი, სანადირო სექტორის წესრიგში მოყვანა, მარილი და ა.შ.). ტერმინიც კი არსებობს - ''ნადირობის ქვრივები'', როცა თითქმის მთელი კვებეკის მამაკაცების უმრავლესობა სეზონის გახსნის წინა დღეს შედის ტყეში და სამი-ოთხი კვირა უკვე მას არარაფერი ახსოვს, არც სამსახური, არც ცოლი, არც შვილი. ხშირად შვებულებების ნახევარსაც კი ამ ნადირობისთვის ინახავენ. ნადირობენ ორ, ოთხ ან ექსვ კაციანი ჯგუფებით. მიპარვით ან ჩასაფრებით. ძაღლების გამოყენება აკრძალულია. წარმატების დიდი პროცენტი მოდის ცხენირემის ხმის კარგად მიბაძვაზე. ნადირობის სეზონი ყოველთვის მყვირალობას ემთხვევა და მდედრის და მამრის ხმა, ორივე აფორიაქებს დომინანტ მამრს. ნადირობენ მხოლოდ კარაბინით(უფლება აქვთ გლუვლულიანიტაც ინადირონ, მაგრამ თოფს არავინ იყენებს). 70-იან წლებში კანადაში ზალიან დაცემული იყო ცხენირემის პოპულაცია, რადგან ნადირობა იყო არაკონტროლირებადი. ამჟამად ცხენირემის პოპულაცია მზარდია. მდედრის მონადირება მხოლოდ ორ წელში ერთხელაა შესაძლებელი და ერთი ცხენირემი მხოლოდ ორ მონადირეს შეუძლია მოინადიროს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.