Коба 47 Posted May 4, 2017 Report Share Posted May 4, 2017 როგორც დაგპირდით, ვხსნი 2017 წლის ნადირობის სეზონის თემას. საქართველოში 2016-2017 წლის სეზონი ახლახან დაიხურა, 2017 წლის სეზონი კი მხოლოდ აგვისტოში გაიხსნება. ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება გამეხსნა ეს თემა, თქვენ კი მას შემდგომში გააღვივებთ და გაამდიდრებთ. როგორც ჩემს მთავარ თემაში ("ნადირობა რუსეთში") მაქვს აღნიშნული, რუსეთში გაზაფხულზე ნადირობის სეზონს ხსნიან მცირე ვადით, 10 დღით და ისიც ყველგან არა. მაგალითად სამხრეთ რაიონებში, როგორიცაა კრასნოდარის, სტავროპოლის, როსტოვის, ვოლგოგრადის და სხვ.ოლქები, ნადირობის სეზონი გაზაფხულზე დახურულია. მაგრამ ეს 10 დღე სხვადასხვა რეგიონებში, გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს იხსნება. უფრო მეტიც, ზოგიერთ რეგიონში (ოლქში) სეზონს 2 ეტაპად ყოფენ და ისე ხსნიან. ჯერ სამხრეთ რაიონებში, შემდეგ ჩრდილოეთში. ასე რომ აზარტულ მონადირეს აქვს საშუალება იმოგზავროს სხვა და სხვა რეგიონებში და ასე გაცილებით უფრო გაიგრძელოს სეზონი. მე უმთავრესად გაზაფხულის სეზონს ბელორუსიაში ვხსნი, სადაც ნადირობის სეზონი მარტის შუა რიცხვებში (უმთავრესად მეორე დასვენების დღეებში) იხსნება და 2 თვე გრძელდება ის შუა რიცხვებამდე). მაგრამ სამწუხაროდ წელს იქით ვერ წავედი და საზონი ჩემს რეგიონში გავხსენი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 4, 2017 Author Report Share Posted May 4, 2017 ჩვენთან, ლენინგრადის ოლქის სამხრეთ რაიონებში, სეზონი 22 აპრილს გაიხსნა. გაზაფხულის სეზონზე ჩვენთან ნებადართულია ნადირობა მამალ იხვზე (ჩასაფრებულად ჩუჩელებით), მამალ ტყის ქათამზე, საღამოს გადაფრენის დროს, ბატზე და ასევე როჭო და ყრუალაზე (სპეციალური ლიცენზიით). ამ ათდღიანი ნადირობის ლიცენზია ღირს 800 მანეთი, რაც იმ მომენტში დაახლოებით 14 დოლარს შეესაბამებოდა. ყოველგვარი სერიოზული მომზადების გარეშე, რადგანაც შორს არ მიწევდა წასვლა,ახლობლებთან ერთად, გავეშურე "ჩვენს" ადგილზე. ეს არის სოფლის მეურნეობის მინდვრები, რომელსაც ირგვლივ დაჭაობებული ტყეები აკრია. დილით და საღამოს ბატები ჭაობიდან მინდვრებში მოფრინავევ საკვების საძებნად. ბატებზე ნადირობისას დიდი მნიშვნელობა აქვს მასკიროვკას და ფიტულების (ჩუჩელების) რაოდენობას. თანაც აუცილებელია კარგი საყვირის ქონა და მისი წესიერად ხმარება(ელექტრო საყვირები რუსეთში აკრძალულია). მე ჩემს თავს მოუმზადებლად წამოსულს ვთვლიდი, მიუხედავად იმისა, რომ, აუცილებელი მინიმუმი ყველაფერი მქონდა - პალატკა, საწოლი, 2 სახის ფიტულები (12-12 ცალი), საყვირი და ა.შ., მაგრამ ჩემი კომპანიონები "საგულაოდ" ყოფილან წამოსული. არც მაგიდა, არც სკამები, არც ფიტულები, არც საყვირები (1 კაცის გარდა)...კაროჩე, დასათრობად იყვნენ წამოსული. რასაც მშვენივრად გაართვეს თავი. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 4, 2017 Author Report Share Posted May 4, 2017 (edited) :d030: ამ მომენტისთვის მე მოვხსენი ერთი ბატი და მაგენმაც, 9 კაცმა, ერთი. ისიც იმდენად საკამათო გამოდგა, რომ კინაღამ დახოცეს ერთმანეთი Edited May 4, 2017 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 4, 2017 Report Share Posted May 4, 2017 კობა, 2018-იც დავამატე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 4, 2017 Report Share Posted May 4, 2017 რას ერჩი, მშვენიერი ფასია. ამ ათდღიანი ნადირობის ლიცენზია ღირს 800 მანეთი, რაც იმ მომენტში დაახლოებით 14 დოლარს შეესაბამებოდა. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 4, 2017 Author Report Share Posted May 4, 2017 სურათები რა უყავი ვახო? ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 4, 2017 Author Report Share Posted May 4, 2017 კობა, 2018-იც დავამატე. ამაზე მადლობა, მაგრამ სურათები და სხვა ინფორმაცია გაქრა :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
4X4 4 Posted May 4, 2017 Report Share Posted May 4, 2017 მეგესალმებით მონაირეებო და გილოცავთ ახალ თემას ვფიქრობ ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი სეზონი იქნება, ვინაიდან ავიყვანე კურცჰაარის ლეკვი. სექტემბერში გამოვალთ ასპარზზე ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 5, 2017 Author Report Share Posted May 5, 2017 ვახო, შემატყობინე შესძლებ დაკარგული ინფორმაციის და სურატების დაბრუნებას, თუ თავიდან ვიწვალო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 5, 2017 Report Share Posted May 5, 2017 მეორეჯერ გააკეთა ასე, გამოხმაურებისას ჩემს პოსტში მხოლოდ იმ ნაწილს ვტოვებ რომელზეც მინდა პასუხის გაცემა და სისტემა ორიგინალ პოსტსაც კვეცს. აწი მეცოდინება. კობა მაგას ვეღარ აღვადგენ, რა ვქნა, შენი ხმალი, ჩემი კისერი :( ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 8, 2017 Author Report Share Posted May 8, 2017 კარგი, არა უშავს რა. სურათებს აღვადგენ, ტექსტი კი იყოს ისე ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 8, 2017 Author Report Share Posted May 8, 2017 ეს ის ბატია, რომელიც ჩემმა "კომპანიონებმა" მოინადირეს. დაკარგულ ტექსტში მეწერა, რომ, ბაგა-ბუგი ბევრი გაქონდათ, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი მოხსნეს, თანაც დაკლეს კინაღამ ერთმანეთი, არა მე ჩამოვაგდე და არა მეო (ბატი დაიჭრა და 300-400 მრტრში ჩამოვარდა. ჩამოვარდნამდე ალბათ 20-30-ჯერ კი ესროლეს და ამოტომ საკამათო გახდა, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი მომპოვებელი). საბოლოოდ ყველაფერი "სამართლიანად" გადაწყდა - მონადირეთა ნაწილმა, რომელმაც ვერ დაამტკიცა თავიანთი უპირატესობა მაგ ბატის მოპოვებაში, განაწყენებულებმა ბანაკი დატოვა, "გამარჯვებულმა" მხარემ კი ქეიფი გააგრძელა, მითუმეტეს რომ უკვე საბაბიც ქონდათ, მოპოვებული ტროფეის სახით. ისე კარგად აღნიშნეს ბატის მოპოვება, რომ მალე ჩაეძინათ და რომ გამოიღვიძეს ბატი ადგილზე არ დახვდათ გამოძიებამ დაადგინა, რომ, ვაღაცა შემთხვევითი ხალხი შემოსულან ბანაკში (ბანაკი გზის პირას, ტყეში იყო განლაგებული), უნახიათ ხეზე ჩამოკიდებული ბატი და უკითხიათ, ვისიაო. ტიპს, რომელიც ერთადერთი იყო ბანაკში დაუძინარი, უთქვამს, ბატის პატრონს მანქანაში ძინავსო. გამვლელები მისულან მანქანასთან ("ბუხანკა" УАЗ-იკთან), გაუღიათ კარი, მერე დაუხურავთ, ჩამოუხსნიათ ბატი, პატრონმა მოგვყიდაო 500 მანეთად უთქვიათ და წასულან თავიანთი გზით მე ამ დროს ჭაობში ვიყავი ჩასული და რომ დავბრუნდი თითქმის ატირებული ბატის "პატრონი" დამხვდა. თავს იკლავდა, 500 მანეთად კი არა 500 დოლარადაც არ გავყიდდიო მაგ ბატს, რადგანაც ეს ჩემი პირველი ბატი იყოო. მე ვუთხარი, რომ დაგეთმო იმ ხალხისთვის, ვისაც პრეტენზია ქონდა მაგ ბატზე, ეხლა ბატიც აქ იქნებოდა და ის ხალხიც მეთქი. თანაც შემდგომისთვის, ჭკუის სასწავლებლად, ჩვენი რუსთაველის სტროფებიც წავუკითხე - "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია"-თქო. არ ვიცი, გამოიყენებს თუ არა შემდეგში, მაგრამ ჭკუა რომ ისწავლა ფაქტია ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 8, 2017 Report Share Posted May 8, 2017 კობა :d030: ისინიც მაგრები ყოფილან რა ! რამ მოაფიქრებიათ მოგვყიდაო! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 8, 2017 Author Report Share Posted May 8, 2017 როგორც უკვე ავღნიშნე, მე სადილობას და ქეიფს ჭაობში ჩასვლა ვარჩივნე და არც მინანია. ცოტა მუხლიც გავშალე, ნაცნობი ადგილები მოვინახულე, ჩემი ბიჭის ამხანაგებიც ჩავიყვანე (არასდროს არ ყოფილან მაგეთ ადგილებში), თვალი და გული გავახარე...თამაც ერთი იხვიც მოვინადირე. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ჩემს არყოფნაში ჭაობი ძალიან შეცვლილა და ეს პირველ რიგში თახვების დამსახურებაა. იმ ადგილებში,სადაც მანქანით დავდიოდი, ძლივს შევედი ფეხით. სამჯერ ჩავვარდი წყალში, მიუხედავად იმისა, რომ "ბალოტნიკები" (რეზინის გრძელყელიანი ჩექმები) მეცვა. პირველად სულ ახალი შესული ვიყავი, მაგრამ მაგის გულისთვის ხომ არ დავბრუნდებოდი უკან მითუმეტეს, რომ ახალგაზრდები მყავდა გვერდში. გადმოვასხი წყალი ჩექმებიდან, გავწურე ნასკები და გავაგრძელე გზა. მალე ისეთ ადგილს მივადექით, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო იხვი. დავაყენე ბიჭები, მე მათ შორის 40-50 მეტრში დავდექი და ჩავუყვირე "მანიოკში". მეორეჯერ ვერ მოვასწარი ჩაყვირვა ისე, ერთი მამალი იხვი აფრინდა ჭაობიდან და გამოფრინდა პირდაპირ ჩემსკენ. კი მინდოდა ბიჭებისკენ გაფრენილოყო, იმიტომაც ჩავუდექი მაგათ შუაში, რომ უფრო მეტი შანსი ქონოდათ, მაგრამ, ძან კარგი მუსიკალური სმენის იხვი სეგვხვა, პირდაპირ დაუბერა იქით, საიდანაც ხმა გაიგო. ისე მართალი გითხრათ, ბიჭებსაც შეეძლოთ ესროლათ მაგ იხვისთვის და შეიძლება მიეწვდინათ კიდეც საფანტი, მაგრამ თავი შეიკავეს და ...სწორადაც მოიქცნენ, თვალნათლივ ნახეს, როგორ შეიძლება გაზაფხულზე მამალი იხვის მოტყუება და მოპოვება. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 8, 2017 Author Report Share Posted May 8, 2017 ესეც თახვის ხელოვნება ამ ადგილს ერთ დროს მანქანით გადავდიოდი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 9, 2017 Author Report Share Posted May 9, 2017 კობა :d030: ისინიც მაგრები ყოფილან რა ! რამ მოაფიქრებიათ მოგვყიდაო! კი, მაგენიც კარგი "მონადირეები" ყოფილან :d030: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 9, 2017 Author Report Share Posted May 9, 2017 ჭაობში დაახლოებით 5 საათი ვიბოდიალეთ, მაგრამ მეტი ვერაფერი ვერ მოვინადირეთ, თუმცა სანსი კი გვქონდა რამოდენიმე. მე ბიწებისთვის ვცდილობდი და მეტი არ მისვრია, მაგენმა კი რამოდენიმეჯერ ააცდინეს მიზანს. ბოლოს აცივდა, ორგანიზმმაც იგრძნო სოველი ფეხებით სიარულის შედეგი, თანაც მალე ბატების საღამოს გადმოფრენა უნდა დაწყებულიყო და ამიტომ დავბრუნდით მანქანისკენ. მანქანასთან გადავუღე სურათები ჩემს 2 მონაპოვარს, რადგანაც ვიცოდი რომ სახლამდე მაგენი ვერ მიმყვებოდნენ და თქვენც დამრჩებოდით ფოტომასალის გარეშე ამ სურათში კარგად ჩანს რა დონეზე მაქვს დასველებული ფეხები ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 9, 2017 Author Report Share Posted May 9, 2017 სანამ მანქანასთან დავბრუნდებოდით, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემი ორგანიზმის ტემპერატურა გაუსწორდა ჰაერის ტემპერატურას. ჰაერის ტემპერატურა კი ისეთი იყო, რომ მალე თოვლი წამოვიდა. სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი, დავურტყი 200 გრამი ...ჩაი და დავუბერე ბანაკში იმის აზრით, რომ კოცონთან ძვლებს გავითბობდი და ტანსაცმელსაც გავაშრობდი. მაგრამ, ჩემს ოცნებას აღდგომა არ ეწერა - კოცონი თოვლჭყაპისგან და თოვლისგან ჩამქრალა, ღიად დატოვებული პროდუქტი და სხვა ყველაფერიც დასველებულა, ბატი მოუპარავთ ... კაროჩე, იქ დარჩენა სუფთა გაცივების "წამალი" იყო, მითუმეტეს რომ, ჩემი ჩუჩელები თოვლით დაიფარა და ნადირობას აზრი დაეკარგა. სასწრაფოდ დავშალე კარავი, ავკრიფე ჩუჩელები, იხვი ახალგაზრდებს ვაჩუქე და დავუბერე სახლში. მეორე დღეს ბატი მეგობარს ვაჩუქე, რომლის მეუღლემაც ხარჩო გააკეთა და დიდად გვასიამოვნა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 9, 2017 Report Share Posted May 9, 2017 აბა რა არის ახლა ეს? ჩაგაშხამეს ნადირობა ლოთებმა. ეგეთ ხალხთან ერთად წასვლას, გაქცეული ვირი რომ დავკოდო ის მირჩევნია. კაი ნერვები გქონია ჯიმა შენ, მე დავუშენდი ყურის ძირებში მაგათ. მადლობა რეპორტისთვის, ხოშიანია. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 9, 2017 Author Report Share Posted May 9, 2017 მე გიო, იქ ერთი პიროვნების პატივსაცემად წავედი. ჩემი მეზობელია და გული ვერ გავუტეხე, რადგანაც ბევრი კარგი მახსოვს მაგისგან. ადგილობრივია, ჩემზე გაცილებით უფროსია და როცა მე ამ ადგილებში დავიწყე ნადირობა (ჩემი ნადირობის პრაქტიკის პირველ წლებში) დავყავდი ჩემთვის უცნობ ადგილებში. სმა უყვარს და ამფოსნებიც მასეთი ყავს უმრავლესობა. ნერვები კი მომიშალეს ნადირობის დროს (დაკარგულ ტექსტში მეწერა დაწვრილებით), მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მაგისთვის. მე ჩემი გავისწორე, არც ისე ცუდად წავინადირე (ბატის მონადირება არც ისე ადვილია), ამ თემის გასახსნელი მატერიალები დავაგროვე და მაგენი რომ არ იყვნენ ისე, 2 დღის შემდეგ, ისევ დავუბერე იმ ადგილას ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 9, 2017 Author Report Share Posted May 9, 2017 საერთოდ ჩვენთან, სეზონის გახსნის პირველ დღეებში თუ არის ბატი, თორემ მერე იშვიათად თუ შეხვდები. ნადირობის დღეები მაქვს მხედველობაში, თორემ, სეზონის დახურვის შემდეგ შენ გენაცვალე, მოფრინავს ოხრად. ისე ჩვენთან შეიმჩნევა ბატის გადმოფრენის 3 ეტაპი. პირველი ეტაპი სეზონის გახსნამდე იწყება და ძლიარ არის ამინდზე დამოკიდებული. წელს თოვლისა და ყინვის ნაკლებობის გამო მინდვრები და მდინარეები ადრე "გაიხსნა", რამაც საშუალება მისცა ბატებს ადვილად მოეპოვებინათ საკვები და ღამის თავშესაფარი. როგორც უმრავლესობამ იცით, ბატები, უსაფრთხეობის მიზნით, ღამეს უმეტესად წყალსაცავში ან წყალსაცავთან ათევენ. ჯერ დაფრინდებიან წყალზე და შემდეგ ეძებენ მყუდრო ადგილს ნაპირზე ამოსასვლელად. გაზაფხულზე, წყალდიდობების დროს, ასეთი პრობლემა ეხსნებათ, რადგანაც დატბორილ მინდვრებში პოულობენ ისეთ ამაღლებულ ადგილებს, სადაც უშიშრად ათევენ ღამეს. მეორე ეტაპი ხშირად ემთხვევა სეზონის გახსნას. უფრო სწორედ, ნადირობის სამინისტრო ცდილობს იმ დროს გახსნას სეზონი, როცა ბატები უკვე ჩამოფრენილი არიან. ამის უფლებას კანონი იძლევა, რომელშიაც ნათქვამია, რომ, ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს უფლება სეზონის გახსნა თავის სურვილისობით გადაწყვიტოს (ან უფრო ადრე, ან უფრო გვიან). მესამე ეტაპი ზუსტად მაისის დღესასწაულებს ემთხვევა (9 მაისს) და ამ დროს მოფრინავს ყველაზე დიდი ბატი, რუხი ბატი. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 9, 2017 Author Report Share Posted May 9, 2017 (edited) რაღა ბევრი გავაგრძელო და, სამშაბათს, სეზონის გახსნის მეოთხე დღეს, დილით ადრე გავედი ისევ იმ ადგილას, სადაც გახსნაზე ვიყავი. როგორც ვივარაუდე ჩემს გარდა არავინ არ იყო ახლო-მახლო. ბატებიც არ ჩანდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ, ერთი ცალი მაინც გადაიფრენდა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხელის შემშლელი არავინ არ იყო, შანსი მექნებოდა წარმატებით ნადირობის. მასეც გამოვიდა. დიდხანს მექნა საცდელი სანამ პირველ ბატებს ვნახავდი შორიდან. სულმოუთქმენლად ველოდი, გაისვრიდა ვინმე თუ არა სანამ ისინი ჩემამდე მოაღწევდნენ. საბედნიეროდ იმ დღეს ნადირობის მსურველი არავინ არ აღმოჩნდა და ბატების პატარა გუნდი მალე ჩემს თავთან აღმოჩნდა. ეტყობა შორიდან შეამჩნიეს ჩემი ჩუჩელები და პირდაპირ ჩემსკენ გამოფრინდნენ. მე მხოლოდ ერთხელ ჩავუბერე მანოკში, რომ მაგათ "ზაპროსსზე" მეპასუხა. ამან კიდევ უფრო დაამშვიდა ეს გუნდი და დანარჩენი, როგორც რუსები იტყვიან, "дело техники" იყო. 2 გასროლით ერთი უცებ მოვხსენი, მეორე კი დაჭრილი გადაფრინდა 400-500 მეტრამდე და იქ დაჯდა. უნდა გამოგიტყდეთ - მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ნახევრად ავტომატიც, სადაც 9 ვაზნა მიდის, ბოლო დროს დაჟე ბატებზეც ვნადირობ მხოლოდ ორლულიანი თოფით. ეს საშუალებას მაძლევს უფრო დავტკბე კარგი გასროლით და არ დავრჩე მარტო ვაზნების რაოდენობის იმედზე. იმასაც ვიტყვი, რომ არა ვარ პროფესიონალი მსროლელი, არასდროს მივარჯიშნია სტენდზე ან ვინმეს ხელმძღვანელობით, თუ რამე გამომსდის ჩემი წინაპრების სისხლის ყივილია და ამიტომ ძალიან ვაფასებ ყოველ წარმატებას ნადირობის დროს.... სასწრაფომ მომიწია გასვლა და ქვევით გავაგრძელებ Edited May 10, 2017 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 9, 2017 Report Share Posted May 9, 2017 100 წელი გენადიროს კობა შედეგიანად.! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 9, 2017 Report Share Posted May 9, 2017 ჯიგარი ხარ კობა. ოხ, ერთი შენი თავი მომცა ახლა აქ. მაისის ბოლომდეა ინდაურის სეზონი. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 10, 2017 Report Share Posted May 10, 2017 ბარაქა კობა,მაგარია ბატზე ნადირობა,კი არ მშურს,მარა მეხარბება!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.