Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 101
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სექტემბერში ნათესავი იყო ჩამოსული ამერიკიდან და შევპირდი სანადიროდ წაგიყვან მეთქი, მართალია მწყერის სეზონი თითქმის უკვე გასული იყო,მაგრამ ისე იყო მონდომებული რომ მაინც დავგეგმეთ გასვლა. დილი

ესეც ჩემი მწირი ნადავლი,ოღონდ მრავალფეროვანი: გულიო(გვიძინი),გვრიტი,ბეკასი,მწყერი.

რამოდენიმე დღეში საქართველოში და ჩვენთანაც 2017–2918 წლის ნადირობის სეზონი იხურება და ჩვენი ეს თემაც დაიხურება. ამიტომ დავუმატოთ ამ თემას თუ დაგვრჩა გამოუქვეყნებელი სურათები. დარწმუნებული ვარ, ფორუმის

Posted Images

წელს ისეთი გვალვა არის კახეთის მხარეს სექტემბრამდე არც იქნება, მერეც თუ იყო კიდევ საკითხავია? გომერეთში არისო მონაყოლს ვწერ მე არვყოფილვარ გასული, და მანდ ვაპირებთ მეგობრები გავხსნათ სეზონი. შედეგებს გაგიზიარებთ B)

Link to post
Share on other sites

დარწმუნებული ვარ, მწყერი მცირე რაოდენობით მაინც, არის ყველგან.

უბრალოდ სასიარულო და საძებნია

Link to post
Share on other sites

დამეწყო უძილობები,ისედაც მაგრად ცხელა და ამ სეზონის მოახლოებამ მთლად გამომაცალა ძილი! მე რო ლოგინში ვწრიალებ ჩემი ძაღლი რომელიც საძინებლის ფანჯრიდან 1 მეტრში წევს წკმუტუნით მეხმიანება მეც მაგ დღეში ვარო :e025: თავს ვიმხნევებ 2 დღეც და მინდორში ვართ ბაქსია და ჩემი თოფითქო მარა არ გინდა ამ 2 დღის გაძლება? 35 წელია რაც ვნადირობ,აქედან 28 წელი სრულუფლებიანი მონადირე ვარ.კარგად მახსოვს სეზონის წინა ღამით არასდროს მიძინია ,ზეპირად ვიცი რამდენწამიანი ინტერვალით ჭრიჭინებს შავი კალია ღამით.ათჯერ ან მეტჯერ დავათვალიერებდი აღჭურვილობას ხომ არაფერი მრჩებათქო.არადა რა უნდა დამრჩეს ?ამ ხნის მანძილზე გამომუშავებული ინსტიქტები ალაგებენ საჭირო ნივთებს ზურგჩანთაში. ამდენი წელი გავიდა და ის ბავშვური ჟინი ,სულსწრაფობა და გიჟური სურვილი დენთის მოყნოსვისა დღემდე ვერ გამინელდა. ვტრიალებ ლოგინში და ვიხსენებ პირველი ნადირობიდან დღემდე განვლილი ნადირობის ეპიზოდებს,ნაბულებს ,გასროლებს ,კურიოზებს ,ძმაკაცებს,ახალ გაცნობილ მონადირეებს და შრიალა ხის ჩრდილში გაშლილი მონადირული სუფრის გარშემო შემომსხდარი მონადირეების სიამოვნებისგან დაღლილ სახეებს.იქვე მიწოლილ ენაგადმოგდებულ სეტერებს,დრათჰაარებს ,კურცჰაარებს,პოინტერებს რომლებიც დროდადრო იქვე ტოტზე დაკიდებულ მწყერებს ამაყად უყურებენ. აი ამ დროს ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად,ბედნიერად და რომ გამახსენდება ეს ოხერი 2 დღე თავიდან იწყება ყველაფერი. ამაღამ და კიდე ერთი ღამე ! ხო ერთი ღამე ,ის უძილო მაგრამ მონატრებული რომელსაც შეჩვეული ხარ და არაფრად მიგაჩნია რომ ვერ იძინებ,თუმცა ვერ კიარა არ იძინებ! იმიტომ არ იძინებ რომ იცი ირიჟრაჟებს თუ არა შენი ძაღლი ფეხებთან წკმუტუნს და ცეკვას დაგიწყებს,გაიქცევა ისევ მობრუნდება ,ისევ იწკმუტუნებს სანამ თავზე ხელს არ გადაუსვამ და არ დაიძრები ცვარიანი მინდვრისაკენ! რამოდენიმე წუთიც და ცვარში გაწუწული დააკვდება მწყერის სუნს. ზუსტად ესაა ის მომენტი რისთვისაც ღირს უძილობა!

ვისაც ეს სიტუაცია გეცნობათ ყველას გილოცავთ სეზონის მოახლოებას! ბუნების სიყვარული ,ნადირობის ჟინი და ტრფიალი ნუ მოგიშალოთ უფალმა მონადირეებო !

 

ა.დ. 16 აგვისტო 2017წ.

Link to post
Share on other sites

საქართველოს მონადირეებო, გილოცავთ სეზონის გახსნას!

მადლობა კობა. ელჩი ჯერ არ გამოჩენილა.

Link to post
Share on other sites

გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას

Link to post
Share on other sites

გავედი აჯამეთის ყანებში. 2 მანოკი ჯღაოდა . გავშორდი 2-3 კმ ,ვნახე 2ცალი და წამოვიყვანე სახში. 3-4 ბუდეს წაადგა ძაღლი5-6 ცალი ამოდიოდა ბარტყები. ძალიან ადრეა ჯერ იმერეთში მწყერი.

Link to post
Share on other sites

გული მერევა უკბე ამ მანოკისტებზე ამოვიდა ყელში რა!!!! მოვა ნეტა ის დრო რომ გაწყდნენ ეგ დედა აფეთქებულები? მაგათ ამოუწყდათ დედის ....ლი არ შემიგინია არ მეჩხუბოთ

Link to post
Share on other sites

გავედი აჯამეთის ყანებში. 2 მანოკი ჯღაოდა . გავშორდი 2-3 კმ ,ვნახე 2ცალი და წამოვიყვანე სახში. 3-4 ბუდეს წაადგა ძაღლი5-6 ცალი ამოდიოდა ბარტყები. ძალიან ადრეა ჯერ იმერეთში მწყერი.

ვააა ... :(

Link to post
Share on other sites

გილოცავთ სეზონის გახსნას!

 

გურიაში ჯერ არაა მწყერი.

დღეს გასული ვიყავი_ ერთი მწყერი და ერთიც ღალღა.

Link to post
Share on other sites

გილოცავთ სეზონის გახსნას, მაგრამ მოსალოცი უნდა ითქვას არაფერია აშკარაა მწყერი გადაშენების საფრთხის წინაშეა. დღეს ყვარელში ძალიან მცირე რაოდენობით იყო მწყერი, ასევე ახმეტაში თითო ოროლა შეგვხვდა. ვერ ვიტყვით ძაღლებზე სამდურავს შესანიშნავი მონადირეები გვყავს. რაღაც ხდება, რაღაც უნდა ვუშველოთ მანოკისტებს და ალბათ კიდევ სხვა პრობლემებს რაც არ ვიცი, თორემ ძაღლებით ნადირობის აზარტი და სიყვარული ისტორიას უნდა ჩავაბაროთ და გული მხოლოდ თოფების წმენდით ვიჯეროთ.

Edited by aftarauli zamtara
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ყველას გილოცავთ მეგობრებო სეზონის გახსნას მოგვიანებით . მშვენიერი დასაწყისია ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი მშობლიური გურიდან 20 დგიანმა ტურნემ შედეგიანათ ჩაიარა :) სამწუხაროთ სურათებს ვერ ვტვირთავ ..

Link to post
Share on other sites

გამოჩნდა მწყერი იმერეთში ცოტა რაოდენობა მარა ისეთი ქარსიცხეებია ძაღლები თითქმის ვერ მუშობენ.ოშივარი ასდის მიწას,იმხელაზეა დახეთქილი ფრთხილად თუ არ იარე შეიძლება ვეღარც მოგძებნონ :e025:

გუსინ ვიყავი და 2 ცალი ვნახე.ისიც ისე შორს აფრინდა წყევლასაც ვერ მიაწევდი საფანტს კიარა. დღეს არაუშავდა ,11 ჩამოგდებულიდან მარტო 6 ავიღე. ჩემი ძაღლი წყალს უფრო ეძებდა ვიდრე მწყერს. ძალიან ცუდია ჩამოგდებულის დაკარგვა ,ბევრად მირჩევნია დავაცილო და წავიდეს. :old:

post-2-0-48063100-1506010064_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...