Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ჯიგარი ხარ კობა.

 

ოხ, ერთი შენი თავი მომცა ახლა აქ.

 

მაისის ბოლომდეა ინდაურის სეზონი.

 

ინდაურს პატარობისას ხელიდან ვკვებავდი ბებიასთან ერთად და მაგაზე როგორ ვინადირებ გიო :alfons: .

უფრო სწორედ ძალით ვტენიდით ხანდისხან საკვებს, ზუსტად არ მახსოვს რატომ, ალბათ რაიმე ვიტამინებს ან წამლებს ურევდა ბებია საჭმელში.

შენი თავი მანახა ერთი და არც ინდაური მინდა და არც სხვა არაფერი :friends::drunk::drinks:

Link to post
Share on other sites
  • Replies 101
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სექტემბერში ნათესავი იყო ჩამოსული ამერიკიდან და შევპირდი სანადიროდ წაგიყვან მეთქი, მართალია მწყერის სეზონი თითქმის უკვე გასული იყო,მაგრამ ისე იყო მონდომებული რომ მაინც დავგეგმეთ გასვლა. დილი

ესეც ჩემი მწირი ნადავლი,ოღონდ მრავალფეროვანი: გულიო(გვიძინი),გვრიტი,ბეკასი,მწყერი.

რამოდენიმე დღეში საქართველოში და ჩვენთანაც 2017–2918 წლის ნადირობის სეზონი იხურება და ჩვენი ეს თემაც დაიხურება. ამიტომ დავუმატოთ ამ თემას თუ დაგვრჩა გამოუქვეყნებელი სურათები. დარწმუნებული ვარ, ფორუმის

Posted Images

სამწუხაროდ ის დაჭრილი ბატი ვერ ვიპოვე. შემასწრო ტყეში და იქ დამეკარგა (ტყე დაჭაობებული იყო, მე კიდევ მოკლეყელიანი ჩექმებით ვიყავი). აი სად ვინანე, რომ ძაღლი არ მყავდა წამოყვანილი, მაგრამ მეორე მხრივ კარმენი სახლში საპატიო მიზეზების გამო იყო დარჩენილი/

 

აი ეს მიზეზიც:

 

i-2460.jpg

 

პატარა ჯესი (ჯესიკა), რომელიც ყოველ 3-4 საათში საჭმელს ითხოვს.

შემდეგში ამას მოვთხოვ იმ გაქცეული ბატის ანაზღაურებას :alfons:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

ინდაურს პატარობისას ხელიდან ვკვებავდი ბებიასთან ერთად და მაგაზე როგორ ვინადირებ გიო :alfons: .

უფრო სწორედ ძალით ვტენიდით ხანდისხან საკვებს, ზუსტად არ მახსოვს რატომ, ალბათ რაიმე ვიტამინებს ან წამლებს ურევდა ბებია საჭმელში.

შენი თავი მანახა ერთი და არც ინდაური მინდა და არც სხვა არაფერი :friends::drunk::drinks:

ზუსტად მასე იყო ჩემს ბავშვობაშიც, სპეციალურ ფხალს უკეთებდა ჭუკებს ბალბა მცენარისაგან და ისე აჭმევდა ხელით.

კი ვიტამინებსაც აძლევდა, მაგარი ფაქიზი გასაზრდელები იყვნენ.

შენ უნდა გენახა დედალს რომ დამაჭერინებდა, დავსვავდი მიწაზე და უნდა მესტვინა, მამალი რომ მოსულიყო დასაპეპლად. :d030: :d030:

 

აქ კიდევ ესენი ძალიან ძნელი მოსანადირებლები არიან.

ვეძახოთ ინდაური და მაგარი ჭკვიანი ფრინველია.

ჯერ მარტო F 16-ივით დაფრინავს, მერეა და ვერცერთი სპრინტერი ვერ დაეწევა სირბილში. :d030:

ძაღლით კიდევ არ შეიძლება მაგათზე ნადირობა.

 

მოვა დრო და ვნახავთ ერთმანეთს ძმაო. :drunk:

Link to post
Share on other sites

იმერეთში ჭინჭრის და მოლოქას ფხალს აჭმევდნენ ჭუკებს ხელიდან .უფროსებისგან ბევრისგან გამიგონია დედაჩემი ჭუკებიზა ,,მოტყეპილას,, რო გააკეთებდა მეც იმას მაჭმევდა მარა ცოტა მარილს უმატებდაო :d030:

Link to post
Share on other sites

...................................................................................................................

შენ უნდა გენახა დედალს რომ დამაჭერინებდა, დავსვავდი მიწაზე და უნდა მესტვინა, მამალი რომ მოსულიყო დასაპეპლად. :d030: :d030:

.......................................................................................................................

 

:alfons::e025: მეც ვღებულობდი მასეთ "ოპერაციაში" მონაწილეობას

 

......................................................

აქ კიდევ ესენი ძალიან ძნელი მოსანადირებლები არიან.

ვეძახოთ ინდაური და მაგარი ჭკვიანი ფრინველია.

ჯერ მარტო F 16-ივით დაფრინავს, მერეა და ვერცერთი სპრინტერი ვერ დაეწევა სირბილში. :d030:

ძაღლით კიდევ არ შეიძლება მაგათზე ნადირობა.

........................................................................

 

ვიცი გიო, ნანახი მაქვს ტელევიზორში

 

..............................................

მოვა დრო და ვნახავთ ერთმანეთს ძმაო. :drunk:

 

ეჭვი არ მეპარება მაგაში :drunk::drinks::Laie_99::friends:

Link to post
Share on other sites

ლეკვი მომინდა :hi: . ტორაია იმხელაა, ვერ მოეფერები :alfons:

 

პატარები ძააან "გემრიელები" არიან. მითუმეტეს ეხლა უკვე საინტერესო პერიოდი უდგება - ფეხზე დადგა, თვალები გაახილა...ყველაფერი აინტერესებს

Link to post
Share on other sites

იფ-იფ, ხახვში ჩახრაკული რა გამოდის ეგ დალოცვილიიი.

 

ბარაქა კობა.

 

რომელი ძაღლი გყავდა წაყვანილი?

Link to post
Share on other sites

იფ-იფ, ხახვში ჩახრაკული რა გამოდის ეგ დალოცვილიიი.

 

არ ვიცი, არ მიცდია არასდროს რომ ჩამეხრაკა. გავსინჯავ როგორმე :nyam: .

 

 

ბარაქა კობა.

 

მადლობა, გიო!

 

რომელი ძაღლი გყავდა წაყვანილი?

 

ძაღლის მაგივრობას მე თვითონ ვწევდი გიო :D :magar2:

ჯესიკას დედის გარეშე ვერ დავტოვებდი, ყოველ 2-3 საათში ჭამა უნდა

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

დღეს დედოფლისწყაროს მინდვრებში ვიყავი კომბაინერებს ველაპარაკე ცუდი სიტოაციაა მწყერი არ არის აქა იქაა კანტი კუნტათ თუ წვი!ა არ მოვიდა არც ეგ იქნება 10 ჰექტარზე რომ სამი მწყერი აფრინდება რაღა უნდა ქნას კაცმა

Link to post
Share on other sites

ყვარელშიც ვიყავით გასულები ძაღლები გავატარეთ უთოფოდ. ჩვენთანაც ძალიან ცუდი სურათია. ბოლო წლებია აპრილის ბოლოს, მაისში შემოდის მწყერი ქვითქვითიც მრავლად ისმის მაგრამ მალევე სადღაც ქრება და სექტემბრისკენ გამოჩნდება ხოლმე მაგრამ ძალიან მცირედი. ბოლო წლებია ბუდობები ძალიან იშვიათად გვხვდება, შთაბეჭდილება იქმნება , თითქოს გამრავლების უნარი დაკარგა. როგორც ჩანს მწერს დაცვა სჭირდება, სხვაგვარად მალე წითელ წიგნში იქნება შესატანი.

Edited by aftarauli zamtara
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მოგესალმებით მეგობრებო.

 

მე ვერ მივაგენი ახალ ინფორმაციას სეზონის გახსნასთან დაკავშირებით და მივწერე გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, თუ გამცეს პასუხი რაღა თქმა უნდა გაგიზიარებთ.

 

ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ საჯარო ინფორმაცია ან განცხადება სეზონის გახსნასთან დაკავშირებით?

Link to post
Share on other sites

➡ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები⬇ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ:

 

Link to post
Share on other sites

ავთო

გაიხარე ავთო, მადლობა.

 

ისე სამინისტრო სეზონის გახსნამდე უნდა აწვდიდეს მოსახლეობას ყოველწლიურად ინფორმაციას. "ამირან გულში მღეროდაო" ისეა ამათი საქმე.

 

უბრალოდ გადავქექე http://www.moe.gov.ge და სიტყვა არააქვთ დასველებული ამ სეზონის შესახებ :(

Edited by irakli
Link to post
Share on other sites

alika-alika

სართიჭალაში გაატარეს ძაღლები ჩემმა ძმაკაცებმა ივლისის შუა რიცხვებში და ბევრი იყო, ეხლა აგვისტოშიც ყავდათ გაყვანილი ძაღლებმა გაივარჯიშონო და ნწ, აღარ იყო იმ ადგილებში. ეტყობა ძლიერ გვალვა-სიცხეებს გაექცა მაღლობებში.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...