Коба 47 Posted May 10, 2017 Author Report Share Posted May 10, 2017 ჯიგარი ხარ კობა. ოხ, ერთი შენი თავი მომცა ახლა აქ. მაისის ბოლომდეა ინდაურის სეზონი. ინდაურს პატარობისას ხელიდან ვკვებავდი ბებიასთან ერთად და მაგაზე როგორ ვინადირებ გიო . უფრო სწორედ ძალით ვტენიდით ხანდისხან საკვებს, ზუსტად არ მახსოვს რატომ, ალბათ რაიმე ვიტამინებს ან წამლებს ურევდა ბებია საჭმელში. შენი თავი მანახა ერთი და არც ინდაური მინდა და არც სხვა არაფერი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 10, 2017 Author Report Share Posted May 10, 2017 ავთო, მამუკა - გაიხარეთ! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 10, 2017 Author Report Share Posted May 10, 2017 (edited) სამწუხაროდ ის დაჭრილი ბატი ვერ ვიპოვე. შემასწრო ტყეში და იქ დამეკარგა (ტყე დაჭაობებული იყო, მე კიდევ მოკლეყელიანი ჩექმებით ვიყავი). აი სად ვინანე, რომ ძაღლი არ მყავდა წამოყვანილი, მაგრამ მეორე მხრივ კარმენი სახლში საპატიო მიზეზების გამო იყო დარჩენილი/ აი ეს მიზეზიც: პატარა ჯესი (ჯესიკა), რომელიც ყოველ 3-4 საათში საჭმელს ითხოვს. შემდეგში ამას მოვთხოვ იმ გაქცეული ბატის ანაზღაურებას Edited May 12, 2017 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 10, 2017 Report Share Posted May 10, 2017 ლეკვი მომინდა . ტორაია იმხელაა, ვერ მოეფერები ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 10, 2017 Report Share Posted May 10, 2017 ინდაურს პატარობისას ხელიდან ვკვებავდი ბებიასთან ერთად და მაგაზე როგორ ვინადირებ გიო . უფრო სწორედ ძალით ვტენიდით ხანდისხან საკვებს, ზუსტად არ მახსოვს რატომ, ალბათ რაიმე ვიტამინებს ან წამლებს ურევდა ბებია საჭმელში. შენი თავი მანახა ერთი და არც ინდაური მინდა და არც სხვა არაფერი ზუსტად მასე იყო ჩემს ბავშვობაშიც, სპეციალურ ფხალს უკეთებდა ჭუკებს ბალბა მცენარისაგან და ისე აჭმევდა ხელით. კი ვიტამინებსაც აძლევდა, მაგარი ფაქიზი გასაზრდელები იყვნენ. შენ უნდა გენახა დედალს რომ დამაჭერინებდა, დავსვავდი მიწაზე და უნდა მესტვინა, მამალი რომ მოსულიყო დასაპეპლად. :d030: აქ კიდევ ესენი ძალიან ძნელი მოსანადირებლები არიან. ვეძახოთ ინდაური და მაგარი ჭკვიანი ფრინველია. ჯერ მარტო F 16-ივით დაფრინავს, მერეა და ვერცერთი სპრინტერი ვერ დაეწევა სირბილში. ძაღლით კიდევ არ შეიძლება მაგათზე ნადირობა. მოვა დრო და ვნახავთ ერთმანეთს ძმაო. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 11, 2017 Report Share Posted May 11, 2017 იმერეთში ჭინჭრის და მოლოქას ფხალს აჭმევდნენ ჭუკებს ხელიდან .უფროსებისგან ბევრისგან გამიგონია დედაჩემი ჭუკებიზა ,,მოტყეპილას,, რო გააკეთებდა მეც იმას მაჭმევდა მარა ცოტა მარილს უმატებდაო ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 12, 2017 Author Report Share Posted May 12, 2017 ................................................................................................................... შენ უნდა გენახა დედალს რომ დამაჭერინებდა, დავსვავდი მიწაზე და უნდა მესტვინა, მამალი რომ მოსულიყო დასაპეპლად. :d030: ....................................................................................................................... მეც ვღებულობდი მასეთ "ოპერაციაში" მონაწილეობას ...................................................... აქ კიდევ ესენი ძალიან ძნელი მოსანადირებლები არიან. ვეძახოთ ინდაური და მაგარი ჭკვიანი ფრინველია. ჯერ მარტო F 16-ივით დაფრინავს, მერეა და ვერცერთი სპრინტერი ვერ დაეწევა სირბილში. ძაღლით კიდევ არ შეიძლება მაგათზე ნადირობა. ........................................................................ ვიცი გიო, ნანახი მაქვს ტელევიზორში .............................................. მოვა დრო და ვნახავთ ერთმანეთს ძმაო. ეჭვი არ მეპარება მაგაში ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 12, 2017 Author Report Share Posted May 12, 2017 ლეკვი მომინდა . ტორაია იმხელაა, ვერ მოეფერები პატარები ძააან "გემრიელები" არიან. მითუმეტეს ეხლა უკვე საინტერესო პერიოდი უდგება - ფეხზე დადგა, თვალები გაახილა...ყველაფერი აინტერესებს ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 17, 2017 Author Report Share Posted May 17, 2017 რამოდენიმეჯერ შევძელი გავსულიყავი ტყის ქათმის გადაფრენაზე ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 17, 2017 Report Share Posted May 17, 2017 მაგარია კობა,გაამოს!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 17, 2017 Report Share Posted May 17, 2017 იფ-იფ, ხახვში ჩახრაკული რა გამოდის ეგ დალოცვილიიი. ბარაქა კობა. რომელი ძაღლი გყავდა წაყვანილი? ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 20, 2017 Author Report Share Posted May 20, 2017 იფ-იფ, ხახვში ჩახრაკული რა გამოდის ეგ დალოცვილიიი. არ ვიცი, არ მიცდია არასდროს რომ ჩამეხრაკა. გავსინჯავ როგორმე . ბარაქა კობა. მადლობა, გიო! რომელი ძაღლი გყავდა წაყვანილი? ძაღლის მაგივრობას მე თვითონ ვწევდი გიო :D ჯესიკას დედის გარეშე ვერ დავტოვებდი, ყოველ 2-3 საათში ჭამა უნდა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 20, 2017 Author Report Share Posted May 20, 2017 მაგარია კობა,გაამოს!! მადლობა, მამუ! ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 22, 2017 Report Share Posted July 22, 2017 დღეს დედოფლისწყაროს მინდვრებში ვიყავი კომბაინერებს ველაპარაკე ცუდი სიტოაციაა მწყერი არ არის აქა იქაა კანტი კუნტათ თუ წვი!ა არ მოვიდა არც ეგ იქნება 10 ჰექტარზე რომ სამი მწყერი აფრინდება რაღა უნდა ქნას კაცმა ციტირება Link to post Share on other sites
aftarauli 0 Posted July 23, 2017 Report Share Posted July 23, 2017 (edited) ყვარელშიც ვიყავით გასულები ძაღლები გავატარეთ უთოფოდ. ჩვენთანაც ძალიან ცუდი სურათია. ბოლო წლებია აპრილის ბოლოს, მაისში შემოდის მწყერი ქვითქვითიც მრავლად ისმის მაგრამ მალევე სადღაც ქრება და სექტემბრისკენ გამოჩნდება ხოლმე მაგრამ ძალიან მცირედი. ბოლო წლებია ბუდობები ძალიან იშვიათად გვხვდება, შთაბეჭდილება იქმნება , თითქოს გამრავლების უნარი დაკარგა. როგორც ჩანს მწერს დაცვა სჭირდება, სხვაგვარად მალე წითელ წიგნში იქნება შესატანი. Edited July 23, 2017 by aftarauli zamtara ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted August 10, 2017 Report Share Posted August 10, 2017 მოგესალმებით მეგობრებო. მე ვერ მივაგენი ახალ ინფორმაციას სეზონის გახსნასთან დაკავშირებით და მივწერე გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, თუ გამცეს პასუხი რაღა თქმა უნდა გაგიზიარებთ. ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ საჯარო ინფორმაცია ან განცხადება სეზონის გახსნასთან დაკავშირებით? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 10, 2017 Report Share Posted August 10, 2017 ➡ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ: ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები⬇ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ: ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted August 11, 2017 Report Share Posted August 11, 2017 (edited) ავთო გაიხარე ავთო, მადლობა. ისე სამინისტრო სეზონის გახსნამდე უნდა აწვდიდეს მოსახლეობას ყოველწლიურად ინფორმაციას. "ამირან გულში მღეროდაო" ისეა ამათი საქმე. უბრალოდ გადავქექე http://www.moe.gov.ge და სიტყვა არააქვთ დასველებული ამ სეზონის შესახებ :( Edited August 11, 2017 by irakli ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 11, 2017 Report Share Posted August 11, 2017 http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2017-08-11-gadamfren-frinvelebze-nadirobis-sezoni ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted August 11, 2017 Report Share Posted August 11, 2017 duta გაიხარე. კარგია რო გამოვიდა ინფორმაცია თორე ხალხი ზოგი რას ჭორავს და ზოგი რას. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 12, 2017 Report Share Posted August 12, 2017 სეზონი კარზეა რა სიჩუმეა რა ხდება? ჩასაფრებულები ხართ ხო? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 12, 2017 Report Share Posted August 12, 2017 მზადების პროცესშია ყველა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 12, 2017 Report Share Posted August 12, 2017 რა ცუდია რომ ფერისცვალებას დაამთხვიეს. მარიამობამდე არ უნდა იხსნებოდეს წესით. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 12, 2017 Report Share Posted August 12, 2017 კახეთში არაა თითქმის მწყერიო ასეთი ხმები მომდის სხვაგან რა ხდება ნეტა ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted August 14, 2017 Report Share Posted August 14, 2017 alika-alika სართიჭალაში გაატარეს ძაღლები ჩემმა ძმაკაცებმა ივლისის შუა რიცხვებში და ბევრი იყო, ეხლა აგვისტოშიც ყავდათ გაყვანილი ძაღლებმა გაივარჯიშონო და ნწ, აღარ იყო იმ ადგილებში. ეტყობა ძლიერ გვალვა-სიცხეებს გაექცა მაღლობებში. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.