Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ვერცხლისფერი კარჩხანა ( Carassius gibelio )

 

 

053e1649ed29.jpg

 

ვერცხლისფერი კარჩხანა ( Carassius gibelio ) კობრისებრთა ოჯახის კარჩხანათა გვარის მტკნარი წყლის თევზია.გარეგნულად ვერცხლისფერი კარჩხანა კობრს წააგავს მაგრამ მისგან განსხვავებით უფრო მოკლე ტანი აქვს და არ გააჩნია ულვაშები.ვერცხლისფერ კარჩხანას ისევე როგორც კობრს ზურგისა და ანალური ფარფლების პირველი სხივები ხისტი და დაკბილული აქვს.მისი სხეული დაფარულია დიდი ზომის ქერცლით რომლის ფერი მერყეობს ღია ნაცრისფერიდან მუქ მომწვანო-მონაცრისფერომდე.ვერცხლისფერი კარჩხანა ნელამზარდი თევზია.მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 12 წელს არ აღემატება.როგორც წესი პატარა და საკვებით მწირ წვალსატევებში მისი წონა 800-900 გრამს არ აღემატება .და პირიქით.დიდ წყალსატევებში კარჩხანამ შეიძლება სოლიდურ ზომებს მიაღწიოს.არის ოფიციალურად დაფიქსირებული ფაქტი როდესაც ასტრახანის ოლქში მდინარე ვოლგაზე სარეწაო ჭერის დროს დაჭერილ იქნა 6 კილოიანი ვერცხლისფერი კარჩხანა

 

ეს კი ოქროსფერი კარჩხანაა ( Carassius сarassius )

 

e1ea46ad67f9.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

e17de2fee71b.jpg

 

ვერცხლისფერი და ოქროსფერი კარჩხანათა ძირითად განმასხვავებლად ვიზუალური სხვაობისა და ზურგის ფარფლის ფორმის გარდა მაინც პარიეთალური პერითონეუმის ფერი რჩება.პარიეთალური პერითონეუმი გახლავთ აპკი რომელიც მუცლის შიგა კედლებს ფარავს.ხო და ვერცხლისფერ კარჩხანას ეს აპკი შავი ფერის აქვს ოქროსფერს კი თეთრი.

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

საუბარი იმაზე რომ საქართველოში ოქროსფერი კარჩვანა არის და თითქოსდა ენდემურ არეალშია მოკლებულია ყოველ გვარ მეცნიერულად დადასტურებულ სინამდვილეს

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...