salamandra 65 Posted May 27, 2017 Report Share Posted May 27, 2017 (edited) კოლხური ზუთხი ,თართი ( Acipenser colchicus ) ზურგის ფარფლში სხივი 27-48, ანალურში 16-36. ფარეკლები: ზურგისა 7-19, გვერდისა 24-44, მუცლისა 6-13. თავის ზედა ფარები რადიალურ მარცვლოვანია, ერთიმეორისაგან მცირედაა დაშორებული, ფარეკლების რიგებს შორის სხეული დაფარულია რამდენიმე მწკრივად განწყოფილი ვარსკვლავისებური ფირფიტებით. ლაყუჩის კბილაკები სადაა, 16-36. ქვედა ტუჩი შუაზეა გაყოფილი. ულვაშები სადა, უკან პირამდე ვერ აღწევენ, ხოლო წინ დინგის ბოლომდე აღწევენ. სიგრძე 230 სმ-მდეა, წონა 80 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო მცირე ზომისა. ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, ოქუმი, ერისწყალი, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, ფსოუ. საქართველოს გარეთ ცნობილია: შავი და აზოვის ზღვებში. შედის მდინარეებში: ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი და სხვ. გამსვლელი თევზია. ძირითადად ცხოვრობს ზღვაში. გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ენგურში ადის სოფ. ჯვარამდე, ხოლო რიონში – სამტრედიამდე (რიონჰესის აგებამდე ადიოდა ქუთაისამდე). იკვებება ძირითადად ლოკოკინებით (75%), კიბოსნაირებით, ჭიებით, თევზებით და სხვ. მამალი სქესობრივად მწიფდება 8-14 წლისა, დედალი – 10-20 წლისა. ტოფობს მაისიადან სექტემბრამდე. ნაყოფიერება აღწევს 72-837 ათას ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრია 3-3,5 მმ. ძვირფასი სარეწაო თევზია. ადრე შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან მისი მოპოვება ხდებოდა დიდი რაოდენობით ფოთის, ანაკლიისა და სხვა პუნქტებში. XIX საუკუნის 70-იან წლებში რიონში დაჭერილ იქნა 480-640 ცენტნერამდე, 1927-1928 წლებში კი მხოლოდ 125 ცენტნერი; ასევე მცირე რაოდენობით იჭერდნენ მდ. ენგურის შესართავთან, 1955 წელს აქ მოიპოვეს ზუთხის (თართის) 13 ეგზემპლარი. საერთო წონით 250 კგ. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია. Edited May 27, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.