Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Otto Reif Metallwarenfabrik Suhl

 

 

ოტო რაიფი დაიბადა 1884 წლის 15 აპრილს ზულში. 14 წლის ასაკში ზიმსონში ამწყობის  შეგირდად დაიწყო მუშაობა. 1907 წელს რაიფი ამწყობი საამქროს უფროსი ხდება. 1911 წლიდან ზიმსონი ავტომანქანების წარმოებას იწყებს და ოტო რაიფი ამ მიმართულებით გადაერთო.

1939 დან 1945 წლამდე ოტო საიარაღო ფირმა ჰეიმის აღმასრულებელი დირექტორად მუშაობს. ომის შემდეგ ზულში ფირმა ჰეიმი ერთ-ერთი პირველია, ვინაც სანადირო იარაღის წარმოება დაიწყო, თუმცა იძულებული გახდა გაქცეულიყო დასავლეთ გერმანიაში.

1946 წლის იანვარში რაიფი იღებს ნებართვას საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციიდან და ხსნის საკუთარ საიარაღო ფირმას Otto Reif Metallwarenfabrik Suhl. რაიფის ფირმა გაიხსნა ჰეიმის საწარმოო საშუალებებზე, რომლებიც ასე ვთქვათ "უპატრონოდ" დარჩა ჰეიმის დასავლეთში გაქცევის შემდეგ. ამავე პერიოდში კომუნისტებმა ოტო დანიშნეს ზაუერის მმართველად.

1949 წლის დეკემბერში რუსი კომუნისტები მივიდნენ ოტოსთან და სტალინის იუბილესათვის შეუკვეთეს გლუვლულიანი თოფის წყვილი გარნიტური, რომელიც შემკვეთების სურვილისამებრ უნდა ყოფილიყო საუკეთესო ყველა ნაკეთობას შორის, რაც რაიფს ოდესმე დაუმზადებია. ოტომ ითხოვა დრო, რათა დაეთვალა ყველა ხარჯი და წარმოადგინა ფასი 65 ათასი მარკა(!!!). რუსებთან შეთანხმება შედგა და რაიფი შეუდგა სამუშაოს. ამ დროისათვის ოტოს საწარმოში 60 ოსტატი მუშაობდა.

რაიფმა დაამზადა იარაღი, რომელმაც აღტაცებაში მოიყვანა რუსები, თუმცა ფულის გადახდა გადაავადებინეს. გადიოდა თვეები და ნათელი გახდა, რომ რუსები გადახდას არ აპირებდნენ. პატარა ფირმისათვის 65 000 მარკა უზარმაზარი დეფიციტი იყო, თუმცა რაიფი დღე-ღამეში 15 საათს მუშაობდა და ასე თუ ისე, ფირმა გაკოტრებისაგან იხსნა. 6 თვის შემდეგ ოტოსთან გერმანელი კომუნისტების ხელისუფალი მივიდა და განუცხადა, რომ სტალინის გარნიტურის დამზადებისათვის სახელმწიფო ხაზინაში გადასახადი უნდა შეეტანა. ეს იყო უკანასკნელი წვეთი ფიალაში_ ოტო რაიფი გაიქცა დასავლეთ ბერლინში.

რაიფი გარდაიცვალა 1951 წლის 8 აპრილს.

95969a07a294.jpg

რა შეიძლება ითქვას ოტო რაიფის თოფებზე? ის ამზადებდა ძირითადად 12, 16 და იშვიათად 20 ყალიბის იარაღს ენსონ-დილის საკეტებზე. მხატვრული ღირებულების ასამაღლებლად ძალიან ხშირად ფალშდაფებს იყენებდა. საფირმო თოფები არც თუ იშვიათად სხვადასხვა მწარმოებლის ნაწილებისაგან იწყობოდა(ცალკეული დეტალები, კალაპოტები, ლულის ბლოკები და ა.შ.).

საინტერესოა რაიფის წარმოების თოფები გვერდით დაფებზე. ერთ-ერთი მათგანის სერიული ნომერია 00012, გამოცდილია 1946 წლის თებერვალში, ლულებზე დამღით F.W. Heym Suhl, Simson & Co. კალაპოტზე საიდლოკები Holland-Holland.

 

საიდლოკი სერიული ნომრით 00012

b0e37284cd73.jpg

 

 

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ე.წ. სასაჩუქრე კომპლექტები. როგორც წესი ამ კომპლექტებში ორი წყვილი ლულა, იშვიათად სამი ან ოთხი წყვილი იყო მოთავსებული. ეს კომპლექტები მაღალი ხარისხისა და მდიდრული გრავირებით ფორმდებოდა(არაა ძნელი იმის მიხვედრა, თუ ვინ უკვეთავდა ასეთ მხატვრობას).  ამ პერიოდში პრობლემატური იყო მაღალი ხარისხის კაკლის შოვნა კონდახისათვის. ამ დეფიციტს ოსტატები მალავდნენ კონდახზე კვეთით. შესაბამისად ამ სატყუარას კარგად "ყლაპავდა" ნაკლებადგათვითცნობიერებული შემკვეთი.

წარწერები Holland-Holland მეტყველებს მხოლოდ საკეტის სისტემაზე და სხვა არაფერზე. აღსანიშნავია, რომ ზულში საბრძოლო ზამბარის მდებარეობის მიუხედავად ყველა სისტემას, რომელიც განლაგებულია დაფებზე, უწოდებდნენ "ჰოლანდ-ჰოლანდ"-ს.

 

5f09e0ee9566.jpg

 

 

4628c9310c2b.jpg

 

 

5d266fb8773d.jpg

 

 

 

 

 

 

 

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...