salamandra 65 Posted July 2, 2018 Report Share Posted July 2, 2018 (edited) იტალიაში ქ.ოსტელატოში 2018 წლის 7-8 ივლისს ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი თევზის ფიდერით ჭერაში.საქართველოს ნაკრები უკვე იქაა და დღეს ვარჯიჭი დაიწყო.ჩვენი არმენ ავეტისიანი საქართველოს ნაკრების სამწრთვნელო შტაბშია.ვუსურვოთ წარმატებები ჩვენ ნაკრებს ! Edited July 2, 2018 by salamandra 1 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 3, 2018 Report Share Posted July 3, 2018 წარმატებები საქართველოს ნაკრებს! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 4, 2018 Author Report Share Posted July 4, 2018 (edited) https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2242643019094291&id=197503300274950 Edited July 4, 2018 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 6, 2018 Report Share Posted July 6, 2018 წარმატებები ბიჭებს!!! "ჩვენი არმენ ავეტისიანი საქართველოს ნაკრების სამწრთვნელო შტაბშია." - არმენი უმაგრესი კაცია!!! ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted July 7, 2018 Report Share Posted July 7, 2018 რა ხდება არმენნნნ--გაგვაგებინეე :) ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted July 7, 2018 Report Share Posted July 7, 2018 მოკლედ არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს მსოფლიო ჩემპიონატი,იმისთვის რისთვისაც ეხლა ვწერ--არცა აქვს არსებითი მნიშვნელობა შედეგს,მე უბრალოდ მინდა ავღნიშნო ის უდიდესი შრომა რაც არმენმა გასწია ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის საქმეში აქ შედის წინასწარი დათვალიერება ადგიულისა სადაც ჩატარდებოდა ჩემპიონატი,არმენას თევზაობები ჩატარების ადგილას,ასევე გაიცნო საჭირო ხალხი,დაესწრო წინამსოფლიო ტურნირ მოგვაწოდა უამრავი ინფორმაცია დასაკვების სატყუარების ნუ არ ვიცი ყველაფრის შესახებ,მოაგვარა ბიჭებისთვიას სასტუმროს ამბები,კვება-პლათფორმების ქირაობა და ალბათ რაც არ უნდა ჩამოვთვალო მაინც გამომრჩება რაღაცეები :). იმდენი ინფორმაცია,თან ზუსტი ინფორმაცია,რომელსაც შეიძლება მთელი 5 დღის ვარჯიშების დროსაც კი ვერ მიხვდეს მთლიანი და გამოცდილი გუნდები,საორგანიზაციო საკითხები.ლაივ ჩართვები ტურნირიდან თუ თავისი ოსტელატოში თევზაობებიდან. რეპორტაჟი სტივ რინგერის სექტორიდან წინასამსოფლიო ტურნირიდან--მისი დანატოვარი კაუჭების სურათებით და ინგლისის ნაკრების მწვრთნელის საუბრები(არ იცოდა რომ არმენა იჯდა მის უკან მანქანაში თავისთვის ) დასაკვებთან დაკავშირებით--ამ ყველაფერს კი აკეთებს მთელი გულით მონდომებით ენთუზიაზმით და დუდიდესი სურვილით დაეხმაროს ჩვენს ბიჭებს ყველაფერში. მოკლედ თუ სადმე ველური დასავლეთის ოქროს საბადოა კიდე შემორჩენილი ეს ჩვენი არმენაა მოკლედ არმენამ იმხელა დახმარება გაგვიწია ვერ გადმოვცემთ სიტყვებით.ეხლაც იქ არის--მოწყდა ოჯახს,სამსახურს და მთელი კვირა ბიჭებთანმ ერთად ივარჯიშა ,სამწვრთნელო შტაბში იმუშავა და მუშაობს,ეს ყველაფერი არმენამ მხოლოდ თავისი ღია გულით და უდიდესი სურვილით --რომ დახმარებოდა ბიჭებს-გააკეთა. არ ვიცი როგორ დამთავრდება ხვალ მსოფლიო ჩჩემპიონატი მაგრამ-- რისთვისაც 5 წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი ფიდერის ფედერაციას--მე,თენგომ,ზურა მოდებაძემ,გიგამ,ზურა მერეკლიშვილმა,გია ფიჩხაიამ და თორნიკე მჟავანაძემ-ეს დღეები არმენას დიდი დამსახურებაც არის,მე ვიტყოდი უდიდესი. არმენ ღმერთმა ყველაფერში ხელი მოგიმართოს ძმაო,ფიქრებში,ნააზრევში,საქმეში . მადლობა მადლობა და მადლობა :) 1 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 7, 2018 Author Report Share Posted July 7, 2018 დღე პირველი ჩვენები მეცამეტე ადგილზე არიან !! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2018 Report Share Posted July 7, 2018 რაა სიახლე. არმენასგან სხვანაირად წარმოუდგენელია. მადლობა ყველას სახელით. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 8, 2018 Author Report Share Posted July 8, 2018 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 8, 2018 Report Share Posted July 8, 2018 15 პოზიციი ქვემოთ 29 ადგილის ჩათვლით ქვეყნების ჩამონათვალს რომ ჩაიკითხავ მიხვდები რომ ძალიან კარგი შედეგია! ვულოცავ ბიჭებს!!! განსაკუთრებით არმენს!!! 1 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 9, 2018 Report Share Posted July 9, 2018 ვულოცავ ჩვენს გუნდს! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 9, 2018 Author Report Share Posted July 9, 2018 ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 23, 2018 Report Share Posted July 23, 2018 (edited) გამარჯობათ მეგობრებო...ვერ მოვიცალე აქამდე რომ აქ შემოვსულიყავი და დეტალურად ამეხსნა ყველაფერი... როგორც მოგეხსენებათ 7-8 ივლისს აქ იტალიაში კერძოდ ფერრარას პროვონციის ოსტელატოში ჩატარდა მე 8 მსოფლიო ჩემპიონატი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში,და რაც მთავარია ამ ტურნირში პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმა. 2-3 თვით ადრე დამიკავშირდენ ჩვენი ბიჭები და რაიმე სახის დახმარება მთხოვეს,რადგან ფიდერითაც ვთევზაობ და ოსტელატოც არც თუ ისე შორს არის ჩემიდან (110 კმ).რათქმაუნდა დავთანხმდი.პირველივე კონტაქტის შემდეგ გუნდშიც დამპატიჯეს და ჩვენი ნაკრების ოფიციალური წევრის გავხდი. ოსტელატოს წყალსაცავი ძალიან ცნობილია მთელ მსოფლიოში,აქ ძალიან ბევრი ტურნირი ჩატარებულა და თითქმის ყველა მოწინავე სპორტსმენი იტალიელი და უცხოელი იცნობს ამ წყალსაცავს რაც საირიგაციო კანალს წარმოადგენს,სიფართე 80-90 მეტრი,სიღრმე 1,5-2,5 მეტრი.ძირითადი თევზი კაპარჭინა,ბლიკა,კარასი,თეთრულა,კობრი,ფარგა,2 სახეობის ლოქო(მდინარის ლოქო რომელიც არ იყო ჩათვლაში) და თევზი კატა აქაურად (pescegatto). ამ წყალსაცავზე მე არასდროს არ ვიყავი არც ნათევზავები და არც ნამყოფი.რაღაც ინფორმაციები მოვძებნეთ ჩვენი გუნდის ბიჭების და ზურა მოდებაძის(სალამანდრას) მეშვეობით და ერთ დღეს დაზვერვის მიზნით ვესტუმრე ამ წყალსაცავს.იქ ერთი სან მარინოელი სპორტსმენი მეთევზე გავიცანი რომელიც ბოლომდე დაგვიდგა გვერდში და ძალიან ბევრ საკითხში დაგვეხმარა. მის შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩავედი უკვე სათევზაოდ,რადგან ის მონაკვეთი დახურეს 1 თვით ადრე, 200-300 მეტრით ზემოთ ვითევზავე.ჩვენმა ზურამ დასაკვები შეარჩია იმ დასაკვებებში რაზეც აქ მიმიწვდებოდა ხელი,და პირველი გასვლა ზურასთან ერთად(ინტერნეტით ჩამერთო) დავიწყე.ფსკერი შლამიანი ქონდა და საკმაოდ რთული სათევზაო გამოვიდა ფსკერულით,ცოცხალი სატყუარა შლამში ძვრებოდა და იმალებოდა,მიუხედავად ყველაფრის კარგი ზომის კაპარჭინები და კარასები დავიჭირე,15-17 კგ ფარგლებში. მომდევნო გასვლებში უკვე ექსპერიმენტები ვატარე და უკვე ცოცხალი კომპონენტებიც შეურიე,ზურა რათქმაუნდა პირდაპირ ეთერში მყავდა.ბიჭებს ვაბარებდი რაპორტს საღამოობით,ნელ-ნელა გამოიკვეთა გზა რა მიმართულებითაც უნდა წავსულიყავით. გარდა ძირითადი ინფორმაციის შეგროვების,სხვა საკითხებიც იყო მოსაგვარებელი:პლატფორმები,რომლიც საქართველოდან ჩამოტანას ახლის ყიდვის ფასი ჯდებოდა,სასტუმროს მოძებნა,რომელზეც გუნდის წევრები თაობდენ,მანქანების ქირაობის,,რესტორნის და ასე შემდეგ.ნელნელა ყველაფერი დალაგდა და 30 ივნისს ჩვენი ბიჭები დაეშვენ ბოლონიის აეროპორტში. გუნდის წევრებს პირადად არცერთს არ ვიცნობდი,რამოდენიმესთან მქონდა მიმოწერა რიგ საკითხების გამო,აეროპორტშივე მოვშინაურდით,და ეგრევე საქმეზე გადავედით,მე და გიგა გაბრიაძე წავედით ფურგონის წამოსაყვანად,რომელიც უკვე დაჯავშნული ქონდა,და პირველი პრობლემებიც სწორებ მანდ დაგვეწყო,საკრებიტო ბარათს ითხოვდენ და სხვა ბარათს არ იღებდენ,არადა 1 საათში უნდა დაიკეტოს ოფისი,კიდევ კარგი ერთ გუნდის წევრს არტურ ვართარეზოვს რომელიც დარჩა აეროპორტში მეორე მანქანის გამოსაყვანად ქონდა საკრედიტო ბარათი,და ცოტახანში მოვიდა ოფისში და გააფორმეს ხელშეკრულება.მერე აეროპორტში დავბრუნდით უკვე 3 მანქანით და წამოვიყვანეთ ყველა. აეროპორტიდან ყველა რეჯჯიო ემილიაში წავედით სათევზაო მაღაზია ობიეტივო პესკა-ში რომელიც ცოცხალი კომპონენტის მომარაგებელი იყო ამ ტურნირის,თან 3 პლატფორმა უნდა წამოგვეღო რომლებიც მათთან ვიქირავეთ,(დანარჩენი 3 მე მქონდა უკვე დაბანაკებული სასტუმროს გარაჟში) პატარა ბავშვს რომ შეუშვებ სათამაშოების მაღაზიაში ისე ვიყავით ყველა,ასორტიმენტიც კარგი ქონდათ და ფასებიც მისაღები,ბოლოს კარგი ფასდაკლებებიც გაგვიკეთეს.მაღაზიას თავისი ინკუბატორი-ქარხანა ქონდა მატლის გამოსაყვანი და კვირაში 250 კგ მატლს ამუშავებდა და ყიდდა,გარდა მაგისა ფაქტიურად ყველა სახეობის სატყუარა შემოქონდა და უამრავ ტურნირებს ემსახურებოდა,ანუ შეუკვეთავდი და ტურნირზე მოგიტანდენ ტურნირამდე.ამ ბიჭებს პირველი დღიდან დაწყებული ყველა დილა-საღამოს ვნახულობდით,ტურნირის შესასვლელთან მინი-მაღაზია ააწყვეს და საღამოს უკვეთავდით ის რაც გვინდოდა და დილას 6 საათზე გვხდებოდა მოტანილი. ძლივს გამოვედით ამ მაღაზიიდან და გავეშურეთ ოსტელატოსკენ,170 კმ იყო გასავლელი და ფასიან გზაზე ეგრევე დავკარგეთ ერთი მანქანა რომელიც აცდა გზას და სხვა მიმართულებით წავიდა,დაუკავშირდით და მოვრიგდით რომ ოსტელატოში ჩამოვიდოდნენ და იქ შევხდებოდით. სასტუმროში პირველი დღე სხვაგან მოგვიწია მისვლა რადგან მეორე დღეს უნდა დაეცალათ ოთახები სხვა ჯგუფს,კარგი წყნარი ადგილი იყო,შუა ბუნებაში,მაგრამ მხოლოდ ერთი აბაზანა ქონდა,საღამოს რესტორანში წავედით სადაც კარგად დავნაყდით ,დავისვენეთ და შინ დავბრუნდით. მეორე დღეს კვირა იყო და რაღაც რეგიონალური ტურნირი ტარდებოდა ამ წყალსაცავზე 5-6 კმ ზემოთ, და იქ წავედით საყურებლად,ნაწილი იქ დარჩა და მე და 4 გუნდის წევრები ვერონაში წამოვედით ერთი ჩვენი 20 წლის თანამემამულის ნიკა თოდუას სანახავად,რომელიც აქ მკურნალობს და რომლისთვისაც ბიჭებს გუნდის ნაკრების ფორმა ქონდათ შეკერილი,გზად სპორტულ მაღაზიაში შევიარეთ და კარგი ანკესი უყიდეს კიდე ნიკას.რეანიმაციაში წევს ნიკა და ძალიან გაეხარდა ჩვენი დანახვა,საჩუქარიც ძალიან გაეხარდა რადგან ძალიან უყვარს თევზაობა. მერე ცოტა ვერონაში გავიარეთ,ჩემთან შემოვიარეთ გზად და საღამოს უკვე ახალ სასტუმროში დავბრუნდით რომელიც ოსტელატოს ცენტრში და წყალსაცავიდან 2-3 კმ-ში მდებარეობდა. ორშაბათიდან საბრძოლო განწყობით გავეშურეთ წყალსაცავზე.თენგო ბინიაშვილი იყო ჩვენი ორგანიზატორი,და მინდა ვთქვა რომ უმაღლეს დონეზე შეასრულა თავისი მოვალება,ძალიან ენერგიულად,თანმიმდევრულად და მოწესრიგებულად მიუდგა საქმეს თავიდანვე და ბოლომდე მიიყვანა.დილას ბოქსი მოგვცეს,ავიღეთ სატყუარები და შეუდექით საქმეს,პირველი რაც იყო დასაზაუსებელი იყო დასაკვების ამორჩევა,3 ვარიანტი გვქონდა და ტურნირირამდე უნდა გამოგვერჩია რომელს დავტოვებდით: იყო სენსასის 1 კომბინაცია და ვდე-ს 2 კომბინაცია.სატყუარაც რამოდენიმენაირი გვქონდა და ცოცხალი კომპონენტიც.პირველი დღე უფრო წყალსაცავთან გაცნობითი ხასიათის იყო ,ყველამ რაღაცა იჭირა,ყველა ექსპერიმენტებს ატარებდა,ზოგმა დიდი კაპარჭინები იჭირა,ზოგმა საშუალო ზომის ბლიკები,ერთი სიტყვით მოეწონათ წყალსაცავი,ერთადერთი რაც აწუხებდათ სიცხე იყო,მაგრამ ისე იყვნენ ჩართულები,დიდად არ მიუქცევიათ ამაზე ყურადღება. მეორე დღეს უფრო მხნედ გავედით წყალსაცავზე,დილას ავიღეთ სატყუარები და გავეშურეთ ჩვენი ბოქსისკენ,ისევ ისე მიუდექით საქმეს,6 კაცი თევზაობდა 3 განსხვავებული დასაკვებით,წესით კენკვას უნდა მოემატა,მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო კენკვა იყო,მითუმეტეს უკეთესი მე 4 ბოქსი გვქონდა წინა დღის მე 17-სთან შედარებით,ესპანელების და პორტუგალიელებს შორის მოვხდით,დილის 7 დან საღამოს 5 მდე წყალსაცავზე ვიყავით, ვარჯიში ტურნირის ტემპში მიმდინარეობდა ანუ 9:50 ისმოდა საყვირი,10 წუთი დასაკვები დრო და 15:00 დასრულების საყვირი და აწონვა.აწონვის შემდეგ ჩვენები კიდე აგრძელებდენ ვარჯიშს. საღამოს შეუკვეთეთ სატყარები და ცოცხალი კომპონენტი და მომდევნო დილას ისევ ჩვეული განრიგით მივადექით წყალსაცავს,მე 11 ბოქსში ირლანდიასა და ბელარუსის შორის მოვხდით.ღამე ახალი ნაწვიმარი იყო და თევზაობა სრულიად განსხვავეული გამოვიდა,წინა დეების სტრატეგიამ საერთოდ არ იმუშავა და 2 დღის ანალიზი გადაიშალა საერთოდ,ფაქტიურად თავიდან მოგვიწია ყველაფრის ჩამოყალიბება,მაგრამ ვინც სტაბილურად იჭერდენ იმათმა ამ დღესაც სტაბილურობა შეინარჩუნეს.დიმა ჯარიაშვილამა ერთი დიდი კობრი დასვა სიმინდზე,ალბათ 8-10 კგ იქნებოდა,თითქმის 1 საათი იწვალა,უკვე ბადესთან ყავდა და 0,11 სადავემ ვერ გაუძლო და გაწყდა...უკან დასადგომი ადგილი აღარ იყო იმდენი ხალხი მოგროვდა.ოთხშაბათს რესტორანი დახურული იყო,დასვენების დღე ქონდა და თავიდანვე იყო ჩაფიქრებული რომ ამ საღამოს ჩემთან წავიდოდით,ასეც მოვიქეცით და ქართულ სამზარეულოს მონატრებულ ბიჭებს ცოტა მშობლიური გემო შევახსენეთ. ხუთშაბათს ჩვეულებრივი ვარჯიშის დღე გვქონდა,მაგრამ დამთავრებისთანავე უნდა წამოვსულიყავით რადგან 18:00 საათზე ოფიციალური გახსნა იყო ამ ჩემპიონატის.უკვე რაღაცეები გაირკვა,მაგალითად ის რომ ვარჯიშის პირველი საათი იყო საკმაოდ აქტიური თევზი,ანუ ეგრევე მოდიოდა კარგად ზედმეტი დაკვების გარეშე,და საღამოს ბოლო 1-1,5 საათი ძალიან აქტიურდებოდა,თან მე 18 ბოქსი შეგვხდა ინგლისის და ირლანდიის შორის რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან ამ ჩემპიონატზეც და საერთოდ ფიდერში ინგლისელები ითვლებიან ფავორიტებად,რამდენადაც ტურნირი უახლოვდებოდა იმდენად უარესდებოდა კენკვა და უფრო ძნელი იყო სწორი მიმართულების ნახვა. საღამოს გახსნა იყო ოსტელატოს ცენტრში,ყველამ ჩავიცვით გუნდის მაისურები და შორტები და მოედანს მივეშურეთ.ძალიან საინტერესო და ლამაზი გახსნა იყო,ყველა მონაწილე ქვეყნები სრული შემადგენლობებით დაესწრენ ამ ღონისძიებას და ძალიან ბევრი მაყურებელი. ნამდვილად საოცარი შეგრძნება გვქონდა ყველას.ჯერ პატარა ქუჩას დაურტყით წრე და მერე მთავარ მოედანზე დავლაგდით ჩვენთვის წინასწარ მონიშნულ მონაკვეთებში.ყველა ქვეყანა სათითაოდ წარმოადგინეს პოდიუმზე თავიანთი ჰიმნის ქვეშ.ძალიან აფორიაქებულები და დიდი სიამაყის გრძნობით ავედით ჩვენც.შემდეგ იყო ფიპსედის პრეზიდენტის და სხვა წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლა და კონცერტით დასრულდა ეს ღონისძიება. პარასკევს 24 ბოქსი მოგვიწია,ანუ ერთერთი ცუდი ბოქსი,ისევ ინგლისი გვყავდა მეზობლად და სან მარინო.ამდენი ვარჯიშის განმავლობაში ყველაზე სტაბილურად 2 მეთევზე მამუკა გეგეჩკორი და ზაზა ხუციშვილი იჭერდა,სხვებიც ზოგჯერ ჯობნიდენ,მაგრამ ეს ორი მეთევზე სტაბილურად იჭერდენ მიუხედავად სად მოხვდებოდნენ და რა დასაკვებს ხმარობდენ.ამ დღეს ზაზას ბოქსის ბოლო სექტორი შეხვდა და შემდეგ უკვე ინგლისელი სპორტსმენი იჯდა.ზაზამ ბევრი იწვალა მაგრამ მაინც მიაგნო გასაღებს და როდესაც დაიწყო თევზის ბადეში ჩაშვება ინგლისელები მოვარდენ დიდი ფოტოაპარატით და სურათები უღეს ზაზას და მერე ყველა ერთად ათვალიერებდენ თუ რითი თევზაობდა. ერთი სიტყვით ასე თუ ისე ტურნირისთვის უკვე მოვემზადეთ.ბიჭებს კომპლექსი მოხსნილი ქონდათ და განწყობაც კარგი იყო.საღამოს რესტორანში აღარ წავედით,ვთხოვეთ სასტუმროს მეპატრონეს და სამზარეულო დაგვითბო,ვიყიდეთ მზა საჭმელი და დიდი საბოლოო ბრიფინგინგიც იქვე ჩავატარეთ.სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ და გვიან ღამე დავიშალეთ. მოვიდა ტურნირის დღეც...დილას 5 ზე თენგო უკვე გარაჟში იყო და ამზადებდა დასაკვებს, 6 საათზე საუზმე უკვე მზად იყო და საუზმის შემდეგ გავეშურეთ წყალსაცავზე.მე და თენგო სატყუარებს და დასაკვებს მივხედეთ,ამ დღის სპორტსმენების განლაგების ნომრები უკვე მოგვცეს და განვალაგეთ ყველა თავის სექტორის მიხედვით,ტურნირი უკვე იმით განსხვავდება ვარჯიშიდან რომ აქ ყველა სექტორში მოხვდა თითო სპორტსმენი და მთელ მონაკვეთზე გვიწევდა მოძრაობა.აქ უკვე ველოსიპეტები გამოგვადგენ. ბიჭები მოემზადენ და საყვირის ხმაც გაისმა..დაიწყეს ინტენსიური დაკვება,დიდი ბრძოლა დაიწყო!!! პირველი საათის შედეგი არც თუ ისე კარგი იყო,მერე ნელნელა გაუმჯობესდადა საღამოსკენ კიდე უფრო კარგად დაიწყო კენკვა მაგრამ სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენთან...ბევრი სირბილი მოგვიწია 4 კაცს,რაციები გვქონდა და ერთმანეთს ინფორმაციებს ვაწვდიდით.გაისმა საყვიის ხმაც და პირველი ტური დასრულდა...დაიწყო აწონვა და აწონვის შედეგად მე 13 ადგილზე გავედით,რაც ძალიან კარგი შედეგი იყო,მაგრამ ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა.გავიგეთ რომ საუკეთესო შედეგი რუსეთის გუნდმა მოიპოვა,რაც ამ ტურნირის სიურპრიზი აღმოჩნდა.შეუკვეთეთ მომდევნო დღის სატყუარა და ცოცხალი კომპონენტი და წამოვედით სასტუმროში საღამოს ბრიფინგი გვქონდა და გავაანალიზეთ დღის შედეგი.რაღაც ცვლილებები შევიტანეთ და მომდევნო დღის სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ. დილას ისევ ყველა სტარტზე ვიყავით.მთავარი მიზანი იყო ჩვენი შედეგის შენარჩუნება ან წინ წასვლა,გავიარეთ მომზადების პროცედურა გაისმა საყვირის ხმა და მეორე დღის ბრძოლაც . დანარჩენი გუნდების წევრების მთელი ყურადღება უკვე რუსეთის გუნდის წევრებზე იყო გადატანილი,იკვეთებოდა 2 მსოფლიო ჩემპიონის კანდიდათი რუსეთის გუნდიდან და 1 გერმანიის გუნდიდან რადგან ეს სამივე ორივე დღის განმავლობაში პირველები იყვნენ თავიანთ ზონებში(სულ 5 ზონა იყო რომლებიც ნახევარზონებად იყო დაყოფილი) გაისმა საყვირის ხმა და დასრულდა შეჯიბრი..ძალიან ცუდი პროგნოზი გვქონდა ჩვენი გუნდის შედეგებიდან გამომდინარე,უკვე ოცეულში თუ მოვხდებოდით ესეც კარგი იყო ჩვენთვის და საბოლოო შედეგები რომ გამოაქვეყნეს მე15 ადგილზე გავედით,ცოტა წინა დღის მე 13 ადგილმა გვიშველა და ცოტა ზოგი ჩვენი ბიჭების კარგმა შედეგმა თავიანთ ზონებში გამოასწორა მდგომარეობა.ასე რომ 29 გუნდი გავყავით შუაზე,და ეს ძალიან დიდი შედეგია თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პირველად მივიღეთ მონაწილეობა ამხელა რანგის ტურნირში,და გადავასწარით ძალიან ძლიერ გუნდებს,მათ შორის იტალიის გუნდს,რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო და თან მასპინძელი,რომელიც ამ წყალსაცავს თავიანთი ხუთი თითივით იცნობდენ. დასრულდა ყველაფერი,ერთმანეთს მიულოცეთ ჩვენი შედეგი და დაჯილდოების ცერემონიალს დავესწარით...პირველზე რუსეთის ნაკრები გავიდა,მართლა ძალიან მომზადებულები იყვნენ და ნამდვილად დაიმსახურეს გამარჯვება.პირადში გერმანელმა აიღო ოქრო და ვერცხლი და ბრინჯაოც რუსებს შეხვდათ. დაჯილდოების შემდეგ სასტუმროში წამოვედით,მე მეგობარმა დამიტოვა თავისის ფურგონი ჩემი ბარგი რომ წამომეღო,ჩავალაგე ყველაფერი და ყველა ერთად ბანკეტზე წავედით.ძალიან კარგი ბანკეტი იყო,ფიდერის ვარსკვლავებთან ურთიერთობა,სურათების გადაღება და მერე დარბაზში გამარჯვებული გუნდების ოვაციებით შეხვედრა. ბანკეტის დასრულებამდე მე დავემშვიდობე ჩემს ახალ შეძენილ მეგობრებს,ძალიან კარგ ხალხს,კარგ მეთევზე სპორტსმენებს,რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს რომ ჩვენი გუნდი ასე ლამაზად წარედგინათ ამ ჩემპიონატზე,მათი სახით მე ნამდვილი მეგობრები შევიძინე...გენაცვალეთ ბიჭებო!!! ბიჭები იმ ღამეს დარჩენ სასტუმროში და მეორე დღეს დაბრუნდენ საქართველოში.. დარწმუნებული ვარ რომ ეს სპორტული სახეობა ზალიან მაგრად განვითარდება ჩევენს ქვეყანაში რადგან ძალიან დიდი მონდომება იგრძნობოდა ყველა მათგანში და ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო სხვა ბიჭებისგან ვინც ვერ ჩამოვიდა და საქართველოდან გვგულშემატკივრებდა.მთავარია სხვა ფაქტორების გამოსწორება რაც ჩვენი ბიჭებბის განვითარებაში ხელს უშლის:სავარჯიშო წყალსაცავები,ფინანსური მხარდაჭერა და ასე შემდეგ.. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს ბიჭებს ამ ლამაზი დღეებისთვის!!! Edited July 23, 2018 by pescatore 1 ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 23, 2018 Report Share Posted July 23, 2018 (edited) Edited July 23, 2018 by pescatore 2 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 23, 2018 Report Share Posted July 23, 2018 ვულოცავ მტელ გუნდს, არმენს მადლობა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 17, 2018 Author Report Share Posted August 17, 2018 (edited) ყოჩაღ არმენ.მშვენიერი რეპორტია.კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენ ნაკრებს ძალიან ღირსეულ დებიუტს.ყოველთვის მინდოდა რომ შენ სპორტულ ფიდერში ჩართულიყავი და აგერ ბატონო,ჩართვა მაგრამ რა ჩართვა ! პირველი შეხება და იტალიის ჩემპიონატი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით ,მეორე კი თვით მსოფლიო ჩემპიონატი და გუნდის სამწვრთნელო შტაბი.თუ დაიწყებ ძმაო ამაზე ნაკლებად არ უნდა დაიწყო.წარმომიდგენია რამხელა სიამოვნება და გამოცდილებაა ეს .თეთრი შურით მშურს შენი ძმა ხარ არმენ Edited August 17, 2018 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 17, 2018 Report Share Posted August 17, 2018 7 hours ago, salamandra said: ყოჩაღ არმენ.მშვენიერი რეპორტია.კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენ ნაკრებს ძალიან ღირსეულ დებიუტს.ყოველთვის მინდოდა რომ შენ სპორტულ ფიდერში ჩართულიყავი და აგერ ბატონო,ჩართვა მაგრამ რა ჩართვა ! პირველი შეხება და იტალიის ჩემპიონატი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით ,მეორე კი თვით მსოფლიო ჩემპიონატი და გუნდის სამწვრთნელო შტაბი.თუ დაიწყებ ძმაო ამაზე ნაკლებად არ უნდა დაიწყო.წარმომიდგენია რამხელა სიამოვნება და გამოცდილებაა ეს .თეთრი შურით მშურს შენი ძმა ხარ არმენ ვნხოთ ზურა,იდეაში მაქვს რომ მოვკიდო ხელი სპორტულ ფიდერს,ერთ გუნდში დამპატიჟეს კიდეც,მაგრამ ჩემი დროის არქონის გამო არვიცი რას ვიზავ...ისე მართლა კარგი დღეები გავატარე მაგარ ხალხთან ერთად... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 5, 2018 Report Share Posted September 5, 2018 არმენის საქართველოში ვიზიტის ფოტოები, ფიდერის ნაკრების ბიჭებთან შეხვედრა. 2 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 8, 2018 Author Report Share Posted September 8, 2018 განახლებული რეიტინგი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.