Коба 47 Posted July 23, 2018 Report Share Posted July 23, 2018 ტრადიციულად გავხსნი ამ თემას. საქართველოში ნადირობის სეზონი მალე გახსნება, ჩვენთან კი ზეგ, 25 ივლისს იხსნება. გახსნაზე აქ არ ვიქნები, ზუსტამ მაგ დღეს მივლინებით მივფრინავ სხვა ქალაქში, მაგრამ მალე ვბრუნდები და შევეცდები რაიმე ნანადირევის სურათებით გაგახაროთ. მანამდე კი დავდებ რამოდენიმე სურათს და მოკლე ინფორმაციას გაზაფხულის სეზონზე. როგორც უკვე უმრავლესობამ იცით, რუსეთში საგაზაფხულო ნადირობის სეზონი მცირე ვადით, 10 დღით, შემოისაზღვრება. სამაგიეროდ, სხვა და სხვა რეგიონში, სხვა და სხვა დროს (ჯერ სამხრეთ რეგიონებში და შემდეგ ჩრდილო). ზოგიერთ დიდ ოლქში, როგორიცაა მაგალითად მოსკოვის ან ლენინგრადის ოლქი, ნადირობა 2 ეტაპად იხსნება - სამხრეტ და ჩრდილო დაწილებში. ნადირობა იხსნება ბატებზე, მამალ იხვებზე, ტყის ქათამზე საღამო გადაფრენის დროს, მამალ ყრუალა და როჭოზე (სპეციალური ლიცენზიებით). წყალმცურავებზე ნადირობა ნებადართულია მხოლოდ ჩასაფრებით (საფარიდან ფიტულების გამოყენებით), ელექტრომანოკები აკრძალულია. ძაღლების გამოყენება შეიძლება მხოლოდ დაჭრილი, ან მოკლული ფრინველის მოსაძებნად 1 1 ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 23, 2018 Author Report Share Posted July 23, 2018 სეზონი გავხსენით 21 აპრილს და რა თქმა უნდა, ბატებზე ნადირობით. ამ ფრინველზე ნადირობას ყოველ წელს ნახევარ-ნახევარი წელიწადი ველოდები, რადგანაც ჩვენთან არ მრავლდებიან, უფრო ჩრდილოეთში მიფრინავენ და ნადირობას მხოლოდ გადაფრენის დროს თუ ვასწრებთ. ეს კი ყოველთვის ლატარეაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა გადაფრენა ძლიერ არის დაკავშირებული ამინდთან, სეზონის გახსნა კი იშვიათად ემთხვევა საჭირო ამინდს. მე ვცდილობ ბატებზე ნადირობის სეზონი მაქსიმალურად გავიგრძელო და ამიტომ ხშირად სეზონს ვხსნი ბელორუსიაში, სადაც ბატებზე ნადირობის სეზონი მარტის მეორე უქმეებიდან იწყება და 2 თვით გრძელდება (იხვებზე, ტყის ქათამზე და სხვებზე, აპრილის პირველი უქმეებიდან). წელსაც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ იმ პერიოდში, როცა დაგეგმილი მქონდა წასვლა, ჯერ კიდევ თოვლი და ყინული იყო და ბატები უკან, ევროპაში დაბრუნდნენ. დიდ ქალაქებთან ახლოს, როგორიცაა მოსკოვი და პეტერბურგი, ძნელია იპოვნო ისეთი ადგილი, სადაც შეგიძლია მშვიდად წაინადირო ბატებზე. ნადირობისათვის შესაფერისი მინდვრები, სადაც უმთავრესად იკვებებიან დღის განმავლობაში ბატები, ცოტაა .ბელორუსიისგან განსხვავებით (სადაც ფაქტიურად დაუმუშავებელი მინდორი არ რჩება (ყველგან რაღაცა ითესება)), რუსეთში ბევრია მიტოვებულ-მიგდებული მინდვრები, რომლებსაც ბატებიც გვერდს უვლიან, მონადირეები კი ბევრია. სამწუხაროდ ბევრია ისეთებიც, რომლებისთვისაც სულ ერთია, რა სიმაღლეზე ესროლონ ფრინველებს (ე.წ. "ზენიტჩიკები"). ამათ უმრავლესობას არა აქვთ ფიტულები, არ ცდილობენ საყვირით ჩამოიტყუონ ბატების გუნდი დაბლა, სროლისათვის უფრო ხელსაყრელ სიმაღლეზე. დატენიან ავტომატებს კარტეჩებით და ალბათობის იმედით ისვრიან, რითაც სხვებსაც უფუჭებენ ნადირობას. მეც მაქვს ნახევრადავტომატი, რომელშიაც 7!!!! ვაზნა ჩადის, მაგრამ უკვე ალბათ 15 წელიწადია, რაც მაგ თოფით არ ვნადირობ (არა და ზუსტად ბატებზე სანადიროდ ვიყიდე ახალგაზრდობაში). დავდივარ 2 ლულიანით და ვხარობ, თუ რაიმე მოვიპოვე. გაზაფხულის სეზონზე, ლიმიტებია დაწესებული - ბატი 2 ცალი დღეში, იხვი 3, ტყის ქათამი 5. 1 1 ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 23, 2018 Author Report Share Posted July 23, 2018 (edited) სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, "დაზვერვა" ჩავატარე და საფარები მოვამზადე (იხვზე ცალკე, ბატზე ცალკე). ბატი ცოტა, მაგრამ იყო. იხვები გვარიანად. 2018-04-13 18-24-38.MP4 2018-04-13 18-28-35.MP4 2018-04-13 19-58-01.MP4 2018-04-14 16-50-29.MP4 20180414_164410.mp4 Edited July 23, 2018 by Коба ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 23, 2018 Author Report Share Posted July 23, 2018 ვიდეო ვერ ავტვირთე რატომღაც სეზონი მე და ჩემმა ინსტიტუტის მეგობარმა ერთად გავხსენით. მეგობარი იშვიათად ახერხებს სანადიროდ გამოსვლას და ამიტომ ვცდილობდი ხელი შემეწყო. სამწუხაროდ, რამოდენიმე, შორიდან მოტყუებული გუნდი, ზენიტჩიკებმა დაგვიფრთხეს. იძულებული გავხდი მივსულიყავი და "აღმზრდელობითი" საუბარი ჩამეტარებინა. პოლიციელები აღმოჩნდნენ, თანაც ნასვამები, მაგრამ, ბოდიშები მოიხადეს და შემდეგ, ისეთებსაც არ ესროდნენ, რომლებსაც მაგათ გარდა ვერავინ ვერ მიაწვდენდა სამწუხაროდ, იმ დილას, ვერაფერი ვერ მოვინადირეთ და შევთავაზე, წავსულიყავით ჭაობში, სადაც ერთი ტბის ნაპირას საფარი მქონდა გამზადებული ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 23, 2018 Author Report Share Posted July 23, 2018 სურვილი კი გამოთქვა ჩემმა მეგობარმა, მაგრამ ვერ გაძლო და შუა გზიდან დაბრუნდა. ისე კი, სინამდვილეში ძნელი სავალი კი იყო, გზა თახვებისგან სულ დატბორილი იყო. მე თვითონ, უკან დაბრუნებისას, გადავწყვიტე მოკლეზე, ჭაობით გამოვსულიყავი და სამჯერ აღმოვჩნდი გაყინულ წყალში. ბოლოს, ისეთ ადგილას, სადაც რამოდენიმე წლის წინ მანქანით შევდიოდი. თახვებს გზის ქვეშ თავიანთი ლაბირინთები გაუყვანიათ 1 ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 23, 2018 Author Report Share Posted July 23, 2018 (edited) გაზაფხულზე ვცდილობ ადგილობრივ იხვებზე (ისეთებს, რომლებიც ჩვენთან რჩებიან და მრავლებიან) არ ვინადირო, უფრო ჩრდილოეთში გადამფრენ, ე.წ. "ზღვის" იხვებზე ვნადირობ. ამჯერადაც ასეთები შემხვდნენ და იმ დღეს 3 მოვიპოვე Edited July 23, 2018 by Коба 1 1 ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 23, 2018 Author Report Share Posted July 23, 2018 ნადირობის სეზონის გახსნის დღეს, უმეტეს შემთხვევაში, ყველაზე დიდი რაოდენობით არის ბატი. შემდეგ, დამფრთხალი (ხშირი სროლებით), მიფრინავს სხვა ადგილებში, სადაც უფრო სიმშვიდეა (სადაც არ არის გახსნილი სეზონი, ან უკვე დახურულია). მხოლოდ ერთეულები რჩებიან, ან სამხრეთიდან მოფრინავენ ახალი გუნდები. წელს, ბატი ჩვენს რაიონში, ნადირობის სეზონში (რომელიც 30 აპრილს დაიხურა), მასიურად ჩამოფრენილი არ იყო. მე შევძელი, რამოდენიმეჯერ სამუშაო დღეებში გავსულიყავი სანადიროდ. დღეებს ვამბობ თორემ, სინამდვილეში შუაღამისას გავდიოდი მინდვრებში, ვაწყობდი ფიტულებს, რომ დილით ადრე (4 საათზე) უკვე საფარში ვყოფილიყავი. ბატები ცოტა იყო, მაგრამ, იმის გამო, რომ, "ზენიტჩიკებიც" არ იყვნენ, შანსი უფრო მეტი გამომიჩნდა. პირველი ბატი იქვე მოვინადირე, სადაც სეზონი გავხსენით. სულ რამოდენიმე პატარა გუნდი ვნახე და კიდევ 2 ცალი, ცალკე მოფრენილი. იმ 2–დან ერთის მონადირება შევძელი. წინა საღამოს კი, გადაფრენაზე, ერთი ტყის ქათამი ავიყვანე. ციოდა და ცუდი გადაფრენა იყო 1 1 ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 23, 2018 Author Report Share Posted July 23, 2018 ამ სეზონზე კიდევ რამოდენიმეჯერ მოვახერხე გავსულიყავი ბატებზე, სხვა და სხვა ადგილას. შევძელი კიდევ 3 ცალის მონადირება. ბოლო, სეზონის დახურვამდე 5 წუთით ადრე ავიყვანე. პრინციპში შემეძლო დავრჩენილიყავი და კიდევ მომენადირებინა, რადგანაც ზუსტად იმ საღამოს დაწყო მოძრაობა ბატმა სამხრეთ რეგიონებიდან, მაგრამ არც სულმა და არც მონადირის ეთიკამ, არ მომცა მაგის სურვილი. 1 ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 23, 2018 Author Report Share Posted July 23, 2018 (edited) Edited July 23, 2018 by Коба 1 1 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 24, 2018 Report Share Posted July 24, 2018 რამდენი დღე გრძელდება საგაზაფხულო ნადირობა კობა? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 24, 2018 Report Share Posted July 24, 2018 ეს სეზონი იმით იქნება გამორჩეული რომ ლედი დაიგეშება პირველად. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 30, 2018 Report Share Posted July 30, 2018 ლომებს სიცოცხლე! წელს მოსაკრებელის ოდენობა იზრდებაო... მართალია? კიდევ რა მაინტერესებს, სახაზინო კოდები რაიონების მიხედვით სად გვაქვს თუ იცით??? ვერ ვიპოვე... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 30, 2018 Report Share Posted July 30, 2018 სად წავა მაგ მოსაკრებელი, მაგ რომ ვიცოდეთ ზუსტად კი ბატონო, არ ამოვიღებდი ხმას. ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted July 31, 2018 Report Share Posted July 31, 2018 (edited) მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დიდი ხანია ვერ ვაქტიურობდი ფორუმზე ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით, მაგრამ უკვე აქ ვარ. სეზონი ამ წელსაც ძველი რეგულაციებით იქნება, (მოსაკრებელი,ვადები) ცვლილებები არ იქნება. რაც შეეხება სახაზინო კოდებს: კოდი არის ამ ფორმატის 3 XXXX 3033,სადაც 3 - ამკრეფის კოდი XXXX ---თვითმართველი ერთეულის კოდები 3033 --- მოსაკრებელი გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე , ეს მოსაკრებელის კოდი უცვლელია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე , მხოლოდ იცვლება თვითმართველი ერთეულის კოდები, მაგ: 3 0077 3033 , აქ 0077 არის თბილისის კოდი,შესაბამისად სურვილისამებრ ვირჩევთ თვითმართველი ერთეულის კოდს. (კოდები მოცემულია ქვემოთ ფაილში). პ.ს. გადახდის დანიშნულებაში აუცილებლად ეთითება -- მოსაკრებელი გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე, თვითმმართველი ერთეულის კოდები.pdf Edited July 31, 2018 by kopala72 1 ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 7, 2018 Author Report Share Posted August 7, 2018 On 24.07.2018 at 8:49 AM, avto said: რამდენი დღე გრძელდება საგაზაფხულო ნადირობა კობა? სულ პირველ პოსტში დავწერე ავთო Quote როგორც უკვე უმრავლესობამ იცით, რუსეთში საგაზაფხულო ნადირობის სეზონი მცირე ვადით, 10 დღით, შემოისაზღვრება. სამაგიეროდ, სხვა და სხვა რეგიონში, სხვა და სხვა დროს (ჯერ სამხრეთ რეგიონებში და შემდეგ ჩრდილო). ზოგიერთ დიდ ოლქში, როგორიცაა მაგალითად მოსკოვის ან ლენინგრადის ოლქი, ნადირობა 2 ეტაპად იხსნება - სამხრეტ და ჩრდილო დაწილებში. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 7, 2018 Author Report Share Posted August 7, 2018 გავხსენით ზაფხულ-შემოდგომის სეზონი. წელს თბილი (ცხელი) და მსრალი ზაფხული გვქონდა. რამოდენიმე წელია ასეთი აქეთ არ ყოფილა. მაგრამ, სამწუხაროდ ამას უარყოფითი მხარეჩ მოყვა - მინდვრებში სიმშრალეა და ჩვენი ამ პერიოდისთვის მთავარი ნადირობის ობიექტი, ჭაობის ფრინველი (ბეკასი, დუპელი), არ ჩანს. საბედნიეროდ რამოდენიმე დღის წინ მოწვიმა და ჩვენც უცებ გავვარდით მინდვრებში. მთავარი მიზანი ჯესიკას ვარჯიში და პირველი ნადირობა იყო (შარშანდელი ბოდიალი დედასთან ერთად 4-5 თვის ასაკში არ ითვლება). 10-მდე ფრინველი ვიპოვეთ, ნახევარი ჯესიმ, ნახევარი კარმენამ. ჯესის პირველი 2 ნაბულიდან არცერთისთვის არ მისვრია, ჰაერში გავისროლე. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა, ფრინველის აფრენის და გასროლის შემდეგ. ადგილზე დარჩა. ამის შემდეგ, ნაჩქარევი გასროლა გამომივიდა. ჯესიკა მოკლეზე დადგა ნაბულზე და ფრინველის გაშვება ვერ მოვასწარი - აზარტში უცებ გავისროლე, როგორც კი აფრინდა. შესაბამისად მარტო ფრთები დაგვრჩა (: შემდეგში უფრო დამშვიდებულად გავაგრძელეთ და 2 დუპელი მოვინადირეთ 2 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 8, 2018 Report Share Posted August 8, 2018 გილოცავ კობა სეზონის გახსნას და ჯესიკას დაგეშვას. 6 თვის სრულდება ჩვენი ლედი სექტემბრის ბოლოს, მე მგონი ისიც მოასწრებს რაღაცას მაინც. ციტირება Link to post Share on other sites
ჭოკიანი 0 Posted August 12, 2018 Report Share Posted August 12, 2018 გამარჯობათ მეგობრებო წარმატებულ სეზონს გისურვებთ. პიჟი საცობი რომელიც გამოიყენება რკინის გილზისთვის რადგან კარგად იჭერს ჭურვს და არ იშვებს. პლასმასის ვაზნაში შეიძლება მაგის გამოყენება ?? ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted August 13, 2018 Report Share Posted August 13, 2018 (edited) გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოს იწყება http://www.moe.gov.ge/ka/განცხადებები/2018-08-14-gadamfren-frinvelebze-nadirobis-sezoni პ.ს .ყურადღება ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ზემოთ მოცემული იგივე დღიური ლიმიტებით ნადირობა ნებადართულია 2018 წლის 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე! Edited August 14, 2018 by kopala72 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 16, 2018 Report Share Posted August 16, 2018 ძალა ერთობაშია ! საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით სამინისტრომ ნადირობის ვადების გადახედვა გადაწვიტა. მაღალმთიანი რეგიონებში 2 კვირით გადაწეული სეზონის გახსნა გაუქმებულია. ბატონებო 2018 წლის სეზონის გახსნა მოხდება 18 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ცვლილებები (ვადებთან დაკავშირებით)რომელიც იყო შეტანილი მაღალ მთიან რეგიონებთან დაკავშირებით გაუქმებულია ! 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 16, 2018 Report Share Posted August 16, 2018 საქართველოში მიჭირს ხალხის დარწმუნება იმაში რომ ერთიანი ძალით ბევრის მიღწევა შეიძლება. ტრაფარეტული პასუხია ''მაინც არაფერი შეიცვლება''. საბჭოური ფესვი აქვს ასეთ მიდგომას. სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა მსგავსად ცხოვრება. ისე მე რომ მკითხო, 29 აგვისტომდე არ გავხსნიდი არსად სეზონს :). რაც ჩვენ ბარტყებს ვიწირავთ მაგ ორ კვირაში. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 17, 2018 Report Share Posted August 17, 2018 ვახო არავინ არაა წინააღმდეგი სეზონი ორი კვირით გვიან გაიხსნას ,მაგრამ როცა ამას 5 დღით ადრე აქვეყნებ ძალიან დაგვიანებულია.ამიტომ მივაწექით გაუქმებას. ხალხი შვებულებას იღებს სეზონუის გამო ,სტუმრებს პატიჟებს და ა.შ. მომავალ წელს გადაწიონ კი ბატონო .ადრე გააგებინონ ხალხს. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 17, 2018 Report Share Posted August 17, 2018 სასიხარულო ისაა რო გაგებით მოეკიდნენ სამინისტროს თანამშრომლები ამ არგუმენტებს და გადაწყვეტილებაც სათანადო მიიღეს. მადლობა ყველას ვინც მოგვისმინა. 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 17, 2018 Report Share Posted August 17, 2018 5 hours ago, avto said: ვახო არავინ არაა წინააღმდეგი სეზონი ორი კვირით გვიან გაიხსნას ,მაგრამ როცა ამას 5 დღით ადრე აქვეყნებ ძალიან დაგვიანებულია.ამიტომ მივაწექით გაუქმებას. ხალხი შვებულებას იღებს სეზონუის გამო ,სტუმრებს პატიჟებს და ა.შ. მომავალ წელს გადაწიონ კი ბატონო .ადრე გააგებინონ ხალხს. მართალი ხარ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 17, 2018 Report Share Posted August 17, 2018 https://www.facebook.com/MEAgeorgia/posts/1884097204980574 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.