Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

რამოდენიმე ხნის წინ ხაშურში მომიწია წასვლა ორი დღით,თან თოფიც გავიყოლე, ვიფიქრე ტყის ქათამზე გავალ მეთქი,

ორი დღე ვიარე,სულ ფეხდაფეხ დავიარე სავარაუდო ადგილები მაგრამ,შედეგი ნული,ბუმბულიც არსად მინახავს,არა თუ ვალდშნეპი,

სამაგიეროდ ერთ რამედ ღირდა შემოდგომის პეიზაჟების ხილვა,თან ისეთი ადგილები მოვიარე,სადაც წლებია ფეხი არ დამიდგამს.

20181028_123342.thumb.jpg.37d418781653b4120db21cc5f1e5c53a.jpg20181027_092445.thumb.jpg.8026fa219267a2ccc15683fd903c9842.jpg20181028_132603.thumb.jpg.c68d04a6f714580bac06d8ca5dcb5f13.jpg

20181028_124814.jpg

20181028_132225.jpg

20181028_132937.jpg

20181028_133035.jpg

20181028_133114.jpg

20181028_124012.jpg

20181028_123330.jpg

20181027_092620.jpg

20181027_092458.jpg

20181027_092024.jpg

Edited by kopala72
Link to post
Share on other sites
  • Replies 79
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აი კიდევ ერთი სანადირო სეზონიც დასრულდა, დასრულდა მაგრამ,დღეიდანვე იწყება ფიქრი უკვე მომავალ სეზონზე, იმისი მოლოდინით თუ როგორი იქნება, სად წახვიდე,როგორ გაგიმართლებს(მართალია ამ სეზონმა სათანადო

Posted Images

15 hours ago, BROWNING said:

ლამაზია, ჯვარის ჩანს თხემზე.

კი ვახო ჯვარია აღმართული,ღორისნამკალი ქვია მაგ მთას,ხაშურიდან სამხრეთ დასავლეთით," ღორისნამკალი - მთა ხაშურის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება."

ტბას კოდისწყაროს ტბა ქვია,თუ გაქვს ნანახი, ბორჯომის ხანძრის დროს ვერტმფრენი წყალს რომ იღებდა,ეგ ტბაა

Edited by kopala72
Link to post
Share on other sites
16 hours ago, kopala72 said:

კი ვახო ჯვარია აღმართული,ღორისნამკალი ქვია მაგ მთას,ხაშურიდან სამხრეთ დასავლეთით," ღორისნამკალი - მთა ხაშურის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება."

ტბას კოდისწყაროს ტბა ქვია,თუ გაქვს ნანახი, ბორჯომის ხანძრის დროს ვერტმფრენი წყალს რომ იღებდა,ეგ ტბაა

ბორჯომის ხანძარზე გამახსენდა, 2008 წლის მერე მთელი ამბავია ატეხილი, რუსებმა რომ ტყეები გადაწვეს, დასავლეთში ეკოლოგიურ კატასტროფაზე და რუსების პასუხისმგებლობაზე მიდის მიწოლა და ამ დროს ჩვენი ვაჟკაცი გამოდის და მადლობას უხდის ბორჯომის მოსახლეობას, ჯარი და ტექნიკა გადაგვიმალეს ტყეებშიო ....ეგრევე ამუშავდა რუსების პროპაგანდა, ჩვენ ტყეებს კი არა ჯარს ვბომვავდითო...

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

f9fe8980aae0.jpg

 

სანუკვარ, საოცნებო შვებულებაში გავედი და ასე აღვნიშნე მისი დასაწყისი.

ფბ-ზე იმდენი ანტიმონადირე მყავს მეგობრებში, რომ იქ ორცალიანი სურათით შემოვიფარგლე...😅😅😅

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ცოტას შევავსებ თემას გასული წლის სეზონის სურათებით.

 

გაიხსნა სეზონი 25 ივლისს, მინდვრისა და ჭაობის ფრინველზე, შემდეგ, აგვისტოს პირველ უქმეებზე გაიხსნა ტყის ქათამზე, შემდგომ უქმეებზე წყალმცურავებზე. ჩვენთან, რუსეთის ჩრდილო–დასავლეთში, კერძოდ ლენინგრადის ოლქში, ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 ნოემბერს დაიხურა.

 

5c326a2a202de_.thumb.jpg.aa8b03ec2ca4ad7e9910dd6ef5b704d8.jpg5c326a2a202de_.thumb.jpg.aa8b03ec2ca4ad7e9910dd6ef5b704d8.jpg

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

კობა ჯიმა შენ შესანიშნავი სეზონი გქონია ჩვენთან შედარებით,

რაც ერთ-ერთ სურათში იხვია მონადირებული,მაგდენი აქ სულ არ მინახავს სეზონის გახსნიდან დღემდე,

წინა შაბათს ჯანდარაზე ვიყავით მეგობრები,მაგრამ იხვი საერთოდ არ იყო,არც დილით, არც საღამოს,

მელოტებია ბევრი, მაგრამ რად გინდა,წყალში სხედან,სასროლზე არ მოდიან,ნავით შევიდნენ ბიჭები და ორი ცალის აღება მოახერხეს, არა და წყალი აწეულია და შესანიშნავი ადგილებია იხვისათვის.

20190107_151251.jpg

20190107_151304.jpg

20190107_151314.jpg

20190107_151340.jpg

20190107_160902.jpg

Link to post
Share on other sites

ახალი წელს ხაშურში ჩავედი ჩემებთან,რამოდენიმე დღე ვისვენებდი,ვიფიქრე აქ მაინც იქნება რამეთქო,მაგრამ ორი დღე სიარულის მიუხედავად,იხვის ნასახი არ მინახავს,არ არის შემოსული ,როგორც აღმოჩნდა  არსად არაა, გელას და ავთოს ვესაუბრე ერთ-ერთ გასვლისას,აღმოჩნდა რომ ისინიც სანადიროდ იყვნენ,მაგრამ იმათთანაც არაფერი არ ჩანდა,ასეთი "მშრალი" სეზონი მე ჯერ არ მახსოვს.

იმედია სეზონის დახურვამდე გამოჩნდება ცოტა მაინც,თორემ ლამისაა თოფის სროლა დამავიწყდეს:e010:,

პ.ს.ბოლო ფოტოზე ეს წყალი მიწიდან ამოდის და არასოდეს არ იყინება სათავიდან 20-30 მეტრზე,როცა იხვი შემოდის,არსად რომ არ იყოს,ამ ადგილზე სულ იცის, განსაკუთრებით დილით.

 

 

20181231_165056.jpg

20181231_165015.jpg

20181231_173804.jpg

20181231_165343.jpg

Edited by kopala72
Link to post
Share on other sites

ეე ჩემო სოსო იხვიო ამბობ და ეგ რომელია უკვე ჩახოხბილში მახსოვს მარტო, ამას წინათ მაგათ გადაფრენის ტრასაზე აქეთ ჩვენსკენ, გავიყვანეთ  ზამთრისთვის გამოცდილი ძაღლები, კამიშის და პერელიოტის დიდოსტატები, ასე ერთი საათი იბორიალეს კამიშში, უცებ ვხედავთ (ფეხით გამოვიდა ჯიბეებში ქონდა ხელი) ლერწმის პაწაწა ქათამურა! რა იყო რა შე---ცით ბიჯო თქვენ ხო ხედავთ არააო და გამოგვყარა სახლში. არადა იმ მამაძაღლმა საიდან იცოდა ვერ მივხვდით ვერაფრით ))))))))))))))))))))))))))))))

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მოკლედ, წელს საზიზღარი სანადირო სეზონია: მწყერი არა, ქათამი არა, იხვიც არა...

მენატრება თოფის გასროლა...

გუშინ ახლობელმა გადმომირეკა გაივსო ზღვა წვრილი იხვითო და გავქანდი. სიჩქარეში ძაღლი დამრჩა სახლში და დავისაჯე კიდეც_ 5 ცალი იხვი ჩამოვაგდე პერელიოტზე და მხოლოდ 3 ცალი ვიპოვე(მეტს ჩემი მხედველობა და ყნოსვა ვერ ქაჩავს).

დღეს ძაღლიც წავიყვანე, ამინდიც უფრო მეტად "საიხვე" იყო, მაგრამ არ იმოძრავეს ხვირიკებმა და შესაბამისად ნადავლიც მწირი დამირჩა...

 

 

 

ეს გუშინდელი(კიდევ 2 ცალი დავკარგე)

 

6e90f8ac1b50.jpg

 

ეს დღეს

 

6b3602fde36c.jpg

 

Link to post
Share on other sites
2 minutes ago, BROWNING said:

17 გრადუსია სიტბოო და იხვის ყოფნა-არყოფნაზე აღარც ვკითხულობ.

კიიი ვახო, საშინელი ზამთარია. არც თებერვლის პროგნოზია ამ მხრივ დამაიმედებელი სამწუხაროდ.

ვიღა არჩევს სანადირო ობიექტს, ოღონდაც იყოს რაიმე სანადირო და...  

 

Link to post
Share on other sites

მიილია იხვის სეზონი...

აღარ შეიძლება დღის გაცდენა. მართალია ნანადირევი მწირია, თუმცა მერე ესეც მოგვენატრება.

de35e804597d.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
On 12.01.2019 at 2:28 PM, kopala72 said:

კობა ჯიმა შენ შესანიშნავი სეზონი გქონია ჩვენთან შედარებით,

რაც ერთ-ერთ სურათში იხვია მონადირებული,მაგდენი აქ სულ არ მინახავს სეზონის გახსნიდან დღემდე,

..................................................წყალი აწეულია და შესანიშნავი ადგილებია იხვისათვის.

20190107_151251.jpg

"შესანიშნავს" ვერ დავარქმევ სოსო, განსაკუთრებით იხვებზე ნადირობას. სულ ორჯერ ვიყავი გასული და ისიც იმისთვის, რომ ჯესიკა კომპლექსური შეჯიბრებისთვის მომემზადებინა, სადაც მინდვრის გარდა, იხვზეც აუცილებელია გამოსვლა.

შარშან, სანამ ახალგაზრდა იყო და ძალიან ტემპერამენტიანი, ვცდილობდი ნაკლებად გამეყვანა წყალმცურავებზე. ნაბულით მუშაობას ვაჩვევდი და ნაბულს ვუმტკიცებდი. დედა და ბებიისგან განსხვავებით, ჯესი ძან ფიცხი ნერვიული სისტემის მქონეა. ეს ევროპული სისხლის ბრალია, რომელიც მამის მხრიდან უხვად აქვს. მოკლედ, ევროპელების წადილს გაამსუბუქონ ყველა სახის მეძებარი, რათა მოუმატონ სისწრაფეს, უარყოფითი მხარეებიც აქვს. კერძოდ ჩემს ჯესის არა აქვს ისეთი მყარი ნერვიული სისტემა, როგორც მერის ქონდა და აქვს კარმენს. სამაგიეროდ ძაან სწრაფია და ლამაზი სტილი აქვს.

მოკლედ, შეჯიბრებაში იხვზე დიპლომი ავიღეთ, მაგრამ მინდორში დავრჩით უდიპლომოდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ქულებით. დიპლომი რომ აეღო მინდორში, საერთო პირველი ადგილის დაკავებაც შეეძლო

 

ადგილი მართლა ლამაზია და სამწუხაროა, რომ იხვის ნაკლებობაა ასეთ ადგილებში

Link to post
Share on other sites
On 01.02.2019 at 10:46 PM, Gurulo said:

........................................ სიჩქარეში ძაღლი დამრჩა სახლში და დავისაჯე კიდეც_ 5 ცალი იხვი ჩამოვაგდე პერელიოტზე და მხოლოდ 3 ცალი ვიპოვე

ძაღლი როგორ დაგრჩა გელა?:derisive:

Link to post
Share on other sites
On 01.02.2019 at 10:46 PM, Gurulo said:

ეს გუშინდელი(კიდევ 2 ცალი დავკარგე)

 

6e90f8ac1b50.jpg

 

ეს დღეს

 

6b3602fde36c.jpg

 

კიდევ შენ გელა, თორემ სულ ჩაიშალა სეზონი. ბარაქა ძმაო!

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...