ebaneba 3 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 იორი მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში და აზერბაიჯანში. სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ბორბალოსთან, ზღვის დონიდან 2600 მ. ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (ადრე უერთდებოდა მდინარე ალაზანს). იორის სიგრძე 320 კმ-ია, აუზის ფართობი - 4650 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 12 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 43 კმ-ში), საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლებით. იორის შენაკადებია: მარცხ. — საგომა, გომბორი, ორვილი, ლაფიანხევი; მარჯვ. — ხაჩრულა, ქუსნო, აძეძი, გორანა და სხვ. ქვემო დინებაში აქვს დროებითი შენაკადები. ივრზე აგებულია მარეგულირებელი სიონის წყალსაცავი. იორის წყლით შეიქმნა თბილისის წყალსაცავი („თბილისის ზღვა“). ივრის წყლით ირწყვის 90 ათ. ჰა-ზე მეტი ფართობი ივრის ზეგანზე. მდინარეზე აგებულია რამდენიმე სარწყავი სისტემა, რომელთაგან მთავარი სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები. შუა საუკუნეების ქართული წყაროები იორს უწოდებენ „მცირე ალაზანს“. 1 ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted March 27, 2012 Report Share Posted March 27, 2012 ესეც მდინარე ივრის სურათები: 2 ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 27, 2012 Report Share Posted March 27, 2012 jino-93 მაააგარ ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 28, 2012 Report Share Posted March 28, 2012 მთელი ბავშობა მაგ ადგილებში მაქვს გატარებული ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted April 28, 2018 Report Share Posted April 28, 2018 გავაცოცხლებ ამ თემას :) რამდენიმეწლიანი ერთგულების შემდეგ. დღეს "ვუღალატე" სპინინგს და თეთრი ჭიით და ჭუპრით (მოვიპოვეთ იმავე მდინარეში ქვების ქვეშ) მე და ჩემმა მეგობარმა დავლაშქრეთ იორი. კარგი გასვლა გამოგვივიდა. როგორც ხედავთ ჩემს მეგობარს ჩემზე დაახლოებიტ 6 ჯერ მეტი ჰყავს დაჭერილი. ეს იმის ბრალია, რომ მე ტივტივით გატარებიტ თევზაობა პირველად ვცადე, ხოლო ის ისეთი პროფესიონალია, რომ ინერციული კოჭითაც ტავისუფლად თევზაობს და ძალაინ წარმატებულადაც შამაიას გარდა ხრამულზე, მურწაზე და ა.შ. ახლა შეკითხვა მაქვს ტივტივით თევზაობის პროფესიონალებთან: გატარების დროს, ჩვეულებრივ მოგრძო ფორმის 5 გრამი ტყვიის წონის მქონე ტივტივას უკან მოქაჩვით დაპაუზება რომ ჭირდება, დინებაზე გატარების დროს და ზუსტად მაგ დროს იღებს თევზი, მაგ ფუნქციას ხომ არ ცვლის რამე ტიპის ტივტივა? პირდაპირ გატარებით რომ აიღოს თევზმა და პაუზა არ დაჭირდეს... სწორედ მაგ გატარება რომ ვერ დავამუღამე, მაგიტომ მაქვს ასეთი ცუდი შედეგი. როგორც კი სწორად ვუკეთებდი პაუზას, მაშინვე ურტყამდა. ძალიან დამღლელია სწავლის პროცესი და მაინტერესებს რამე ტიპის ტივტივა თუ გადამიჭრის ამ პრობლემას? მაგალითად ეს ? 2 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 29, 2018 Report Share Posted April 29, 2018 14 hours ago, tozi777 said: ძალიან დამღლელია სწავლის პროცესი და მაინტერესებს რამე ტიპის ტივტივა თუ გადამიჭრის ამ პრობლემას? მაგალითად ეს გამარჯობა ! გრძელი ტივტივა დინებაზე არ გამოიყენება.ეს კრალუსოს ტივტივა კი შტეკერული ჯოხისთვისაა,ეგ სტილი კიდევ უფრო დამღლელია )გამოიყენე ჩვეულებრივი მრგვალტანიანი ტივტივა ოღონდ სწორად დათვირთე 1 ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted April 30, 2018 Report Share Posted April 30, 2018 salamandra მადლობა ზურა. ვინაიდან გატარების დროს პაუზა ჭირდება, მეც ვფიქრობ, რომ ტივტივა ასწრებს დინებსი ბუნებრივ სიჩქარეს და თევზი ხვდება რომ "რაღაც ვერაა ისე" , ამიტომაც ურტყავს პაუზის დროს. ვცდი მასე (თუ გავუშვი სპინინგს ხელი) და შედეგებს დავდებ აუცილებლად :) 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.