Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

იორი

 

 

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში და აზერბაიჯანში. სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ბორბალოსთან, ზღვის დონიდან 2600 მ. ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (ადრე უერთდებოდა მდინარე ალაზანს). იორის სიგრძე 320 კმ-ია, აუზის ფართობი - 4650 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 12 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 43 კმ-ში), საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლებით. იორის შენაკადებია: მარცხ. — საგომა, გომბორი, ორვილი, ლაფიანხევი; მარჯვ. — ხაჩრულა, ქუსნო, აძეძი, გორანა და სხვ. ქვემო დინებაში აქვს დროებითი შენაკადები.

ივრზე აგებულია მარეგულირებელი სიონის წყალსაცავი. იორის წყლით შეიქმნა თბილისის წყალსაცავი („თბილისის ზღვა“). ივრის წყლით ირწყვის 90 ათ. ჰა-ზე მეტი ფართობი ივრის ზეგანზე. მდინარეზე აგებულია რამდენიმე სარწყავი სისტემა, რომელთაგან მთავარი სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები.

შუა საუკუნეების ქართული წყაროები იორს უწოდებენ „მცირე ალაზანს“.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 6 years later...

გავაცოცხლებ ამ თემას :)

 

რამდენიმეწლიანი ერთგულების შემდეგ. დღეს "ვუღალატე" სპინინგს და თეთრი ჭიით და ჭუპრით (მოვიპოვეთ იმავე მდინარეში ქვების ქვეშ) მე და ჩემმა მეგობარმა დავლაშქრეთ იორი.

კარგი გასვლა გამოგვივიდა.

 

365f7273121d.jpg

32216f4a9307.jpg

329ce02a2de4.jpg

579f6eecb2a5.jpg

ed5963464402.jpg

 

როგორც ხედავთ ჩემს მეგობარს ჩემზე დაახლოებიტ 6 ჯერ მეტი ჰყავს დაჭერილი.
ეს იმის ბრალია, რომ მე ტივტივით გატარებიტ თევზაობა პირველად ვცადე, ხოლო ის ისეთი პროფესიონალია, რომ ინერციული კოჭითაც ტავისუფლად თევზაობს და ძალაინ წარმატებულადაც შამაიას გარდა ხრამულზე, მურწაზე და ა.შ.
ახლა შეკითხვა მაქვს ტივტივით თევზაობის პროფესიონალებთან:

გატარების დროს, ჩვეულებრივ მოგრძო ფორმის 5 გრამი ტყვიის წონის მქონე ტივტივას უკან მოქაჩვით დაპაუზება რომ ჭირდება, დინებაზე გატარების დროს და ზუსტად მაგ დროს იღებს თევზი, მაგ ფუნქციას ხომ არ ცვლის რამე ტიპის ტივტივა? პირდაპირ გატარებით რომ აიღოს თევზმა და პაუზა არ დაჭირდეს... სწორედ მაგ გატარება რომ ვერ დავამუღამე, მაგიტომ მაქვს ასეთი ცუდი შედეგი. როგორც კი სწორად ვუკეთებდი პაუზას, მაშინვე ურტყამდა. ძალიან დამღლელია სწავლის პროცესი და მაინტერესებს რამე ტიპის ტივტივა თუ გადამიჭრის ამ პრობლემას?

მაგალითად ეს

 

418504c9ace2.jpg
 

 

?

Link to post
Share on other sites
14 hours ago, tozi777 said:

ძალიან დამღლელია სწავლის პროცესი და მაინტერესებს რამე ტიპის ტივტივა თუ გადამიჭრის ამ პრობლემას?

მაგალითად ეს

 

418504c9ace2.jpg
 

 

 

გამარჯობა ! გრძელი ტივტივა დინებაზე არ გამოიყენება.ეს კრალუსოს ტივტივა კი შტეკერული ჯოხისთვისაა,ეგ სტილი კიდევ უფრო დამღლელია )გამოიყენე ჩვეულებრივი მრგვალტანიანი ტივტივა ოღონდ სწორად დათვირთე

913169931fdb.jpg

Link to post
Share on other sites

salamandra

 

მადლობა ზურა.

ვინაიდან გატარების დროს პაუზა ჭირდება, მეც ვფიქრობ, რომ ტივტივა ასწრებს დინებსი ბუნებრივ სიჩქარეს და თევზი ხვდება რომ "რაღაც ვერაა ისე" , ამიტომაც ურტყავს პაუზის დროს.

ვცდი მასე (თუ გავუშვი სპინინგს ხელი) და შედეგებს დავდებ აუცილებლად :)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...