Jump to content
Club-Monadire.Ge

"სპორტინგის ლიგა"-ს და "ამბასადორი კაჭრეთი"-ს ერთობლივი ღია შეჯიბრი სპორტინგში


Recommended Posts

კლუბ მონადირეჯის წევრებს სალამი! მსურს გაუწყოთ,რომ იგეგმება საკმაოდ საინტერესო ღია შეჯიბრი სპორტინგში, რომელიც ვფიქრობ საინტერესო იქნება არაერთი თქვენთაგანისთვის. 

17 მარტს, დილის 09:30-ზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთი"-ს სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი სპორტინგში!

 

შეჯიბრის ორგანიზატორი გახლავთ "სპორტინგის ლიგა" და "ამბასადორი კაჭრეთი"

რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს დილის 9:00 საათზე, რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რათა შეჯიბრის დღემდე დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ მონაწილეთა სიაში.

შეჯიბრი ღია ტიპისაა, შესაბამისად მასში მონაწილეობას ყველა 18 წელს მიღწეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე პირი შეძლებს.

შეჯიბრი ჩატარდება 12 კალიბრიანი გლუვლულიანი თოფებით. თუ მონაწილე გადაწყვეტს საკუთარი ვაზნებით სროლას და თან იქონიებს სხვა მისთვის სასურველი კალიბრის ვაზნასა და თოფს, დასაშვებია სხვა კალიბრის თოფებით და ვაზნებით მონაწილეობა (ვაზნის საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამსს)

ორგანიზატორის ვაზნებით მონაწილეობის საფასური შეადგენს 65 ლარს (50 გასროლა 50 მოძრავ სამიზნეზე, 15 ლ. საპრიზო ფონდისთვის.)

საკუთარი ვაზნებით სროლის შემთხვევაში, მონაწილესთვის შეჯიბრის საწევრო იქნება 40 ლარი. (გაითვალისწინეთ, რომ დაშვებულია მხოლოდ ქარხნული ვაზნებით სროლა, რომელთა საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 24,5 გრამს 12 კალიბრის შემთხვევაში, სხვა კალიბრის შემთხვევაში - 25 გრამს).

მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მონაწილეთა სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 598-23-24-32 

ყველას გისურვებთ წარმატებებს!

 

პ.ს. შეჯიბრზე მხოლოდ საუკეთესო ექვსეული არ დაჯილდოვდება, გამოვლინდებიან ასევე სვადასხვა კატეგორიების გამარჯვებულები და პრიზიორები.

მაგალითად ერთ-ერთი ასეთი გახლავთ D კატეგორია.  აღნიშნულო კატეგორია გულისხმობს ყველა იმ მსროლელს, რომელსაც არასდროს მიუღია მონაწილეობა ჩვენ (სპორტინგის ლიგა) მიერ ორგანიზებულ შეჯიბრზე ან წინა შეჯიბრებზე  50%-იანი სიზუსტეც ვერ აჩვენა. D  კატეგორიის მსროლელებში საუკეთესო სამეული დაჯილდოვდებიან დამატებით, რაც ვფიქრობთ დამატებით მოტივაციას ჰმატებს დამწყებ მსროლელებს. რომელიმე კატეგორიაში გამარჯვება არ უშლის ხელს მონაწილეს მთლიანად ღია შეჯიბრის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებისთვის.

 

 

 

FB_IMG_1551952387789.jpg

FB_IMG_1546618087496.jpg

FB_IMG_1541084036478.jpg

FB_IMG_1541084866221.jpg

Edited by Ako Gulua
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

📣 ჩატარდა "სპორტინგის ლიგა"-ს და "ამბასადორი კაჭრეთი"-ს მიერ ორგანიზებული ღია შეჯიბრი სპორტინგში.

🔷  შეჯიბრში მონაწილეობ მიიღო 29 მსროლელმა. შეჯიბრის მონაწილეებმა გაისროლეს 4 სხვადასხვა პოზიციაზე, ჯამში მათ 50 მოძრავ სამიზნეს ესროლეს. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდნენ შეჯიბრის საუკეთესო შედეგის მქონე 6 მსროლელი და ასევე სხვადასხვა კატეგორიაში პრიზიორები და გამარჯვებულები.

🔷 შეჯიბრზე საპრიზო პოზიციები მოიპოვეს:

🏆(1) ს.ბურდული
     (2) შ.კანკავა
     (3) ლ.ჩუგუაშვილი

     (4) ბ.კაპანაძე
     (5) კ.სიხარულიძე
     (6) გ.ხოსიაშვილი

🔷 კატეგორიებში საპრიზო პოზიციები მოიპოვეს:

     > იუნიორი:

      (1) გ.კუპრაშვილი
      (2) გ.ფარადაშვილი
      (3) ი.ხოსიაშვილი

     > ვეტერანი:
 
      (1) გ.ალიაშვილი
      (2) ი.ტაკიძე
      (3) თ.შურღაია
 
     > D კატეგორია:
    
      (1) ტ.ფუხაშვილი 
      (2) გ.ალიაშვილი
      (3) ლ.მოდებაძე

     > C კატეგორია: 

      (1) ს.ბურდული   
      (2) შ.კანკავა
      (3) კ.სიხარულიძე
 
     > B კატეგორია🔝:

      (1) ლ.ჩუგუაშვილი
      (2) ბ.კაპანაძე
      (3) გ.ხოსიაშვილი

🔷 "სპორტინგის ლიგა" დიდ მადლობას უხდის როგორც შეჯიბრის თითეულ მონაწილეს, ასევე ღონისძიებაზე დამსწრე თითეულ ადამიანს! დიდი მადლობა შეჯიბრის არბიტრებს, ნიკოლოზ ელერჯიას და ირაკლი პარასკევას. დიდი მადლობა ზურა გაჩეჩილაძეს და გენადი ხოსიაშვილს
შეჯიბრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთს"-ს, რომლის წყალობითაც კიდევ ერთხელ შედგა დღესასწაული, სახელად სპორტინგი! ❤

 

20190317_105554.jpg

20190317_105552.jpg

20190317_144919.jpg

Screenshot_20190319-205146.png

Screenshot_20190319-205022.png

Screenshot_20190319-204913.png

Screenshot_20190319-204736.png

Screenshot_20190319-204549.png

Screenshot_20190319-031822.png

received_2301121500164504.jpeg

20190317_121932.jpg

20190317_122316.jpg

Edited by Ako Gulua
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...