Ako Gulua 1 Posted March 7, 2019 Report Share Posted March 7, 2019 (edited) კლუბ მონადირეჯის წევრებს სალამი! მსურს გაუწყოთ,რომ იგეგმება საკმაოდ საინტერესო ღია შეჯიბრი სპორტინგში, რომელიც ვფიქრობ საინტერესო იქნება არაერთი თქვენთაგანისთვის. 17 მარტს, დილის 09:30-ზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთი"-ს სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი სპორტინგში! შეჯიბრის ორგანიზატორი გახლავთ "სპორტინგის ლიგა" და "ამბასადორი კაჭრეთი"რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს დილის 9:00 საათზე, რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რათა შეჯიბრის დღემდე დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ მონაწილეთა სიაში.შეჯიბრი ღია ტიპისაა, შესაბამისად მასში მონაწილეობას ყველა 18 წელს მიღწეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე პირი შეძლებს.შეჯიბრი ჩატარდება 12 კალიბრიანი გლუვლულიანი თოფებით. თუ მონაწილე გადაწყვეტს საკუთარი ვაზნებით სროლას და თან იქონიებს სხვა მისთვის სასურველი კალიბრის ვაზნასა და თოფს, დასაშვებია სხვა კალიბრის თოფებით და ვაზნებით მონაწილეობა (ვაზნის საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამსს)ორგანიზატორის ვაზნებით მონაწილეობის საფასური შეადგენს 65 ლარს (50 გასროლა 50 მოძრავ სამიზნეზე, 15 ლ. საპრიზო ფონდისთვის.)საკუთარი ვაზნებით სროლის შემთხვევაში, მონაწილესთვის შეჯიბრის საწევრო იქნება 40 ლარი. (გაითვალისწინეთ, რომ დაშვებულია მხოლოდ ქარხნული ვაზნებით სროლა, რომელთა საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 24,5 გრამს 12 კალიბრის შემთხვევაში, სხვა კალიბრის შემთხვევაში - 25 გრამს).მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მონაწილეთა სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 598-23-24-32 ყველას გისურვებთ წარმატებებს! პ.ს. შეჯიბრზე მხოლოდ საუკეთესო ექვსეული არ დაჯილდოვდება, გამოვლინდებიან ასევე სვადასხვა კატეგორიების გამარჯვებულები და პრიზიორები. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი გახლავთ D კატეგორია. აღნიშნულო კატეგორია გულისხმობს ყველა იმ მსროლელს, რომელსაც არასდროს მიუღია მონაწილეობა ჩვენ (სპორტინგის ლიგა) მიერ ორგანიზებულ შეჯიბრზე ან წინა შეჯიბრებზე 50%-იანი სიზუსტეც ვერ აჩვენა. D კატეგორიის მსროლელებში საუკეთესო სამეული დაჯილდოვდებიან დამატებით, რაც ვფიქრობთ დამატებით მოტივაციას ჰმატებს დამწყებ მსროლელებს. რომელიმე კატეგორიაში გამარჯვება არ უშლის ხელს მონაწილეს მთლიანად ღია შეჯიბრის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებისთვის. Edited March 7, 2019 by Ako Gulua ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 280 Posted March 7, 2019 Report Share Posted March 7, 2019 კაი ამბავია. შეიძლება ქევხომ შეძლოს. ფეისბუქზეც დავდებთ. ციტირება Link to post Share on other sites
Ako Gulua 1 Posted March 20, 2019 Author Report Share Posted March 20, 2019 (edited) 📣 ჩატარდა "სპორტინგის ლიგა"-ს და "ამბასადორი კაჭრეთი"-ს მიერ ორგანიზებული ღია შეჯიბრი სპორტინგში. 🔷 შეჯიბრში მონაწილეობ მიიღო 29 მსროლელმა. შეჯიბრის მონაწილეებმა გაისროლეს 4 სხვადასხვა პოზიციაზე, ჯამში მათ 50 მოძრავ სამიზნეს ესროლეს. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდნენ შეჯიბრის საუკეთესო შედეგის მქონე 6 მსროლელი და ასევე სხვადასხვა კატეგორიაში პრიზიორები და გამარჯვებულები. 🔷 შეჯიბრზე საპრიზო პოზიციები მოიპოვეს: 🏆(1) ს.ბურდული (2) შ.კანკავა (3) ლ.ჩუგუაშვილი (4) ბ.კაპანაძე (5) კ.სიხარულიძე (6) გ.ხოსიაშვილი 🔷 კატეგორიებში საპრიზო პოზიციები მოიპოვეს: > იუნიორი: (1) გ.კუპრაშვილი (2) გ.ფარადაშვილი (3) ი.ხოსიაშვილი > ვეტერანი: (1) გ.ალიაშვილი (2) ი.ტაკიძე (3) თ.შურღაია > D კატეგორია: (1) ტ.ფუხაშვილი (2) გ.ალიაშვილი (3) ლ.მოდებაძე > C კატეგორია: (1) ს.ბურდული (2) შ.კანკავა (3) კ.სიხარულიძე > B კატეგორია🔝: (1) ლ.ჩუგუაშვილი (2) ბ.კაპანაძე (3) გ.ხოსიაშვილი 🔷 "სპორტინგის ლიგა" დიდ მადლობას უხდის როგორც შეჯიბრის თითეულ მონაწილეს, ასევე ღონისძიებაზე დამსწრე თითეულ ადამიანს! დიდი მადლობა შეჯიბრის არბიტრებს, ნიკოლოზ ელერჯიას და ირაკლი პარასკევას. დიდი მადლობა ზურა გაჩეჩილაძეს და გენადი ხოსიაშვილს შეჯიბრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთს"-ს, რომლის წყალობითაც კიდევ ერთხელ შედგა დღესასწაული, სახელად სპორტინგი! ❤ Edited March 20, 2019 by Ako Gulua 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.