Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მართალია კორონასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ძალიან შეგვიშალა ხელი სრულყოფილ ნადირობაში, მაგრამ მაინც ვიხლაფორთეთ...

აბა გამოუშვით ამ სეზონის სურათები

Link to post
Share on other sites

291965f21628.jpg

 

19690d6a67ea.jpg
 

9ee72349c814.jpg

183635c3463e.jpg

8ba215d75c5b.jpg

de05b3bc2936.jpg

 

e8b493b79d68.jpg

24c06fd0ff24.jpg

20865637ceae.jpg

 

 

რაც დრო გადის. რა თქმა უნდა ვბერდები, მაგრამ სიბერეს ვერ დავაბრალებ სანადირო ობიექტების მოპოვების სიმცირეს. 

წლიდან წლამდე სულ უფრო მცირდება კეთილშობილი ფრინველისა და ნადირის რაოდენობა.

 

სამწუხაროდ ეს სეზონი დავამთავრე მოპოვებული 248 მწყერით, 15 ვალდშნეპითა და 16 იხვით(დიდისა და პატარას ჯამი).

რაც ამ ფორუმზე ვარ და ნადირობის სურათებს ვაქვეყნებ. ყოველი სეზონის ბოლოს ერთსა და იმავეზე ვწუხვარ: სულ უფრო ნაკლები და ნაკლებია სანადირო...

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

როგორი დასაჯერებელია?!

შარშან თოფი არ მისვრია.

გამოვიღებ სეიფიდან, გავწმინდავ, შევდებ უკან.😢

მეუღლე მეუბნება: -გაცვდა ბიჭო თოფები, შეეშვი მაგ საცოდავ რკინებს.🤣

Link to post
Share on other sites
7 hours ago, გიორგი said:

როგორი დასაჯერებელია?!

შარშან თოფი არ მისვრია.

გამოვიღებ სეიფიდან, გავწმინდავ, შევდებ უკან.😢

მეუღლე მეუბნება: -გაცვდა ბიჭო თოფები, შეეშვი მაგ საცოდავ რკინებს.🤣

ვერ გახვედი სანადიროდ ხომ?

არაუშავს წელს აანაზღაურებ განაცდურს. 

 

უკვე ჯანზე ხარ, ხომ ასეა?!

Link to post
Share on other sites

გასვლით კი გავედი ძამა სადღაც 3-4-ჯერ, ოღონდ ცხოველზე, მაგრამ სულ ფურები მხვდებოდა.

ფურზე აკრძალულია ნადირობა!!!

იქ ვერავინ შემამოწმებს, მაგრამ არ დავარღვევ კანონს, კანონმორჩილი ვარ.

მერეა და პატარა ბიჭი ხომ არ ვარ ჰაერში დამეწყო სროლა?🤣

პ.ს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სრულად აღვიდგინე ყველაფერი.

ოღონდ ჯერჯერობით მაინც ვიცავ დიეტას.

Link to post
Share on other sites
Posted (edited)
2 hours ago, გიორგი said:

გასვლით კი გავედი ძამა სადღაც 3-4-ჯერ, ოღონდ ცხოველზე, მაგრამ სულ ფურები მხვდებოდა.

ფურზე აკრძალულია ნადირობა!!!

იქ ვერავინ შემამოწმებს, მაგრამ არ დავარღვევ კანონს, კანონმორჩილი ვარ.

მერეა და პატარა ბიჭი ხომ არ ვარ ჰაერში დამეწყო სროლა?🤣

პ.ს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სრულად აღვიდგინე ყველაფერი.

ოღონდ ჯერჯერობით მაინც ვიცავ დიეტას.

ძალიან გამახარე შენი ჯანმრთელობის მდგომარეობით. 

 

რაც შეეხება კანონმორჩილებას_

ამიტომაა ამერიკა დიდი ქვეყანა. ხედავს თუ არა ვინმე, მაინც კანონს იცავს ყველა (აბსოლიტური უმრავლესობა მაინც).

 

შედარებაც არ შეიძლება ჩვენებურ მიდგომებთან: " მაინც ვერავინ გხედავს"  " იქ ვინ დაგინახავს" და ა.შ.

 

 

ამიტომაც ვართ ასეთ დღეში.

 

გეფიცები  მეშინია იმ დროზე ფიქრი, როცა ჩემი ნაბოლარა ბიჭი სრულწლოვანი გახდება...

თუ ამ ტემპით წავიდა ყველაფერი, სხვა "სიკეთეებთან" ერთად გარემოში ნატურალური აღარაფერი დარჩება:

გენმოდიფიცირებული  და შხამებით გაჯერებული საკვები;

მოწამლული ჰაერი და წყალი;

სათბურში გამოყვანილი მწყერი და ხოხობი, რომელზეც ოთახიდან ნადირობ;

სამაგიეროდ სულ უფრო ადვილად მიწვდომადი ნარკოტიკი...

 

მზარავს ასეთი მომავლის წარმოდგენა...

 

 

პ.ს.  როცა საძმაკაცო ვიკრიბებით ბევრს ვმსჯელობთ ასეთ საკითხებზე და ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივდივართ: გადაგვარჩენს სწორი კანონები და მათი უცილობელი აღსრულება განურჩევლად ყველასთვის

 

 

 

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ეგ არი რაა. შენ მაინც და დანარჩენებმაც იციან რა დონის "ჩიტირეკია" ვარ.

ვკითხულობ სხვების მოსაზრებებსაც და ვერა რაა.😢

 

Link to post
Share on other sites
Posted (edited)
5 hours ago, გიორგი said:

ეგ არი რაა. შენ მაინც და დანარჩენებმაც იციან რა დონის "ჩიტირეკია" ვარ.

ვკითხულობ სხვების მოსაზრებებსაც და ვერა რაა.😢

 

ათეული წლებია ფეხი არ შემიდგამს სანადიროდ აკრძალულში, მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონზე რამდენიმე შემოთავაზება მქონდა ისეთი ხალხისგან, ვინც "ატვეჩაი ვარ" და "გარკვეული გვაქვს"...

ყველა შემოთავაზებაზე ასე ვპასუხობდი: მე სხვას ვუმტყუნებ მასეთ საქციელს და თავად კანონს ვერ დავარღვევ  თქო...

გულში ალბათ ეცინებოდათ კიდეც...

მაგარი უკმაყოფილო კი ვარ სანადირო სეზონით, მაგრამ სინდისთან ნამდვილად არ მოვსულვარ  წინააღმდეგობაში!

 

ეგეც არ იყოს,  დრო გავა და ჩემი შვილი დაიწყებს ნადირობას, იმას თუ არაფერი დარჩა სანადირო, გულიანად რომ შეიგინებს: "ვინც ეს ქვეყანა ასე მოაქცია, იმის დდშ...ო",  მე არ მინდა შემეწეროს! !!

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...