ebaneba 3 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 მტკვარი (აზერ. Kür; თურქ. Kura), ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ[1], აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის. მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ. მტკვარი სათავეში ჯერ ვულკანურ ქანებში ჩაჭრილ ვიწრო ხეობაში მიედინება, შემდეგ განიერ ხეობაში. გიოლის ქვაბულში ტოტს ქმნის, ქვაბულის განაპირას ისევ ვიწრო ხეობაში მიედინება, ფართო ხეობას ივითარებს დაჭაობებულ არტაანის ველზე. საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებს შორის ღრმა კანიონში მიედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400-500 მ სიღრმისაა). სოფელ ხერთვისს ქვემოთ ხეობა განიერდება, მდინარის ორივე მხარეს ტერასებია. დაბა ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შემდეგ ისევ ვიწროვდება, მტკვარი სოფ. წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის მიედინება და ბორჯომის ხეობას აჩენს. სოფ. ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი, ჭალიანია, მდინარე ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, ჩქერსა და ლუბრმას. ზოგიერთი კუნძული ჭალის ტყითაა დაფარული. სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის, აქ ხეობა ციცაბკალთებიანი, თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი. მტკვარი აქ ზომიერად დაკლაკნილი და ალაგ-ალაგ დატოტვილია, წარმოქმნის პატარა კუნძულებს. თბილისში, მეტეხის ციხესთან, მტკვრის კალაპოტი შევიწროებულია, ქვემოთ კი ძლიერ იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის (ორთაჭალის მონაკვეთზე). თბილისის ქვაბულის შემდეგ მტკვარი ქვემო ქართლის ვაკეზე მიედინება და ტიპური ვაკის მდინარეა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი ტყითაა შემოსილი. ჭალაში მრავალი ნარიონალია. მტკვარი ვაკის ტიპის მდინარეა საქართველოს ფარგლებს გარეთ — კიროვაბადის ვაკეზეც. ქალაქ მინგეჩაურთან კლდოვან სერს გადაკვეთს და ვიწრო ხეობას აჩენს. კალაპოტში რამდენიმე ჭორომი იყო. დღეს ამ ადგილას კაშხალია აგებული და მინგეჩაურის წყალსაცავია შექმნილი. ქ. მინგეჩაურის ქვემოთ მტკვარი მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის, იტოტება და ძლიერ დაკლაკნილია, მდინარის გასწვრის მრავალი ნარიონალია. კალაპოტი ზედაპირში სუსტადაა ჩაჭრილი, რის გამოც წყალდიდობის დროს სანაპიროები წყლით იფარება. წყალდიდობისაგან დასაცავად მდინარე მოქცეულია ხელოვნურ ზვინურებს შორის, რომლის სიგრძე 560 კმ-ია. ქ. სალიანთან მტკვარს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რომელიც სამხრეთისკენ მიედინება და დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას კიროვის ყურეში. შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ2. მტკვრის მარჯვენა შენაკადებია: ფარავანი (სიგრძე 74 კმ), ბორჯომულა (სიგრძე 29 კმ), გუჯარეთისწყალი (სიგრძე 43 კმ), ძამა (სიგრძე 42 კმ), ტანა (სიგრძე 39 კმ), თეძამი (სიგრძე 51 კმ), ალგეთი (სიგრძე 108 კმ), ქცია-ხრამი (სიგრძე 201 კმ), აღსთაფა (სიგრძე 121 კმ), თოუზჩაი, შამქორჩაი, განჯაჩაი (სიგრძე 99 კმ), ტერტერი (სიგრძე 184 კმ), ხაჩინჩაი, არაქსი (სიგრძე 1072 კმ); მარცხენა : ფოცხოვისწყალი შენაკად ქვაბლიანით (სიგრძე 64 კმ), ლიახვი (სიგრძე 115 კმ), ქსანი (სიგრძე 84 კმ), არაგვი (სიგრძე 112 კმ), იორი (სიგრძე 320 კმ) და ალაზანი (სიგრძე 390 კმ); მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით მტკვარს შერთვის ასევე თურიანჩაი და გოქჩაი. მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის მრავალ შენაკადზეც. მტკვრის წყალს ფართოდ იყენებენ ფაბრიკებსა და ქარხნების ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად. მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან შესართავამდე. წარსულში იყენებდნენ ხე-ტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე. მტკვარი მდიდარია თევზით. მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარაღანას, სალამურას, ფარგას და სხვა თევზებს. მტკვრის ნაპირებზეა ქალაქები: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა ქალაქები. ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted August 9, 2013 Report Share Posted August 9, 2013 ბორჯომში ვითევზავე მტკვარზე. სატყუარად ვიყენებდი წითელ ჭიაყელას, დილიდან შუადღემდე ვიყავი და დავიჭირე მხოლოდ ერთი ღორჯო და ერთიც ნაფოტა, რო არ ყოფილიყო თევზი კიდე ხო, მაგრამ ცხვირწინ ხტოდა დიდი ხრამულები. ვისაც გაქვთ მაგ მხარეში ანკესით თევზაობის გამოცდილება რა სატყუარაა ყველაზე ეფექტური? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 ხავსი ირაკლი ხავსი. კარგად მყავს ნაჭერი მანდ ხავსზე ხრამული. ზოგჯერ წვერაც იღებდა ხოლმე. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 (edited) ბორჯომში ვითევზავე მტკვარზე. სატყუარად ვიყენებდი წითელ ჭიაყელას, დილიდან შუადღემდე ვიყავი და დავიჭირე მხოლოდ ერთი ღორჯო და ერთიც ნაფოტა, რო არ ყოფილიყო თევზი კიდე ხო, მაგრამ ცხვირწინ ხტოდა დიდი ხრამულები. ვისაც გაქვთ მაგ მხარეში ანკესით თევზაობის გამოცდილება რა სატყუარაა ყველაზე ეფექტური? მტკვარზე ყველაზე კარგად თეთრი ჭია მუშაობს,ადრე გაზაფხულზე ბალოტნი ჭია და როცა წყალი დაიწმინდება ხავსზე კარგად მოდის ჭანარი თან დიდები,3დღის წინ გავჩერდი სანაპიროზე თბილიში საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისთან და პლატვა და ხრამული ვიჭირე კარგად,რომ მოსაღამოვდა მურწა და წვერაც წამოვიდა,სატყარა თეთრი ჭია და უმარილო სალა.დღეს ადამიანს შეუძლია მტკვარზე კარგად ისიამოვნოს თევზის ჭერით სანაპიროს ტერიტორიაზე,მანდ ბრაკები ვერ ახერხებენ ვერაფერს და ჩერდება თევზი მანდ.მაგალითად რუსთავში სალას არ ეკარება და თბილიში თავს იკლავს თევზი. Edited August 10, 2013 by მირზა ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 ბორჯომში ვითევზავე მტკვარზე. სატყუარად ვიყენებდი წითელ ჭიაყელას, დილიდან შუადღემდე ვიყავი და დავიჭირე მხოლოდ ერთი ღორჯო და ერთიც ნაფოტა, რო არ ყოფილიყო თევზი კიდე ხო, მაგრამ ცხვირწინ ხტოდა დიდი ხრამულები. ვისაც გაქვთ მაგ მხარეში ანკესით თევზაობის გამოცდილება რა სატყუარაა ყველაზე ეფექტური? შეიძლება ერთ მდინრეში სხვადასხვა მონაკვეთებზე ერთმა და იგივე სატყუარამ არ იმუშავოს,ჭიათურიდან საჩხერემდე 16 კმ-ია,რა სატყუარაზეც ყვირილის ჭიათურის მონაკვეთში კარგად ვიჭერდი,იმ სატყუარაზე საჩხერის მონაკვეთზე არ მოდიოდა , ზოგგან ხავსზე კარგად მოდის რადგან იმ ახლო მონაკვეთში მიჩვეულია თევზი ხავსით კვებას,საჩხერეში იჭირებოდა ხავსზე,ჭიათურაში არა. ირაკლი ასე რომ სჯობს ადგილობრივ მეთევზეებს კითხო რა სატყუარას ხმარობენ,თუ არ დაგეხმარებიან,მაშინ ექსპერიმენტების ჩატარება მოგიწევს, რამოდენიმე სატყუარა წაიღე,და რომელზეც უფრო იაქტიურებს მასზე შეჩერდი.ხავსის და ჭიაყელის გარდა ყველი და ნაკადულის ჭია(მე ღორტავის მატლს ვეძახი)სადმე ქვიანი ადგილი ნახე,ამოატრიალე ქვები და მათზე იპოვი.ყველზე ტივტივაზე ჩაყოლებითაც კარგად იღებს ხრამული,მითუმეტეს თუ ხტის ესეიგი წყლის ზედა ფენაში მოძრაობს. ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted August 11, 2013 Report Share Posted August 11, 2013 ავთო მირზა pescatore ბიჭებო დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისათვის. მდინარეზე თევზაობაში არიფი ვარ, ძირითადად ტბებზე ვთევზაობ. ბორჯომში ვისვენებდი და მინდოდა რო მეხალისა. ეგ არაფერი თბილისშიც ვიხალისებ. სალაზე თუ იღებდა მტკვარში ნაღდად არ მეგონა, საინტერესო რამე მითხარი. ციტირება Link to post Share on other sites
GeoFisher 0 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 მტკვარზე რომელი სატყუარით ვითევზაო? ციტირება Link to post Share on other sites
GeoFisher 0 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 სატყუარებით ? ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 GeoFisher ამჯერად სმესით. ხავსიც შეიძლება თუ იცი ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 ბუზის მატლიც გადასარევად მუშაობს ამ პერიოდში მტკვარზე. ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 GeoFisher ამჯერად სმესით. ხავსიც შეიძლება თუ იცი სმესი რა არის? ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 ავთო ბუზის მატლზე ხრამული არ ჯდება(იშვიათად) არც მურწა, ბელაგლაზკა კიბატონო jino-93 ერთი დიდი კართოფილი მოხარშე მერე ხორცსაკუწში გაატარე პურის გულთან ერთად და დაუმატე ერთი პატარა კუსოკი მარგარინი ონა ან მსგავსი მოზილე და ეგაა, უნდა იყოს რბილი, შემდეგ 0.14-0.16 პავადოკი 0.2 ასნვნოიზე 3-იანი საყლაპავები და ეგაა წავიდა რიბალკაააააა ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 ავთო ბუზის მატლზე ხრამული არ ჯდება(იშვიათად) არც მურწა, ბელაგლაზკა კიბატონო jino-93 ერთი დიდი კართოფილი მოხარშე მერე ხორცსაკუწში გაატარე პურის გულთან ერთად და დაუმატე ერთი პატარა კუსოკი მარგარინი ონა ან მსგავსი მოზილე და ეგაა, უნდა იყოს რბილი, შემდეგ 0.14-0.16 პავადოკი 0.2 ასნვნოიზე 3-იანი საყლაპავები და ეგაა წავიდა რიბალკაააააა საინტერესოა გაიხარე მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 jino-93 ციტირება Link to post Share on other sites
ვასკა 0 Posted March 1, 2014 Report Share Posted March 1, 2014 მდინარე მტკვარზე ბინადრობს ბევრი თევზის სახეობები მათგან მრავლადაა ლურჯა,ნაფოტა (პლატიჩკა), წვერა. ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted March 1, 2014 Report Share Posted March 1, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 2, 2014 Report Share Posted March 2, 2014 მდინარე მტკვარზე ბინადრობს ბევრი თევზის სახეობები მათგან მრავლადაა ლურჯა,ნაფოტა (პლატიჩკა), წვერა. კარგი ხრამულია ! სად და რაზეა დაჭერილი ? ციტირება Link to post Share on other sites
ვასკა 0 Posted March 12, 2014 Report Share Posted March 12, 2014 ბორჯომში დავიჭირე წითელ ჭიაზე ციტირება Link to post Share on other sites
ვასკა 0 Posted March 12, 2014 Report Share Posted March 12, 2014 (edited) ბორჯომში ბევრი ხრამული ბინადრობს. ცოტა ზევითაც ახალციხის რეგიონშიც საკმაოდ მრავლადაა! Edited March 12, 2014 by თევზაობა ციტირება Link to post Share on other sites
ვასკა 0 Posted March 12, 2014 Report Share Posted March 12, 2014 (edited) ეხლა წყალია მოდიდებული თორემ შეიძლება თევზაობა. Edited March 12, 2014 by თევზაობა ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted July 21, 2014 Report Share Posted July 21, 2014 (edited) გამარჯობა ფორუმელებო. კეთილი იყოს ჩემი ნიკი უკვე ჩვენს ფორუმზე მოკლედ შაბათს გვიან ღამით მე და ჩემი მეგობარი წავედით ასპინძაში მეუღლეები უნდა წამოგვეყვანა ისვენებდნენ, შევამჩნიე რო სახლის უკან მტკვრის პატარა შენაკადს ტბორივით ქონდა გაკეთებული. კალაპოტი შეუცვლიათ მტკვრისთვის და ტბორი გაკეთებულა. გულმა არ მომითმინა დილით, ავაწყეთ ანკესები მე და ჩემმა მეგობარმა, პურის და მოხარშულ კარტოფილის სმესი გავაკეთეთ და ჩავედით სათევზაოდ.მეზობელმა თევი ბლომად არის მომრავლებულიო ხრამული და კარპიო უფრო. მოკლედ სმესზე ჩარტყმაც არ ყოფილა არადა თევზებს ვხედავდით ცხვირწინ დაცურავდნენ. დავიჭირეთ კალია და პირველივე ჩაგდებაზე ჩემმა მეგობარმა კარგი მოზრდილი ხრამული ამოაგდო მტკაველზე დიდი. დავუწყეთ კალიებს დევნა 1კალია გარანტირებული ხრამული იყო 1კალია = 1ხრამული. ეგრევე ანადგურებდნენ. დავიღალეთ კალიების დევნით და ნაკელის ჭია დავითრიეთ 12 საათამდე კლიოვი არ გაჩერებულა ჭიაზეც ზუსტად იგივე ამბავი იყო ჩავარდნას ვერ ვასწრებდით თევზი ნემსკავზე იყო წამოცმული. შედეგად 2 კაცი 50მდე ხრამული მტკაველის ხელა ძალიან ვისიამოვნეთ მოკლედ ესეთი ამბებია მაგრამ სხვა თევი არც გაკარებია არც დაგვინახავს Edited July 21, 2014 by bubamara ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 21, 2014 Report Share Posted July 21, 2014 bubamara გაიხარე! წარმატებულ თევზაობას გილოცავ. კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ამ ფორუმზე. ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted July 21, 2014 Report Share Posted July 21, 2014 bubamara გაიხარე! წარმატებულ თევზაობას გილოცავ. კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ამ ფორუმზე. მადლობა. სულ რაღაც 2 თვეა რაც გამიტაცა თევზაობამ და ვცდილობ გავერკვე ყველაფერში ყოფელ შაბათ კვირას დავდივარ სათევზაოდ, პირველად წალკაში ძალიან ბევრი დავიჭირეთ და იქ მოვიწამლე, იმის მერე უშედეგო გასვლები მქონდა, 5 ცალი მაქსიმუმ ყოველ გასვლაზე და უკან ვუშვებდი აი გუშინ კი ძალიან ვისიამოვნე. აღჭურვილობა ნათხოვარიმაქვს მინდა შევიძინო ნელნელა და როგორ ავირჩიო ანკესი და ა.შ იქნება გადამამისამართოთ რომელიმე თემაში და მომცენ რჩევები. მიტაცებს ფსკერული ძალიან და ფიდერის მონტაჯი ვიყიდე მაგრამ ჯერჯეობით შედეგი ზემოთ მოგახსენეთ :( გუშინ ტივტივით ვითევზავეთ უაზრობა იქნებოდა იქ მეთოდ ფიდერი თან ლაფიანი ფსკერი ქონდა ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 21, 2014 Report Share Posted July 21, 2014 (edited) მადლობა. სულ რაღაც 2 თვეა რაც გამიტაცა თევზაობამ და ვცდილობ გავერკვე ყველაფერში ყოფელ შაბათ კვირას დავდივარ სათევზაოდ, პირველად წალკაში ძალიან ბევრი დავიჭირეთ და იქ მოვიწამლე, იმის მერე უშედეგო გასვლები მქონდა, 5 ცალი მაქსიმუმ ყოველ გასვლაზე და უკან ვუშვებდი აი გუშინ კი ძალიან ვისიამოვნე. აღჭურვილობა ნათხოვარიმაქვს მინდა შევიძინო ნელნელა და როგორ ავირჩიო ანკესი და ა.შ იქნება გადამამისამართოთ რომელიმე თემაში და მომცენ რჩევები. მიტაცებს ფსკერული ძალიან და ფიდერის მონტაჯი ვიყიდე მაგრამ ჯერჯეობით შედეგი ზემოთ მოგახსენეთ :( გუშინ ტივტივით ვითევზავეთ უაზრობა იქნებოდა იქ მეთოდ ფიდერი თან ლაფიანი ფსკერი ქონდა ბოდიში თქვენი სახელი არ ვიცი. აი ფიდერით თევზაობის თემას გადახედე. შარშან ავთოს ჰქონდა ძალიან კარგი შედეგი ფიდერით შაორზე, ბლომად იჭირა კარგი ხრამულები და კობრი. აქ ნახავ http://club-monadire.ge/index.php?showtopic=104&st=180 საწყისი გვერდიდანაც გადაიკითხე ეგ თემა და აღჭურვილობაშიც გაერკვევი. ასევე ჩვენს არმენს (pescatore)აქვს ძალიან კარგიშედეგები ფიდერით წვერას და სხვა თევზის ჭერაში. იტალიაში მდინარე პო-ზე. თევზაობის სხვა მეთოდებსაც გადახედე აქ http://club-monadire.ge/index.php?showforum=44 პატივისცემით, დათო მორალიშვილი Edited July 21, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted July 21, 2014 Report Share Posted July 21, 2014 მადლობა ბატონო დავით გაიხარეთ. შოთა მქვია. გადავხედავ აუცილებლად სამწუხაროდ ვიდეოებს არ მიხსნის დაბლოკილი საიტები სამსახურის კომპიუტერზე და სახლში გადავხდედავ ვიდეოებსაც. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.