Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობის სეზონი 2021-2022


Recommended Posts

ნადირობის სეზონი 2021 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება

ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  ბრძანების (N95 27/12/2013წ.) შესაბამისად,  2021 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. 

 

პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია:

 

ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი); 

 

გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით; 

 

ასევე ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 


ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე (ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა დაცვით), გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში. 

 

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ  მთელი საქართველოს მასშტაბით. 

მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. 

          
ვრცლად, ნადირობისას აკრძალული ქმედებები, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ ქვევით: 


ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში (სამონადირეო მეურნეობებში). 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.


ნადირობა აკრძალულია:

საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში;
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე; 

 

აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

 

ნადირობის აკრძალული მეთოდები:

 

აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას:

მცენარეული საფარის დაწვა; 

 

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; 
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; 

 

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; 

 

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; 

 

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში. 


ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით 

 

 

ლათინური დასახელება / ქართული დასახელება / ვადები / გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები 

 

 

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა

 

1. Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი

 

2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

 

3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი

 

4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი

 

5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი

 

6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირამ (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

 

7. Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი

 

8. Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

 

9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი

 

10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი

 

11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი

 

12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

 

1. Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი

 

2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი

 

3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 3 ცალი

 

4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 5 ცალი

 

5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 2 ცალი

 

6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა

 

(განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი

 

7. Fulica atra მელოტა 10.09 – 31.12 5 ცალი

 

8. Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი

 

9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 3 ცალი

 

10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი

 

11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 31.12 2 ცალი

 

12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 3 ცალი

 

 

სხვა ფრინველები

 

 

1. Scolopax rusticola ტყის ქათამი 01.10 – 01.03 5 ცალი

 

2. Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

 

3. Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი

 

4. Columba palumbus ქედანი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

 

5. Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

 

6. Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

 

7. Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

 

8 Crex crex ღალღა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

 

9. Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

 

 

განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _  ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო, შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი),  სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

 

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები იხილეთ დანართში

დაწყება 06.08.2021
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...
On 9/9/2021 at 6:48 PM, BROWNING said:

ავთო რა ქენი, ლეკვმა როგორ იმუშავა?

კმაყოფილი ვარ ვახო. პირველ გაყვანაზე რასაც არ მოველოდი ისეთი რამეები გამოავლინა. 15 ავიღე მის მიერ დამუშავებული. ძალიან ბევრი ნახა მარა სულ პატარები იყო და არ ვესროდი. თავაწეული ნაბულები აკეთა.მემგონი კაი გოგო დადგება.

Link to post
Share on other sites
On 22/09/2021 at 3:10 AM, avto said:

კმაყოფილი ვარ ვახო. პირველ გაყვანაზე რასაც არ მოველოდი ისეთი რამეები გამოავლინა. 15 ავიღე მის მიერ დამუშავებული. ძალიან ბევრი ნახა მარა სულ პატარები იყო და არ ვესროდი. თავაწეული ნაბულები აკეთა.მემგონი კაი გოგო დადგება.

გიორგის ლეკვი უბერავს?

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

2021 ის ბოლო ნადირობა ორ საგეშთან ერთად. ვნახეთ ძალიან ბევრი ქათამი ასე 20 ცალამდე .თუმცა რადგან ნუცასთვის პირველი გასვლა იყო მხოლოდ 2 ნაბული გააკეთა. დანარჩენი აფერთხა შორს ან მიუდგომელ ადგილებზე. ვეცდებით შემდეგ გასვლაზე დავხვეწოთ ვალდშნეპზე ნადირობა.

 

267875767_1118265155669130_1946354441160058478_n.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
On 1/15/2022 at 10:34 PM, BROWNING said:

მიხარია, კიდევ ვიღაც მაინც ნადირობს ამ ფორუმზე :)

ვნადირობ კიიიი, თუ ამას ნადირობა ქვია.

მწყერს და ქათამს შედარებით არაუშავს(სეზონზე 240 ცალი მწყერი და  25 ცალი ქათამი ავიღე), ხოლო იხვს რაც შეეხება_ დაახლოებით 20 ჯერ ვიქნები გასული სანადიროდ სუფსაში და 2 ცალი  პატარა იხვი მყავს აღებული.

ამას ქვია ნადირობა?

მრცხვენია...

Link to post
Share on other sites

წელს მწყერი ნამდვილად კარგი რაოდენობით იყო გურიაში. 2 ჯერ თუ 3 ჯერ ავიღე ლიმიტი. ჩემი ძაღლის ლეკვმა დაახლოებით 300 ცალი მწყერი ნახა. მანოკების პრობლემა პრობლემად რჩება. უკვე მოურიდებლად, ცენტრალური ავტომაგისტრალის განაპირადაც წავაწყდი რამოდენიმეჯერ. არც მიკვირს, ალბათ 4 წელი იქნება, ნადირობის დროს საქართველოს მაშტაბით არსად აღარ შემხვედრია გარემოსდამცველი, რომელიც ელემენტრაულად საბუთებს შეამოწმებდა...

ესეც მცირე ვიდეო ეპიზოდი ამ სეზონის ნადირობიდანhttps://youtu.be/aXkd51_dJVU

 

Edited by 4X4
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ასე დავხურეთ სეზონი მე კობამ ნიკამ და ზურამ. მე ვერ მოვიწონებ თავს წლევანდელი სეზონით თუმცა ბიჭებმა კარგად ინადირეს და შედეგებიც შვენიერი ქონდათ განსაკუთრებით ამ უიხვობის დროს.

 

274716728_1174589089742425_3107255359414597416_n (1).jpg

273895127_331230478780355_73626474057217454_n.jpg

Edited by avto
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...