ebaneba 3 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 ყვირილა მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს რაჭის ქედზე, ძირულას შესართავამდე ხეობაში მიედინება, შემდეგ — დაბლობზე. მდინარის სიგრძე 140 კმ-ია, აუზის ფართობი 3630 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 61 კუბ.მ/წმ ზესტაფონთან, 90 კუბ.მ/წმ — შესართავთან. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლებით. ყვირილის აუზში მდებარეობს ჭიათურის მანგანუმის საბადოები. მის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები — საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted November 21, 2013 Report Share Posted November 21, 2013 ყვირილის სათავე,ერწოს ტბის მიდამოებში განთქმული იყო ყოველთვის კალმახის სიუხვით მაგრამ დღეს დღეობით იქ ვინღა მიგიშვებს..... ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 11, 2015 Report Share Posted January 11, 2015 რადგან და ვინაიდან ყვირილაზე მოთევზავე ხალხმა საკმაოდ მოვიყარეთ თავი, მგონია სჯობს აქ დაგვეპოსტა ჩვენი ყვირილაზე თევზაობის შესახებ ციტირება Link to post Share on other sites
დათიკო 0 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 (edited) წინააზიური გველანა - (ლათ. Cobitis taenis) (რუს. Шиповка) სხეული წაგრძელებულია, გვერდებიდან შეტყლეჟილი, დაფარული წვრილი ქერცლით. თავი უქერცლია. აქვს სამი წყვილი ულვაში, ერთი წყვილი პირის კუთხეებში, ორი წყვილი დინგის ბოლოზეა. თვალის ქვემო კუთხეში ორკაპი ქიცვია, ზოგჯერ კანში შემალული. კუდის ფარფლი მომრგვალებულია, მის ფუძესთან შუაშიგაწყვეტილი მუქი ზოლია. ურგისა და ანალური ფარფლების უკან მეტ-ნაკლებად განვითარებული კანოვანი ქედია. სხეულის გვერდზე 10-15 მუქი ლაქაა, რომელთა ზევით მრავალი წინწკლია. ზურგზე აქვს ფართო განივი ლაქები. სხეულის მუქ ნაცრისფერ ფონზე ოქროს ელფერი გადაკრავს. სიგრძე 138 მმ-მდე, წონა 4 გ-მდე. გავრცელება: გველანა საქართველოს წყლების პრაქტიკულად შეუსწავლელი თევზია. იგი ბინადრობს როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოს სუფთა გამდინარე წყალსატევებში. იკვებება გველანა წვრილი უხერხემლოებით. საქართველოში ბინადობს მდინარეებში:მტკვარი, ალაზანი,ყვირილა, იორი და მათ შენაკადებში. გვხვდება ჯანდარის ტბაში, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში, მდ. დუნიაში, დონში და ეგეოსის სჭვაში ჩამავალ მდინარეებში. გველანას ერთი საინტერესო თვისება აქვს, მას შეუძლია ნაწლავის კედლებით ჟანგბადის შეთვისება. ამ მიზეზის გამო იგი ძალიან გამძლეა და უწყლოთაც დიდი ხანი ცოცხლობს. გველანაზე არავინ თევზაობს, მას საჭმელადაც არ იყენებენ. ერთადერთი მისი გამოყენებაა ცოცხალ სატყუარად მტაცებელზე თევზაობისას. Edited January 12, 2015 by ყვირილა 4ever ციტირება Link to post Share on other sites
დათიკო 0 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 http://t3.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcSdyfbgDng9QW0gnprBE0TdGQhEvjPNH1e6cRcC2Bv-Z0u5NdD4 ციტირება Link to post Share on other sites
დათიკო 0 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 თაღლითა(თეთრულა,Укле́йка,Alburnus) თაღლითა კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, სირიაში და ჩრდილოეთ ირანში. საქართველოში გვხვდება ორი სახის მტკვრის თაღლითა და თეთრულა. სამეფო : ცხოველები ტიპი : ქორდიანები რიგი : კობრისნაირები ოჯახი : კობრისებრთა სახეობა : თაღლითა აღწერილობა : ზურგი მუქი აქვს ნაცრისფერ-ლურჯი მწვანე ზოლებით,მუცლის და გვერდის ნაწილები ვერცხლისფერი, კუდიც მუქი აქვს მუცლის ფარფლები კი მოყვითალო. აღწევს 20 სმ, საშუალოდ 12-15სმ ,ყველაზე დიდი 25 სმ. წონა 60 გრ, ყველაზე მეტი 80-100გრ. კონკრეტულად ბინდარობს : აზოვის ზღვაში, ბალტიის, შავი ზღვის, მდინარის ჩრდილოეთით კასპიის ზღვის სანაპიროებზე. ბინადრობს მდინარეებში და ტბებში : წყლის ზედა ფენებში,იკვებება პატარა მწერებით, მცენარეებით და პლანქტონებით. განსაკუთრებული კომერციული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გამოიყენება სატყუარად სხვა უფრო დიდი მტაცებელი თევზების დასაჭერად. ბინადრობს საქართველოს თითქმის ყველა მდინარის შუა და ქვემო დინებაში, ტბებსა და წყალსაცავებში. ციტირება Link to post Share on other sites
დათიკო 0 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 (edited) წვერა, (ლათ. Barbus barbus), კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ევროპაში ხშირად მირონს (მარენას) უწოდებენ, ასევე ჩვეულებრივ წვერას, ბარბს და ა.შ. გააჩნია ასევე მრავალი ქვესახეობა. წვერა ძირითადად მტკნარ წყალში ბინადრობს და მეტად მგრძობიარეა როგორც მისი დაბინძურების, ისე ტემპერატურის მიმართ. მსოფლოს ბევრ რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე იმყოფება. ამის თავიდან ასაცილებლად წვერა რამდენიმე სახელმწიფოს წითელ წიგნშია შეტანილი. ზოგადად კი (ჩვეულებრივი) წვერა თითქმის მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული — კანადის ტბებით დაწყებული ჩინეთით დამთავრებული. ზოგადი დახასიათება წვერა მდინარის ტიპიური ბინადარია. უყვარს ხრეშიანი, თანაც ლოდიანი ფსკერი კალაპოტის შუაგულში, სადაც დინება სწრაფია, სიღრმე კი 3 მეტრს აღწევს. ძალიან იშვიათად გვხვდება მდგარ წყალში და მდინარეების ნაპირებზე. ზრდასრული წვერა ძირითადად მარტო გადაადგილდება. ზოგჯერთ შემთხვევაში ის პატარა ჯგუფებს აფარებს თავს. წვერას არსებობისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 15-22 გრადუსია. წვერა ერთობ ძლიერი და მოუხელთებელი თევზია. გააჩნია საკმაოდ შეზნექილი და მაღალი სხეული. აქვს ძლიერი კბილები, რომელთაგან უკანა (საღეჭი) სამ რიგად არის განლაგებული. ზურგის ფარფლის უკანა ნაწილი გამსხვილებულია და კბილანებით ბოლოვდება. ეს სახეობა გამობერელი ტუჩებითაც ხასიათსება, რომლთაგან ქვედა სამ სექციად იყოფა. შუბლი ოდნავ გამოწეულია. სხეულის შეფერილობა ღია ვერცხლისფერია და წვრილი, მუქი რუხი წინწკლებით არის დახუნძლული; ზურგისკენ ფერი მუქდება და მომწვანო ტონებში გადადის. წვერა საკმაოდ მალე იზრდება და თავის სტანდარტულ 60 სანტიმეტრს და 3 კილოგრამს რამდენიმე წელიწადში აღწევს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ სახეობის სიგრძე 90 სანტიმეტრს უტოლდება, წონა კი 10 კილოგრამს აჭარბებს, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია. სქესობრივ სიმწიფეს მდედრები 5-8 წელიწადში აღწევენ, მამრები კი 4-5-ში, ამ დროს მათი ზომა, როგორც მინიმუმ 30 სანტიმეტრია. აქედან გამომდინარე, მდედრებს ზრდისთვის მეტი დრო აქვთ და შესაბამისად, უფრო მსხვილები არიან. წვერების ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 15 წელია, თუმცა ზოგიერთი მათგანი 25 წლამდეც აღწევს. ქვირითობა ქვირითობისთვის სასურველი ტემპერატურის დადგომისთანავე წვერა მდინარის დინებას მიუყვება მისი სათავისკენ. ეს პერიოდი მაის-ივნისით განისაზღვრება და მდინარის ხრეშიან (ან ლოდიან) ფსკერზე მიმდინარეობს, როდესაც წყლის ტემპერატურა 15 გრადუსს აღემატება. ქვირითობის თითოეული ჯგუფი დაახლოებით 20 მამრისა და ერთი მდედრისგან შედგება. ეს უკანასკნელი თავის პარტნიორისგან სხეულის დიდი ზომით გამოირჩევა. უშუალოდ ჯგუფური ქვირითობა კი შემდეგნაირად მიმდინარეობს — რამდენიმე მამრი ერთდოულად ეხახუნება მდედრს და გარკვეული რაოდენობით განმაყოფიერებელ სითხეს გამოყოფს. მდედრების ნაყოფიერება საკამოდ მაღალია — 15-დან 100 ათასამდე ქვირითის მარვალი. ქვირითი წებოვანია და ქვების, ანაც ჩაძირული ხეების ზედაპირზე იდება თხელ ფენად. ტემპერატურისდა მიხედვით მისი განვითარება 8-14 დღეში ხდება. წვერას ქვირითი შხამიანია, განსაკუთრებით უშუალოდ ქვირითობის წინ. ეს თვისება ევოლუციურმა განვითარებამ განაპირობა, როდესაც წვერას ქვირითი სხვა თევზების ხელყოფისგან უნდა ყოფილიყო დაცული. საკმაოდ ხშირია წვერას ხიზილალით მოწამლვის შემთხვევები. საქართველოში არსებული წვერას ჯიშებია:- მტკვრის წვერა ძირითადად მდინარე მტკვარსა და მისი მარჯვენა შენაკადების ქვედა წელში არის გავრცელებული( ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ბორჯომის,ფოცხოვის, ახალქალაქის წყლები, იორი, ალაზანი. მცირეა ტბებში და წყალსაცავებში. ჯანდარის, ფარავნის და საღამოს ტბებში. ხრამის, სიონის და თბილისის წყალსაცავებში). და კოლხური წვერა მდინარე რიონსა და მისი შენაკადების უმეტესობაში გვხვდება (ჭოროხი,ყვირილა,ჩოლოქი, კინტრიში, სუფსა, ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი, ფსოუ და მათი შენაკადები. ამტყელის ტბა, ტყიბულისა და ლაჯანურის წყალსაცავები.). წვერა ანკესით თევზაობისათვის საინტერესო ობიექტია. სატყუარას აღებას იწყებს მაისის ბოლოდან. ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისი მასზე თევზაობის საუკეთესო დროა. თევზაობა წყდება როგორც კი პირველი ყინვა დაკრავს. იკვებება ძირითადად გამთენიისას და ღამე. ზამთარში აღარ იკვებება და გამოსაზამთრებლად წვება ღრმა ორმოებში. წვერასათვის საუკეთესო სატყუარას წარმოადგენს ჭიაყელა, რომელიც ანკესის წვერზე ოდნავ გადმოკიდებულია, ასევე კარგად იღებს მწერების მატლებს, ყველს, ცხოველის ან ფრინველის ღვიძლსა და ფილტვის ნაჭრებს, სოსისისა და მოხარშული ძეხვის ნაჭრებს. კარგ სატყუარას წარმოადგენს შავი ტარაკანი. მასზე სათევზაოდ ძირითადად გამოიყენება ფსკერულა ანკესი, როგორც მძიმე ფსკერულა ასევე მსუბუქი. Edited January 12, 2015 by ყვირილა 4ever ციტირება Link to post Share on other sites
დათიკო 0 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 ახლლა თქვენ დადეთ ყვირილის თევზების ინფორმაციები ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 ყვირილა 4ever ყვირილას თევზი და დინოზავრების ისტორია ინფორმაცია თითქმის ემთხვევა უბრალოდ გაქრობის მიზეზია სხვადასხვა :d030: დაანებეთ თავი სულ 3 ცალიღა იქნება თევზი დარჩენილი რიონზე წადი სათევზაოთ და წვერა დაიჭირე :D ციტირება Link to post Share on other sites
დათიკო 0 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 (edited) ყვირილა 4ever ყვირილას თევზი და დინოზავრების ისტორია ინფორმაცია თითქმის ემთხვევა უბრალოდ გაქრობის მიზეზია სხვადასხვა :d030: დაანებეთ თავი სულ 3 ცალიღა იქნება თევზი დარჩენილი რიონზე წადი სათევზაოთ და წვერა დაიჭირე :D კი მინდა მარა რავქნა ზაფხულამდე ვერ წავალ.მარა მერე ვიღა წაგიყვანს :( ისე ჰალანდიურ ყველს ზესტაფონში ვიშოვი? Edited January 12, 2015 by ყვირილა 4ever ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 ყვირილა 4ever კარგია! მხოლოდ აუცილებელია წყარო მიუთითე საიდანაც გაქვს აღებული ინფორმაცია, აუცილებელია ეს. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 ისე ჰალანდიურ ყველს ზესტაფონში ვიშოვი? გალანდსკი ყველი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 დიდი თხოვნაა თემას ნუ გავაოფებთ.თუ რამის დაწერა გვინდა ამ თემის მიხედვით დავწეროთ... ძალიან ბევრი ინფო მაქვს დადებული ყვირილაზე თევზაობის სხვადასხვა თემებში და მინდა აქ მოუყარო თავი,დამერწმუნეთ ყვრილილა ძალიან პერსპექტიული მდინარე არის ერთი და ყველაზე დიდი პრობლემის დაგაწყვეტის შემთხვევაში,და ეს პრობლემა მარგანეცის ნარეცხის პირდაპირ მდინარეში ჩადინება გახლავთ. ყვირილა საკმაოდ მდიდარი მდინარე არის თევზის ნაირსახეობით და სიუხვით მიუხედავად იმისა რომ ამ მდინარეში თევზაობა საკმაოდ რთული არის.რთული იმიტომ რომ სათევზაოდ მისასვლელი ძალიან ცოტა ადგილები აქვს,სწორედ ეს გახლავთ ყვირიაზე თევზის შენარჩუნების ძირიღთადი ფაქტორი ვინაიდან ბრაკონიერები ყველგან ვერ ახერხებენ თევზის განადგურებას. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 (edited) ყვირილაზე თევზაობა ძალიან რთული კიდევ იმით არის რომ საჩხერე-ჭიათურის მონაკვეთის დარკვეთის მიდამოებიდან ბევრი მარგანეცის და ქვიშის სამრეცხაოები არის განლაგებული და ეს მდინარე ამ ადგილიდან დაწყებული დღეში რამოდენიმეჯერ ინღვრევა მარგანეცის თუ ქვიშის ნარეცხით და ეს ცვალებადობა თევზაობას შეუძლებელს ხდის. ძალიან ბევრი იქნა ნალაპარაკევი ჩვენი ძველი თუ ახალი მთავრობის მიერ ამ მდინარის გასუფთავებასთან დაკავშირებით,მაგრამ არცერთი ნაბიჯი არ იქნა გადადგმული ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კარგად მახსოვს 90-ი წლების უდენობის პირობებში ყვირილა კამკამა მოედინებოდა,და თევზაობაც ძალზედ საინტერესო და სახალისო იყო ზურა (salamandra)დამერწმუნება,მითუმეტეს რომ მაშინ ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდით თევზაობის შესახებ.ყველა იცნობს ყვირილას შავს და ჭუჭყიანს,მე კი მას მხოლოდ სუფთას და კამკამას წარმოვიდგენ და ვიცნობ და დარწმუნებული ვარ რომ სულ მალე ეს ასე იქნება. Edited January 12, 2015 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 12, 2015 Report Share Posted January 12, 2015 (edited) ყვირილას ყავს საკმაოდ დიდი თევზის ნაირსახეობა,ესენი არიან:წვერა,ხრამული,ქაშაპი,ტობი,ღორჯო,ნაფოტა,ზემო დინებაში კალმახი და იშვიათად მაგრამ ყოფილა შემთხვევა კარჩხანა დაეჭიროთ.ვერ ვიტყვი ჭიათურა-ზესტაფონის მთელ მონაკვეთზე,მაგრამ საჩხერის სოფელ სავანიდან ჭიათურის სოფელ მორძგვეთამდე ყველგან იჭირება ეს სახეობები.საჩხეისკენ ტობი სჭარბობს,ჭიათურისკენ ხრამული უფრო მეტია და წვერას ჭიათურაში და მის დაბლა დინებაში უფრო დაიჭერ.მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ყვირილაზე თევზაობას ძალიან ბევრი დაკვირვება და შესწავლა არის საჭირო(ცოტა იმაზე მეტი ვიდრე ყველგან) Edited January 12, 2015 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 13, 2015 Report Share Posted January 13, 2015 წინააზიური გველანა - (ლათ. Cobitis taenis) (რუს. Шиповка) გველანაზე არავინ თევზაობს, მას საჭმელადაც არ იყენებენ. ერთადერთი მისი გამოყენებაა ცოცხალ სატყუარად მტაცებელზე თევზაობისას. ეს გველანა არ არის, სხვანაირია. საჭმელად კი ერთერთი უგემრიელესი თევზია ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 13, 2015 Report Share Posted January 13, 2015 ქევხო დასტურ. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 13, 2015 Report Share Posted January 13, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 13, 2015 Report Share Posted January 13, 2015 (edited) Edited January 13, 2015 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 13, 2015 Report Share Posted January 13, 2015 (edited) ბოლო სურათში რომ მანქანა არის,ამ მანქანას ხშირად ნახავთ ყვირილის საჩხერე-ჭიათურის მონაკვეთზე... Edited January 13, 2015 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted January 14, 2015 Report Share Posted January 14, 2015 ბოლოს წინა სურათი რომაა მაგ "ფენომენს" ვერ დავუმუღამე ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 20, 2015 Report Share Posted January 20, 2015 კარგი იდეაა ..ამ ზაფხულს ალბათ ჩავალ ყვირილაზე რამდენიმე კვირით სათევზაოდ და შევმატებ ფოტო და ვიდეომასალებს... კარგი ვიდეოები გაქვთ დადებული ელჩი და peskatore ეეჰ საქართველოში როდის დადგება ისეთი დრო რომ მასეთი ზომის თევზები მოვინადიროთ სულ მალე იქნება ჩვენთანაც დიდი თევზები,ხომ იყო ადრე,მომავალშიც იქნება,რაც უფრო მეტი წესიერი მეთევზე და მონადირე იქნება მით უვრო გამრავლდება თევზი,ასე რომ ამ კუთხით უნდა ვიმუშავოთ...ზოგისთვის გაუგებარი არის ეს,მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ეს ასე არის. ძალიან დიდი სურვილი მაქვს,შეიძლება ითქვას ოცნება რომ ყვირილაში ცისარტყელა კალმახი გავუშვა,იდეალური მდინარე არის ამ სახეობისთვის,მითუმეტეს რომ ზედა დინებებში და სხვადასხვა შენაკადებში არის ღელის კალმახი და ბალანსი სხვა სახეობებთან დიდად არ დაირღვევა ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 20, 2015 Report Share Posted February 20, 2015 Armen kidev is gamogrcha rom ert erti mnishvnelovani problema kanalizaciebis pirdapiri chadinebaa mdinareshi.sachxeridan dackili pirdapir midurdulobs kvelaferi sibinzure kvirilashi ....... ციტირება Link to post Share on other sites
giorgi133 0 Posted February 20, 2015 Report Share Posted February 20, 2015 საჩხერეს ნუღა გარევთ მთელ საქართველოში არაა მასეთი ფილტრები კანალიზაციაზე ეხლა გაუკეთებიათ როგორც მითხრეს ევროსტანდარტის დონის ფილტრებია დაყენებული ფაქტიურად დალევ უკვე ყვირილას წყალს კარგი იქნებოდა ყველაგან დაეყენებინათ ეგეთი დონის ფილტრები მთელი საქართველოს მდინარეებზე .ასე რომ ეგ პრობლემა აღმოფხვრილია საჩხერეში ...ადრე მახსოვს განსაკუთრებით საღამოობით ნაგავსაც ყრიდნენ მდინარეში და ვერ გაჩერდებოდი ისეთი სიბინძურე იყო ...ვნახავ ამ ზაფხულს წავუთევზავებ რამდენიმე დღით... ციტირება Link to post Share on other sites
thor 0 Posted April 6, 2016 Report Share Posted April 6, 2016 შაბათ კვირას ვაპირებ ყვირილაში თევზაობას, ვინმეს ხო არ გაქვთ სპინინგით თევზაობის გამოცდილება საჩხერე ჭიათურის ტერიტორიაზე ერთი ორი ადგილი რო მიმითითოთ? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.