kopala72 67 Posted August 5, 2022 Report Share Posted August 5, 2022 ნადირობის სეზონი 2022 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება ნადირობის სეზონი 2022 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველი ვალდებულია: • ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი); • გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით; • ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. ვრცლად ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის, იხილეთ: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34043?fbclid=IwAR1-SnQQJuBBwlJ4o-Z6XXgWpiP84tIdD-GWctAj7DQWAGTbKngR8j_fDr0 ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted August 5, 2022 Author Report Share Posted August 5, 2022 განცხადებები ნადირობის სეზონი 2022 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013წ.) შესაბამისად, 2022 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია: • ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი); • გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით; • ასევე ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე (ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა დაცვით), გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. ვრცლად, ნადირობისას აკრძალული ქმედებები, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ ქვევით: ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში (სამონადირეო მეურნეობებში). გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც. ნადირობა აკრძალულია: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე; აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი. ნადირობის აკრძალული მეთოდები: აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას: მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით № ლათინური დასახელება / ქართული დასახელება / ვადები / გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა 1. Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი 4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი 6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირამ (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 7. Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი 8. Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი 12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე 1. Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი 2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი 3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 3 ცალი 4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 5 ცალი 5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 2 ცალი 6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი 7. Fulica atra მელოტა 10.09 – 31.12 5 ცალი 8. Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი 9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 3 ცალი 10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი 11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 31.12 2 ცალი 12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 3 ცალი სხვა ფრინველები 1. Scolopax rusticola ტყის ქათამი 01.10 – 01.03 5 ცალი 2. Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 3. Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი 4. Columba palumbus ქედანი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 5. Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 6. Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 7. Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 8 Crex crex ღალღა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 9. Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო, შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ. ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები იხილეთ დანართში დაწყება 02.08.2022 ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები ნახვა ჩამოტვირთვა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 8, 2022 Report Share Posted August 8, 2022 ვემზადებით.... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 8, 2022 Report Share Posted August 8, 2022 პირადად მე მზად ვარ 2022 წლის 1 მარტიდან ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 26, 2022 Report Share Posted August 26, 2022 ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ახალი სანადირო სეზონის გახსნას! მშვიდობიანი, ხვავრიელი და დადებითი ემოციებით დატვირთული ყოფილიყოს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 27, 2022 Report Share Posted August 27, 2022 გილოცავთ! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 25, 2022 Report Share Posted September 25, 2022 (edited) ხარისხისათვის ბოდიში(საშინელი წვიმა იყო) Edited September 25, 2022 by Gurulo 2 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 26, 2022 Report Share Posted September 26, 2022 ყოჩაღ გელა, წამოვიდა დასავლეთში ხომ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 26, 2022 Report Share Posted September 26, 2022 (edited) 5 hours ago, BROWNING said: ყოჩაღ გელა, წამოვიდა დასავლეთში ხომ? წამოვიდა, წამოვიდა! ეს დღეებია 20-20 ცალი გარანტირებულია. პ.ს. შენი ნაჩუქარი ქუდი თუ იცანი?! Edited September 26, 2022 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 29, 2022 Report Share Posted September 29, 2022 მწყერის სეზონია გაქანებული... არის ნადირობა და ჟრიამული, მარა არავინ არ დებთ სურათებს და მეც არ დავდებ. რა აზრი აქვს მარტო ჩემი ნანადირევით გავავსო აქაურობა... თქვით ვინცხამ რაცხა ძამა!!! ციტირება Link to post Share on other sites
4X4 4 Posted October 12, 2022 Report Share Posted October 12, 2022 On 9/29/2022 at 4:57 PM, Gurulo said: მწყერის სეზონია გაქანებული... არის ნადირობა და ჟრიამული, მარა არავინ არ დებთ სურათებს და მეც არ დავდებ. რა აზრი აქვს მარტო ჩემი ნანადირევით გავავსო აქაურობა... თქვით ვინცხამ რაცხა ძამა!!! ა-ბატონო! 1 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 13, 2022 Report Share Posted October 13, 2022 Just now, 4X4 said: ა-ბატონო! მშვენიერი! ციტირება Link to post Share on other sites
4X4 4 Posted October 14, 2022 Report Share Posted October 14, 2022 დღეს ძალიან კარგი ნადირობა გამოგვივიდა. მანოკის ხმა არსად ისმოდა. ფრინველი გაშლილი იყო და ნაბულზეც კარგად უჩერდებოდა ძაღლს. 12 მონადირებული მწყერი და შეიძლება ითქვას, რომ ამით დასრულდა მწყერი 2022 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 14, 2022 Report Share Posted October 14, 2022 რა კარგი შედეგია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 14, 2022 Report Share Posted October 14, 2022 ესეც მალხაზის შედეგი. წალკა. nadiroba.jfif 1 ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted February 14, 2023 Author Report Share Posted February 14, 2023 2022-2023 წლის ნადირობის სეზონი ტრადიციისამებრ წალკაში გავხსენით,მართალია მოგვიანებით ვდებ რეპორტს,მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია?🥰, ჩვეულებისამებრ შევიკრიბეთ პარასკევს,ჩავალაგეთ ბარგი მანქანებში,და გავუყევით წალკის გზას,დავბანაკდით,და მოვემზადეთ წინა სასეზონო ღონისძიებისთვის(უმაგისოდ არ გამოდის 😉),ვინ ცეცხლი დაანთო,ვინ სამწვადე შამფურებზე ააგო,ვინ სუფრას აწყობდა,მოვრჩით სამზადისს, მოსაღამოვდა და გახურდა ქეიფი. თან მომავალი მონადირეებიც გვახლდნენ,მეგობრის შვილები,ერთერთი იუბილარიც იყო თან და სიურპრიზიც მოვუწყეთ. მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავი საღამო იყო. 5.mp4 6.mp4 7.mp4 1 ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted February 14, 2023 Author Report Share Posted February 14, 2023 (edited) ამ სანადირო სეზონზე შეიძლება ითქვას თითქმის არ მქონია გასვლები(გარკვეული მიზეზების გამო),თუ არ ჩავთვლით გახსნას და ოქტომბრის ბოლოს გასვლას სამხრეთით,თრიალეთის ქედზე,გუჯარეთისკენ. მართალია სანადირო ობიექტი ბევრი არაფერი შეგვხვედრია,მაგრამ ბუნება იყო ულამაზესი. Edited February 14, 2023 by kopala72 1 ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted February 16, 2023 Author Report Share Posted February 16, 2023 ესეც ერთი მორიგი გასეირნება სართიჭალაში,საღამოს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 23, 2023 Report Share Posted February 23, 2023 კარგად გინადირია სოსო. ციტირება Link to post Share on other sites
4X4 4 Posted April 12, 2023 Report Share Posted April 12, 2023 ამ წლის ვიდეობი. ციტირება Link to post Share on other sites
4X4 4 Posted April 12, 2023 Report Share Posted April 12, 2023 ციტირება Link to post Share on other sites
4X4 4 Posted April 12, 2023 Report Share Posted April 12, 2023 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.