Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობის სეზონი 2023-2024


Recommended Posts

  • 5 weeks later...

ლომებს სიცოცხლე!

როგორ ხართ ბიჭებო?

 მძიმე დღეები უდგას საქართველოს. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ყველა დაღუპულს.

 

რაც შეეხება თემას სანადირო მოსაკრებლის შესახებ: ბანკში რორორც კი მოსაკრებლის გადახდას მოინდომებთ, ნაცვლად წინა წლებში აპრობირებული 11 ლარისა, გადაგახდევინებენ 14 ლარს ანუ 10ლარი მოსაკრებელი და 4 ლარი მომსახურების. ბანკებმა ბიუჯეტის მცირე შენატანების მიმართ "ახალი" ტარიფები გაჩარხეს...

ამიტომ გადაიხადეთ მობილბანკის დახმარებით( ჩვენმა სოსომ დამარიგა ჭკუა), გადასახადი კვლავ 11 ლარია.

 

ერთ კვირაში გადახდა აისახება სადაც საჭიროა და არც ქვითრის ტარება დაგჭირდებათ სანადიროდ.

 

გისურვებთ მშვიდობიან და წარმატებულ სეზონს.

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით,

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნის ვადები.

 

ნადირობის სეზონი 2023 წლის აგვისტოს მესამე შაბათს გაიხსნება

ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  ბრძანების (N95 27/12/2013 წ.) შესაბამისად, 2023 წლის 19 აგვისტოს გაიხსნება.

 

ნადირობის სეზონზე დაშვებული იქნება ნადირობა შემდეგი სახეობის გადამფრენ ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო/გვიძინი, საყელოიანი გვრიტი, ღალღა, ჩიბუხელა/გარშნეპი. უნდა აღინიშნოს, რომ  განსხვავებულია ამ სახეობებზე ნადირობის ვადა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, კერძოდ:

 

 
ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ზემოაღნიშნულ ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონი დაიწყება აგვისტოს მეოთხე შაბათს - 26 აგვისტოს;

საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამავე სახეობების ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონის დაიწყება  აგვისტოს მესამე  შაბათს - 19 აგვისტოს.

 

ფრინველთა პოპულაციების დაცვის მიზნით, ცვლილებები შევიდა სანადიროდ დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ჩამონათვალში, კერძოდ: ნადირობის ობიექტთა ნუსხიდან ამოღებულია წითელთავა ყვინთია (Aythya ferina), ხოლო ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) ნაცვლად ნადირობის ობიექტად განისაზღვრა საყელოიანი გვრიტი (Streptopelia decaocto). 

 

ნადირობა აკრძალულია: 

 

საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე; ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე.

 

ყველა სხვა იარაღით, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი. 

 

ნადირობა შესაძლებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

 

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

 

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები იხილეთ დანართში

 

 

დაწყება 12.08.2023

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები

ნახვა ჩამოტვირთვა

 

 

დანართი 1

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით

ლათინური დასახელება

ქართული დასახელება

ვადები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და

დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა

1

Anser anser

რუხი ბატი

01.11 – 01.03

5 ცალი

2

Mareca strepera (Anas strepera)

რუხი იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

3

Anas crecca

ჭიკვარა (სტვენია იხვი)

01.11 – 01.03

5 ცალი

4

Anas platyrhynchos

გარეული იხვი

01.11 – 01.03

6 ცალი

5

Spatula clypeata (Anas querquedula)

იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)

01.11 – 01.03

3 ცალი

6

Spatula clypeata (Anas clypeata)

ფართოცხვირა

(განიერნისკარტა) იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

7

Fulica atra

მელოტა

01.11 – 01.03

6 ცალი

8

Anas acuta

კუდსადგისა

(ბოლოსადგისა) იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

9

Mareca Penelope (Anas penelope)

თეთრშუბლა იხვი

01.11 – 01.03

6 ცალი

10

Anser albifrons

დიდი თეთრშუბლა ბატი

01.11 – 01.03

5 ცალი

11

Aythya fuligula

ქოჩორა ყვინთია

01.11 – 01.03

5 ცალი

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების  ტერიტორიებზე

1

Anser anser

რუხი ბატი

10.09 – 31.12

3 ცალი

2

Mareca strepera (Anas strepera)

რუხი იხვი

10.09 – 31.12

2 ცალი

3

Anas crecca

ჭიკვარა (სტვენია იხვი)

10.09 – 31.12

3 ცალი

4

Anas platyrhynchos

გარეული იხვი

10.09 – 31.12

5 ცალი

5

Spatula clypeata (Anas querquedula)

იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)

10.09 – 31.12

2 ცალი

6

Spatula clypeata (Anas clypeata)

ფართოცხვირა

(განიერნისკარტა) იხვი

10.09 – 31.12

2 ცალი

7

Fulica atra

 

მელოტა

10.09 – 31.12

5 ცალი

8

Anas acuta

კუდსადგისა

(ბოლოსადგისა) იხვი

10.09 – 31.12

2 ცალი

9

Mareca Penelope (Anas penelope)

თეთრშუბლა იხვი

10.09 – 31.12

3 ცალი

10

Anser albifrons

დიდი თეთრშუბლა ბატი

10.09 – 31.12

3 ცალი

11

Aythya fuligula

ქოჩორა ყვინთია

10.09 – 31.12

3 ცალი

სხვა ფრინველები

1

Scolopax rusticola

ტყის ქათამი

01.10 – 01.03

5 ცალი

სხვა ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა

1

Gallinago gallinago

ჩიბუხა

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

2

Coturnix coturnix

მწყერი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

20 ცალი

3

Columba palumbus

ქედანი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

4

Columba livia

გარეული მტრედი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

5

Columba oenas

გულიო (გვიძინი)

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

6

Streptopelia decaocto

საყელოიანი გვრიტი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

7

Crex crex

ღალღა

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

8

Lymnocryptes minimus

ჩიბუხელა (გარშნეპი)

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

სხვა ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

1

Gallinago gallinago

ჩიბუხა

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

2

Coturnix coturnix

მწყერი

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

20 ცალი

3

Columba palumbus

ქედანი

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

4

Columba livia

გარეული მტრედი

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

5

Columba oenas

გულიო (გვიძინი)

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

6

Streptopelia decaocto

საყელოიანი გვრიტი

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

7

Crex crex

ღალღა

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

8

Lymnocryptes minimus

ჩიბუხელა (გარშნეპი)

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

           

 

 

 

Edited by kopala72
Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
On 9/11/2023 at 2:47 AM, BROWNING said:

გამოჩნდა დასავლეთში მწერი და ღალღა. არ ნადირობთ ბიჭებო?

ორი და სამი მწყერის მოპოვებას თუ ნადირობა ჰქვია, მაშინ კი ვნადირობ...

ამ დროზე ასე არ იყოს მწყერი და ღალღა მე არ მახსოვს...

მე მგონი წელს გდამფრენმა ფრინველმა დააგვიანა ჩეკვა და ამიტომ არაა წამოსული(როგორც ამბობენ აღმოსავლეთ საქართველოში ბლომად არისო).

Link to post
Share on other sites

ეს დღეები იკლო გურიაში მწყერმა. შაბათს 4 მწყერი და 2 ღალღა ავიყვანე, კვირას მხოლოდ 2 მწყერი.

Edited by 4X4
Link to post
Share on other sites

მოგესალმებით,

წელს სეზონი 26 აგვისტოს გავხსენით,დაველოდეთ მაღალ ზონაში გახსნას,ტრადიციულად წალკის მუნიციპალიტეტში,

მწყერი მეტნაკლებად იყო მაგრამ,როგორც ყველგან,აქაც ბევრი ჩოჩორი იყო.

როგორც ყოველთვის სეზონის გახსნის აღნიშვნა ტრადიციულად.

20230825_203136.jpg

20230825_203148.jpg

20230826_100731.jpg

20230826_100832.jpg

Edited by kopala72
Link to post
Share on other sites

სამაგიეროდ წითელ გორაკებზე(კრასნაგორკაში),სართიჭალაში შესანიშნავად იყო მწყერიც და ღალღაც,ასეთი კარგი ნადირობები ბოლო რამოდენიმე წელია არ მქონია,ყოველ გასვლაზე ხელცარიელი არ ვბრუნდებოდით,თან საკმაოდ ბევრჯერ ვიყავი,ამ ბოლო პერიოდამდე სულ იყო ფრინველი,ერთი კვირაა მე აღარ გავსულვარ,მაგრამ მეგობრები მშვენივრად ერთობოდნენ ისევ.

ამ დროს კახეთში ასეთი პატარა ჩოჩრები,თან აუარება,მე არ მახსოვს.ორი დღის წინაც ნახეს ბიჭებმა,

20230905_085647.jpg

20230905_085503.jpg

20230908_111859.jpg

20230905_085426.jpg

20230905_085437.jpg

20230908_112213.jpg

20230908_112840.jpg

20230910_083831.jpg

20230910_083942.jpg

20230910_083951.jpg

20230910_085542.jpg

20230910_095119.jpg

20230910_095122.jpg

20230910_100155.jpg

20230913_081356.jpg

20230913_083035.jpg

20230916_101011.jpg

20230916_101029.jpg

20230916_101046.jpg

20230916_101209.jpg

20230916_101314.jpg

20230916_101222.jpg

20230916_101404.jpg

20230916_101536.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 3 months later...

წელს რაც ქათამი გადმოვიდა ბაღდეთში და ასე გვიან, იანვარში, არასდროს მინახავს. დღესაც გადმოსულა. იცვლება კლიმატი.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ახლაც კი გადმოდის ქათამი ბაღდათში. არ მახსოვს ასე გვიანობამდე დარჩენილიყოს ჩვენთან ქათამი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...