Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ჭოროხი

(თურქ. Çoruh nehri) — მდინარე თურქეთსა და საქართველოში. სათავე აქვს ოქუს-ბადადაღის მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აუზის ფართობი 22 ათასი კვ.კმ. ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან - 277 კუბ.მ/წმ. ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია: აჭარისწყალი და მაჭახელისწყალი.

მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.

აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის სახელწოდებაა რომაულ და ბიზანტიურ წყაროებში.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • Replies 64
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ესეც დღევანდელი ქაშაპი

გავისეირნეთ დღეს ჩემს საყვარელ ჭოროხზე, დავისვენეთ სულით და გულით.  

Posted Images

ესეც ჭოროხის საზანი, ამ თევზს ისტორია აქვს თავისი :alfons: ამ თევზაობის წინა დღეს სარკისებრი კობრი დავიჭირე დაახლოებით 3 კილოიანი, ამას იქვე მოშორებით მდგომი ადგილობრივი მეთევზეც უყურებდა. მეორე საღამოს ისევ მაგ ადგილას მივედი და ეს კაციც მოვიდა ნახე ერთი ძმურად ასეთი ანკესი და აწყობა თუ გამომადგებაო, მივედი. გადავაწყვე მონტაჟი, ავუხსენი ფრიქციონის მუშაობა და დავბრუნდი ჩემს ადგილას. დაახლოებით ნახევარ საათში მესმის განწირული ხმა: კაცურიკაციიიიიიიიიიიიი ჩქარა ჩქარა! გავიხედე და უჭირავს ჯოხი აშკარად მოშნი თევზით. გამომართვი და ამოიყვანე თუ ძმა ხარ. გამოვართვი და ნახავთ ვიდეოში დანარჩენს. ხარისხისთვის და უწმაწური სიტყვებისთვის ბოდიშს ვიხდი.

Link to post
Share on other sites

მალადეც ლევან, ხუთიანზე იცი შენ ეს საგანი.

მართლა მაგარი საზანია მომილოცნავს, კიდო ბევრი დაგეჭიროს :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

კაი ბრძოლა გადაგიტანია ლევან.

თევზთან არა, აი ჭკუას რომ გარიგებდნენ ისინი ვიგულისხმე. :d030:

Link to post
Share on other sites

იცოცხლეთ ბიჭებო, ისე გიო ერთი ქართული რჩევა დარიგებაა მაგაზე. აბა თუ იცით რატომ არ შეიძლება ქუჩაში ტყ....რი? იმიტომ რომ მოგადგება ხალხი და დაგიწყებს ჭკუის სწავლებას ასე ქენი და ისე ქენი!!!!!!! აბა ჰე და აბა ჰო!!!! :alfons:

ნაცნობი სიტუაცია არის :d030: ზოგი ისეთი ასაკიც მეთევზე გასწავლის რამეს,მისი ასაკის თევზაობის სტაჯი რომ გაქვს...

სასიამოვნო სანახავი ვიდეო იყო,გაიხარე ლევან :*

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ეეჰ რა ლოქო გამექცა 2 დღის წინ ჭოროხზე, ბუღლუჯი მქონდა დაგებული ნემსკავზე. საღამოს დაარტყა მარა საკმაოდ სუსტად, რომ ამოვარტყი "ზაცეპზე" დაჯდა მეგონა და უცებ აიმღვრა იქაურობა მერე ისეთი დამქაჩა რაღაცამ კინაღამ შემათრია წყალში, ფრიქციონის ხმა ახლაც ყურებში მიდგას როგორ წიოდა. კაი ნახევარ საათს ვიჭიდავეთ მოვიყვან ნაპირთან შევა ისევ სიღრმეში ბოლოს ცოტა რომ დაიღალა შედარებით თავთხელში გამოვათრიე და უკვე ბუნდოვნად ვარჩევ თევზის კონტურებს, იმხელა იყო კინაღამ კივილი აღმომხდა(ჩემი ბიძაშვილი ვახო ამ ყველაფერს ჩემივე ტელეფონით იღებს) და ამდროს ტკაცანის ხმა და გაწყდა ჩემი 30-იანი ძუა, ვახო გადაეშვა წყალში ჩემი ტელეფონის თანხლებით :e025: ეგება ამოვაგდო ნაპირზეო, მერე მოხვია ორივე ხელი ტანზე მარა შენც არ მომიკვდე ერთი კუდი მოიქნია და ისროლა გვერდზე, კინაღამ გავგიჟდი რა მექნა არ ვიცოდი ძლივს დამაწყნარეს. ლევანას დეეწყო წიკები უკვე ბუღლუჯი ჩამოატანინა გურიიდან და ხვალე წავალთ უფრო მომზადებულები წურბელაც მიგვაქვს.

ლევანას დეეწყო წიკები უკვე ბუღლუჯი ჩამოატანინა გურიიდან და ხვალე წავალთ უფრო მომზადებულები წურბელაც მიგვაქვს. :d030::yes:

რომელ დიალექტზე ვიკივლო აღარ ვიცი !!!!!!!!!!!!!!!!!!!! :wallbash: ბიჯო თუ მივიდა იქამდე ლაყუჩში უნდა გაეყარა ხელი კიარ უნდა ჩახუტებოდა! მოგიკვდი აჩია მესმის კარგად რა დღეშიც ჩავარდებოდით :cray:

Link to post
Share on other sites

წარმოვიდგინე რა დღეში იქნებოდით, ამხელა ღლავი გყავდეს ნემსკავზე და ვერ გამოგყავდეს. ღლავის სასარგებლოდ 1:0, აუცილებლად უნდა აუღოთ ქულა :hi:

წარმატებები მორიგ ცდაზე :hi:

Link to post
Share on other sites

აუუუუუუუუუუუუუუუ ! ეგ რა მოგსვლიათ,ეგ ახლა კაი ხანს არ მოვა ანკესზე,სტრესი უნდა გადაიტანოს.ტელეფონი დაიკარგა ???

Link to post
Share on other sites

ეეჰ რა ლოქო გამექცა 2 დღის წინ ჭოროხზე, ბუღლუჯი მქონდა დაგებული ნემსკავზე. საღამოს დაარტყა მარა საკმაოდ სუსტად, რომ ამოვარტყი "ზაცეპზე" დაჯდა მეგონა და უცებ აიმღვრა იქაურობა მერე ისეთი დამქაჩა რაღაცამ კინაღამ შემათრია წყალში, ფრიქციონის ხმა ახლაც ყურებში მიდგას როგორ წიოდა. კაი ნახევარ საათს ვიჭიდავეთ მოვიყვან ნაპირთან შევა ისევ სიღრმეში ბოლოს ცოტა რომ დაიღალა შედარებით თავთხელში გამოვათრიე და უკვე ბუნდოვნად ვარჩევ თევზის კონტურებს, იმხელა იყო კინაღამ კივილი აღმომხდა(ჩემი ბიძაშვილი ვახო ამ ყველაფერს ჩემივე ტელეფონით იღებს) და ამდროს ტკაცანის ხმა და გაწყდა ჩემი 30-იანი ძუა, ვახო გადაეშვა წყალში ჩემი ტელეფონის თანხლებით :e025: ეგება ამოვაგდო ნაპირზეო, მერე მოხვია ორივე ხელი ტანზე მარა შენც არ მომიკვდე ერთი კუდი მოიქნია და ისროლა გვერდზე, კინაღამ გავგიჟდი რა მექნა არ ვიცოდი ძლივს დამაწყნარეს. ლევანას დეეწყო წიკები უკვე ბუღლუჯი ჩამოატანინა გურიიდან და ხვალე წავალთ უფრო მომზადებულები წურბელაც მიგვაქვს.

ვაა ეს რა ამბავი მოგვსლიათ...კარგი იქნებოდა მაგ ვიდეოს ნახვა,იქნებ გადარჩენილი იყოს,ისე აწი თქვენ რა მოგასვენებსთ :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

აქაც დავდებ.ერთი სიტყვით მრავალი ფუნდამენტალური დოგმა გვექნება გადასახედი და შესაცვლელი სათანადო მეცნიერული ანალიზის შემდეგ.თურქმა და შვედმა იქტიოლოგებმა მდინარე ჭოროხის იქტიოფაუნა ხელახლა შეისწავლეს გენეტიკური ანალიზის საფუძველზე. აღმოჩნდა რომ ჭოროხში და მასში ჩამავალ მდინარეებში ბინადრობენ ორი ახალი სახეობის კალმახის ჯიში,სამი სახეობის ხრამული და წვერა რომელიც აქამდე ყირიმის წვერას ქვესახეობათ ითვლებოდა სინამდვილეში სხვა ახალი სახეობა ყოფილა.

საინტერესია! ალბათ გენეტიკური და ბიომორფოლოგიური კვლევებით.

წყაროც საინტერესოა ზურაბ.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ამ პოსტსაც აქ გადმოვიტან.

ერთგვარი სენსაციაა.ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. 2010 წელს შვედმა და თურქმა იქტიოლოგებმა მდინარე ჭოროხის აუზში აღმოაჩინეს კალმახის ორი ახალი სახეობა.(Salmo rizeensis) Artvin, Yusufeli, Dörtkilise Stream .ეს სახეობა მდინარის ზემო დინებაში ბინადრობს და სიგრძეში 25 სმ.არ აღემატება.და მეორე (Salmo coruhensis) Erzurum, İspir, Kırık Stream რომელიც ბინადრობს მდინარის შუა და ქვემო დინებაში,აღწევს სიგრძეში 75 სმ.გენეტიკურმა გამოკვლევამ აჩვენა რომ ეს ორივე კალმახი განსხვავდება იმ კალმახებისაგან და ორაგულებისაგან რომლებიც ამავე მდინარეში შემოდიან ზღვიდან საქვირითოდ რაც ეწინააღმდეგება გავრცელებულ აზრს რომ შავი ზღვის ორაგული ანუ კუმჟა და ღელის კალმახი მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახეობის სხვა და სხვა ეკოლოგიური ფორმაა

cda6450cf149.png

893549576a8c.png

ეს ინფორმაცია თავდაპრველად ვახოს დადებულ ლინკში ვნახე

https://www.researchgate.net/publication/291696657_Fish_Fauna_of_Coruh_River_and_Two_First_Record_for_Turkey

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ლევანას დეეწყო წიკები უკვე ბუღლუჯი ჩამოატანინა გურიიდან და ხვალე წავალთ უფრო მომზადებულები წურბელაც მიგვაქვს. :d030::yes:

რაადგილას თევზაობთ ჭოროხზე ლოქოზე ? მე რამდენჯერაც წავედი ვერვიპოვე ლოქო ვერსად ;დ და ქაშაპი თუა ჭოროხში??

Link to post
Share on other sites

რაადგილას თევზაობთ ჭოროხზე ლოქოზე ? მე რამდენჯერაც წავედი ვერვიპოვე ლოქო ვერსად ;დ და ქაშაპი თუა ჭოროხში??

მეგობარო, მაგ ადგილს არცერთი არ დაწერს.

დაწერენ და დადუღებული დაგხვდება იქაურობა.

ამიტომ, პირადად გაეცანი ამ კაცებს, მოახერხე მათთან ერთად თევზაობა და მერე სხვა არ გააკარო იმ ადგილებს, თორემ ყველა წავაგებთ.

არ ჰყავს მაგ ქვეყანას პატრონი და ჩვენი შესანახი გახდა ყველა სულიერი.

დამიჯერე რასაც ვწერ. :old:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...