laika 0 Posted January 20, 2012 Report Share Posted January 20, 2012 ვეიმარული მეძებარი ვეიმარული მეძებრები უძველეს მეძებართა რიცხვს მიეკუთვნებიან. ვარაუდობენ, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ყავისფერი შეფერილობის გერმანული მეძებრების პირველადი სახეობიდან. შემდეგ მოხდა მუტაციური ცვლილებები მათ შეფერილობაში, რომელიც შემდგომი სელექციური მუშაობითაც განმტკიცდა. პირველად, ეს მეძებრები აღწერეს ვეიმერელ ერცჰერცოგ კარლ ავგუსტის სამეფო კარზე XIX საუკუნის დასაწყისში. სხვა, უფრო გვიანი წყაროები, მოგვითხრობს, რომ მათი სამშობლო იყო ჩეხეთი და კარლ ავგუსტმა ჩამოიყვანა ისინი ვეიმარში, თუმცა ეს წყაროები ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არ არის. ვეიმარულ მეძებრებს აქვთ კარგი სამონადირეო თვისებები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ალღო, სამუშაოთი დაინტერესება, ბრაზიანობა და სიფხიზლე, ამიტომაც მათ განსაკუთრებით მეტყევეები ამრავლებენ. გარდა ამისა, მათ იყენებენ სამსახურებრივი დანიშნულებით, განსაკუთრებით, აშშ-ში, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან პოპულარულები გახდნენ. ამ ჯიშის ერთერთი თავისებურება ისაა, რომ ლეკვებს ახასიათებს ფერის ასაკობრივი ცვლა, ისინი ორი თვის ასაკამდე ნაცრისფერ-ცისფერი შეფერილობისაა, აქვთ ლურჯი თვალები, მესამე თვიდან მათი ბეწვი იძენს მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ელფერს, ხოლო თვალები ქარვისფერი-ყვითელი ფერის უხდებათ. საბოლოოდ ბეწვის და თვალის ფერი უყალიბდებათ რვა თვის ასაკისთვის. არსებობს ვეიმერული მეძებრების სამი სახესხვაობა, რომლებიც მხოლოდ ბეწვით განსხვავდებიან: მოკლებეწვიანი, გრძელბეწვიანი, უხეშბეწვიანი. ბოლო დრომდე ამ სახესხვაობის ძაღლების ერთმანეთთან შეჯვარება ხდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში არის მცდელობა მოხდეს მათი სუფთა გამოყვანა, ანუ ერთმანეთთან შეჯვარების გარეშე. ამ სახით მიიღება სამი დამოუკიდებელი ჯიში. სტანდარტი: ვაიმარული მეძებარი ელეგანტური, საშუალოზე მაღალი, პროპორციული აგებულების ძაღლია. ხვადების სიმაღლე 59-70სმ-ია, ძუების – 57-65სმ. წონა – 23-32კგ. თავი – არისტოკრატული, საკმაოდ წაგრძელებული ფორმის, ტანთან პროპორციული შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული. დრუნჩი გრძელი, ბოლოსაკენ შევიწროვებული. ცხვირის წვერი განიერი. ღაწვები მკვეთრად გამოხატული. შუბლის კეხი ოდნავ ამობურცული. თვალები – მომრგვალებული ფორმის, ოდნავ ირიბად განლაგებული. ბაციდან მუქ-ქარვისფერამდე სხვადასხვა ტონალობის. ყურები – მაღლა განლაგებული, ჩამოკიდებული, საკმაოდ გრძელი, ბოლოში მომრგვალებული. კისერი – დაკუნთული, ზომიერი სიგრძის. ზურგი – სწორი, ოდნავ გრძელი, მაგრამ არა-სუსტი. ქეჩო კარგად გამოხატული. მკერდი განიერი და ღრმა, იდაყვებამდე დაშვებული. ნეკნები გამოკვეთილი, გავა გრძელი, ზომიერად წაკვეთილი. კიდურები – ხმელი, დაკუნთული, სწორად გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თათები – შეკრული, მომრგვალო ფორმის, წაგრძელებული შუა თითები დასაშვებია. ფერი – ვერცხლისფერ-რუხი, თაგვისფერი, რუხი სხვადასხვა ტონალობით, აგრეთვე ამ ფერებს შორის გარდამავალი ელვარებით. თავი და ყურები, ჩვეულებრივ, უფრო ბაცი ფერის. მკერდსა და თათებზე დასაშვებია თეთრი ლაქები. ბეწვი – მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი, კუდზე ლამაზი ანაჩეჩით. კუდი – 2/3-ზე კუპირებული, ქვემოთ დამდგარი, რითაც სხვა მეძებრებისგან განსხვავდება. უჭირავს ჰორიზონტალურად. გრძელბეწვიანებს კუდის კუპირებისას აშორებენ 2-3 მალას. ციტირება Link to post Share on other sites
balaxaa 0 Posted November 13, 2012 Report Share Posted November 13, 2012 მართლაც მაგარი ძაღლია დეიდაშვილს ყავს .... ბაზალეთზე წავედით და 2 კაცი ნადირობდა არაფერია შვილოო აქ აზრი არ აქვს დაიღალნენ ტყუილად ძაღლებიო და შევუშვით ბაქსი რომელმაც 12 მწყერი მოგვაკვლევინაა... მონადირეებმაა ძაღლები ჩასვეს მანქანაში და წავიდნენ :D ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted November 13, 2012 Report Share Posted November 13, 2012 (edited) ამბობენ ნამდვილი პრუსიული სიჯიუტე აქვსო, მე შეხება არ მქონია, მაგრამ ვიდზე ყველა სხვა დანარჩენ მეძებარს მირჩევნია. Edited November 13, 2012 by master ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted November 13, 2012 Report Share Posted November 13, 2012 master თედო ვისაც ყავს ყველა ემდურება რამდენიმე გამონაკლისის გარდა და რავიცი, რავიცი.; ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 13, 2012 Report Share Posted November 13, 2012 თუ მეღირსა და ფინანსურად შევძელი, მხოლოდ ვაიმარანერის/გერმანულად იმ ადგილმდებარეობას, სადაც ეს ჯიში გამოიყვანეს, ვაიმარი ჰქვია, რატომ ეძახით ამ ქალაქს სხვა სახელს?/ ნაცრისფერ და ცისფერთვალება ლეკვს ავიყვან. მერე გაჩვენებთ, თუ რა მონადირეები არიან ეგ ცუგრიები. პ.ს. სამი ვარიაციაა აქაც, სამონადირეო ხაზი, რომელიც პარამეტრებში ჩამორჩება SHOW DOG-ს, და სახლის "კატებს". ნანახი მყავს ეგენი საქმეში და ანგრევენ სიტუაციას. ტყუილად არ გადავწყვიტე მაგ ჯიშის ლეკვის აყვანა, მარტო გარეგნობა არ არის მთავარი, უჭკვიანესი ჰიბრიდია. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted November 14, 2012 Report Share Posted November 14, 2012 ელჩი გიო მაგას ამერიკაში ,,ნაცრისფერ მოჩვენება"-ს უწოდებენ და როგორც მაქაურები ამბობენ ნადირობას თუ გადაწყვეტთ ერთი კვირით შეუსვენებლად მაშინ ვაიმარული წაიყვანეთო. რამდენად მართალია რა მოგახსენოთ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 14, 2012 Report Share Posted November 14, 2012 მართლაც მაგარი ძაღლია დეიდაშვილს ყავს .... ბაზალეთზე წავედით და 2 კაცი ნადირობდა არაფერია შვილოო აქ აზრი არ აქვს დაიღალნენ ტყუილად ძაღლებიო და შევუშვით ბაქსი რომელმაც 12 მწყერი მოგვაკვლევინაა... მონადირეებმაა ძაღლები ჩასვეს მანქანაში და წავიდნენ :D ვაიმარანერის მაღალი მუშა თვისებები მეც მსმენია,თუმცა თუ ჩემმა ძაღლებმა მინდორში მწყერი ვერ ნახეს და მერე იმავე მინდორში,ნებისმიერი ჯიშის ძაღლმა 12 მწყერი აიღო,მაშინ თითო ტყვია ჩემ ძაღლებს და მესამე მე შუბლში!!!! ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted November 14, 2012 Report Share Posted November 14, 2012 მაგარი გარეგნობა რო აქვთ ეგ ფაქტია, უმშვენიერესები არიან. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 14, 2012 Report Share Posted November 14, 2012 ელჩი გიო მაგას ამერიკაში ,,ნაცრისფერ მოჩვენება"-ს უწოდებენ და როგორც მაქაურები ამბობენ ნადირობას თუ გადაწყვეტთ ერთი კვირით შეუსვენებლად მაშინ ვაიმარული წაიყვანეთო. რამდენად მართალია რა მოგახსენოთ. კი ლევან, მასე ეძახიან, მაგრამ სამწუხარო რა არის იცი? ძირითადად შოუს ხაზით და სახლის "კატები ჰყავთ, თანაც ბევრს ჰყავს ასეთები, ნადირობაშიც მინახია რამოდენიმეჯერ ეს ჯიში და მართლაც დაუღალავია. ადრე ერთი მასტი დარბოდა მეზობელ ქუჩაზე ორ ვაიმარანერთან, დარბოდა რა? ვარჯიშობდა. მაგარი აღნაგობისა იყო თვითონ და ეს ძაღლები ხომ საერთოდ, აი, ძალიან მედიდური და სერიოზული გამოხედვა-საქციელით იძულებულს მხდიდნენ გამეჩერებინა მანქანა და მეყურებინა მათთვის. ვაიმარანერებს, არისტოკრატიულ ძაღლებს ვეძახი მე. პ.ს. თუ მოვხვდი ძაღლსაშენში, აუცილებლად უნდა შევაბა პატრონი და ვიდეო თუ არა, რამოდენიმე სურათი მაინც რომ გადამაღებინოს კაი იქნებოდა. 2 წლის წინ უარი სთქვა ფოტო-ვიდეოზე და იმხელა ფასი ხია ლეკვზე, იმ ფასში კაი გასისინებულ პიკაპს მოვაგდებდი ეზოზე. 1200$ ბოლო ფასია და წინასწარ უნდა გადაიხადო მაგის მესამედი, სანამ ლეკვები გაჩნდებიანო, ანუ რიგში უნდა ჩავმდგარიყავი, "ხარისხზე" გარანტიას იძლეოდა. სულ ჩემპიონები ჰყავდა და არა მარტო ვაიმარანერები. გრიგოლია იქ რომ მყოლოდა, შანსი არ არის, ცოცხალი თავით ვერ გამოვიყვანდი იქიდან, დარჩებოდა დრათჰაარების გალიების წინ. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted November 14, 2012 Report Share Posted November 14, 2012 (edited) 1200 რას ქვია გიო ,,შესტოის" მატორზეა?????????? ისიც როგორც გავიგე საგამოფენო ხაზიდან ყოფილა, ჩვენს საქმეში ნაკლებად გამოსადეგი. Edited November 14, 2012 by levani ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 15, 2012 Report Share Posted November 15, 2012 კაპიკს არ აკლებენ, თან კონტრაქტს აფორმებ. იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული არ არის ლეკვი, ანუ "დაკოდილი", მერე კატასტროფულად იმატებს ფურცლების რაოდენობა./ხვადს კოდავენ, ძუს საშვილოსნოს აჭრიან./ თუნდაც სხვა ქვეყანაში გადაიყვანო ცუგრია და მისი მხრიდან გამრავლება წავიდეს, თუ ამოვარდა სადმე, არადა შანსი არაა, თუ გამოფენებზე გაიყვანე, იქ აუცილებლად უნდა წარადგინო ძაღლის "მამა-პაპანი", ხომ ასეა? ესენი გაძლევენ ყველა საბუთს მისი წარმომავლობის შესახებ. ჰოდა მანდ ვიჭედები, უშველებელი ჯარიმის გადახდა მომიწევს მერე, თორემ შეიძლებოდა გარისკვა და აქედან ორი ლეკვის გამოგზავნა, ძუს და ხვადის, სხვადასხვა ოჯახებიდან. ჯერ ტელეფონზე ვესაუბრე პატრონს და მერე გავგაზე, 200კმ-ის იქით დამხვდა ჩვენი სამოთხე. ფასი რომ მითხრა, შევაჭრება დავუწყე, მეთქი ორი რომ ავიყვანო, ერთი ასაკისა და სხვადასხვა ოჯახებიდან, ხვადი და ძუთქო, ამ ყველაფრის გაგონებაზე თმები ყალყზე დაუდგა, შენ ასიანი გამრავლებას აპირებ და ეს უნდა წაიკითხოვო. ჰოდა მომაწოდა მსოფ-ენციკლოპედიის ერთერთი ტომის ხელა ფურცლების გროვა. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted January 12, 2013 Report Share Posted January 12, 2013 მეც ეგრე მითხრა ერთმა გამოცდილმა მონადირემ რუსთავში,ანუ კაცმა რომელიც არაფერს იშურებს იმისთვის რომ ძაღლი ყავდეს სულ ფორმაში.მითხრა რომ მყავს კურცხარი რა ზემოდ ხსენებული ჯიში ორივე ერთი ასაკის არიან და ორივეს დსაგეშად მაქსიმუმი გავაკეთე მარა კურცხარს ვერ ჯობნისო,თუმცა ესეც კარგიაო ყოველ შემთხვევაში ცუდი არ უთქვამს მაგრამ კურცხარი ჯობიაო ციტირება Link to post Share on other sites
babu 0 Posted April 1, 2013 Report Share Posted April 1, 2013 მოგესალმებით! ჩემი აზრით ალბათ ძნელია ორი ჯიშის შედარება 2 ცალკე აღებული ეგზემპლიარით.ასევე რამდენად შეიძლება ობიექტურობა იქნეს დაცული ,როცა ჩვენს ქვეყანაში ალბათ კურცხარი ათასებია.ვაიმარანული მაძებარი კი ალბათ 100-ც არ იქნება!? მე ვფიქრობ ,ალბათ დროა საჭირო რომ მონადირეთა წრეში გამოიცადოს ეს ჯიში.თქვენ რა აზრის ხართ მამულიშვილნო????? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 1, 2013 Report Share Posted April 1, 2013 მოგესალმებით! ჩემი აზრით ალბათ ძნელია ორი ჯიშის შედარება 2 ცალკე აღებული ეგზემპლიარით.ასევე რამდენად შეიძლება ობიექტურობა იქნეს დაცული ,როცა ჩვენს ქვეყანაში ალბათ კურცხარი ათასებია.ვაიმარანული მაძებარი კი ალბათ 100-ც არ იქნება!? მე ვფიქრობ ,ალბათ დროა საჭირო რომ მონადირეთა წრეში გამოიცადოს ეს ჯიში.თქვენ რა აზრის ხართ მამულიშვილნო????? რაც შემხვედრია ალბათ 9-10 ძაღლი კურცჰაარივით ვერ ნადირობენ.შედარების სუსტები არიან ყველა კონტექსტში ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 1, 2013 Report Share Posted April 1, 2013 მოგესალმებით! ჩემი აზრით ალბათ ძნელია ორი ჯიშის შედარება 2 ცალკე აღებული ეგზემპლიარით.ასევე რამდენად შეიძლება ობიექტურობა იქნეს დაცული ,როცა ჩვენს ქვეყანაში ალბათ კურცხარი ათასებია.ვაიმარანული მაძებარი კი ალბათ 100-ც არ იქნება!? მე ვფიქრობ ,ალბათ დროა საჭირო რომ მონადირეთა წრეში გამოიცადოს ეს ჯიში.თქვენ რა აზრის ხართ მამულიშვილნო????? მე გვარიანად მყავს ნანახი ამ ჯიშის ძაღლები. მათ შორის, მუშაც. მაგრამ, სანწუხაროდ, არც ერთ მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ საველე შეჯიბრში, მაგენი დაჟე პრიზიორებში არასდროს მინახავს ციტირება Link to post Share on other sites
babu 0 Posted June 25, 2013 Report Share Posted June 25, 2013 (edited) მე გვარიანად მყავს ნანახი ამ ჯიშის ძაღლები. მათ შორის, მუშაც. მაგრამ, სანწუხაროდ, არც ერთ მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ საველე შეჯიბრში, მაგენი დაჟე პრიზიორებში არასდროს მინახავს მოგესალმები კობა.ეხლა ჩემ ქალბატონს ვამზადებ საველესთვის და იმედია ვიvარგებთ. შედეგებს მოგახსენებთ Edited June 26, 2013 by ბაბუ ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted November 11, 2013 Report Share Posted November 11, 2013 ბიჭებო ახლობელი ყიდის ვეიმანიერია თუ რაცხა გადატანება,3 თვისაა და 150 დოლარად მივცემო ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted November 11, 2013 Report Share Posted November 11, 2013 მირზა დაწერე მირზა ცოტა მეტი ინფორმაცია ლეკვის შესახებ. ძუა თუ ხვადი, საბუთების მხრივ როგორი მდგომარეობააქ და ა.შ იქნებ უფრო დაინტერესდეს ვინმე ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted November 11, 2013 Report Share Posted November 11, 2013 კი აქვს საბუთები,ხვადია და მონადირე ხაზია ციტირება Link to post Share on other sites
ონისე 0 Posted August 16, 2014 Report Share Posted August 16, 2014 მოგესალმებით ყველას, მე ვიყიდე დღეს ვაიმარანერის ლეკვი, ძალიან დიდი იმედი მაქ რომ კარგი მონადირე ძაღლი დადგება, მთელ იმედებს მაგაზე ვამყარებ)), მამაჩემს ინგლისური სეეტერი ყავს ლავერიაკი, ადრე კურცხალი გვყავდა, ვერაფერს დაუწუნებ მართლა, უბრალოდ ძაან ჯიუტი იყო, მწყერი რომ არ იყო ახლოს 300 მეტრზე წავიდოდა იპოვიდა მწყერს და იქ აკეთებდა სტოიკას)), ნუ კაი 2-3 ჯერ გავიქცეოდი ხოლმე, მარა მერე ისე ვიღლებოდი, აგარც მწყერი მინდოდ აგარც ნადირობა ))) ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 4, 2019 Report Share Posted March 4, 2019 ეს შემხვდა იმ დღეს ქუჩაში. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.