Gurulo 138 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 (edited) წყვილი(ტყუპი) თოფები დაწყვილებულ იარაღს უშვებდნენ ,,პერდე", ,,ლებო", ,,ჰოლანდ-ჰოლანდი", ,,ბოსი" და სხვა ფირმები. ეს თოფები გამოიყენებოდა ფრინველზე სროლისას მორეკვით ნადირობის დროს. ასეთ იარაღს მეორენაირად ტყუპებსაც ეძახიან. ტყუპები მზადდებოდა და მზაადება უმაღლესი კლასის ოსტატების მიერ. ასეთი ნაკეთობანი არა მარტო გარეგნული მსგავსებით ხასიათდებიან, არამედ პრაქტიკულად ერთნაირია წონითა(10-20 გრამის სიზუსტით) და ბალანსით. ტყუპები ყველა მაჩვენებლით იდენტურნი არიან და მხოლოდ მარკირებით განსხვავდებიან. ერთს აწერია ,,1" მეორეს კი ,,2". ადრე ასეთი აბსოლიტური მსგავსება განპირობებული იყო იმით, რომ მსროლელს არ უნდა ეგრძნო არანაირი განსხვავება პირველ და მეორე ნომერს შორის მათი სწრაფი მონაცვლეობის დროს(როგორც წესი მეორე ნომერ თოფს ტენიდა და აწვდიდა მსროლელს მისი ასისტენტი). ადვილი მისახვედრია, რომ ორი აბსოლიტურად იდენტური იარაღის წარმოება გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ ორი თოფის გაკეთება. აქედან გამომდინარე ტყუპები დაახლოებით მეოთხედით ძვირია , ვიდრე ორი ანალოგიურ თოფი. ტყუპების შეკვეთა მხოლოდ შეძლებულ კლიენტებს ძალუძთ. Edited July 15, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 138 Posted June 19, 2015 Author Report Share Posted June 19, 2015 (edited) ჩემმა ძმამ, მამუკამ ტყუპები ინატრა(თანაც დიქსონის), ჰოდა ეს პატარა პოსტი სწორედ მას ეძღვნება როგორც ზემოთ გვაქვს აღნიშნული, ტყუპებს აბსოლუტური იდენტობა ახასიათებთ. ასეთი თოფები კლასიკური წყვილია. გარდა ამისა არსებობს არაკლასიკური ტყუპები. ისინი სხვა ყველა მაჩვენებლით(ყალიბი, სიგრძე, წონა, სასხლეტ კავზე დაწოლის ძალა, გრავირება და ა.შ.) იდენტურია, მხოლოდ არაკლასიკურ ტყუპებში ლულათა ჩოკური შევიწროებანი სხვადასხვაა(მაგალითად, ცილინდრი-ცილინდრი და სრული ჩოკი-სრული ჩოკი; ან რომელიმე სხვა დაწყვილება). აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ტყუპის პირველი ნომერი განკუთვნილია ძაღლით ფრინველზე სანადიროდ, ხოლო მეორე ნომერი განკუთვნილია შორეული გასროლებისათვის ფრინველზე ან ცხოველზე. არაკლასიკური ტყუპები არ უნდა აგვერიოს რამდენიმეცალიან გარნიტურებში. მაგალითად გვხვდება თოფები 2-3-4 ან ზოგჯერ 5 ცალიანი კომპლექტებით, რომლებიც სხვადასხვა ყალიბის ან სხვადასხვა წონის ან სხვადასხვა მახასიათებლების მქონენი არიან. ასეთი ნაკეთობები ერთ ქეისშიც რომ იყოს განთავსებული, მაინც არ არიან ტყუპები, ისინი მხოლოდ ერთი გარნიტურის თოფებს წარმოადგენენ. ხაზგასმით აღვნიშნავ_არაკლასიკური ტყუპების(არაფერს ვამბობ კლასიკურ ტყუპებზე) ერთადერთი განსხვავება ლულათა შევიწროებაა. ესეც მამუკას სანატრელი დიქსონის წყვილი და ბოლოს, ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანელი მსროლელი და მონადირე, გრაფი დე გრეი ტყუპების ფანატი გახლდათ. მისი ნახევარსაუკუნოვანი სანადირო პრაქტიკის განმავლობაში ტყუპებით აღებული ჰქონდა 556 813 ფრინველი. სიცოცხლის უკანასკნელ დღეს, მისი ერთ-ერთი გარეჩახმახიანი ტყუპებიდან აიღო 165 გრაუსი(შოტლანდიური ქათმისებრი), მერე კიდევ 51 ცალი სხვა ჯიშის ფრინველი და ჩაიკეცა ინფარქტისაგან(როგორც ექიმებმა მოგვიანებით დაადგინეს გადატვირთვას ვერ გაუძლო)... 100 წელიწადს ჯანმრთელად და ნადირობის ინშტაზე მყავდე მამუკა! Edited June 19, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 20, 2015 Report Share Posted June 20, 2015 გელა გეხუტე ძამია გულში,დიქსონის ზუსტად ეს წყვილი ვნახე ადრე ერთ რუსულ ჟერნალში და სამი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა,მაგარია,ხო არაა სრული საკეტებით,მარა მაინც მაგარიაა!!!! ახლა რაც შეეხება გრაფ დე გრეის,მთელი ცხოვრება ნადირობის მეტი არაფერი გოუკეთებია,სესხი მაგას არ ქონდა და ვახში,პერდეს წყვილი თოფებიდან ისროდა,სამიანი ტყუპებიც ქონდა,ხო და რაღა აკლდა ცხოვრებაში ინფარქტიიი,რამ დამართა ინფარქტი,გრაუსების ცოდვამ უწია ალბათ!!!!(აცხონოს ღმერთმა) :d030: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.