Jump to content
Club-Monadire.Ge

ფიქსირებული და სახსნელი ჩოკები


Recommended Posts

ფიქსირებული და მობილური ჩოკები

 

 

 

 

ფიქსირებული ჩოკების აღმომჩენებად ამერიკელი ფრედ კიმბლი და ბრიტანელი პეიპი ითვლებიან...

კიმბლი იყო კარგი მონადირე(წყალმცურავებზე ნადირობდა დიდი გატაცებით) და მეტალის დამუშავებაც საკმაოდ კარგად ეხერხებოდა. ის არ დააკმაყოფილა მისი თოფის სიბურჯღლემ, რომელსაც ცილინდრული ლულა ჰქონდა და გადაწყვიტა შეევიწროებინა ლულის ტუჩის მიმდებარე ადგილი. ეს 1870 წელს მოხდა. მან საკუთარი 10 ყალიბის თოფის ლულის ბოლო შეავირწოვა იმ დონემდე, რომ საცდელი გასროლის შემდეგ ძალიან ცუდი შედეგი მიიღო. შედეგით იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა, რომ კვლავ აღედგინა ლულის პირვანდელი დიამეტრი. მას ზუსტი ხელსაწყოები არ გააჩნდა და ნელ-ნელა ქლიბით დაიწყო შევიწროებული ადგილის გაცლა. შესრულებული სამუშაოს შემდეგ გადაწყვიტა, რომ შევიწროება სრულად გაქლიბა და კვლავ გააკეტა საკონტროლო გასროლა. მის გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა გაცილებით უკეთესი სიბურჯღლე მიიღო, ვიდრე თოფს დააჩნდა ადრე. უფრო ზუსტი დაკვირვებით კიმბლიმ აღმოაჩინა, რომ შევიწროება სრულად არ იყო ლულიდან გაცლილი და ლულას ბოლოში გააჩნდა მცირე შევიწროება.

ასეთი ცდებისა და დაკვირვების მეთოდით კიმბლიმ ჩოკის ანუ ლულის შევიწროების საიდუმლო გასხნა. გამომგონებელმა არ დააპატენტა თავისი აღმოჩენა, მაგრამ დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მისი ექსპერიმენტები ეყრდნობოდა ბრიტანელი მეიარაღის, პეიპის ცდებს, რომელმაც 1866 წელს დააპატენტა ლულათა გაბურღვის საკუთარი მეთოდი.

ეს მეთოდი შემდეგში მდგომარეობდა: ლულები იბურღებოდა ისე, რომ არხის დიამეტრი ყალიბის შესაბამის ზომაზე ერთი საფეხურით უფრო ვიწრო იყო. შემდეგ ლულის ტუჩიდან 25 სმ მანძილამდე არხი ფართოვდებოდა საჭირო დიამეტრამდე. ლულის ბოლოში მიღებულ გადასასვლელ ,,საფეხურს" უკეთდებოდა კონუსი. ასეთი ჩოკი ევროპაში კონუსურ ჩოკად იყო წოდებული, ხოლო ამერიკაში კი ამერიკულად.

 

 

 

გლუვლულიან თოფებში გავრცელებული ჩოკები(ლულის დაბოლოებაში დიამეტრის შევიწროების ხარისხი)

 

ზემოდან ქვემოთ: სრული ჩოკი, მოდიფიცირებული ჩოკი, გაუმჯობესებული ცილინდრი, ცილინდრი

 

5f8107030c03.gif

 

 

ცილინდრი ესაა ლულის დაბოლოება, რომელსაც ა)არ გააჩნია ჩოკური შევიწროება(0); ბ) აქვს უმნიშვნელო კონუსური შევიწროება(0,1-0,2მმ). ასეთი ჩოკი უზრუნველყოფს საფანტის თანაბარ და დიდი დიამეტრით გაშლას. ასეთი ჩოკი კარგია მოკლე დისტანციებზე სროლისათვის. ასეთი შევიწროების მქონე ლულებიდან დასაშვებია ნებისმიერი საფანტისა და ტყვიის სროლა.

მსუბუქი ჩოკი(იგივე გაუმჯობესებული ცილინდრი) ესაა ლულის დაბოლოება, რომელსაც აქვს მცირე ჩოკური შევიწროება 0,15-დან 0,25მმ-მდე. ამ ჩოკის დანიშნულება იგივეა რაც ცილინდრისა, მაგრამ როცა საჭიროა შედარებით უფრო დიდი დაჯგუფება(ანუ კონცენტრაცია), ვიდრე ცილინდრის შემთხვევაში. ასეთი შევიწროების მქონე ლულიდან დასაშვებია ნებისმიერი საფანტისა სროლა, ხოლო ტყვიის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ შემოწმდეს თავისუფლად გადის თუ არა ტყვია ლულის მთელ სიგრძეზე.

ნახევარჩოკი ესაა ლულის დაბოლოების შევიწროება 0,5მმ-ით. გამოიყენება სტანდარტულად პირველი გასროლისას საშუალო დისტანციებზე ნებისმიერი საფანტისათვის და ყალიბით ნაკლები ტყვიისათვის.

სამი მეოთხედი ჩოკი ანუ მოდიფიცირებული ჩოკი ესაა ლულის დაბოლოების შევიწროება 0,75მმ-ით. გამოიყენება დიდ(ზომიერად) დისტანციებზე სროლისათვის ნებისმიერი საფანტითა და ყალიბით ნაკლები ტყვიით.

სრული ჩოკი _ ლულის დაბოლოების შევიწროება 1,0მმ-ით. გამოიყენება დიდ დისტანციებზე სროლისათვის საშუალო და მცირე ზომის საფანტით. მსხვილი საფანტისა და ფინდიხის სროლისას უარესდება სიბურჯღლე და დაჯგუფება. დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ყალიბით ნაკლები ტყვიის სროლა.

ძლიერი ჩოკი_ ლულის დაბოლოების შევიწროება 1,20-1,25მმ. გამოიყენება დიდ დისტანციებზე სროლისათვის მხოლოდ წვრილი საფანტით(7 ნომრიდან 10 ნომრამდე). არ გამოდგება მსხვილი საფანტის სროლისათვის და განსაკუთრებით ფინდიხისათვის. დაუშვებელია ტყვიის გასროლა.

ძალიან ძლიერი ჩოკი(იგივე სუპერჩოკი)_ლულის დაბოლოების შევიწროება 1,4-1,45მმ ეს იშვიათი და უკიდირესად დიდი შევიწროიბის მქონე ლულაა. გამოსადეგია მხოლოდ 8,9 და 10 ნომერი საფანტის სასროლად. სხვა საფაფანტის გამოყენებისას იძლევა არასახარბიელო შედეგს. დაუშვებელია ნებისმიერი ტყვიის სროლა.

გაფართოებული ცილინდრი ე. წ. ,,რასტრუბი” არის ლულის ტუჩის გაფართოება(12ყალიბისათვის 8 ყალიბის ზომამდე). გამოიყენება მოკლე დისტანციებზე საფანტის ძალიან დიდი გაშლისათვის

 

 

 

 

სახსნელი ჩოკები

 

სახსნელი განკუთვნილია სუბურჯღლის რეგულირებისათვის ნადირობის პირობებიდან გამომდინარე(იგულისხმება სასროლი მანძილი). სახსნელი ჩოკები წარმოადგენენ ფოლადის მილისებრ ცილინდრებს, რომლებიც იხრახნება ლულის დაბოლოებაში. მათი შიდა დიამეტრი ბოლოსკენ ვიწროვდება (სხვადასხვა შევიწროების შემთხვევაში), რჩება იგივე სიდიდის (ცილინდრი) ან ფართოვდება(ე.წ. მილძაბრა ანუ,,რასტრუბი”). აგრეთვე არსებობს ჩოკები, რომელთაც გააჩნიათ ჭარბი აირების კონდენსატორები(ნახვრეტები). სახსნელი ჩოკები იყოფა 2 სახეობად:

 

 

40fbaef219e6.jpg

სადები ანუ ლულაში ჩამავალი ჩოკები

 

 

b874b117fd34.jpg

დამაგრძელებელი ჩოკები

 

 

 

 

d0ce638a677c.jpg

პოლიჩოკი

 

 

 

ა)პირველ სახეობაში შედის ჩოკები, რომლების ეხრახნება რა ლულის შიგნით(ე.წ. სადები), არ ცვლის მის საერთო სიგრძეს ან ეხრახნება ლულას და გამოდის ლულის ტუჩის გარეთ(ე.წ. დამაგრძელებლები).

ბ)მეორე სახეობაში შედის ჩოკი, რომელსაც უწოდებენ ,,პოლიჩოკს”(პოლი_მრავალი). აღნიშნული ჩოკი ჩაემაგრება ლულაში და შემდეგ სპეციალური სარეგულირებელი რგოლით ხდება მისი დავიწროება სხვადასხვა დიამეტრით(0,25მმ-დან 1,25მმ-მდე). ასეთ რეგულირებად ჩოკებს უშვებს ერთ-ერთი ამერიკული ფირმა.

აღსანიშნავია, რომ მოწინავე მწარმოებლები დამაგრძელებლებს ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ცვლიან ლულაში ჩასახრახნი(სადები) ჩოკებით. დამაგრძელებლები საგრძნობლად მატებენ თოფს წონას, არღვევენ ბალანსს. სამიზნური(მუშკა), რომელიც განლაგებულია დამაგრძელებლის ბოლოში არღვევს სამიზნე თამასის მთლიანობას. ყველაფერი ერთად კი უკარგავს თოფს სწრაფი მანევრირების უნარს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ახალი მოდელების უდიდესი უმრავლესობა გამოდის სადები ჩოკებით.

 

 

ცოტა რამ სახსნელი ჩოკების ისტორიიდან:

 

თუ თოფის ლულათა შევიწროება დიდია, მაშინ ასეთი იარაღით შედარებით დიდ მანძილზეა შესაძლებელი წარმატებული სროლა, ხოლო ,,ახლოში” ან ვერ მოარტყამ ან ტუშს გააფუჭებ. ლულის მცირე შევიწროებისას კი დიდ მანძილზე სანადირო ობიექტს ვერაფერს დააკლებ.

ოდითგანვე ევროპაში უპირატესობას ორლულიანებს ანიჭებდნენ, რომელშიც სხვადასხვა შევიროების ლულათა პრობლება მეტნაკლებად გადაწყვეტილი იყო. მარჯვენა(ან ქვედა) ლულა უფრო ნაკლები შევიწროების კეთდებოდა, ხოლო მარცხენა(ან ზედა) ლულა კი უფრო მეტი შევიწროების იყო. ამიტომ სხვადასხვა მანძილზე წარმატებული სროლა ორი(მეტ-ნაკლები შევიწროების) ლულის დროს არ ძნელდება. რაც შეეხება ამერიკას, აქ ნადირობაში უმეტესწილად ავტომატურებს იყენებდნენ. ერთი ლულის პირობებში კი სხვადასხვა შევიწროების(შესაბამისად დისტანციის) პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ორ ან მეტ იარაღს შეეძლო. არადა რამდენიმე თოფის სანადიროდ ტარება არც ისე ადვილია. ამიტომ სწორედ ამერიკაში, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა სახსნელი ჩოკები, რომლებიც ადვილი სატარებელი იყო და მათი ცვლაც არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა ნადირობის დროს. ამ აღმოჩენამ სწრაფად ჰპოვა მოწონება და მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

Link to post
Share on other sites

საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სახსნელ ჩოკებზე კეთდება ნაჭდევები, რომელიც შესაბამისად აღნიშნავს მის ზომას.

1) სახსნელი ჩოკი ნაჭდევის გარეშე ან 5 ნაჭდევით არის ცილინდრი ანუ 0

2) სახსნელი ჩოკი 4 ნაჭდევით არის გაუმჯობესებული ცილინდრი ანუ 0,25

3) სახსნელი ჩოკი 3 ნაჭდევით არის 1/2 ჩოკი ანუ 0,5

4) სახსნელი ჩოკი 2 ნაჭდევით არის 3/4 ჩოკი ანუ 0,75

5) სახსნელი ჩოკი 1 ნაჭდევით არის სრული ჩოკი ანუ 1,0

 

სურათზე პირველია 3/4 ჩოკი(ორი ნაჭდევი მარცხენა მხრიდან), მეორეა სრული ჩოკი(ერთი ნაჭდევი უკანა მხარეს), მესამეა 1/2 ჩოკი(სამი ნაჭდევი მარჯვნიდან)

 

 

40fbaef219e6.jpg

 

 

 

 

 

ქანჩის ჭრილები უფრო ღრმა და დიდია. ისინი შეიძლება ჰქონდეს 2 ან 4.

 

 

db7934609398.jpg

 

 

ნაჭდევების ნაცვლად შეიძლება აღნიშნული იყოს * ასეთი ვარსკვლავითაც(რაოდენობა იმდენივე, როგორც პატარა ნაჭდევების დროს). ცილინდრის შემთხვევაში აღინიშნება 5 ვარსკვლავით

 

პ.ს. დამაინტერესა ნაჭდევების რაოდენობის საკითხმა და პატარა მასალა გადავიკითხე.

 

როგორც აღნიშნავენ, ნაჭდევების(ან ვარსკვლავების) რაოდენობა უმეტესწილად ემთხვევა ჩემს პოსტში მოყვანილ რაოდენობას, თუმცა არსებობს გამონაკლისებიცო!!!

მაგ. ერთ-ერთი თურქული თოფის პატრონი აღნიშნავს, რომ ნაჭდევების რაოდენობა არ დაემთხვა ზომას(დიამეტრს).

 

 

 

 

6a64731dfaa5.jpg

 

 

 

 

XF - Extra Full - ძლიერი ჩოკი 1,25

F - Full - სრული ჩოკი 1,0

IM - Improved Modified - გაძლიერებული ნახევარჩოკი 0,75

M - Modified - ნახევარჩოკი 0,5

IC - Improved Cylinder - გაძლიერებული ცილინდრი 0,25

С- Cylinder ცილინდრი 0,00 -0,2 (მინუს 0,2 არის მილძაბრა)

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

დადებითი ის აქვს რომ სურვილისამებრ შეგიძლია დააყენო რა შევიწროებაც გინდა,თუ ახლოს გაშლა გინდა ცილინდრი,თუ შორს ჩოკი!!!თუმცა ყველაფრის,დადებით-უარყოფითის დაწერას კაი დიდი პროსტინის დაწერა უნდა,როგორც ელჩი იტყოდა!!!!მგონი გვაქვს ეგ სადღაც ფორუმზე!!!

Link to post
Share on other sites

დადებითი ის აქვს რომ სურვილისამებრ შეგიძლია დააყენო რა შევიწროებაც გინდა,თუ ახლოს გაშლა გინდა ცილინდრი,თუ შორს ჩოკი!!!თუმცა ყველაფრის,დადებით-უარყოფითის დაწერას კაი დიდი პროსტინის დაწერა უნდა,როგორც ელჩი იტყოდა!!!!მგონი გვაქვს ეგ სადღაც ფორუმზე!!!

ჩოკზე არ ამბობს მამუკა,ლულის დასაგრძელებელზე ამბობს

Link to post
Share on other sites

დგეს გავსინჯე ჩემი დამაგრძელებელი და 50 მერში 5 (შუაში) სანტიმეტრში 6 ცალი საფანტი ქონდა მოხვედრილი მაგარი მესიამოვნა, მეგას ფირმის ვაზნიდან 34 გრამიანი #2 ასე რომ უკმაყოფილო არ ვარ თუ რამე მზად ვარ გიპასუხოთ...

Link to post
Share on other sites

დგეს გავსინჯე ჩემი დამაგრძელებელი და 50 მერში 5 (შუაში) სანტიმეტრში 6 ცალი საფანტი ქონდა მოხვედრილი მაგარი მესიამოვნა, მეგას ფირმის ვაზნიდან 34 გრამიანი #2 ასე რომ უკმაყოფილო არ ვარ თუ რამე მზად ვარ გიპასუხოთ...

რომელი შევიწროვებით ესროლე?? :to_keep:

Link to post
Share on other sites

სრული ჩოკით რატო??მსხვილ საფანტზე ნახევარ ჩოკი ან გაძლიერებული ცილინდრი იხმარე.აბა მაგით გატესტე წესით გაცილებით კარგი შედეგი უნდა გაჩვენოს

Link to post
Share on other sites

სახსნელი ჩოკები მე ძალიან მომწონს მაგარი პრაქტიკულია, ფიქსირებულით აღარც ვიყიდი თოფს

მეც მაგ აზრზე ვარ :Laie_99:

Link to post
Share on other sites

JABA

ერთ მაგალითს გეტყვი; მწყერზე ვიყავით სანადიროდ 10 ნომრები მქონდა და ცილინდრი მეყენა რა თქმა უნდა მწყერზე რომ მოვჩით კურდღლის ვარიანტი გაიჩითა მივაყენე სრული ჩოკი და კაი ყურცქვიტაც ამოვაბზრიალე 10 ნომრით მართალია 4 ვაზნა ვესროლე მარა 30 მეტრში 10 ნომრით ხო გესმის არა?

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

გელა ბრაუნინგის ინვესტორ და ინვესტორ პლუს ჩოკებზე ხომ არ გაგიგია პლიუს-მინუსი. აქ სიტორებს ზოგს ინვესტორი უყენია და ბოლო გამოშვებებს ინვესტორ პლუსი. არჩევისას კაი კონსულტაციაა საჭირო.

Link to post
Share on other sites

გელა ბრაუნინგის ინვესტორ და ინვესტორ პლუს ჩოკებზე ხომ არ გაგიგია პლიუს-მინუსი. აქ სიტორებს ზოგს ინვესტორი უყენია და ბოლო გამოშვებებს ინვესტორ პლუსი. არჩევისას კაი კონსულტაციაა საჭირო.

 

 

კონკრეტულად მაგ ჩოკებზე არ გამიგია ვახო, თუმცა ჩემის მოკლე ჭკუით ბევრი რამ მაგ საკითხში მარკეტინგული ხოდია...

 

სახსნელი ჩოკები წინ გადადგმული ნაბიჯი როა ამაზე შევთანხმდით; ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ რა მასალისაგან მზადდება ისინი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისი მასალა მყარი და მედეგი უნდა იყოს, დიდ ,,ნასტრელს", მაღალ ტემპერატურებს უნდა უძლებდეს, გაბურღვა, ,,შლიფოვკა" და დიამეტრი ცალკე საუბრის თემაა და ა.შ.

მძლავრი კომპანიები საკუთარ სახსნელ ჩოკებს სახელებს არქმევენ, ,,პლიუსებს" ,,ტურბოებს" ,,სუპერებს" უმატებენ მათ სახელდებას; გარდა ამისა არხის სხვადასხვა დიამეტრთან შეთანაწყობაში ატარებენ ტესტირებას...

ყოველივე აღნიშნული მეტნაკლებად აუმჯობესებს ბალისტიკას, ამგრამ გავიმეორებ, ჩემის მოკლე ჭკუით თუ ბალისტიკური ეფექტი 2-3-4%-ით გაიზარდა, მარკეტინგული ეფექტი 10-15%-ით იზრდება!

 

მანქანისა არ იყოს: მოდელში საკმარისია გვერდითა სარკეების ფორმა შეიცვალოს, მაქსიმუმ ფარების ფორმა განსხვავდებოდეს და საქმე ,,ელეგანტთან" პლიუსებთან, ულტრაებთან და ა.შ. გვაქვს.

 

ერთი სიტყვით მაგ საკითხში ლაი-ლაი და კლიენტის შებმა უფრო მეტია ვიდრე რეალური ეფექტი :hi3:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

გელა ეს ინვესტორ-პლუს ცოტათი აგრძელებს ლულას, ინვესტორი არა, ამბობენ ბალისტიკას აუმჯობესებსო, მაგრამ რას გაიგებ. ვემიზნები სიტორის და ვნახოთ გაზაფხულამდე რამე გამოჩნდება ალბათ.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

გამარჯობათ, მაქვს ჩოკებიანი თოფი და ამხრივ ბევრ პრობლემას მიქმნის იმიტომ რომ იჟანგება და თან მეშინია შიგნითაც არ დეამიჟანგოს ხრახნები. მოკლედ როგორ გავწმინდო არ შველის ჩვეულებრიი ზეთები :karochera: თან დამწყები ვარ

Edited by qwer1234
Link to post
Share on other sites

გამარჯობათ, მაქვს ჩოკებიანი თოფი და ამხრივ ბევრ პრობლემას მიქმნის იმიტომ რომ იჟანგება და თან მეშინია შიგნითაც არ დეამიჟანგოს ხრახნები. მოკლედ როგორ გავწმინდო არ შველის ჩვეულებრიი ზეთები :karochera: თან დამწყები ვარ

საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე... :scratchchin:

რა ფირმის თოფი გაქვს და ორიგინალია თუ არა მასში მოთავსებული ჩოკები?

საზოგადოდ ჩასახრახნი ჩოკები სპეციალური, მედეგი მასალისაგან მზადდება, რომელიც ასე ადვილად არ იჟანგება...

ყოველი ჩახრახნვის წინ მობილური ჩოკის ხრახნი მსუბუქად უნდა დაიზეთოს და ისე ჩაეხრახნოს. ამის შემდეგ ლულის შიდა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ზეთის ნარჩენებისაგან.

თუ საჭიროება არ ითხოვს და ჩოკის ჩანაცვლება არ გვესაჭიროება, მისი მოხსნა, გაწმენდა და თავის ადგილზე დაბრუნება უნდა მოხდეს არა უადრეს სეზონში ერთჯერ.

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

სხვა თემაშიც ჰქონდა იგივე შეკითხვა.

 

მოისროლოს ნაგავში ის ჩოკები და ხარისხიანები იყიდოს.

 

სანამ ახლებს დააყენებს, თოფის ლულის "რეზბები" დაამუშავოს WD40-ით.

 

უხარისხო მეტალისგან არის ეგ ჩოკები დამზადებული და იმიტომაც აქვს პრობლემები.

Link to post
Share on other sites
:karochera: :karochera: :karochera: რჩევისთვის დიდი მადლობა, თოფი არის იჟ 27(MP27-EM) ახალი ნაყიდი ჩოკებს ასე თU ისე ხშირად ვცვლი 2 თვეში ალბათ ერთხელ, ჩოკები მოყვა. სხვა ჩოკი არც მიყიდია მაგრამ უფრო ცუდ პრობლემას გადავაწყდი, ზედა ჩოკი ვერაფრით ვერ ამოვიღე ნუ რათქმაუნდა ჩემი ძალებით არვიცი რატო ჩაიჭედა მირჩიეთ რა გთხოვთ როგორ შეიძლება ამოვიღო სხვა რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ.ძალიან კი შეგაწუხეთ ჩემი გამოუცდელობის ბრალია :karochera: :karochera: Edited by qwer1234
Link to post
Share on other sites

რადგან ვერ ხსნი ე.ი. ან ჩაჟანგულია ან ხრახნში("რეზბაში") არასწორადაა ჩახრახნილი.

შენ ნუ აწვალებ მოსახსნელად ბევრს, რადგან უფრო მეტად გააფუჭებ.

უმჯობესია იარაღის ოსტატს ან ხარატს("ტოკარი") მიუტანო და მოგიხსნის.

Link to post
Share on other sites

რადგან ვერ ხსნი ე.ი. ან ჩაჟანგულია ან ხრახნში("რეზბაში") არასწორადაა ჩახრახნილი.

შენ ნუ აწვალებ მოსახსნელად ბევრს, რადგან უფრო მეტად გააფუჭებ.

უმჯობესია იარაღის ოსტატს ან ხარატს("ტოკარი") მიუტანო და მოგიხსნის.

გაიხარე დიდი მადლობა :yes:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...