Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ნაგანი

 

1a879129bc31.jpg

 

რევოლვერის ტიპი. მასა 800 გრ, მთლიანი სიგრძე 235 მმ. ლულის სიგრძე 110მმ. დოლურის ტევადობა 7 ვაზნა. კალიბრი 7.62. ტყვიის სიჩქარე წამში 272მ/წმ

 

ბელგიელი ძმების ემილ და ლეონ ნაგანების მიერ შექმნილი რევოლვერი, თავდაპირველად მას იყენებდნენ ბელგიელი ოფიცრები, ხოლო 1895 წელს კი როდესაც რუსეთის იმპერიამ არმიის შესაიარაღებლად ახალი რევოლვერის ძებნა დაიწყო, დაბრმავებული ძმის, ემილის საქმე ლეონმა გააგრძელა და იმდენი მოახერხა, რომ რუსეთის იმპერატორს რევოლვერზე პატენტი 7.5 ათას ოქროს თუმნად მიყიდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ნაგანის სისტემის რევოლვერს შესასაღებელი არაფერი ჭირდა. ნაგანმა თავისი ეფექტიანობა ათწლეულების განმავლობაში დაამტკიცა, რაზეც მისი მრავალწლიანი სერიული წარმოებაც მეტყველებს. სულ მეფის რუსეთმა და საბჭოთა კავშირმა 1.5 მლნ-ზე მეტი ნაგანი გამოუშვა, აქედან 370 ათასი 1942-45 წლებში გაკეთდა. ნაგანი თავის დროზე იმით გამოირჩეოდა სხვა რევოლვერებისაგან, რომ სასხლეტის გამოკვრისას დოლურა მჭიდროდ ეკვროდა ლულას, რის გამოც გასროლისას წარმოქმნილი დამწვარი დენთის აირი ვერ გამოდიოდა ნაპრალიდან და მთელი ენერგია ტყვიის ლულიდან დიდი სიჩქარით გამოგდებისკენ იყო მიმართული. მეორე თავისებურება კი ნაგანში გამოყენებული განსაკუთრებული ფორმის ვაზნა გახლდათ. ტყვია მთლიანად ჩამალულია ვაზნის მასრაში. ეს იმ მოსაზრებითაა გაკეთებული, რომ დენთის აფეთქებისას წრმოქმნილმა აირმა მხოლოდ ტყვიის გაგდებაზე იმუშაოს.მეფის რუსეთში ნაგანს ორი მოდიფიკაციით სახით აწარმოებდნენ-საოფიცრო და ჯარისკაცებისთვის გათვლილი. საოფიცრო ნაგანის ჩახმახზე შეყენება სასხლეტითაც შეიძლებოდა, ანუ თანამედროვე გაგებით, იგი ორმაგი მოქმედების იყო. ჯარისკაცებისთვის უფრო გაუარესებული მოდელს უშვებდნენ. თითოეული გასროლის წინ ჯარისკაცს ჯერ ხელით უნდა შეეყენებინა ჩახმახი და მერე გამოეკრა სასხლეტისთვის თითი. საერთოდ ნაგანის ისევე როგორც ყველა რევოლვერის უპირატესობა (პისტოლეტთან შედარებით) ის არის, რომ თუკი პისტოლეტში ვაზნა გაიჭედა, მისი ხელახალი გადატენა ხდება საჭირო. გაჭედილი ვაზნა გვერდითი სარკმლიდან გადავარდება მის ადგილს კი მჭიდიდან ამოსული მორიგი ვაზნა იჭერს.

რევოლვერს კი ეს პრობლემა არ აქვს-არ გაისროლა? კიდევ გამოკარი სასხლეტს, დოლურა გადატრიალდება და ჩახმახის ნემსი სხვა სათავსში მოთავსებულ ვაზნის კაფსულს დაეცემა.

 

Walther P38

 

8f54d1715f50.jpg

 

კალიბრი 9/19 ლუგერ პარაბელუმი. მასა ვაზნების გარეშე 800გრ. სიგრძე 216მმ. ლულის სიგრძე 125მმ. მჭიდის ტევადობა 8 ვაზნა.

 

ყველა არმიას სიმბოლოდ იარაღის რომელიმე სახეობა და ტიპი აქვს. ასეთად მესამე რაიხისთვის Walther P38 იქცა.

მანამდე გერმანელი ოფიცრები შეიარაღებული იყვნენ პ08პარაბელუმებით. იმ პარაბელუმებით რომელმაც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომი გამოიარა და შეცვლას მოითხოვდა, მაგრამ 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, ომში დამარცხებულ გერმანიას აკრძალული ქონდა 100მმ-იანი სიგრძის გრძელ ლულიანი პისტოლეტის სერიული წარმოება. 30-იან წლებშიგერმანიის სათავეში ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მოსვლის შემდეგ გერმანიამ ფარულად დაიწყო ახალი იარაღის ნიმუშების შექმნა, მათ შორის პისტოლეტებისაც. გამოჩენილმა გერმანელმა კონსტრუქტორმა ფრიც ვალტერმა 30-იანი წლების შუახანებში შექმნა ახალი 9მმ კალიბრის პისტოლეტი რომელიც ვერმახტმა შეაიარაღებაში პისტოლე-38-ის სახელწოდებით მიიღო. სწორედ აქედან გაჩნდა საქვეყნოდ ცნობილი პ-38.

პ-38-ის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ მოხერხებულად ჯდება ხელში. სასხლეტის დაშვებაც შედარებით რბილი აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ პ-38 იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ პისტოლეტად, რომელიც 9მმ კალიბრიან ,,პარაბელუმის" ვაზნაზე იყო გათვლილი და თანაც ორმაგი მოქმედების (ანუ ჩახმახის შეყენება სასხლეტის გამოწევითაც შეიძლება) საცემ-სასხლეტი მექანიზმი ქონდა.

პ-38-ის ავტომატიკა ლულის მცირე გადაადგილების სქემით მოქმედებს. გასროლისას ლულა საკეტთან ერთად რამდენიმე მილიმეტრით უკან ინაცვლებს. ამის შემდეგ სპეციალური მოწყობილობა ლულას აჩერებს, ხოლო საკეტი ისევ უკან აგრძელებს გადანაცვლებას, რის დროსაც ხდება მასრის ექსტრაქცია და ახალი ვაზნის ამოღება მჭიდიდან. საკეტის უკანა მხარეს სპეციალური მექანიკური ინდიკატორია, რომელიც მსროლელს აჩვენებს, არის თუ არა სავაზნეში ვაზნა. პ-38-ს დამცველი მარცხნივ ისევე აქვს როგორც საბჭოთა მაკაროვს (პმ).

Link to post
Share on other sites

ПСМ (пистолет системи макарова) მაკაროვის სისტემი პისტოლეტი

 

91708dead607.jpg

 

კალიბრი 5,45. სიგრძე 15.5 სმ. ლულის სიგრძე 8.5სმ. ტყვიის საწყისი სიჩქარე 315 მწ. სროლის ტემპი 30 გასროლა წუთში. მჭიდში ვაზნების რაოდენობა 8. დამიზნებით სასროლი მანძილი 25 მ.

 

 

თვითდამტენი მცირებორტიანი პისტოლეტი ПСМ იქცა იმ პირველ კომპაქტურ საბჭოთა იარაღად, რომელსაც სამგზავრო თვითმფრინავის გამცილებლები სამოქალაქო სამოსიანი ,,კაგებეშნიკები" მალულად ატარებდნენ. ПСМ სისქე18მმ-ს არ აღემატება, ამიტომ ოპერმუშაკების გარდა ღიპიანი გენერლების საუკეთესო ,,მეგობარიც" გახდა. სათამაშო პისტოლეტისმაგვარი იარაღის ტარებაზე არც მაღალი საზოგადოების ქალბატონები ამბობდნენ უარს საბჭოთა ელიტაში ეს გამორჩეულობის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნიუანსი იყო.

ПСМ ერთი ნაკლი აქვს-მის პატრონებს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მუდამ ოდნავ ტრამვირებული ქონდათ, რადგან პისტოლეტისა და მცველის ჩამოწევისას სწრაფად დაშვებულ ჩახმახში მოაყოლებდნენ ხოლმე. სამაგიეროდ აქვს ერთი დიდი უპირატესობა, მისი მცირეკალიბრიანი ტყვია მსუბუქ ჯავშანჟილეტს ხვრეტს და დასავლეთში ამის გამო ,,მკვლელის იარაღი" შეარქვეს.საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ მწარმოებლებიო შეეცადნენ ПСМ აშშ-ის ბაზარზე გაეტანათ, რისთვისაც კალიბრი და ვაზნები შეუცვალეს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. მაგრამ 1994 წელს პრეზიდენტმა კლინტონმა გამოსცა ბრძანება, რომელიც რუსეთიდან ნებისმიერი იარაღის შეტანას კრძალავდა. გარდა იმისა, რომ ПСМ ერთ-ერთი ყველაზე თხელი პისტოლეტია საკმაოდ მსუბუქიცაა და ნახევარ კილოგრამს იწონის.

ПСМ სროლა საკმაოდ მოსახერხებელია და დიდი უკუდარტყმა არ აქვს. თანამედროვე დასავლური პისტოლეტების შემდეგ რომელთა სისქე 30მმ-ა ცოტა უჩვეულოა ასეთი თხელი პისტოლეტის ხელში დაჭერა. სამაგიეროდ მისი მალულად ტარებაა მოსახერხებელი. არსებობს ПСМ მაყუჩიანი ეკზემპლარებიც, როგორც საქრხნო წესით ასევე საიარაღო სახელოსნოებში დამზადებული.

Link to post
Share on other sites

გლოკი

 

99bd1d3a5da1.jpg

 

კალიბრი 9X19. სიგრძე 188მმ. ლულის სიგრძე 114მმ. წონა 625გრ. მჭიდში 17 ვაზნა. ტყვიის საწყისი სიჩქარე 350მ/წ

 

გუსტავ გლოკის პისტოლეტი არ არის მსოფლიოში პირველი იარაღი, რომელის კონსტრუქციის დასამზადებლად მაღალმდგრადი პოლიმერული მასალა პლასტიკი იქნა გამოყენებული, მაგრამ სწორედ ის იქცა ერთერთ პირველ ყველაზე პოპულარულ პლასტმასის პისტოლეტად, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გლოკის სხვადასხვა მოდიფიკაცია მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის პოლიციისა და სპეცსამსახურების შეიარაღებაშია.ითვლება, რომ კარგმა პისტოლეტმა 40 ათას გასროლას უნდა გაუძლოს, გლოკ-17-მა და გლოკ-19-მა სპეციალური ტესტირების დროს 360 ათასი გასროლა განახორციელა.

Link to post
Share on other sites

მაუზერ ს96

 

ccf5b905687d.jpg

 

კალიბრი 7.63. სიგრძე 290მმ. ლულის სიგრძე 140მმ. წონა 1150გრ. წონა 10 ვაზნით1260გრ. ტყვიის საწყისი სიჩქარე 430მწ.

 

მაუზერ ც-96 ეტაპობრივი პისტოლეტია, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღების ისტორიაში. მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის გახლავთ, რომ თერიულად ამ პისტოლეტიდან 1000 მ-ის დისტანციაზე შეიძლებოდა მიზანში სროლა. ამისათვის პისტოლეტის სამიზნეზე სპეციალური სკალაც არის დატანებული. სინამდვილეში ეფექტური სროლის მანძილი 200-250 მეტრია რაც ნამდვილად დიდი მიღწევაა პისოტოლეტისთვის.მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი მაუზერი ბუნებრივია არ გამოირჩევა არც კარგი ერგომეტრიით და არც დაბალანსებით. ამ უკანასკნელს ის განაპირობებს, რომ სავაზნე კოლოფი სასხლეტის წინაა მოთავსებული. მიუხედავად ამ შენიშვნებისა მაუზერიდან სროლა ძალიან მომხიბლველია, განსაკუთრებით თუკი მას ბუდე-კონდახი აქვს მიმაგრებული. ასეთ დროს იგი პატარა კარაბინად გადაიქცევა და შესაბამისად იზრდება მიზანში მორტყმის სიზუსტეც. მაუზერის პოპულარობა მისმა 7.63X25მმ ტყვიამაც განაპირობა. იგი გამოირჩევა დიდი ენერგიით და 25 მერტის მანძილზე 8 დიუმიან ნაძვის ფიცარს ხვრეტს.

Link to post
Share on other sites

Raging Bull ბრაზილიური გაცოფებული ხარი

 

39ceb4088697.jpg

 

კალიბრი 454 Casull/ .45 Long Colt. სიგრძე 362მმ. ლულის სიგრძე 214მმ. წონა ვზნების გარეშე 1800გრ

 

ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რაც არის გაცოფებული ხარი, მაგრამ გინდ დაიჯერეთ გინდ არა ბრაზილიური რევოლვერის ერთმა, მაქსიმუმ ორმა გასროლამ ეს ხარი შეიძლება სამუდამოდ დააწყნაროს.

რევოლვერის ინსტრუქციაში დაუფარავად და ალალად წერია: გასროლისას წარმოქმნილმა უკუდარტყმამ შეიძლება მსროლელს სახსრიდან ამოუგდოს ხელი, ხოლო დახურულ ტირში ჯობს გაცოფებული ხარი არ გამოსცადოთ, თორემ ყურებს კარგი დღე არ დაადგება, თუნდაც ყურსაცვამი გეკეთოთ. გაცოფებული ხარის ბარაბანში ხუთი მძლავრი 454 Casull-ის ტიპის ტყვია ეტევა. ამ ტყვიების მოხვედრას შეუძლია წააქციოს დიდი დათვი და კამეჩი, უკეთეს დღეში არც სპილოს ჩააგდებს. ფაქტობრივად გაცოფებული ხარი სანადირო რევოლვერების კლასს მიეკუთვნება და მდიდარნი ამა ქვეყნისა ამაზონიის ჯუნგლებში მის გარეშე იშვიათად დადიან. რევოლვერს უყენდება ოპტიკური სამიზნე ნადირობის გასაადვილებლად, რის გამოც საერთო წონა შესამჩნევად იზრდება, თუმცა ეს უკეთესიცაა, რადგან ძლიერი ვაზნის გამოყენებისას ჯობს იარაღი მეტს იწონიდეს, რათა უკუდარტყმის ძალა შემცირდეს. სხვანაერად გაცოფებულ ხარს ჯიბის ჰაუბიცას უწოდებენ და არც ცდებიან, რადგან გასროლის ხმა მართლაც რომ დამთრგუნველია.

 

тт (Токарев Тула) ტოკარევის პისტოლეტი

 

da7ba4dcea9b.jpg

 

კალიბრი 7.62X25. სიგრძე 195მმ. ლულის სიგრძე 116მმ. წონა ვაზნების გარეშე 825 გრ. მჭიდის ტევადობა 8 ვაზნა. ტყვიის საწყისი სიჩქარე 420მ/წ. სროლის სისწრაფე 30 ვაზნა წუთში. დამიზნებით სროლის მანძილი 30მ.

 

ტოკარევის პისტოლეტი შექმნილია ქალაქ ტულას იარაღის დამამზადებელ ქარხანაში, კონსტრუქცია და პისტოლეტის პროექტი შექმნილია და დამტკიცებული კომისიის მიერ რომელსაც ფ.ვ.ტოკარევი ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად იარაღის შექმნის იდეა ემსახურებოდა საბჭოთა პილოტების და საფრენი აპარატების პერსონალის უზრუნველყოფას საბრძოლო და საუკეთესო მახასიათებლის მქონე იარაღით. ოფიციალური საბრძოლო გამოცდა პისტოლეტს ჩაუტარდა 1930 წელს და შეიარაღებაში მიღებული იქნა ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ тт გახლავთ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე საბჭოთა ოფიცრების საყვარელი იარაღი, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა კავშირი დაეკმაყოფილებინა თავისი ოფიცრები იმ იარაღით რომელზეც ასე დიდი იყო მოთხოვნა.

Link to post
Share on other sites

ბერეტა

 

d6bcbe7ab0c5.jpg

 

 

სურათები საკმაოდ დევს ამ პისტოლეტის ასე რომ მხოლოდ იმფორმაციას დავდებ.

 

პიეტრო ბერეტას პისტოლეტებს ყველას ერთნაერი კონსტრუქცია და გაბარიტები აქვს. განსხვავება მათ კალიბრშია. თუკი ,,81" და ,,82" 7,62მმ ბრაუნინგის ვაზნებს მოიხმარდნენ, მოდელები ,,84" და ,,85" კი 9X17მმ ბრაუნინგის ,,მოკლე" ვაზნებზე ,,მუშაობდნენ". ამასთან, თუკი ,,81"-ისა და ,,84"-ის მჭიდში შესაბამისად 12 და 13 ვაზნა ეტეოდა მოდელები ,,82" და ,,85" რვა ტყვიას ისროდა. სხვათა შორის 1986 წელს გამოვიდა მოდელი ,,86" რომლის განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა გადასახსნელი ლულა, დაახლოებით ისეთი როგორიც სანადირო, ერთლულიან თოფებს აქვს. ბერეტას სროლისას რასაც ამჩნევ პირველი ის არის, რომ პისტოლეტის ტარი ხელში კარგად ზის. რაც ზუსტი სროლის საუკეთესო წინაპირობაა. მოდელი ,,84"-ის პირველ მოდიფიკაციებს სასხლეტის დამცველი რკალი მომრგვალებული ქონდა (ისევე როგორც ვალტერ პპკ-სა და მაკაროვს) რაც პისტოლეტზე მეორე ხელის დაფიქსირებას ართულებდა. ახალ ,,beretta 84fs" კი რკალი ისეთივე კუთხოვანი გაუკეთეს როგორიც ცნობილ საბრძოლო beretta 92fs აქვს.ეს ბევრად აადვილებს პისტოლეტის ორი ხელით სროლას. ამასთან ნახევარკილოიანი პისტოლეტი ქალის ხელისგულზეც კარგად თავსდება.

Link to post
Share on other sites

colt government 1911 a1

 

6eb194e87499.jpg

 

ეს პისტოლეტი არის წარმოებული ამერიკაში მეოცე საუკუნის დასაწყისში, შექმნილია ჯონ მოზეს ბრაუნინგის მიერ და აწარმოებდა იარაღის ქარხანა ჰარდფორდში. თავიდან იწოდებოდა როგორც კოლტ ბრაუნინგი, ხოლო შემდეგ მხოლოდ კოლტად. 1911 წელს ეს პისტოლეტი გადავიდა არმიის შეიარაღებაში, შემდეგ ათი წლის განმავლობაში გაიარა დეტალური მოდერნიზაცია და მიიღო ახალი სახელი Colt Government / M1911. რადგანაც ასეთი ტიპის პისტოლეტს აწარმოებს რამოდენიმე ქარხანა შესაძლებელია მასზე სხვადასხვა მარკა ეწეროს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ კოლტ გოვერმენტი არის ასე ვთქვათ ყველაზე ხანგრძლივად არმიაში მომუშავე პისტოლეტი. მონაწილეობა მიღებული აქვს ორ მსოფლიო ომში და უამრავ კონფლიქტებში. ეს ყოველივე განაპირობა მისმა სანდოობამ და მარტივმა კონსტრუქციამ.

Colt Government / M1911

 

 

განსხვავება colt government 1911 a1 და Colt Government / M1911 შორის

 

Colt Government / M1911 გაუმჯობესებული აქვს:

1. უფრო ფართო სამიზნე.

2. სასხლეტი დაგრძელებული.

3. დამოკლებული აქვს დამცემის მოსადები კაუჭი.

4. უკუმსვლელის ზამბარას თავი დამრგვალებული.

5. გაუმჯობესებული აქვს ტარის ღარები ხელის მოსაჭიდად.

6. ავტომატური დამცველის ,,კუდი" ცოტა დაგრძელებულია.

 

Desert Eagle

 

580f91abd027.jpg

 

კალიბრი 357 მაგნუმ, 44 მაგნუმ, 50 აე. სიგრძე თუ ლულის სიგრძე 150მმ-ა 260 მმ. არის 254 მმ-ნი ლულითაც. წონა 1715 გრ. მჭიდში ვაზნების ტევადობა 9, 8, 7. მოდელის მიხედვით

 

ეს პისტოლეტი, თავიდან შეიქმნა როგორც სპორტული პისტოლეტი, მაგრამ მისმა ძლერმა საბრძოლო მონაცემებმა გამოიწვიეს მისით ისრაელის არმიის დაინტერესება, გარდა ამისა მას აქვს ძალიან თავისებური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გარეგნული და ასევე შიგა ტექნიკური იერი. ძირითადად პისტოლეტი აღჭურვილია არალეგულირებადი სამიზნით, მაგრამ მასზე დატანებულია სპეციალური ჭდეები რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მასზე დადგეს სხვა და სხვა სახის სამიზნეები. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ მის პოპულარიზაციას რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ხელი შეუწყო ,,ჰოლივუდურმა" ფილმებმაც.

Link to post
Share on other sites

Bul Cherokee

 

e06f3f944da2.jpg

 

კალიბრი 9X19 ლუგერ პარაბელუმი, წონა ვაზნების გარეშე 705 გრ, სიგრძე 205 მმ, ლულის სიგრძე 108 მმ, მჭიდში 17 ვაზნა.

 

ამ პისტოლეტს უშვებს არც თუ ისე ცნობილი ებრაული საირაღე ფირმა, რომელიც პისტოლეტის სერიულ კონსტრუირებას 1992 წელს შეუდგა და აწარმოებს როგორც სამსახურეობრივ ასევე სპორტულ პისტოლეტებს, Bul Cherokee კონსტრუქცია ლეგენდარული ამერიკული პისტოლეტის კოლტ-ბრაუნინგის სქემაზე იყო დაფუძნებული, თუმცა თითქმის საუკუნოვანი ამერიკული პისტოლეტისაგან განსხვავებით ჩარჩო რკინის ნაცვლად პოლიმერის ქონდა. Bul Cherokee სამიზნე მოწყობილობა რეგულირდება. დამცველი მხოლოდ ერთ, მარცხენა მხარესაა და მისი ჩამოწევის შემთხვევაში ჩახმახი არ ეცემა (როგორც მაგალითად მაკაროვის შემთხვევაში) პისტოლეტის პოლიმერულ ჩარჩოზე დატანებულ სპეციალურ რელსებზე აყენებენ როგორც ტაქტიკურ ფარანს ასევე ლაზერულ მიზანმაჩვენებელს. ამ პისტოლეტს აქვს ორიგინალური ფორმის კონდახიც, რაც საკმაოდ იშვიათია არაავტომატური პისტოლეტისათვის.

Link to post
Share on other sites

parabellum p-08

 

0bad6ecda2f0.jpg

 

 

კალიბრი 9X19 პარაბელუმ, წონა ვაზნების გარეშე 890 გრ, სიგრძე 21,7 სმ. ლულის სიგრძე 9,8 სმ. მჭიდში 8 ვაზნა

 

ეს ლეგენდარული პისტოლეტი შექმნილია გეორგ ლუგერის მიერ. პარაბელუმის სერიული წარმოება 1900 წელს დაიწყო სახელწოდებით ,,ბორჰარდისა და ლუგერის პისტოლეტი" შემდგომში ეს პისტოლეტი ნელნელა იხვეწებოდა და 1908 წელს კაიზერის არმიამ შეიარაღებაში მიიღო მოდელი parabellum p-08 ან მოკლედ p-08. ეს პისტოლეტი ფართოდ გამოიყენებოდა პირველ მსოფლიო ომში, თუმცა თავისი სახე არც 25 წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომში დაუკარგავს. იგი ვერმახტის ოფიცრების საშტატო იარაღს წარმოადგენდა. თუმცა მეორე მსოფლიო ომის ბოლოსთვის პარაბელუმი გერმანიის არმიაში ნელ-ნელა ვალტერ P-8 შეცვალა. პარაბელუმი მთლად უნაკლო სულაც არ არის, მას ბორჰარდის პისტოლეტიდან მემკვიდრეობით გადმოყვა ღიად განთავსებული სროლის მექანიზმი, რომელიც ადვილად ჭუჭყიანდება და მუდმივ წმენდას მოითხოვს. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, პარაბელუმი იარაღის ერთერთ შედევრს წარმოადგენს, რადგან უკვე მესამე საუკუნეა ისვრის.

Link to post
Share on other sites

tanfoglio

 

90861bc3ad35.jpg

 

კალიბრი 9X19 par. წონა 750 გრ. სიგრძე 195მმ. ლულის სიგრძე 93მმ. სიმაღლე 130მმ. მჭდიში 13 ვაზნა.

 

იტალიური პისტოლეტი tanfoglio ფაქტობრივად cz-75-ის კლონს წარმოადგენს. გაუმჯობესება კი იმით გამოიხატება, რომ პისტოლეტის კონსტრუქციის გაძლიერება არა მარტო 9X19 ტიპის ვაზნების გასროლის საშუალებას იძლევა, არამედ უფრო ძლიერი იმპულსის მქონე 10 auto და 45 acp ტიპის ვაზნების გამოყენებისაც. (რათქმაუნდა საჭიროა ლულების შეცვლაც) ერთერთი საუკეთესო მოდელად ითვლება tanfoglio force 99 cary უნდა ითქვას, რომ რომ პისტოლეტის ეს კომპაქტური მოდელი არც თუ ისე მარჯვე სახმარია მათთვის ვისაც დიდი ხელის მტევანი აქვს, მარჯვენა ხელის ნეკს ადგილი აღარ რჩება პისტოლეტის ტარზე მისაბჯენად და იგი ნახევრად ჰაერშია, შთაბეჭდილება რჩება თითქოს პისტოლეტს ბოლომდე ვერ გრძნობ. მას არა აქვს სპეციალური ღარები ლაზერული სამიზნის დასაყენებლად და რაც მთავარია სასხლეტის შეყენებისას, როდესაც ჩახმახი დაშვებულია, დიდი ძალდატანება სჭირდება-როცა გგონია ეს-ეს არის გაისვრი კიდევ გიწევს სასხლეტის მოზიდვა.

Link to post
Share on other sites

arcus hi power

 

306f019186fd.jpg

 

კალიბრი 9X19. წონა ვაზნების გარეშე 970გრ. სიგრძე203 მმ. ლულის სიგრძე 118,5 მმ.მჭიდში 13 ვაზნა.

 

ბულგარულმა ფირმა arcus-მა ჰაიპაუერის მოდიფიცირებული პირველი მოდელი arcus94 1994 წელს გამოუშვა, იგი fh/browning ,,high power" GP-35-ის პრაკტიკულად სრულ ასლს წარმოადგენად და მისგან მხოლოდ გაფორმებით გამოირჩევა. ოთხი წლის შემდეგ ბულგარელებმა ახალი მოდელის arcus98-ის სერიული წარმოება დაიწყეს, ამ მოდელის მჭიდის ტევადობა ორი ვაზნით გაიზარდა, თუმცა თავად პისტოლეტის მასა პირიქით 20-გრ-ით შემცირდა. arcus98-დან სროლისას დაახლოებით ისეთივე გრძნობა გიჩნდება, როგორც ყველა თანამედროვე პისტოლეტიდან სროლისას. პისტოლეტის ტარი ხელში კარგად ზის, სროლა ორივე ხელიდან მოსახერხებელია. პისტოლეტის ტარი დაფარულია რეზინის ხორკლიანი მასალით, რაც ხელისგულზე სრიალს გამორიცხავს. პისტოლეტის ნაკლად ითვლება არცთუ პატარა მასა, ფართო ტარი და შეფერილობაც არ იმსახურებს დიდ მოწონებას.

Link to post
Share on other sites

steyr m-a1

 

01fddbc46441.jpg

 

კალიბრი 9x19mm Para. წონა ვაზნების გარეშე 780 გრ. სიგრძე 180მმ. ლულის სიგრძე 101 მმ. მჭიდში ვაზნების რაოდენობა 15.

 

როგორ უნდა შეიცვალოს ათასჯერ გადაღეჭილი პისტოლეტის დიზაინი, რომ ორიგინალური სახელი დაიმსახუროს, ამ კითხვას ავსტრიელმა ინჟინრებმა გასცეს პასუხი steyr m-a1-ით.პისტოლეტის კონსტრუქციაში მჩატე და ამასთან გამძლე პოლიმერული მასალაა გამოყენებული. steyr ერთი შეხედვით გლოკს მოგაგონებთ, მაგრამ დეტალურად გაცნობის შემდეგ სხვა სურათი წარმოგიდგება.. მას გლოკივით ერთი ავტომატური დამცველი სასხლეტზე აქვს, სამაგიეროდ პისტოლეტის მარჯვენა მხარეს დამონტაჟებულია სპეციალური სახელური, რომლის მთლიანად ჩამოწევისას შესაძლებელია პისტოლეტის დაშლა, ასევე პისტოლეტის ავტომატიკის მთლიანი ბლოკირება. ხელის დამცველის ჩასართავად პისტოლეტის კორპუსის ორივე მხარეს 2 პატარა ღილაკის დაჭერისას ჩამოიწევა მცირე დეტალი, რომელიც სასხლეტის მექანიკურ ბლოკირებას ახდენს. ასევე ორიგინალურია steyr-ის დამიზნების მოწყობილობა, რომელიც ჩვეულებრივისაგან განსხვავებით სამკუთხედისა (წინ) და ამოკვეთილი ტრაპეციის (უკან) ფორმისაა. steyr m-a1-ის ავტომატიკა დაფუძნებულია უკუდრტყმის ენერგიის გამოყენებაზე ლულის მცირე გადაადგილების დროს. პისტოლეტის ჩახმახი დახურული ტიპისაა. ყველაზე მთავარი კი, რაც steyr m-a1-ს თანამედროვე პისტოლეტებისგან გამოარჩევს მისი ტარია. ტარის დახრილობის კუთხე 111 გარადუსს უტოლდება და იდეალურად ზის ხელში. ასეთი მოხერხებული ტარი მარტო ლეგენდარულ პარაბელუმს ქონდა.

Link to post
Share on other sites

HECKLER & KOCH

 

f6732c0134ea.jpg

 

კალიბრი 9X19. წონა ვაზნების გარეშე 720 გრ, სიგრძე 194 მმ. სიმაღლე 136 მმ. სიგანე 32 მმ. მჭიდში 15 ვაზნა.

 

ეს პისტოლეტი გამოირჩევა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით, მისი გადატენვისას, როდესაც სავაზნე კოლოფიდან ლულისაკენ იგზავნება ვაზნა, ჩახმახი შეყენებული რჩება და ამ დროს შეიძლება პისტოლეტი დამცველზე ისე დააყენო, რომ ჩახმახი შეყენებული იყოს და უსაფრთხოების გარანტია გქონდეს.საჭიროების შემთხვევაში ელვის უსწრაფესად შეიძლება პისტოლეტის ამოღება და დამცველის დაშვება.

თუკი USP-ს ტიპის პისტოლეტები სახელწოდებით P8 შეიარაღებაში მიიღო გერმანიის ბუნდესვერმა, ხოლო მისი მეორე ვარიანტი P10 გერმანელმა პოლიციელებმა, USP-ს ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია USP45 ამერიკელი ზღვის ლომების არსენალში აღმოჩნდა.ამ უკანასკნელს სპეციალური მაყუჩი უყენდება რომლიც გასროლის ხმას არანაკლებ 35 დეცებელით ამცირებს.

Link to post
Share on other sites

пистолет Макарова მაკაროვის პისტოლეტი

 

e9b372e69367.jpg

 

კალიბრი 9 მმ; წონა ვაზნების გარეშე 730გრ; წონა ვაზნებით 810 გრ; სიგრძე 161 მმ; სიმაღლე 126.75 მმ; სიფართე 30.5; მმ. ლულის სიგრძე 93 მმ; ტყვიის თავდაპირველი სიჩქარე 315მ/წ; სროლის სიჩქარე წუთში 30ვაზნა; დამიზნებითი მანძილი 50 მეტრი; მჭიდის ტევადობა 8 ვაზნა;

 

მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე შეიქმნა, ის მიღებული იქნა სსრკ თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის შეიარაღებაში. პისტოლეტი შექმნილია 1927 წელს გამოშვებული ვალტერის ტიპის პისტოლეტის ბაზაზე. მისი სამიზნე მუდმივია, არ რეგულირდება. 1951 წელს ამ პისტოლეტისათვის შეიქმნა ახალი ვაზნა 9X18 ტიპის, აგრეთვე შეიქმნა ვაზნა ფოლადის გულით და გარადა ამისა სპეციალური ძლიერი ენერგიული მუხტის მქონე ვაზნაც, რომელიც ხარისხით თითქმის უტოლდება პარაბელუმის. ტიპის ვაზნებს. უნდა აღინიშნოს რომ მაკაროვის პისტოლეტი წარმოებულია ძალიან დიდი რაოდენობით, მისი წარმოება დღესაც არ შეწყვეტილა და იწარმოება თავიდანვე მიღებული მოდიფიკაციით.

Link to post
Share on other sites

Автоматический пистолет Стечкина სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი

 

85e52ea708cd.jpg

 

კალიბრი 9X18 მმ; სიგრძე 225 მმ; ლულის სიგრძე 140 მმ; წონა ვაზნების გარეშე 1220 გრ; სროლის სიჩქარე 600 ვაზნა წუთში; მჭიდში ვაზენების ტევადობა 20; დამიზნებითი საბრძოლო მანძილი 70მ.

 

სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი შეიქმნა 1940 წლებში კონსტუქტორ მეიერაღე ი.ი.სტეჩკინის მიერ. 1951 წელს კი პისტოლეტი მაკაროვის სისტემის პისტოლეტთან ერთად გადაეცა სსრკ თავდაცვის სამინისტროს. პისტოლეტი სპეციალურადაა შექმნილი იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის ვისაც ტაბელით არ ეკუთვნოდა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და კარაბინი. სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი ბევრი ფაქტორით გამოირჩევა მაკაროვის პისტოლეტისაგან, გამოირჩევა ზომით, წონით და რაც მთავარია მჭიდის მოცულობადი ტევადობითა და საბრძოლო მახასიათებლის მაღალი მაჩვენებლით. მას სახელურზე უმაგრდება კაბურა-კონდახი და გაცილებით ზრდის სამიზნე წერტილის დაზიანების ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტს ავტომატური ჯერის გაშვება შეუძლია მუდმივი ჯერით სამიზნის დაზიანების ალბათობა მეორე ტყვიის გაშვების მერე 45 პროცენტია, სამაგიეროდ დიდი მანძილზე ერთეული სროლისას სიზუსტე 80-85 პროცენტს შეადგენს. პისტოლეტი მოწონებული იქნა სსრკ უმაღლესი საბჭოს მიერ და კონსტრუქტორი დაჯილდოვებულ იქნა ერთჯერადი პრემიალური თანხით 250 საბჭოთა მანეთით.

პ.ს. ახასიათებდა პარადოქსები საბჭოეთს.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მაგნუმ 44 და კოლტი მქონდა, ეხლა პისტოლებიდან "სუფთა" ვარ.

 

გლოკი და ბერეტა მაქვს გეგმაში.

 

უმაგრესი მოდელები მაქვს შერჩეული.

 

მალე ნახავთ ყველა. :yes:

 

P.S. კონდახიან მაუზერის სურათზე გულმა რეჩხი მიყო, წაიღეს სახლიდან, ბავშვობიდან შეზრდილი ვიყავი მაგ დალოცვილთან. :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

სტეჩკინი მაგარი იარაღია

 

არასდროს ყოფილა ეგ მაგარი დემიკო.

არ გამოდგა იმ საქმისთვის რა საქმისთვისაც შექმნეს (შუალედური მაკაროვსა და კალაშნიკოვს შორის) და მოხსნეს კიდეც წარმოებიდან.

გოიმები უფრო ყიდულობენ მაგას ეხლა სამარიაჟოდ :hi:

Link to post
Share on other sites

მერედა რა ფასები ადევს ხოლმე? 2 ათას დოლარად ჰეკლერკოხ უსპ-ის იყიდი თავისუფლად და მაგ ჯართში 3 ათასი დოლარი როგორ უნდა მისცეს კაცმა, მაგას ისევ ძველი მაუზერის პისტოლეტი მირჩევნია ან ვალტერ პ38. მაგ ზომის და წონის იარაღი ისეთი რამით მაინც უნდა გამოირჩეოდეს, რაც მომავალ მფლობელს მისცემს შესაძლებლობას თვალები დახუჭოს ამ ნაკლზე.

Link to post
Share on other sites

მერედა რა ფასები ადევს ხოლმე? 2 ათას დოლარად ჰეკლერკოხ უსპ-ის იყიდი თავისუფლად და მაგ ჯართში 3 ათასი დოლარი როგორ უნდა მისცეს კაცმა, მაგას ისევ ძველი მაუზერის პისტოლეტი მირჩევნია ან ვალტერ პ38. მაგ ზომის და წონის იარაღი ისეთი რამით მაინც უნდა გამოირჩეოდეს, რაც მომავალ მფლობელს მისცემს შესაძლებლობას თვალები დახუჭოს ამ ნაკლზე.

 

100 %

Link to post
Share on other sites

პისტოლეტი "მარგო"

4f51e85e0a5f.jpg

კალიბრი: 5.66

ვაზნა: 22 lr

წონა: 800 გრ

სრული სიგრძე: 190 მმ

ლულის სიგრძე: 97 მმ

მჭიდის ტევადობა: 7 ვაზნა

სროლის მანძილი: 50 მ

დანიძნულება: სპორტულ-გასართობი სროლა

შეიქმნა სპორტულ პისტოლეტ მარგოლინის ბაზაზე საწარმოო გაერთიანება იჟმეხში 90-იან წლებში. განსხვავება საბაზისო მოდელისგან, დამოკლებული ლულა, არარეგულირებადი ღია სამიზნე, უფრო მოხერხებული სახელური.

 

სურათზე ჩემი მარგალიტაა :hi:

Link to post
Share on other sites

გამახსენდა ბავშვობა, რაც მე მარგოლენი მისვრია, ქუთაისში დინამოს ბაზაზე... :yes: რა გუნდებს ამზადებდა მაშინ ქუთაისი... :friends:

 

ვაოფებ..

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ჰიტლერის პირადი იარაღი

 

 

 

ადოლფ ჰიტლერის პირველი პირადი იარაღის შესახებ ცნობები შემდეგია: ხელისუფლებაში მოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე მისმა პარტიულმა მეგობრებმა ფიურერს აჩუქეს მოოქროვილი პისტოლეტი. ეს იყო 1927 წლის გამოშვების მცირეყალიბიანი ,,მენცი"(მოდელი ,,ლილიპუტი"). ეს პისტოლეტი ჰიტლერმა სიცოცხლის ბოლომდე შეინახა და საბოლოოდ ტროფეის სახით ამერიკელებს დარჩათ. ახლა ინახება აშშ-ს სამხედრო აკადემიის მუზეუმში ვესტ-პოინტში

 

a8363b61e1dd.jpg

 

 

 

 

 

ცნობილია კიდევ ერთი საჩუქრის შესახებ_ ესაა მოოქროვილი ვალტერი, რომელიც ნაცისტების ლიდერს აჩუქეს 50 წლის იუბილეზე. ეს იარაღი ფიურერმა შემდეგ აჩუქა გერმანული არმიის გენერალს ვერნერ მელდერს, რომელმაც მტრის 101-ე თვითმფრინავი ჩამოაგდო. უშუალოდ ამ ეგზემპლიარის ფოტო არაა შემორჩენილი, თუმცა მისი ტყუპისცალი ჰიტლერის ქვისლს გერმან ფეგელეინს გააჩნდა. ესეც მისი ფოტო:

 

 

199c6a8888b5.jpg

 

 

1945 წლის 22 აპრილს, როცა ფიურერმა რეიხკანცელარიის ბუნკერში თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო, მისმა ხელმა 7,65მმ ყალიბის ვალტერის ჩახმახი დასხლიტა.

 

 

 

 

11a4da2c14fc.jpg

Link to post
Share on other sites

სტალინის ერთ-ერთი პირადი იარაღი

 

 

სტალინისათვის ნაჩუქარი იარაღით საბჭოეთის ბელადი გაცილებით წინ იდგა მის გერმანელ კოლეგაზე. ცნობილია სტალინის პირადი კოლექცია(კრემლში), რომელიც ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალების მუზეუმში ინახება. ეს კოლექცია მოიცავდა ვალტერის 6 პისტოლეტს, 2 ბრაუნინგს, 2 ნაგანის რევოლვერს, 2 მაუზერსა და პისტოლეტ ТК-ს(Тульский Коровина). ჰიტლერისაგან განხვავებით სტალინს არ უყვარდა იარაღზე ზედმეტი ორნამენტები. მათი უმეტესობა მფლობელის ამოგრავირებულ სახელსაც კი არ მოიცავდა.

 

f276c7e912a2.jpg

 

 

 

 

მათ შორის არის ეგზემპლიარი, რომელიც იჟევსკთანაა კავშირში. 1942 წელს ამ ქარხანაში სტალინისათვის დაამზადეს ვოევოდინის სისტემის 7,62 ყალიბისა და 18 ვაზნის ტევადობის პისტოლეტი, რომელზეც წერია ,,Наркому обороны СССР тов. Сталину от автора. 1942 г."

იარაღისა და მისი ავტორ ვოევოდინის შესახებ ცნობები შემდეგია: 1938 წელს კონსტრუქტორმა დააკეთა ორიგინალური სასხლეტ-დამცემი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ცალობრივი და ავტომატური გასროლები; სამიზნე სწორდებოდა 50 და 75 მეტრზე; მექანიზმი მუშაობდა უკუცემაზე.

1940-41 წლების გამოცდებმა წარმოაჩინა ვოევოდინის პისტოლეტის უპირატესობანი ტოკარევის მოდელთან შედარებით.

ვოევოდინის მოდელი უფრო მძიმე იყო, ვიდრე ТТ, თუმცა ბალისტიკით არ ჩამოუვარდებოდა თავად უებლი-სკოტს, მაუზერ ,,ასტრას". საწყისი სიჩქარით კი შეუდარებელიც კი იყო სხვებთან, თუმცა იარაღის რესურსი საკმაოდ დაბალი გახლდათ.

პირველი მოდელი დამზადებული იყო 1938 წელს. ვოევოდინი, რომელიც თვითნასწავლი ოსტატი გახლდათ, გამუდმებით სრულყოფდა თავის ისრაღს. ომის დროს ევაკუაციაში ვოევოდინი იჟევსკში გაამწესეს. აქ დამზადებული იარაღი ოსტატმა 1942 წელს საჩუქრად გაუგზავნა სტალინს.

იარაღის მარალი წონისა და დაბალი რესურსის გამო მისი გადამუშავებისა და სრულყოფის სამუშაოები საბოლოოდ შეწყდა 1944 წელს.

1938-1942 წლებში ამ პისტოლეტის რამდენიმე საცდელი პარტია გამოუშვეს(არაუმეტეს 1500 ცალისა).

 

 

0da06e66044f.jpg

 

 

ეს ეგზემპლიარი ამჟამად დაცულია არტილერიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში სანკტ-პეტერბურგში.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

МСП

 

 

0d063bcd2534.jpg

 

მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი МСП(ინდექსი 6П24) საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიღებული იყო 1972 წლის 24 აგვისტოს. შემუშავებულია სუკის მიერ და განკუთვნილი იყო სპეცდანიშნულების მუშაკთათვის. ასეთი პისტოლეტების გარკვეული რაოდენობა გაეგზავნათ საბჭოების მოძმე კომუნისტურ რეჟიმებსაც...

პისტოლეტი დამზადებული იყო 7,62მმ ზომის ვაზნისათვის, რითაც განპირობებულია მისი კონსტრუქციის თავისებურება. იარაღის ბალისტიკური მაჩვენებლების ძირითადი ,,საიდუმლო" იმაში მდგომარეობდა, რომ მასრაში დენთსა და ჭურვს შორის განლაგებული იყო დგუში, რომელიც თავად შედგება საკუთრივ დგუშისა და ,,შტოკისაგან". ის მოკლე ლულის გავლის მომენტში ასრულებს ობტურატორის ფუნქციას და გასროლის მომენტში პრაქტიკულად ცილინდრული ხდება, იღებს მაქსიმალურ სიჩქარეს, კარგავს ხმასა და ალს(მნიშვნელოვანი დეტალია სიბნელეში გასროლის წარმოებისას). გასროლის ხმა მხოლოდ ჩუმ ჩხაკუნს შეადგენს.

პისტოლეტის კონსტრუქცია ახლოსაა სანადირო თოფის კონსტრუქციასთან ლულათა ვერტიკალური განლაგებით_ გასახსნელი ლულა, ჩაკეტვა ლულის ქვედა კაუჭზე, ორი ექსტრაქტორი და ა.შ.

საბრძოლო ზამბარის შეყენება სასხლეტის ფარის ქვემოთ მდებარე ბერკეტით ხდება.

 

დამიზნებითი გასროლა შესაძლებელია 25 მეტრამდე მანძილზე. ლულების გარანტირებული რესურსი შეადგენს 1000 გასროლას, თუმცა როგორც აღნიშნავენ რესურსი გაცილებით მეტია.

ექსპერტთა ცნობით, საცდელი გასროლებისას 50 მეტრ მანძილზე გაჭრა 25 მილიმეტრიანი ფიცარი, ხოლო 3 მეტრ მანძილზე კი 1,5 მილიმეტრიანი თუნუქი.

 

წონა 550გრამი, სიგრძე 115მმ, სიმაღლე 90მმ, სიგანე 30მმ, სახლეტზე დაწოლის ძალა 1,5-3,0კგ, ლულის ხრახნი მარჯვენა, ხრახნის რაოდენობა 6.

 

ამჟამად პისტოლეტი არ იწარმოება(არც მისი ვაზნები)

 

 

 

235035113343.jpg9e038aa89b12.jpg

f645651e0733.jpg5fd813518995.jpg

6a3622c0e3e5.jpg53b3ed135453.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...