Gurulo 154 Posted June 7, 2012 Author Report Share Posted June 7, 2012 1866 Winchester ამ უნიკალური ვინჩესტერის დღევანდელი სააუქციონო ფასი 300 000 დოლარს შეადგენს თოფი ოლივერ ვინჩესტერმა აჩუქა ესპანეთის მეფეს 1870 წელს. ნაკეთობა განსაკუთრებული მდიდარი გრავირებითა და ოქროს ინკუსტაციით გამოირჩევა... ერთ-ერთმა ამერიკელმა კოლექციონერმა თოფი შემთხვევით აღმოაჩინა საკომისიო მაღაზიაში(ესპანეთში) და შეიძინა 50 000 დოლარად. თოფი გზად ესპანეთიდან აშშ-მდე რამდენჯერმე ,,მოხვდა ავარიაში", ხვდებოდა პოლიციის ხელში და რამდენიმე ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა(!!!). იარაღი გამოფენილი იყო ლასვეგასში “Antique Arms Show” გამოფენაზე და სწორედ აქ ჰპოვა უდიდესი აღიარება... ამჟამად იარაღის ადგილმდებარეობაა ქალაქი ნიუ-ჰევენი. ამ ქალაქში არის იარაღის მაღაზია, რომლის მფლობელიც ამაყობს თავისი შედევრით(მაღაზიის მეპატრონე მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვინჩესტერის თოფების გაყიდვითა და რემონტითაა დაკავებული). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 8, 2012 Author Report Share Posted June 8, 2012 J. Purdey & Sons აღნიშნული ინფორმაცია მიმდინარე წლის 18 მარტს გამოქვეყნდა. გაიყიდა თუ არა ეს თოფები ვერ გეტყვით, მაგრამ თავად ინფო ჩემი აზრით საინტერესოა 21-22 მარტს კომპანია Cheffins ატარებს აუქციონს, სადაც ერთ-ერთი ლოტით წარმოდგენილია ტყუპი პერდე. გამოშვებულია 1960-იან წლებში; 12 ყალიბი; ლულის სიგრძე 28 დიუმი; გრავირებულია კეტ ჰანტის მიერ(გვერდით დაფებზე გრავირებულია ცხენები პირველი მფლობელის შეკვეთით); განთავსებულია ტყავის ქეისში; მდგომარეობა იდეალური! სავარაუდო ფასი 50 000-70 000 გირვანქა სტერლინგი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 14, 2012 Author Report Share Posted June 14, 2012 ხომ არ მოიწყინეთ მეგობრებო? დღეს წარმოგიდგენთ თოფს, რომელიც დამასკურის ვიდზეა, თუმცა ტექნიკური მაჩვენებლებით არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ლითონისაგან დამზადებულ იარაღს. ვინ გააკეთებდა ასეთ თოფს თუ არა პერდე?!!! Purdey Damascus ამ უნიკალურმა თოფმა 2010 წელს იხილა დღის სინათლე. მოდელი "Damascus" განსაკუთრებულია იმით, რომ მასალად გამოყენებულია დამასკური ფოლადი(დეტალების უმეტესობა ამ ფოლადისაა). ამის გამო პერდეს ეს მოდელი ვიზუალურად განსხვავდება სხვებისაგან. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ამ თოფის მასალა თვისობრივად განსხვავდება წარსულში ცნობილი(დღევანდელობაში კი ცივი იარაღის დასამზადებლად იყენებენ ზოგჯერ) დამასკისაგან. პერდეს ოსტატებმა გამოიყენეს 2 მარკის ძალიან მყარი ფოლადის მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე შენადნობი, რომელიც ნიტროგენით ავსებულ ჰერმეტულ კამერაში დნება და იწრთობა. ამ ტექნოლოგიით დამზადებული მასალა დამასკური ფოლადის ნახატს იმეორებს და ამავე დროს ყველაზე თანამედროვე ფოლადს სიმყარით არაფრით ჩამოუვარდება. თოფის ყალიბია 20; ლულის სიგრძე 30 დიუმი; წონა 3,1კგ. ახლა კი თოფის ფასით ისიამოვნეთ: 104 575 გირვანქა სტერლინგი(ფასი ბრიტანეთში). ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 14, 2012 Report Share Posted June 14, 2012 გელას მადლობა ნაყოფიერი მუშაობისათვის,მაგრამ ალალად ვიტყვი,მე ეგ პერდე არ მომწონს,რაღაც ზიზილ-პიპილაა,როგორც ,,არაჩვეულებრივ გამოფენაში,, ამბობენ: ,,მაგი მაინც არაა ჩემი სიდედრი!!!!!,,.მე რო მიყვარს ის პერდე არაა!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 14, 2012 Author Report Share Posted June 14, 2012 გელას მადლობა ნაყოფიერი მუშაობისათვის,მაგრამ ალალად ვიტყვი,მე ეგ პერდე არ მომწონს,რაღაც ზიზილ-პიპილაა,როგორც ,,არაჩვეულებრივ გამოფენაში,, ამბობენ: ,,მაგი მაინც არაა ჩემი სიდედრი!!!!!,,.მე რო მიყვარს ის პერდე არაა!!! :( ჩვენ რომ გვიყვარს ის პერდე სხვა ნაქარგისაა, მარა თურმე ამ კომპანიას თუ დაუკვეთავ და დიდ ფარას გადაიხდი ,,დამასკური ჯავარის" ნაცვლად სიდერის ეკლებს დაახატავენ :haha: გრავირებას რომ არ ვგულისხმობ მიხვდები... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 14, 2012 Report Share Posted June 14, 2012 გელას მადლობა ნაყოფიერი მუშაობისათვის,მაგრამ ალალად ვიტყვი,მე ეგ პერდე არ მომწონს,რაღაც ზიზილ-პიპილაა,როგორც ,,არაჩვეულებრივ გამოფენაში,, ამბობენ: ,,მაგი მაინც არაა ჩემი სიდედრი!!!!!,,.მე რო მიყვარს ის პერდე არაა!!! :( რაო მამუკა, ზებრას გავს ხომ? კი, კლასიკა აღარ სჩანს, გადამეტებაა, ალბათ დამკვეთს აქვს ასეთი გემოვნება. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 14, 2012 Author Report Share Posted June 14, 2012 იარაღის ბრიტანელი კოლექციონერების საყვარელი შეხვედრის ადგილია გამოფენა CLA Game Fair, რომლის მიმდინარეობის პერიოდში მონაწილეთა შორის სხვასთან ერთად ტარდება გამოკითხვაც. 2010 წელს აღნიშნული გამოკითხვა ჩაატარა ჟურნალმა Shooting UK. მონაწილეებს შესთავაზეს დაესახელებინათ სანადირო თოფების სამი საუკეთესო ბრიტანული მოდელი. ჩემთვის არ იყო მოულოდნელი რომ, იარაღის უბადლო ოსტატთა და ჩვენი ფორუმის იარაღის მოყვარულთა აზრები სრულად დაემთხვა :haha: გამარჯვებულებია: Holland & Holland, James Purdey & Sons და Boss & Co; _ამ კომპანიების პროდუქცია ყველაზე სასურველია კოლექციონერთათვის(ფასით 30 000 გირვანქა სტერლინგამდე); _ამავე დროს მეორე მსოფლიო ომამდე გამოშვებული მოდელები ყველაზე მოთხოვნადი არაა(შესაბამისად არაა ყველაზე ძვირი 20-დან 25 ათას გირვანქამდე); _რაც შეეხება მეოცე საუკუნის 80-იან წლებში წარმოებულ თოფებს, ისინი 20%-ით მეტს ფასობენ; _ კოლექციონერთათვის ბოსის ყველაზე სასურველი თოფებია 1930-იან წლებში წარმოებული ეგზემპლიარები; _პერდეს თოფებიდან ყველაზე სასურველია 1985 წლებში გამოშვებული იარაღი(აღიარებულია ყველაზე ელეგანტურებად; გრავირებულია სტივენ კელის მიერ). ეს თოფები(30 დიუმის სიგრძის ლულებით) იყიდება 175 ათას გირვანქად(!!!) _კოლექციონერები კვლავ აღფრთოვანებულნი არიან ჰოლანდის ,,სამეფო" მოდელით, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იანი წლების გამოშვებაა(მოდელია). ეს თოფები აღიარებულია უზარმაზარი რესურსითა და გრავირებული ზედაპირის კარგი შენახულობით. ამ პერიოდის თოფების ფასი მინიმუმ 20 ათასი გირვანქა სტერლინგიდან იწყება. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 18, 2012 Author Report Share Posted June 18, 2012 კალიფორნია(აშშ) ყოველთვის ითვლებოდა კოლექციონერების საყვარელ ქალაქად. ეს განპირობებულია რიგი ფაქტორებით, მათ შორის ქალაქის მოსახლეობის კარგი შემოსავლებით და ნადირობის ტრადიციებით. ამიტომ აუქციონების ორგანიზატორები შეყვარებულნი არიან კალიფორნიაზე. 2010 წელს ამ ქალაქში ბლომად აუქციონი ჩატარდა, რომელთა ბონუსი არის უამრავი ლოტის გაყიდვა. ასეთი ერთ-ერთი ღონისძიება იწოდება "Greg Martin"-ად, რომელიც 2 დღეს გაგრძელდა. აქ გასაყიდად გამოტანილი იყო ისტორიული ცეცხლსასროლი იარაღი და ამ 48 საათის განმავლობაში გაიყიდა 1780 ერთეული იარაღი. მეცხრამეტე საუკუნის ბოლონდელი ერთი ეგზემპლიარის საშუალო ფასი დაახლოებით 30 ათას მწვანეს შეადგენდა, თუმცა ზოგიერთის ფასი ასეულობით ათასებში იზომება. კალიფორნიის აუქციონებზე ყველაზე დიდ ინტერესს იპყრობდნენ: Winchester Model 1886. 50-100-450 Express. ეს იშვიათი მოდიფიკაციაა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს 1891 წელს. გაიყიდა 85 000 დოლარად; Winchester Model 1886 Saddlering.50-110 Expres. გაიყიდა - 37500 დოლარად. Henry Rifle Nimschke გაიყიდა 50 000 დოლარად. საინტერესოა, რომ მყიდველები დიდ ფულს ხარჯავდნენ არა მარტო მეცხრამეტე საუკუნის ორიგინალებში, არამედ რეპლიკებშიც(კოპიებში). მაგალითად, ათლულიანი Colt 1874 Gatling-ის რეპლიკა გაიყიდა 50 ათას მწვანედ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 19, 2012 Author Report Share Posted June 19, 2012 ამ ცოტა ხნის წინ ინფორმაციის სიახლეზე ვსაუბრობდი დღეს მინდა სულ ცინცხალი ინფორმაცია მოგაწოდოთ: ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი წყვილი იქნება წარდგენილი ამა წლის აგვისტოში Sotheby’s-ის აუქციონზე. დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზავეტა მეორის ტახტზე აბრძანების 25 წლისთავთან დაკავშირებით ბირმინგემულმა ფირმა AA Brown & Sons-მა 1977 წელს დაამზადა ტყუპები, რომლებზეც გრავირებულია მონარქის პორტრეტი და რამდენიმე სცენა მისი ცხოვრებიდან. 12 ყალიბის მოდელები Supreme De Luxe. დამზადებას დააგვიანდა 4 წელი. ამ უნიკალური თოფების ამჟამინდელმა მფლობელმა რამდენიმე წლის წინ მიიღო მათი გაყიდვის გადაწყვეტილება და ექსპერტთა შეფასებით, არც თუ ისე ძვირად გაიყიდება 35 000-დან 45 000 გირვანქა სტერლინგამდე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 21, 2012 Author Report Share Posted June 21, 2012 სანფრანცისკოს აუქციონზე(ორგანიზებული იყო კომპანია Bonhams & Butterfields-ის მიერ) ინდიელი აპაჩების დიდი ბელადის, ჯერონიმოს ნაქონი თოფი 100 000 დოლარად გაიყიდა(ჯერონიმო 25 წლის განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისათვის და 1886 წელს იძულებული იყო ტყვედ ჩაბარებოდა აშშ-ს არმიას). ამ ღონისძიების ორგანიზატორების ძალისხმევით სულ წარმოდგენილი იყო 800 ლოტი და მთლიანობაში შემოვიდა მილიონ დოლარზე მეტი. ფასის მხრივ მეორე იყო ორლულა გლუვლულიანი, რომელიც წარსულში ეკუთვნოდა ველური დასავლეთის ცნობილ შერიფს უაიატ ერპს. ეს თოფი გაიყიდა 65,5 ათას დოლარად. კავალერიის გენერლის ჯორჯ არმსტრონგის ხმალი 20 ათას დოლარად ჩაიგდო ხელში მისმა ახლანდელმა მფლობელმა; პ.ს. აი ასეთი ღირებულება აქვთ ცნობილ პიროვნებათა ნაქონ იარაღს... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 23, 2012 Author Report Share Posted August 23, 2012 ფოტო განწყობისათვის ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted October 2, 2012 Report Share Posted October 2, 2012 24 კალიბრიანი ზაუერი სამი რგოლი რა ეღირება ხომ არ იცით? ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted October 2, 2012 Report Share Posted October 2, 2012 kusa777 გააჩნია მდგომარეობას და წელს ასევე მოდელს. ისეთი კალიბრია რო არ მგონია ბევრი მთხოვნელი ყავდეს.. მუღამის პონტში თუ იყიდის უფრო ადამიანი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 8, 2012 Author Report Share Posted November 8, 2012 ერთი ეს ვიდეო ნახეთ. რუსები აღიარებენ ბელგიელების უპირატესობას, მაგრამ რაღაც დროში ცქიბი გაქაჩავსო იმედს არ კარგავენ(პოტენციალი გვაქვსო) http://tvmir.ru/ohota_i_rybalka/oruzhie/gladkostvolnye_ruzhya_kristof_i_brauning ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 25, 2012 Report Share Posted November 25, 2012 ასეთი გამოფენა გაყიდვა მონრეალში ყოველ წელს იმართება. წელს გაზაფხულზე უნდა ცავიდე აუცილებლად. კარგი თოფის შეძენის დიდი შანსია მანდ. http://www.lca-canada.com/events.htm ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 აი დაპირებული სურათები ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 3, 2012 Author Report Share Posted December 3, 2012 (edited) აი დაპირებული სურათები კიდევ მოგესალმები მეგობარო. ლულა კაი, მარა კალაპოტისა და ტიბჟირის სურათები სადაა? იმედია მაგათაც მოგვაწვდი. ლულის სურათებიც არაა სრულყოფილი_ სადაა სამიზნე თამასა და მისი ოქროსფერი ერთიანი? პირველი სურათიდან ვასკვნით: ლულა დამზადებულია ჯოზეფ ვიტვორტის თხევადი პრესირების ფოლადით დასკვნები მეორე სურათიდან: ყალიბი 12, 13-ში გარდამავალი; შემოწმება(რევიზია) გავლილი აქვს ლონდონში(დამღა გამოიყენებოდა 1672-1954 წლების შუალედში)! ; დასმული აქვს საბოლოო მისროლის დამღა. თუ არ ვცდები თოფი ეჟექტორებზეა... ჩემდა სამწუხაროდ, სხვა სურათების არქონის გამო, დამატებითი დასკვნების გამოტანის საშუალება არა მაქვს. ეჭვის დონეზე შემიძლია ვივარაუდო, რომ მწარმოებლის რანგით თოფი უმაღლესი კატეგორიისაა . Edited December 3, 2012 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted December 3, 2012 Report Share Posted December 3, 2012 ჩემდა სამწუხაროდ, სხვა სურათების არქონის გამო, დამატებითი დასკვნების გამოტანის საშუალება არა მაქვს. ეჭვის დონეზე შემიძლია ვივარაუდო, რომ მწარმოებლის რანგით თოფი უმაღლესი კატეგორიისაა . კი სხვა სურათებსაც გადავიღებ და დავდებ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 6, 2012 Author Report Share Posted December 6, 2012 ამ კაცს ქვია ნაცისტების პარტიული ლიდერი გერმან გერინგი, რომელიც იარაღის მაგარი კოლექციონერი გახლდათ(გოუჭირდებოდა თუ რა...) ეს მერკელი მისი საკუთრება იყო, ხოლო ახლა ინახება მუზეუმში ვირჯინიაში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 6, 2012 Report Share Posted December 6, 2012 ორიოდ სიტყვას დავამატებ ამ თემას. რამოდენიმე წერილში წავიკითხე, რომ კალიფორნიაში მონადირეობა მაღალ დონეზეა. არ არის ასე. ორ წელზე მეტი ვიცხოვრე სანფრანცისკოში, ნამყოფი ვარ მაგ შტატის ბევრ ქალაქში და ბევრ ისეთ ადგილზე ვარ ნამყოფი, სადაც ბევრს არ მიედგმება ფეხი. ჯერ ერთი, არ არის იმდენი ნადირი, რომ 32- მილიონმა მოსახლეობამ არახუნოს. კი, უმდიდრესი შტატია, იმიტომაც ჰქვია ოქროს შტატი. მაგრამ იარაღზე დაინტერესება, მათი ჯიბის სისქიდან მოდის, ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს მანდა. ამიტომაც არის SF-ის აუქციონი განთქმული თავის შტერული ფასებით. ჩამაათრევენ რაღაცა ჯართს ტენესიდან ან მონტანადან და ათმაგ ფასში სტენიან ფულის მუთაქებს. პ.ს. ეჰჰჰ, კაი რამეებიც ეძრობა ხოლმე. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 6, 2012 Report Share Posted December 6, 2012 საოცარი ნამუშევარია ეს გერინგის მერკელი,დღეს მთელი დღე ვტკბები,რამდენჯერმე მივუბრუნდი!!!!უძლიერესი თოფების კოლექცია ქონია,როგორც ვიცი,დაუტაცებიათ ომის შემდეგ,ზოგი ამერიკელებს,ზოგი რუსებს!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 7, 2012 Report Share Posted December 7, 2012 საოცარი ნამუშევარია ეს გერინგის მერკელი,დღეს მთელი დღე ვტკბები,რამდენჯერმე მივუბრუნდი!!!!უძლიერესი თოფების კოლექცია ქონია,როგორც ვიცი,დაუტაცებიათ ომის შემდეგ,ზოგი ამერიკელებს,ზოგი რუსებს!!! ერთერთი მაგ კოლექციიდან ქუთაისშიც იყო ჰოლან-ჰოლანდი. კომუნისტების დროს მუზეუმი დასდევდა ამ კაცს და არ დათმო. ახლა არ ვიცი რა ბედი ეწია იმ იარაღს. ისეთი შვილიშვილები დარცა მე მგონი 100 დოლარად ექნებათ გაყიდული ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 7, 2012 Author Report Share Posted December 7, 2012 რავარია? ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 7, 2012 Report Share Posted December 7, 2012 ფიაა!!!! ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted December 12, 2012 Report Share Posted December 12, 2012 ჩემდა სამწუხაროდ, სხვა სურათების არქონის გამო, დამატებითი დასკვნების გამოტანის საშუალება არა მაქვს. ეჭვის დონეზე შემიძლია ვივარაუდო, რომ მწარმოებლის რანგით თოფი უმაღლესი კატეგორიისაა . აი დაპირებული სურათებიც ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.