Jump to content
Club-Monadire.Ge

ანტიკვარიატი, იშვიათი იარაღი, კოლექცია

Recommended Posts

  • Replies 236
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

თოფი ცალსახად ინგლისური,მაღალი კლასის იარაღია,წყვილი თოფების გარნიტურის პირველი ნომერი,ეგ ინიციალებიანი ფირფიტა სახელდობრ თოფზე ვერაფერს გვეტყვის,ეგ შემკვეთის ინიციალები,ან ღერბი იქნება,ნომრით შეიძლება დავადგინოთ რა თოფია,და რა ასაკის,მაგრამ ნუ მიწყენ და ეშმაკობ ძმობილო,შეგნებულად არ აჩენ ლულის და სამიზნე თამასის იმ ადგილს სადაც მწარმოებელი ფირმის სახელი აწერია,კიდევ ერთხელ ნუ მიწყენ,სიბერეში ეჭვიანობა დამჩემდა!!!! :hi: (შეიძლება ჯეფრი იყოს ან ლანგი)

Edited by mamuka grigolia
Link to post
Share on other sites

+1

ლულის დაფებს გადაუღე სურათი, იარაღი ცალსახად მაღალ კლასს მიეკუთვნება

ეხლა შენ "აბა გამოიცანი"-ს თუ თამაშობ მაშინ ამ ფორუმზე არის მსგავსი თემა

ეგ "ბირკა" რაც კონდახზეა სულ არაფერს არ ნიშნავს და თოფის წარმომავლობაზე დიდს არაფერს ამბობს. შეიძლება მესამე, მეოთხე მფლობელმა მიაკრა მუღამისთვის.

რაც შეეხება ფასს,ჩემი აზრით მაგას ლულები იდიალურ მდგომარეობაში არ ექნება, მექანიზმშიც ვიღაც ჩამძვრალა როგორც ჩანს...

სადღაც მაქვს ეგ თოფი მემგონი ნანახი, ვერ ვიხსენებ სად...

Link to post
Share on other sites

კალაპოტზე ნომერი ჩანს 023, წინ კიდევ რაღაც რიცხვები აწერია, გაგვანდე :alfons: .

საიდლოკი სრულსაკეტიანია, თუმცა V-სებური საბრძოლო ზამბარის შიფტი ,,გადირკულია" ანუ ეგ სასხლეტი სავარაუდოდ არ მუშაობს :scratchchin:

კონდახის მედალიონი ლურსმნით დაჭედილი მეჩვენება, ამიტომ შეიძლება ვივარაუდო, რომ ვინც ეგ გააკეთა არ იცოდა რასა იქმოდა.

ბრანდმილებს დადაუღე ერთი სურათი კიდევ(კალაპოტის შუბლი გვაჩვენე).

მხოლოდ ვარაუდის დონეზე: გასახსნელი ბერკეტის ,,კონტროლნი ჭანჭიკი" უილიამ ევანსის სტილია(სხვებიც აკეთებდნენ, თუმცა მხოლოდ ვვარაუდობ :scratchchin: )

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

დევს მანდ წინა გვერდზე სხვა სურათები,სადაც გარკვევით ჩანს თოფის ნომერი 3023 და ლულების მილების ნომრები 35131 და 35132,თოფი ვიტვორტის ფოლადითაა დამზადებული და 13-საკენ გადახრილი 12 კალიბრისაა,ჩემი ვარაუდით სადღაც მე-20 საუკუნის დასაწყისშია დამზადებული,შეიძლება მე-19-ს ბოლოს,ნომრის მიხედვით არც ერთი საქართველოში დაფიქსირებული უცნობილესი ბრენდი არაა,ამიტომ ვივარაუდე ჯეფრი ან ლანგი,ამ ფირმების რამოდენიმე თოფი არის საქართველოში და მათი ნომრები არ ვიცი,ამიტომ ვიმეორებ,სამიზნე თამასისა და ლულის სურათი მოფენს ყველაფერს ნათელს,მაგრამ მაგ სურათების დამალვით ჩვენს კომპეტენციას ამოწმებენ!!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

თოფი ცალსახად ინგლისური,მაღალი კლასის იარაღია,წყვილი თოფების გარნიტურის პირველი ნომერი,ეგ ინიციალებიანი ფირფიტა სახელდობრ თოფზე ვერაფერს გვეტყვის,ეგ შემკვეთის ინიციალები,ან ღერბი იქნება,ნომრით შეიძლება დავადგინოთ რა თოფია,და რა ასაკის,მაგრამ ნუ მიწყენ და ეშმაკობ ძმობილო,შეგნებულად არ აჩენ ლულის და სამიზნე თამასის იმ ადგილს სადაც მწარმოებელი ფირმის სახელი აწერია,კიდევ ერთხელ ნუ მიწყენ,სიბერეში ეჭვიანობა დამჩემდა!!!! :hi: (შეიძლება ჯეფრი იყოს ან ლანგი)

არაფერს არ ვმალავ საერთოდ არსად არაფერი არ აწერია და არც გრავირება აქვს არსად

Link to post
Share on other sites

კალაპოტზე ნომერი ჩანს 023, წინ კიდევ რაღაც რიცხვები აწერია, გაგვანდე :alfons: .

საიდლოკი სრულსაკეტიანია, თუმცა V-სებური საბრძოლო ზამბარის შიფტი ,,გადირკულია" ანუ ეგ სასხლეტი სავარაუდოდ არ მუშაობს :scratchchin:

კონდახის მედალიონი ლურსმნით დაჭედილი მეჩვენება, ამიტომ შეიძლება ვივარაუდო, რომ ვინც ეგ კააკეთა არ იცოდა რასა იქმოდა.

ბრანდმილებს დადაუღე ერთი სურათი კიდევ(კალაპოტის შუბლი გვაჩვენე).

მხოლოდ ვარაუდის დონეზე: გასახსნელი ბერკეტის ,,კონტროლნი ჭანჭიკი" უილიამ ევანსის სტილია(სხვებიც აკეთებდნენ, თუმცა მხოლოდ ვვარაუდობ :scratchchin: )

სულ ეგ არის მეტი არსად წარწერა არა აქვს თოფს, არც რაიმე ნახატები

post-351-0-81480000-1355391841_thumb.jpg

post-351-0-47106600-1355391890_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მართლა მაინტერესებს რა თოფია თუ არა აბა გამოცანობანას კი არ ვთამაშობ

ეს თოფი საქართველოში არ არის

Edited by kusa777
Link to post
Share on other sites

სერიოზული "ვეშია", ეს ლინკი გახსენით და ნახავთ ბევრ რამეს, თუ ინგლისურის პრობლემა იქნა, არ დაგზარდებით.

http://www.google.com/#hl=en&sugexp=les%3Bpchsnhac&gs_nf=3&gs_rn=1&gs_ri=hp&qe=c2lyIGpvc2VwaCB3aA&qesig=xD3ikNS6a7ZWg2u0AHicwA&pkc=AFgZ2tmCU2-7sAYHutKJceGzr7FHpbx3acrr4r3dvVY9sGV6Nub2R_2LJMIzdLTQJIrt2RnuqqpdS4YveOWtAg_EAaSVZ3OMiA&cp=13&gs_id=1g&xhr=t&q=sir+joseph+whitworth&pf=p&tbo=d&sclient=psy-ab&oq=sir+joseph+wh&gs_l=&pbx=1&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_qf.&bvm=bv.1355325884,d.cGE&fp=58929b6891e33653&bpcl=39967673&biw=1303&bih=811

და ვინც კონდახზე ლურსმნებით მიაჭედა ის ემბლემა, ხელები აქვს დასამტვრევი,, მეოთხედი გახადა მაგ თოფის ფასი.

Link to post
Share on other sites

მართლა მაინტერესებს რა თოფია თუ არა აბა გამოცანობანას კი არ ვთამაშობ

ეს თოფი საქართველოში არ არის

ძალიან საინტერესო შემთხვევაა :scratchchin:

ჩამოვყაროთ ფაქტები: მწარმოებელმა თოფზე ვიტვორტის ლულები დააყენა, დაამზადა ტყუპები სრულ საკეტებზე, გრავირება წმინდა ინგლისური სტილის, გამოცდები ლონდონში გაატარა და მისი(გამკეთებლის) ვინაობა არ დააწერა ნაკეთობას?!

დავუშვათ, რომ ნახევარფაბრიკატები ააწყო და მოხატა ნაკლებადცნობილმა შტუჩნიკმა(ისიც ვივარაუდოთ, რომ საკუთარი დამღა არ გააჩნდა), მაგრამ ელემენტარული პრესტიჟის საკითხი არ აინტერესებდა თუნდაც?! ვაააააააააააააააა :scratchchin:

სადაა ახლა მაგ თოფის(წარსულში წყვილის) ქეისი??? თორემ ის გაგვცემდა გალავალომკაზე პასუხს...

Link to post
Share on other sites

ნახე გელა ზემოთ დავდე გუგლის ლინკი.

როგორც მამუკამ ივარაუდა ინგლისურიაო, მასეა.

ინჟინერი იყო ის კაცი და უფრო ზარბაზნებს ეტანებოდა, თან ფიშტოების ინტერესიც ჰქონდა.

kusa777

საწყენად არ მიიღო ძმობილო, ამ ბოლო სურათის გარდა, რომელსაც იარაღის "პასპორტი" ჰქვია, ვერაფერს დანამდვილებით ვერ გეტყოდით, ამიტომ გთხოვდით ლულების სურათს.

როგორ იყო იცი საქმე?

აი, ფეხმძიმე ქალს რომ დააყენებენ და სანამ ექოსკოპიას არ გაივლის, ზოგი ამბობს ბიჭია, ზოგიც გოგოა უეჭველიო, ზოგიც ტყუპებს იტყოდა.

მაგ შენი ბოლო დადებული სურათით, ბევრი რამ გაირკვევა, ფაქტიურად თოფის "ექოსკოპია" არის ეგა.

აწი გურულო "დაშლის" მაგას ნაწილებად. :d030:

Link to post
Share on other sites

ნახე გელა ზემოთ დავდე გუგლის ლინკი.

როგორც მამუკამ ივარაუდა ინგლისურიაო, მასეა.

ინჟინერი იყო ის კაცი და უფრო ზარბაზნებს ეტანებოდა, თან ფიშტოების ინტერესიც ჰქონდა.

ინგლისური როა და ლონდონში გამოცდილი ეგ ნათელია. :dato:

გიო, ინგლისური მე ისევე ვიცი როგორც ჩინური :alfons:

ვიტვორტზე კი მცირე ინფო აქა გვაქვს

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=205

Link to post
Share on other sites

ეს ენა რომ იცი, მაგაში ეჭვი არ მეპარება. :haha:

http://ru.wikipedia.org/wiki/Витуорт,_Джозеф

მოკლედ, 12-იანი, ორლულიანი ჰორიზონტალია.

იმ დამღებს, სადაც ემბლემებია, ვერა ვცნობ. :karochera:

შეიძლება ბელგიაშიც ჩამოასხეს ლულები./არ მაქვს მაგდენი დრო, რომ ბოლომდე წამეკითხა ის ლინკები./

და ერთი კიდევ, როგორც ჩვენმა ფორუმელმა სთქვა, საქართველოში არ არისო, მგონი "აქ" უნდა იყვეს სადმე. :e025:

აშშ-ს "სივილ ვორშიც" არის დაფიქსირებული მისი იარაღის სახელი.

Link to post
Share on other sites

Gurulo

რას ვფიქრობ იცი?

რომელიმე ფირმას ხომ არ გააკეთებინა თავისთვის "შტუჩნი"?

ხრახნილ ლულიანებზე სპეცი იყო თვითონაც.

გლუვებზე რას საქმიანობდა, ნაღდად არ ვიცი.

მოკლედ, იმ დამღებს თუ ამოვიცნობთ, "წიგნი გადაშლილი" იქნება ბოლომდე.

პ.ს.

ჰეჰ, აი რა ვიპოვე.

შენი დაწერილია. :friends:

პოსტი ნომერი 6.

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=143

ლონდონშია გამოშვებული, დამღები ნახე.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

არ არსებობს მაგ თოფს რამე საცნობი ნიშანი არ ჰქონდეს,ტყუპი თოფების კეთება,უმაღლეს ოსტატობას,პრესტიჟს,რეკლამას და უძლიერეს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას,ამავდროულად 90%-ან ხელით შრომას ნიშნავს,ეს ყველაფერი პლიუს ვიტვორტის ძვირად ღირებული ლულები,თოფებს საკმაოდ ძვირ სიამოვნებად აქცევს და უსახელო,თუნდაც დიდი ოსტატობით ნაკეთებ თოფში,დიდ ფულს არავინ გადაიხდიდა,დავუმატოთ,რომ ასეთ თოფებს ფულიანი ძიები ,,სამარიაჟოდაც,, ყიდულობდნენ,კაპიტალდაბანდებადაც ითვლებოდა.ამიტომ ფირმები სახელს კი არა დაწვრილებით მისამართსაც უთითებდნენ თავიანთ ნაკეთობებზე.მაჩვენეთ ამ თოფის ლულები და სამიზნე თამასა და ავწევ ბატონო ხელებს,მაპატიეთ კატეგორიული ტონი,მაგრამ რუსებისა არ იყოს,უხეში არ ვარ,უბრალოდ ფხიზელი ვარ!!! :haha:

Link to post
Share on other sites

ისე სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არა მაქვს ეს თოფი სად არის ერთ ტიპს ვესაუბრები ტვიტერის ბლოგში როგორც მითხრა რუსეთიდან არის, მერე თოფზე წავიდა საუბარი და მე ჩემი თოფის სურათები გავუგზავნე მერე თვითონ მითხრა მეც მაქვს თოფი რომელიც ვერ გავიგე რა არისო, მეც წავიტრაბახე საქართველოში პროფესიონალები არიან და თუ სურათებს გამომიგზავნი გავიგებ რა თოფიათქო. ეგ იყო და ეგ. ეხლა ვთხოვ მთლიანად გადაუღოს სურათები თოფს. ისე მითხრა აქ რუსეთში ვერ გაიგეს რა თოფიაო.

ამ თოფის სურათების პირველი ნახვისთანავე(3 დეკემბერს იყო მაგი :hi: ) რა დასკვნებიც გამოვიტანეთ, იმაზე მეტს სამწუხაროდ ვერაფერს მოგახსენებ :flirt:

დამღები

მონოგრამული ,,GP" გვირგვინითურთ_Gunmaker Proof საბოლოო მისროლის ლონდონური დამღა;

,,V" გვირგვინითურთ_View დათვალიერების(რევიზიის) ლონდონური დამღა;

წარწერები

Sir joseph Whitworts Fluid pressed Steel_ ჯოზეფ ვიტვორტის ცხელი(თხევადი) პრესირების ფოლადი. აქვეა დასმული ვიტვორტის სავაჭრო მარკის დამღა.

დანარჩენი საინფორმაციო ანაბეჭდებია და მათი გაშიფრვა თოფის იდენტიფიკაცისათვის არაფრის მთქმელია...

გრავირება არის წმინდა ინგლისურ სტილში(ვარაუდის დონეზე შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ბელგიელებმაც მოხატეს, თუმცა საგამოცდოდ ისევ ინგლისში დააბრუნეს თოფიო, უფრო დიდ ვალაკიტას მოიცავს, ამიტომ მეტია ალბათობა: თოფი დაიწყო და დასრულდა ლონდონში :scratchchin: ). საკეტები სრული საიდლოკი და ნაკეთობა არის წყვილი(არაა გამორიცხული სამეულიც) გარნიტურის პირველი ნომერი.

იარაღის მაღალ კლასზე მეტყველებს სხვებთან ერთად კაკლის ხარისხი და ტიბჟირის წინა საკეტი.

kusa777 როგორც ხედავ შენმა მოწოდებულმა სურათებმა გარკვეული ინტერესი გაგვიჩინა, ამიტომ თუ არ შეწუხდები და კვლავ დაეკონტაქტები იმ პირს რუსეთში, მოგვაწოდე ამ თოფის ასეთი ხედი, რათა შესაძლებელი იყოს სამიზნე თამასის დათვალიერება(კიდევ უკეთესი თუ შემაერთებელ ანუ ქვედა თამასასაც დაგვათვალიერებინებ). :hi3:

bc912b32ccc6.jpg

და ერთი თხოვნა შესაბამისი კომპეტენციის მქონე ფორუმელებთან: იქნებ ვინმეს გაქვთ სურათის ,,გასაწმენდი" პროგრამა და წაიკითხოთ რა წერია ამ დამღაზე(შემოხაზულია)

114b87b9c09e.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

kusa777 როგორც ხედავ შენმა მოწოდებულმა სურათებმა გარკვეული ინტერესი გაგვიჩინა, ამიტომ თუ არ შეწუხდები და კვლავ დაეკონტაქტები იმ პირს რუსეთში, მოგვაწოდე ამ თოფის ასეთი ხედი, რათა შესაძლებელი იყოს სამიზნე თამასის დათვალიერება(კიდევ უკეთესი თუ შემაერთებელ ანუ ქვედა თამასასაც დაგვათვალიერებინებ). :hi3:

აი დღეს გადმოგზვნილი სურათებიც, აბა ქართველებმა ვაჯობოთ რუს ექსპერტებს

post-351-0-78063100-1355599627_thumb.jpg

post-351-0-24601100-1355599655_thumb.jpg

post-351-0-38689000-1355599676_thumb.jpg

post-351-0-12717900-1355599692_thumb.jpg

post-351-0-45569600-1355599707_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ამ თოფმა ნევროზი გამიჩინა. :d030:

მგონი ნაწილ-ნაწილ უნდა იყვეს აწყობილი, ვინმე კაი ოსტატის მიერ, ანუ სხვადასხვა თოფის დეტალებია მორგებული ერთმანეთზე. :scratchchin:

ამ ემბლემას დააკვირდით კარგად, რომელიც ლურსმანით ჩააკვინიხა ვიღაცამ, შუაში დიდი W-ა ზემო მარცხენა და მარჯვენა კუთხეებში სპილოს ეშვი და ხორთუმია,/მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმემ სპილოსკენ გაიშვიროს ეგ ენიგმა./ ხოლო ქვედა კუთხეებში, მამაკაცის სახეებია.

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=207&st=120

მინიშნება-პოსტი#127

ისე გურულოს შეკითხვამ მეც დამაინტერესა, იმ ოვალური დამღის სურათი იქნებ ხარისხიანად გადაიღოს, რომელიც გელამ მონიშნა.

ამჯერად მე პას. :hi:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ეს თოფი ლონდონში რომ არის დამზადებული ბევრი დამღა მეტყველებს.

რაც შეეხება წარწერას ლულის ქვემოდან ,,Sir Joseph Whitworths Fluid Compressed Steel ,,, ამ წარწერას ურტყამდნენ პერდეს,გრინერის და ჰოლან-ჰოლანდის იარაღებზე. დარწმუნებით შემიძლია რომ ამ სამიდან ერთერთია. მანდ არის ერთი დამღა რომელსაც ინგლისში 1672 წელს იყენებდნენ :scratchchin:

ლულის ქვედა პლანკაზე ასოები იქნება რამოდენიმე ,მაგას თუ გადაუღებთ ბევრი ფიქრი აღარ იქნება საჭირო. :old:

Link to post
Share on other sites

ერთი საათია ამ სურათებს ვათვალიერებ... კომპისა და პროგრამების ჩემი მწირი ცოდნით ვატრიალებ, ვადიდებ და ვაპატარავებ სურათებს... მაინც ვერაფერი აღმოვაჩინე სიახლე :scratchchin:

ახლა გადავდივარ მარჩიელობაზე(მკითხაობაა ეგ გურულად :haha: ), წყალწაღებული ხავსს რომ ეკიდებოდა, მაგ ლოგიკით მოგახსენებთ:

თოფი(უფრო სწორად ტყუპები) გაკეთებულია პერდეს სტილში ალბათ რომელიმე ოსტატის მიერ, რომელმაც ძვირადღირებული მასალები და საკეტები შემკვეთის სურვილისამებრ დაყენა.

დასაშვებია ის მომენტიც, რომ დამზადებისას ოსტატს პერდეს თოფი ქონდა ,,ნატურად" წინ და მას ამსგავსებდა მაქსიმალურად.

რამ მიმიყვანა ამ დასკვნამდე:

1)შანსი არაა რომელიმე ინგლისურ გრანდს ტყუპები შეესრულებინა და მათზე მწარმოებლის სახელი არ მიეთითებინა;

2) ლულის ბალიშებზე და კალაპოტზე მოცემული დამღები ,,სრული კომპლექტით" არაა... ანუ დამამზადებელმა თავისი ნაკეთობა მიიტანა ლონდონის საგამოცდო სადგურზე და გამოცადა გამძლეობაზე, რაც მხოლოდ ფორმალური საკითხი იყო ვიტვორტის ლულების შემთხვევაში, თუმცა აუცილებლობით განპირობებული ფორმალობა(შესაბამისად დადამღეს ერთი-ორი დამღით და მორჩა). ამიტომაც არა აქვს საამქროს დამღა, მწარმოებლის დამღა და ა.შ.

შემკვეთმა მიიღო მაღალი კლასის წყვილი თოფი პერდეს სტილში, ინგლისური წარმომავლობით, რაც უფრო იაფი დაუჯდებოდა ვიდრე პრესტიჟულ კომპანიაში შესრულებული საგანძური...

ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია, სხვა არაფერი ;)

ახლა წარმოგიდგენთ სურათებს(სხვათა შორის ბევრი მსგავსებაა ,,ჩვენს" ეგზემპლიართან), თუ როგორაა დადამღული და წარწერილი გრანდების ტყუპები და ამის გარეშე არცერთი დიდი კომპანია თოფს არ ანახებს დღის სინათლეს

33ece834e8a6.jpg

c0a0df428d69.jpg

afb3132289aa.jpg

72f3da212c61.jpg

eefe9ece0143.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ახლა გადავდივარ მარჩიელობაზე(მკითხაობაა ეგ გურულად :haha: ), წყალწაღებული ხავსს რომ ეკიდებოდა, მაგ ლოგიკით მოგახსენებთ:

ბოლო-ბოლო მივხვდი რუსებმა რატომაც ვერ დაადგინეს ამ თოფის წარმომავლობა, ესეიგი კაცმა არ იცის ვისი გაკეთებულია, დაველოდები კიდევ ცოტას იქნებ მაინც მივხვდეთ ამ თოფის წარმომავლობა თუ არა და მივწერ "ვოვაჩკას" უარყოფით პასუხს და ვეტყვი გაცვალოს პნევმატურ თოფში :d030::d030:

Link to post
Share on other sites

"ვოვაჩკას" ვეტყვი გაცვალოს პნევმატურ თოფში :d030::d030:

მე მაქვს ჩემი ბავშვობის დროინდელი პნევმატიური თოფი და თუ უნდა გავუცვლი :haha:

ხუმრობის გარეშე კი უნდა ითქვას, რომ თოფი(წარსულში თოფები) მაღალი კლასისაა, თუმცა მგონი ცოტა უდიერადაა ნახმარი :drag:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...