Jump to content
Club-Monadire.Ge

ანტიკვარიატი, იშვიათი იარაღი, კოლექცია


Recommended Posts

ხუმრობის გარეშე კი უნდა ითქვას, რომ თოფი(წარსულში თოფები) მაღალი კლასისაა, თუმცა მგონი ცოტა უდიერადაა ნახმარი :drag:

 

კი მაგრამ ვერავინ ვერ დაადაგენს რა თოფია? ასე როგორ შეიძლება.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 236
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ამ თემაში ერთი ქვეთავი მინდა შემოვიტანო სათაურით ზოგს რა ფული და გემოვნება აქვს?! :haha:

3a79e772b963.jpg

ავსტრიელი ჰერბერტ შაირინგი ძალიან ძვირი(ხაზს ვუსვამ ძვირი) იარაღის წარმოებითაა განთქმული. შესაბამის თემაში მოკლედ უკვე გვაქვს განხილული თოფი, რომელიც მილიონ ევროს უკაკუნებს. აქ კი დამატებით სურათებს შემოგთავაზებთ ამ თოფისა, რომელიც თურმე 2012 წლის ყველაზე ძვირ მოდელად იქნა აღიარებული.

თუ ნებას დამრთავთ ზოგად მოსაზრებას მოგახსენებთ მილიონიან თოფზე:

კალაპოტი თოფის დეტალზე მეტად ძვირფასი ლითონების ბარელიეფს გავს. ტექნოლოგიურად აღნიშნული ნაწილი ჩამოსხმული კი არაა, არამედ ლითონზე ღრმა კვეთის შედეგია(აუუუუუ ამონაკვეთები და ,,სტრუჟკები" რა ფასის იქნება წარმოიდგინეთ :karochera: ); ლულა მთელ სიგრძეზე ამოჩუქურთმებულია ორნამენტებით და მისი კედელი ორჯერ უფრო სქელი ჩანს; ოქროს ძაფები დამშვენებულია ასეულობით ბრილიანტით. მწარმოებელს არ დავიწყია სპილოს ძვალი...

ერთადერთი დეტალი რაც თოფის ასოციაციას ავლენს არის სვაროვსკის ოპტიკა, თუმცა ისიც ოქროსია :alfons:

 

ba967f02fe1e.jpg

 

2902e43b4f77.jpg

 

e1094da7c4a3.jpg

 

c378e4b3052e.jpg

 

d704fc2db065.jpg

 

0503b6a1fbb2.jpg

 

7dd61b0b6974.jpg

Link to post
Share on other sites

ყველასთან ბოდიშს მოვიხდი,მაგრამ თავმოყვარე მეიარაღე ამისთანა ,,გოიმობას,, არ უნდა აკეთებდეს!!!! :dato:

Link to post
Share on other sites

ეს ალბათ შაირინგმა საახალწლოდ ნაძვისხის მაგივრად გააკეთა,ან მოცლილი იყო კაი ხნით და ყვერებში მახათის გაყრას ეს ამჯობინა. :e025: მე ხელოვნების ნიმუშად ამ ნამუშევარს ნამდვილად ვერ აღვიქვამ. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ეს თოფი ლონდონში რომ არის დამზადებული ბევრი დამღა მეტყველებს.

რაც შეეხება წარწერას ლულის ქვემოდან ,,Sir Joseph Whitworths Fluid Compressed Steel ,,, ამ წარწერას ურტყამდნენ პერდეს,გრინერის და ჰოლან-ჰოლანდის იარაღებზე. დარწმუნებით შემიძლია რომ ამ სამიდან ერთერთია. მანდ არის ერთი დამღა რომელსაც ინგლისში 1672 წელს იყენებდნენ :scratchchin:

ლულის ქვედა პლანკაზე ასოები იქნება რამოდენიმე ,მაგას თუ გადაუღებთ ბევრი ფიქრი აღარ იქნება საჭირო. :old:

 

 

Sir Joseph.....ზე მეტი ვერც მე ვერ ამოვიკითხე :karochera:

Link to post
Share on other sites

ამ თოფის სურათების პირველი ნახვისთანავე(3 დეკემბერს იყო მაგი :hi: ) რა დასკვნებიც გამოვიტანეთ, იმაზე მეტს სამწუხაროდ ვერაფერს მოგახსენებ :flirt:

 

დამღები

 

მონოგრამული ,,GP" გვირგვინითურთ_Gunmaker Proof საბოლოო მისროლის ლონდონური დამღა;

,,V" გვირგვინითურთ_View დათვალიერების(რევიზიის) ლონდონური დამღა;

 

 

წარწერები

 

 

Sir joseph Whitworts Fluid pressed Steel_ ჯოზეფ ვიტვორტის ცხელი(თხევადი) პრესირების ფოლადი. აქვეა დასმული ვიტვორტის სავაჭრო მარკის დამღა.

 

დანარჩენი საინფორმაციო ანაბეჭდებია და მათი გაშიფრვა თოფის იდენტიფიკაცისათვის არაფრის მთქმელია...

 

 

გრავირება არის წმინდა ინგლისურ სტილში(ვარაუდის დონეზე შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ბელგიელებმაც მოხატეს, თუმცა საგამოცდოდ ისევ ინგლისში დააბრუნეს თოფიო, უფრო დიდ ვალაკიტას მოიცავს, ამიტომ მეტია ალბათობა: თოფი დაიწყო და დასრულდა ლონდონში :scratchchin: ). საკეტები სრული საიდლოკი და ნაკეთობა არის წყვილი(არაა გამორიცხული სამეულიც) გარნიტურის პირველი ნომერი.

იარაღის მაღალ კლასზე მეტყველებს სხვებთან ერთად კაკლის ხარისხი და ტიბჟირის წინა საკეტი.

 

 

kusa777 როგორც ხედავ შენმა მოწოდებულმა სურათებმა გარკვეული ინტერესი გაგვიჩინა, ამიტომ თუ არ შეწუხდები და კვლავ დაეკონტაქტები იმ პირს რუსეთში, მოგვაწოდე ამ თოფის ასეთი ხედი, რათა შესაძლებელი იყოს სამიზნე თამასის დათვალიერება(კიდევ უკეთესი თუ შემაერთებელ ანუ ქვედა თამასასაც დაგვათვალიერებინებ). :hi3:

bc912b32ccc6.jpg

 

და ერთი თხოვნა შესაბამისი კომპეტენციის მქონე ფორუმელებთან: იქნებ ვინმეს გაქვთ სურათის ,,გასაწმენდი" პროგრამა და წაიკითხოთ რა წერია ამ დამღაზე(შემოხაზულია)

 

114b87b9c09e.jpg

 

 

ლულებს ზემოდანაც აწერია რაღაც :old:

Link to post
Share on other sites

kusa777

 

რა ჰქვია იმ რუსს, ვინც მაგ ფოტოებს გიგზავნის?

 

ჰოდა, ჩემგან გადაეცი, წადი შენი გიჟი დედაცთქო.

 

"პაძელკაა" ეგ დედამისუსტებული.

 

არ არის ანტიკვარი.

Link to post
Share on other sites

ლულებს ზემოდანაც აწერია რაღაც :old:

a2e9ceeb0b41.jpg

 

 

 

თუ ამ სურათს გულისხმობ, ეგ იმ რუსის ,,უცნობი" თოფის ფოტო არაა, ეს სურათი ნიმუშად დავდევი_ ამ ხედში გადაუღე თქო :hi:

 

 

 

რაც შეეხება მილიონიან შაირინგს, მაგ ინსტრუმენტს არც მე გავიჩერებდი_ გავყიდდი გაცილებით იაფად ვიდრე მწარმოებლის ფასია :d030:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

a2e9ceeb0b41.jpg

 

 

 

თუ ამ სურათს გულისხმობ, ეგ იმ რუსის ,,უცნობი" თოფის ფოტო არაა, ეს სურათი ნიმუშად დავდევი_ ამ ხედში გადაუღე თქო :hi:

 

 

 

რაც შეეხება მილიონიან შაირინგს, მაგ ინსტრუმენტს არც მე გავიჩერებდი_ გავყიდდი გაცილებით იაფად ვიდრე მწარმოებლის ფასია :d030:

 

 

გასაგებია :-)

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

GEBRUDER REMPT იგივე REMO(გერმანია, ზული)

 

 

6823d71d21ee.jpg

 

ტყუპების პირველი ნომერი, 16 ყალიბი, ლულის სიგრძე 75სმ.

 

1b2633bd00ef.jpg

 

ddc9378f0829.jpg

 

ფასი 2500 მწვანე

Link to post
Share on other sites

დავტკბეთ ინგლისური კლასიკით :spit: და თან გვახსოვდეს, რომ ბრენდები შესაბამისი საფირმო წარწერის გარეშე არ არსებობს :dato:

 

 

fcb58d9b8bdc.jpg

 

 

2cf016e384f3.jpg

 

 

85fc41c0f68e.jpg

Link to post
Share on other sites

ნადირობის სეზონი მოკვდა :karochera: მოდი ცოტა ეგზოტიკაში გადავიჭრათ:

 

 

ეს თოფი ფრანგი მეიარაღის THONON-LAMBERT-ის მიერაა დამზადებული. ის შთაგონებული გახლდათ ბრეტონის თოფით(ამ ფირმაზე არის შესაბამისი ინფო ფორუმში) და ასეთი ეგზემპლიარი დაამზადა 1946 წელს.

 

 

76e440cc37c9.jpg

 

 

39e5cdee30e4.jpg

 

 

c9d201ec551e.jpg

 

 

9f773784a734.jpg

 

 

3b93dd3f1dea.jpg

Link to post
Share on other sites

ამ თემის პირველი პოსტი გახსოვთ ალბათ_ ,,თოფი მონარქისათვის" :hi3:

 

არა მარტო გერმანელებს შეეძლოთ სპეციალური იარაღის დამზადება... აგერ მაგალითი:

 

 

d11b5a35a131.jpg

 

 

d24c6c4bd97a.jpg

 

 

270c3d0fe85b.jpg

 

 

a3610d589175.jpg

 

 

5e0fd8cb1153.jpg

 

 

0d13c7c2d629.jpg

 

 

0f67b56b0f37.jpg

 

 

46c5e71c419f.jpg

 

 

4f394ee1d29c.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

2010 წლის დეკემბერში ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა_ გაიყიდა ჰანვერის სამეფო სასახლის შიგთავსი(თავად სასახლე Schloss Marienburg არ იყიდებოდა). ვაჭრობას აწარმოებდა სააქციო საზოგადოება Thomas Del Mar. მყიდველი და ფასი ჩემთვის უცნობია.

 

სხვა სამეფო ნივთებს შორის იყო ლებედას ოთხეული შტუცერი სარჭიან ვაზნაზე. ისინი წარმოადგენენ ძალიან იშვიათ ანტიკვარულ ნივთებს, რომლებსაც ისტორიულ-კულტურული ღირებულება გააჩნიათ.

 

თოფების საერთო სიგრძე(თითოეულის :alfons: ) შეადგენს 1132მმ-ს, ლულების_712მმ, ლულები 8 ხრახნიანია, თამასაზე წარწერა A. V. Lebeda herzogl braunschw Hofrustmeister Prag(ა.ვ ლებედა, სამეფო კარის მეიარაღე ჰერცოგ ბრაუნშევსკისა). სამიზნე ორი დისტანციისათვის 100 ნაბიჯი და 150 ნაბიჯი(გაშლილ მდგომარეობაში). სამიზნური დამზადებულია ძვლისაგან, ოქროს ინკუსტაციით, საკეტი ,,ყელში", ლეფორშეს სისტემის ჩამკეტი დაფარულია ძვირფასი რქით, თოფის ფარზე არის მფლობელის მონოგრამული ინიციალები W და გვირგვინი ერთად. კონდახის საბჟენს აქვს ფანჯარა (იხსნება ინსტრუმენტის გარეშე) და იქ ინახება 2 სარჭიანი ვაზნა;

ოთხეულის თითოეული ეგზემპლიარი განსხვავდება მხოლოდ გრავირების სიუჟეტებით.

N1-ის ნომერია 8993, N2-ის 8994, N3-ის 8995, N4-ის 8996.

კომპლექტი დამზადებულია 1866-1867 წლებში. შემკვეთია ჰერცოგი ვილჰელმი ბრაუნშვეიგსკის და ლიუნებურგსკისა(მოღვაწეობდა 1806-1884 წლებში).

 

 

e5a12a7460ab.jpg

 

 

1a6fd9035cef.jpg

 

b3173cc849f2.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ვააააააააა გამაწამა ამ არეულმა კომპმა რაააააააააააა :karochera: შემიკლა ხელში 2 დღეა :(

 

 

 

ზედა პოსტის სურათებია კიდევ:

 

 

5a57bcf2ae55.jpg

 

 

609ea521ba14.jpg

 

 

cd8034b36f97.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

7abae75e9d9c.jpg

 

 

ალბათ ზოგიერთს გაუგონია ტულაში დამზადებული პერდეს შესახებ(არ აგერიოთ მც 11-ში, რომელსაც რუსები ეძახდნენ რუსულ პერდეს). ამ თოფს ,,პერდეს რუსული მოდელი" არაოფიციალურად ინგლისელებმა უწოდეს...

 

 

ამა წლის 17 აპრილს ლონდონში Sotheby's-ს აუქციონის სახლი გაყიდის უნიკალურ ლოტს_ პერდეს, რომელიც ეკუთვნოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჰაროლდ მაკ'მილანს.

ამ თოფს არაოფიციალურად ,,რუსულ მოდელს" ეძახიან, რამეთუ დამზადებულია ტულის მეიარაღეების მიერ ფირმა პერდეს ტექნოლოგიით. აღნიშნული იარაღი პრემიერ-მინისტრს აჩუქა გენსეკმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, ბრიტანელის საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს 1959 წელს.

მოდელი ინახებოდა როგორც საჩუქარი და არასოდეს ყოფილა გამოყენებული(ექსპლოატირებული)_არცერთი გასროლა ,,პერდეს რუსული მოდელით" გაკეთებული არ არის!!!

ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელსაც მიეძღვნა პერდეს დამზადება ტულაში, მეტყველებს წარწერა ოქროს ფირფიტაზე.

ექსპერტების გათვლებით ამ ლოტის ღირებულება შეადგენს 20 000-დან 30 000 გირვანქა სტერლინგს.

 

პ.ს. თოფი განთავსებულია ორიგინალურ ქეისში.

Link to post
Share on other sites

გურულო, ამ მეიარაღეზე რას იტყვი? ბრიტანელია.

 

JAMES FAIRMAN (LONDON)

 

http://www.lespac.com/sports-loisirs/sports/la-prairie/d-fusil-juxtapose-LPaZZ27177887WWcpZZ25WWgrZZ8

Link to post
Share on other sites

გურულო, ამ მეიარაღეზე რას იტყვი? ბრიტანელია.

 

JAMES FAIRMAN (LONDON)

 

http://www.lespac.com/sports-loisirs/sports/la-prairie/d-fusil-juxtapose-LPaZZ27177887WWcpZZ25WWgrZZ8

 

 

ვერაფერს გეტყვი ძამა :scratchchin: დღემდე არც გამეგონა ამ ფირმის არსებობის შესახებ.

 

 

რაც სურათებიდან ჩანს: თოფი სარჭიან ვაზნებზეა; სახელობითი ეგზემპლიარია; საკეტი მყარი, თუმცა მოძველებული ვარიანტი(თოფის გამოშვების ეპოქის შესაბამისი)... თუ არ ვცდები თოფს ,,კაპიტალკა" აქვს ჩატარებული; საინტერესოა დამასკური ფოლადის ლულები შიგნიდან როგორ მდგომარეობაშია...

 

თოფის საკოლექციო ღირებულება, ჩემის მოკლე ჭკუით, მეტია ვიდრე 250 მწვანე :scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

მოგითხრობთ ძალიან ეგზოტიკური შტუცერის შესახებ, რომელიც უშუალოდ ავგუს ლებოს ნაკეთობაა.

 

 

f27ea2844239.jpg

 

ლებო-კურალის მოდელი N95_ ,,თავადი გორჩაკოვი" თავის დროზე რუსეთში შემოტანილია ჟან ლარდერეს მიერ. ლარდერე წარმოადგენდა კომპანია ლებოს სანკტ-პეტერბურგელ აგენტს.

ზუსტად უცნობია მოდელის სახელწოდება ვისი იდეა იყო, თუმცა კომპანიის 1910 წლის კატალოგში უკვე გვხვდება მარსელის, მილანის, ბარსელონის, ტულუზის, ტურინის, ლეონის და სხვა ქალაქების, მათ შორის სანკტ-პეტერბურგის, აგენტთა მიერ ბოძებული სახელები.

 

შტუცერი შემუშავებულია თავად ავგუსტ ლებოს მიერ. ბლოკში გაერთიანებულია 5 კუთხვილი ლულა .22 Extra Long ყალიბით. თოფს გააჩნია ცენტრალური საკეტი, ერთი მასიური ჩახმახი და რაც მთავარია_ ისვრის ხუთივე ლულა ერთად(!!!). შეყენება ხდება ჩახმახის გადმოწევით.

იმ მიზნით, რომ დამიზნებას ხელი არ შეეშალოს, ჩახმახი ცოტათი გადაწეულია მარჯვნივ. ჩამკეტი ჰენრი ჯონსის სისტემისაა. თოფის გადასახსნელად ქვედა ბერკეტი იწევა მარჯვნივ; ლულის ფოლადი Wahlreyne, ლულის სიგრძე 56სმ, ტიბჟირის ჩაკეტვა ენსონის ტიპის, ინგლისური ტიპის კონდახი დამზადებულია კლასის შესაბამისი კაკლისაგან.

 

წონა არ აღემატება 2,9 კგ-ს(!!!). :blink:

 

 

 

შტუცერი გადახსნილ მდგომარეობაში(ჩახმახი დაშვებულია)

 

 

b815631600c6.jpg

 

 

 

 

 

მარცხნივ: 2-ჯერ გასროლის კვალი 100 მეტრში(ცენტრალური წრის დიამეტრი 7სმ); მარჯვნივ: წარწერა რომელიც მეტყველებს, რომ შტუცერი დამზადებულია ლარდერეს შეკვეთით.

 

7ad1badb016a.jpg

Link to post
Share on other sites

ისე მაგარი იარეღები კია მარა ჯერ ჩემები გადამეღალოს და მერე ვიფიქრებ მაგენზე :e025:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...