Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 მინდა წარმოგიდგინოთ რუსების გაკეთებული ანტიკვარიატი. ij-27m სერიული N 972346 ij-27m სერიული N 980040 ij-27m სერიული N 00270645 ij-27m სერიული N 993042 ij-27m სერიული N 01dpo1 ij-43 სერიული N 994313 ij-94 სერიული N 98T192 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 (edited) Dixie Gun Works, Inc Kodiac ,,პენსილვანიური თოფის" რეპლიკა Edited February 6, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 (edited) ЦКИБ ,,Русская охота" Edited February 6, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის შტუცერი МЦ-10-09, რელიეფური გრავირებითა და ფერადი მოვარაყებით. კონხახის სახელურზე გენსეკის ინიციალებით. МЦ-10-09 Гладиаторы ა.ვ. შურინოვის გრავირება ხრახნილლულიანები ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 (edited) ერთი შეხედვით ძველი, ბაბუას ნაქონი თოფის სანადიროდ ტარებას ჯობია ახალი მოდელისა და მოდიფიკაციის თოფით ინადირო, მაგრამ ვდგებით დილემის წინაშე: გავყიდოთ ძველი თოფი? რამდენად? ღირს საოჯახო რელიქვიას შეელიო? გამოუჩნდება მყიდველი ისეთ თოფს, რომელსაც ლულები კაი გაცვეთილი აქვს და ჩახმახიც ცოტა გვერდზე ურტყამს? იქნებ ვცდებით და პაპის თოფი ნამდვილი საკოლექციო იარაღია... იქნებ რა იცი რა ღირს??? იარაღს რომ საკოლექციო ეწოდოს აუცილებელია: ა) იყოს ცნობილი მწარმოებლის საცალო შესრულების ან რამდენიმე ეგზემპლიარში დამზადებული პროდუქტი(სერიული არა); ბ)აუცილებელი პირობაა საუკეთესოდ იყოს შენახული; გ)100%-იანი კომპლექტაცია ორიგინალში ანუ არანაირი შეცვლილი ჭანჭიკები დაა სახსრები, კონდახები, გადაჩარხული სავაზნეები და ლულები და სხვა. საკოლექციო იარაღი შეიძლება იყოს შელახული და ზოგჯერ გაფუჭებულიც კი, ოღონდ იმ შემთვხევაში, როცა ამ ეგზემპლიართან დაკავშირებულია რაიმე ისტორია. მაგალითად ჰემინგუეის ორლულიანი, რომლითაც თავი მოიკლა; პრინცი ჩარლზის ნაქონი თოფი; ნიკოლოზ მეორის თოფი, ბრეჟნევის შტუცერი და ა.შ. საკოლექციოა იარაღი, რომელიც უკვე არარსებული კომპანიის(ბრენდი იგულისხმება მაგ ლეპაჟი) და ოსტატის(მაგ. მაცკა) საცალო ეგზემპლიარია. მდგომარეობოს მიუხედავად საკოლექციოა იარაღი, რომელიც წარმოადგენს იშვიათ კონსტრუქციას. მაგალითად XIX საუკუნის 60-80-იან წლებში ბევრი გარდამავალი და ექსპერიმენტული კონსტრუქცია დამზადდა... სხვა შემთხვევებში თოფი ფასდება მისი საექსპლოატაციო თვისებებიდან გამომდინარე: _ როგორაა შენახული(კონდახი, მექანიზმის მუშაობა, ლულები, საერთო მდგომარეობა); _ რამდენად ხელმისაწვდომია და გაყიდვაშია მისი ვაზნები(ვაზნის ფასები, სტანდარტული ზომები(65მმ-იან სავაზნეში 70მმ-იანი არ წავა და ა.შ.); პ.ს. ერთ ჩვენს ფორუმელს ნამდვილი საკოლექციო ეგზემპლიარი აქვს, რომელიც რამდენიმეჯერ ხელში მეჭირა... თუ ამ კაცს სურვილი ექნება თვითონ მოგახსენოთ ამ თოფის შესახებ... Edited February 6, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ,,შავი ქვრივის" ამბორი თოფი სრულყოფილი მექანიზმია, რომელიც ადამიანის მიერაა შექმნილი. ის ხშირად არა მარტო დამამზადებელზე დიდ ხანს არსებობს, არამედ საუკუნეების ქარტეხილებს უძლებს და შემდგომ თაობებს თუ მოვლენებს მოესწრება. მთელი ამ ხნის მანძილზე დამსახურებულად ან შემთხვევით სხვადასხვა ისტორიის თანამონაწილე ხდება. ალბათ გაგვიგია როცა ამბობენ: ,,ასეთი ფოლადი აღარ გამოდის" ,,ასეთი კაკალი უკვე აღარ იზრდება". სიმართლე და ჭორი ერთმანეთში იხლართება. ზოგჯერ მათ ამა თუ იმ სახელებს არქმევენ და ლეგენდები იბადება. ადამიანების ისტორია თოფების ისტორია ხდება და პირიქით. თანამედროვე მყიდველი, რომელიც უმაღლესი კლასის იარაღს იძენს, საკმაოდ განებივრებულია დიდი არჩევანით. უმაღლესი კლასის ეგზოტიკური კაკალი, ყველაზე მტკიცე ფოლადი, გამაოგნებელი მდიდრული გრავირება, და ა.შ. ზოგჯერ ამდენი ,,სიმდიდრე" მომაბეზრებელი ხდება, აბსურდამდე მიდის და საერთოდ დაუგრავირებელი თოფის მოთხოვნილება ყალიბდება... 20-იან წლებში როცა ინდოელი მახარაჯები ძვირფასი ქვებით ინკუსტირებულ თოფებს უკვეთავდნენ, ზოგიერთი კლიენტი მოუხატველ, დაუგრავირებელ თოფს ითხოვდა, რომელსაც მხოლოდ ოქსიდირება(შებოლვა) ექნებოდა გაკეთებული. ასეთ თოფებს ,,შავი ქვრივები" უწოდეს. პერდეს ერთ-ერთი დილერი აღნიშნავდა, რომ პირველად კომპანიაში არანაირი მიზანმიმართული მარკეტინგული სვლა არ გაკეთებულა დაუგრავირებელი თოფების შესაქმნელად. უპრიანია ითქვას, რომ ეს შემთხვევით მოხდა. კლიენტებმა მოითხოვეს მოუხატველი თოფები, რათა ნადირობაში რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ დაეგრავირებინათ ისინი(ან გრავირების საფასურის გადახდა არ უნდოდათ). რასელ უილკინი(ჰოლანდის ტექნიკური დირექტორი) აღნიშნავს: ,,დაუგრავირებელი თოფები ტექნიკურად სრულყოფილია, მას არა აქვს მხოლოდ მხატვრული დამუშავება . მეტალი ოქსიდირებულია ლითონის დაცვის მიზნით. თუ კლიენტი ამას ითხოვს, ჩვენ უარს არ ვეუბნებით." დონალდ დალასი თავის სამტომეულში ,,თანამედროვე იარაღი"(1931წ) წერს:,, კლიენტებს სანადირო სეზონის დასაწყისში მოუხატველი თოფები მიჰქონდათ, რათა სეზონის ბოლოს უკანვე მოეტანათ დასაგრავირებლად. ზოგიერთ მფლობელს უკან აღარ მიუტანია იარაღი, რადგან ომში წავიდნენ და დაიღუპნენ ან სხვა მიზეზებით. თოფები კი მათ ქვრივებს დარჩათ." სწორედ აქედან დაერქვათ ამ თოფებს ,,შავი ქვრივები". არსებობს მოსაზრება, რომ ,,შავი ქვრივები" დაუმთავრებლობის გამო არაა ნაწრთობი და მალე ირყევა. ამ აზრს უარყოფს კრის ოსტინი თავის წიგნში ,,იარაღის გრავირება"(1998წ). ავტორი აღნიშნავს: ,,გრავირების უკან შესაძლებელია იმალებოდეს დაბალი ხარისხის თოფი. ამას ზოგჯერ მიმართავდნენ ოსტატები, რათა დაემალათ მათი სუსტი ადგილები. სწორედ დაუგრავირებელი, სუფთა სახით წარმოდგენილი თოფია ყველაზე მაღალი ხარისხის. სწორედ მოუხატველი თოფია ოსტატობის უმაღლესი ნიშა(!!!). არ უნდა არსებობდეს ნაკლის დაფარვის არანაირი შესაძლებლობა, არანაირი გადახრა და უმიცრესი დეფექტი." Royal Self-Openers 1997 წლის 16 ივლისს კრისტის აუქციონზე 1936 წელს გამოშვებული ჰოლანდ-ჰოლანდის 12 ყალიბის წყვილი თოფი Royal Self-Openers წარმოადგინეს(სამწუხაროდ არ ვიცი რამდენად გაიყიდა). James Purdey & Sons პერეს 12 ყალიბის ორლულიანი დეილ ტეიტის შესრულებით. ამ მოდელის ყიდვით კლიენტმა 6000 დოლარის ეკონომია გააკეთა(გრავირების ფასი). Winchester მოდელი21 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 (edited) რედ. Edited February 6, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 დეფურნი(Defourny) ყალიბი 12х70 ლულის სიგრძე 750 მმ. ლულის შევიწროება 1.0/1.0 წონა 3,4 კგ. წარმოებულია 1914 წლამდე ლიეჟში(ბელგია) ლულები უჟანგავი ფოლადის. საკეტი პერდე. დამცემი მექანიზმი ჰოლანდი. ორ სასხლეტზე. წინა სასხლეტი ამორტიზატორზე(ზამბარაზე). ეჟექტორზე. საკეტის მექანიზმი და ეჟექტორი დაფარულია ოქროთი; ავტომატურ მცველზე; ინტერსეპტორებზე; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური). წყვილი გარნიტურიდან. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ვინა თქვა პერდე გლუვლულიანების მეფეაო მხოლოდ? აბა შეაფასეთ... JAMES PURDEY & SONS-ის კარაბინი, ყალიბი 375 H&H, ოპტიკა "Swarowski" 1,5-6x42, ტყავის ქეისში , გამოშვების წელი 2004. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ა ბატონო ჰოლანდის გლუვიც... აბა ვინ იტყვის პერდეზე ნაკლებია რაიმეთიო?! Holland & Holland 1894 წელი. ყალიბი 12 ლულის სიგრძე762 მმ; სავაზნე 70 მმ. ლულათა შევიწროება: 1,0/1,0; გრავირების სტილი_ინგლისური სპირალი. ტყუპების გარნიტურიდან. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 მოდელი Desiderio დენის ფონტანასაგან(კომპანია Art Manufactura Armi) ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ფოტოზე: მარჯვნივ_ ჯ. ლანგის ნაკეთობა სარჭიან ვაზნაზე(1850-იანი წლების ბოლო); მარცხნივ_ ე. რეილის ნაკეთობა ცენტრალური აფეთქების ვაზნაზე(1870-იანი წლების დასაწყისი). ორთავე იარაღი აღჭურვილია ჰ.ჯოუზის ქვედა საკეტით. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 Dreyse _Goehler in Berlin გერმანია თოფი წარმოებულია 1870-1880 წლების შუალედში; ცენტრალური აფეთქების ვაზნაზე; ლულა დამასკური ფოლადის; საკეტის პროტოტიპი შექმნილია 1841 წელს; გააჩნია 2 წყვილი ლულა: პირველი_ სიგრძე 680მმ 16/65 და 11,3/50; მეორე_ სიგრძე 780მმ ორთავე გლუვი 16/65. სერიული N 112 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 Otto Preussner ლიონიას კოლექციიდან სამლულიანის სერიული ნომერია N2922; წარმოებულია 1925 წლამდე. საკმაოდ პატარა ფირმა მდებარეობდა გერმანიაში ქალაქ Haynau-ში(1945 წლის შემდეგ პოლონეთის საზღვრებში მოექცა და სახელწოდებაც შეეცვალა Chojnów-ით). ლულის ფოლადის მარკაა Excelsior-Witten. ზედა ლულები გლუვია(16 ყალიბი), ხოლო ქვედა ხრახნილი 8x57JR; კონახის ყელზე განლაგებულ დაფაზე წარწერაა ,,ძვირფას ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევს გდრ-ის კომუნისტებისაგან. 19 დეკემბერი 1975წ" ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 J.A. Robert ერთ-ერთი იშვიათი ცალლულიანი სახაზინო გადატენვით. საკეტი მექანიზმი ზედა გადასაწევ ბერკეტზე. სასხლეტ-დამცემი მექანიზმი განლაგებულია კალაპოტში. სამიზნე თამასა და ლულა დამასკური ფოლადისა(კალაპოტი და სასხლეტი მექანიზმი ფოლადის). გათვლილია მუყაოს ვაზნებზე. დამზადებულია პარიზელი ოსტატის J.A. Robert-ის მიერ 1834 წელს(1831 წლის პატენტი ეკუთვნის მასვე). ამაზე მეტყველებს წარწერა J.A. Robert Brevete a Paris სამიზნე თამასაზე. ოსტატი მუშაობდა პარიზში 1829-1840 წლებში. ეს უნუკალური კონსტრუქცია 1833 წელს დაჯილდოვდა საფრანგეთის მრეწველობის აკადემიისაგან ოქროს მედლით. კიდევ ერთი ჯილდო_ოქროს მედალი, კონსტრუქციამ მიიღო 1834 წელს პარიზში. ეს სისტემა იმ დროის ბევრმა მეიარაღემ გადაიღო საფრანგეთში. როგორ ფიქრობთ, დარნის წინამორბედი ხომ არაა??? კიდევ ერთი ორიგინალური კონსტრუქცია J.P. Sauer & Sohn სერიული ნომერი N16661, ლულები დამასკური ფოლადის, წარმოებულია 1870-იან წლებში. საბრძოლო ზამბარა იძაბება თოფის გადახსნისას, ქვედა გასახსნელი ბერკეტით. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 Hans Muller XVIII საუკუნის სანადირო თოფი მეთვრამეტე საუკუნის კაჟიანი სანადირო ზუმბიანი თოფი 22 ყალიბისაა(გლუვლულიანი). მწარმოებელი ფირმაა ავსტრიული Hans Muller a Vienne ინკუსტირებულია ვერცხლით. საერთო სიგრძე 1255მმ, ლულები დამასკური ფოლადის,ლულათა სიგრძე 854მმ(გამოცდილია ლიეჟში), სამიზნური(მუშკა) ვერცხლის. კონდახი კაკლის, კონდახის ყელს ამშვენებს ვერცხლის მედალიონი. კომპლექტში შედის ზუმბა მისი ორი საცვლელი თავაკით ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 (edited) R.A.F. Edited February 6, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 26, 2012 Author Report Share Posted January 26, 2012 მოდელი ИЖ-27-1С; დამზადებულია 1970-1971 წელს; გრავირების მასალა ვერცხლი და ოქრო; მიეძღვნა კომპარტიის 26-ე ყრილობას; დაცულია(მდებარეობს) იჟის ქარხნის მუზეუმში. მოდელი ИЖ-54; დამზადებულია 1962 წელს; გრავირების მასალა ვერცხლი, ოქრო და ძვირფასი მეტალების შენადნობები; აჩუქეს საფრანგეთის პრეზიდენტს შარლ დე გოლს. მოდელი ИЖ-54; დამზადებულია 1958-1959წწ; გრავირების მასალა ოქრო და ვერცხლი; დაცულია იჟის ქარხნის მუზეუმში. მოდელი ИЖ-27; დამზადებულია 1995 წელს; გრავირების მასალა ოქრო; კალაპოტი გარედან ქრომირებულია; კერძო კოლექციონერის საკუთრება. მოდელი ИЖ-27M; დამზადებულია 1999 წელს; გრავირების მასალა ოქრო და ვერცხლი; დაცულია იჟის ქარხნის მუზეუმში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 1, 2012 Author Report Share Posted February 1, 2012 (edited) Kemen Armas Kemen КМ-4 Extra Edited February 6, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 24, 2012 Author Report Share Posted February 24, 2012 დრაკონი დრაკონისაა ეს წელი ხომ? რუსი მესტენდურის ს. კუზნეცოვის შეკვეთით, თოფი დამზადებულია(გრავირების გარდა) ვინჩენცო პერუჯინის მიერ. დამზადებაზე ოსტატს წელიწადნახევარი დასჭირდა, ხოლო გრავირებაზე მაქს გობიმ დამატებით 8 თვე დახარჯა. თავიდან ნაკეთობა ჩაფიქრებული იყო როგორც სპორტულ-სანადირო. სწორედ ამიტომ კომპლექტში შედის 2 წყვილი ლულა(765მმ და 715მმ სიგრძის); გააჩნია 7 სახსნელი ჩოკი, 2 კონდახი(სანადირო და სპორტული) და სპეციალური ამორტიზატორი. აღსანიშნავია, რომ ორთავე კომპლექტაციაში თოფს გააჩნია ერთნაირი წონა_ 3,75კგ(ბალანსიც იდეალურია). კალაპოტი დამზადებულია მაღალლეგირებული, კოროზიისადმი მედეგი ფოლადით(18NiCrMo5); სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ჰოლანდ-ჰოლანდის სისტემისაა,V-სებური საბრძოლო ზამბარებით, დაცვა ხორციელდება ჩახმახების დაჭერით, რაც უზრუნველყოფს ძალიან მაღალ უსაფრთხოებას. სასხლეტი კავი ელასტიური და რბილია; დაფებს არ გააჩნიათ შთიფტები(რაც აისახა კიდეც მხატვრულ გაფორმებაში). ინერციული ერთსასხლეტიანი მექანიზმი ვაზნის დაკვრის შემთხვევაში, გამორიცხავს განმეორებით სასხლეტზე დაჭერის დროს გასროლას(გასროლა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევში თუ კონდახის ყელზე ხელს დავარტყამთ ან მოვახდენთ გადამრთველის გადაყვანას). აღნიშნული ითვლება უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებად. ლულების ჩაკეტვა Boss-ის სისტემისაა; ლულები დამზადებულია მაღალლეგირებული, კოროზიისადმი მედეგი ფოლადით(18NiCrMo5), სავაზნე და გარდამავალი კონუსები ქრომირებულია. ლულის არხი არაა ქრომირებული, რაც მწარმოებლის აზრით დადებითად მოქმედებს იარაღის ბალისტიკურ მაჩვენებლებზე. სავაზნე ორთავე ლულაზე 70მმ სიგრძისაა, არხის დიამეტრი კი 18,5მმ. ლულა დემიბლოკია; შემაერთებელი თამასები მთლიანია, ხოლო სამიზნე თამასა კი ვენტილირებადი. სამიზნე თამასა ლულის ტუჩისაკენ ვიწროვდება და მისი ზომებია 10X7მმ; აღჭურვილია ეჟექტორით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ლულები გამოცდილია 3000 ბარ(!!!) წნევაზე. კონდახი და ტიბჟირი(round) დამზადებულია თურქეთიდან შემოტანილი უმაღლესი კლასის კაკლისაგან. კომპლექტში შედის წითელი ხის(შეერთება თითბერისა) ზუმბა და 2 ქრომირებული ფალშ-ვაზნა. ყველაფერი ეს განთავსებულია ტყავის ქეისში(ტყავი ინგლისური წარმოშობის) ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 29, 2012 Author Report Share Posted February 29, 2012 მე-18 საუკუნის იარაღი(განკუთვნილია საბრძოლო მოქმედებებისათვის_მოგერიება) Nock Volley Gun ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 21, 2012 Author Report Share Posted March 21, 2012 Otto Reif გერმანია წარმოებულია 1949 წელს. ორი წყვილი ლულით. პირველი წყვილი_ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, სიგრძე 750მმ, შევიწროება 1,0-1,0; მეორე წყვილი_ ყალიბი 16, სავაზნე 70მმ, სიგრძე 730მმ, შევიწროება 1,0-0,5; ეჟექტორებზე; ჰოლანდის საიდლოკი; სამმაგი ჩაკეტვა(მესამე გრინერის ურდული); გრავირებაში ოქროსა და ვერცხლის ინკუსტაცია; უმაღლესი ხარისხის კაკლის კონდახი(პისტოლეტური). ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 მომწონს, მაგარი თოფია,ადრე ვნახე ზიმსონი ასე ორი წყვილი ლულით,მაგრამ ერთ რამეს ვერ ვამუღამებ,ერთი კალიბრის სხვა და სხვა სიგრძის,სხვადასხვა შევიწროების ლულა მესმის,მარა 12 და 16 კალიბრის პრაქტიკულობას ვერ ვხედავ!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 21, 2012 Author Report Share Posted March 21, 2012 მომწონს, მაგარი თოფია,ადრე ვნახე ზიმსონი ასე ორი წყვილი ლულით,მაგრამ ერთ რამეს ვერ ვამუღამებ,ერთი კალიბრის სხვა და სხვა სიგრძის,სხვადასხვა შევიწროების ლულა მესმის,მარა 12 და 16 კალიბრის პრაქტიკულობას ვერ ვხედავ!!! ადრე წერდა ვიღაც(არ მახსოვს ვისი პოსტი იყო) 12 და 16 ყალიბის თოფი მაქვს და სანადიროში წასვლისას შემეშალა 12 წავიღე და ფალასკა და ვაზნები კი 16 ყალიბისაო... ეეეე მაგისთვის იქნება მისწრება!!! წაიღებს ქეისს და ფალასკას აღარ მიაქცევს ყურადღებას, რომელიც მოერგება ვაზნა ლულას იმით ინადირებს :haha: მარა კაი ფარა დაჭირდება ყიდვისას... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 მელას თავის მახჩობელა უყვარსო, მაინც შემოვხეტიალდი ამ თემაში. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.