Jump to content
Club-Monadire.Ge

ანტიკვარიატი, იშვიათი იარაღი, კოლექცია


Recommended Posts

Burkard Behr-ის პატენტი(გერმანია)

 

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში ნიტროდენთზე გადასვლასთან დაკავშირებით, მწარმოებლებმა თოფების ლულათა რყევისაგან დასაცავად(კლიენტთა დასარწმუნებლად) ასეთი კონტრუქციების გაკეთებაც კი დაიწყეს :alfons:

 

 

f909a5699ad4.jpg

 

 

a04b57ab08e4.jpg

 

 

fad808cf4caf.jpg

 

 

 

 

გასაგები მიზეზების გამო მათ დიდი მოწონება არ დაუმსახურებიათ...

Link to post
Share on other sites
  • Replies 236
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 2 weeks later...

წარმოგიდგენთ ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ეგზემპლიარს, რომელიც დაცულია სანკტ-პეტებრუბგის სამხედრო ისტორიულ მუზეუმში:

 

 

 

ბელგიური ათლულიანი პისტოლეტი

 

29a9ab4b093f.jpg

 

 

 

 

15- ტყვიიანი შტუცერი(დოლურასებურ მჭიდზე). დამზადებულია 1860- 1870 წლებში.

 

beb51e7e4bc7.jpg

 

 

 

ინგლისური შვიდლულიანი თოფი(6 ლულა გლუვი და ცენტრალური კუთხვილი)

 

3cbcb6872275.jpg

 

 

 

 

ბელგიური სანადირო ოთხლულიანი

 

e7380cbeda46.jpg

 

 

 

 

 

ამერიკული ოთხლულიანი (განკუთვნილია ფინდიხის სასროლად)

 

a08a30127dc9.jpg

Link to post
Share on other sites

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2523195

რას იტყვით ნაღდი იქნება?

 

სამი "არა" მაგას./მეტა "ნიჭიერი"/

 

 

1912-იო არა?, კიტრი გაყიდოს ის ურჩევნია. :old:

 

 

პ.ს. არადა რამდენი გოიმდება, ვერ წარმოიდგენთ.

 

mymarket დიდი ხანია იუმორისტულ საითად გადააქციეს. :karochera:

Link to post
Share on other sites

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2523195

რას იტყვით ნაღდი იქნება?

 

 

 

09bb769aae63.jpg

 

 

 

როცა პერდე გამოაქვს ვინმეს გასაყიდად, ჩემი მოკრძალებული აზრით, უკეთესი და რაც მთავარია უფრო მეტი სურათი უნდა დადოს... თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის ვისაც პერდეს ყიდვის ერთი ადგილი აქვს ის მივა და კარგად დაათვალიერებს ინსტრუმენტს ლაივში...

 

 

ამ მწირი სურათებით, გადაჭრით იმის თქმა, რომ თოფი ნაღდად პერდეა ან ,,პადდელკაა" შეუძლებელია, და რატომ:

 

 

სურათებზე მოცემული დამღები და წარწერები არაა სრულყოფილი;

თოფის ნამდვილობაზე მეტყველებს: გვერდით დაფაზე გაკეთებული საფირმო წარწერა, სერიული ნომერი ემთხვევა გამოშვების წელს, რომბში ჩასმული 12 C(მას არა მარტო ინგლისელები გამოიყენებენ), წარწერა CHOKE(მას არა მარტო ინგლისელები გამოიყენებენ);

საეჭვოდ მეჩვენება: დამღა W და S ყოველგვარი გვირგვინისა და ლომის გარეშე, ლულაზე დარტყმული დამღა, რომელიც ატომური აფეთქების დროს წარმოქმნილ ,,სოკოს" მაგონებს. :scratchchin:

 

 

თუ რომელიმემ გადაწყვიტეთ ყიდვა უნახავში არ იყიდოთ... :alfons:

Link to post
Share on other sites

არა ბატონებო,ეს ალალი პერდეა,როგორც ბატონი ოთარ ლომთაძე თავის მშვენიერ წიგნში,,სანადირო თოფი,, წერს,თავისი მდიდარი პრაქტიკის მანძილზე საქართველოში 36 პერდეს თოფი დააფიქსირა და აღწერა,ამას გარდა იყო კიდევ 4-5 პერდე,რომლის აღწერაც ვერ მოხერხდა.აქედან ყველაზე მეტი,5 ცალი გამოშვებულია 1912 წელს,მას ამ წიგნში მოხსენიებული აქვს ზემოთმდებარე თოფი,თავისი ნომრით 20471,ლულების სიგრძე 74 სანტიმეტრი,აგრეთვე ლულების შიგა დიამეტრები სახაზინო ჭრილიდან 22 სანტიმეტრში და სანათურის შიგა დიამეტრი,აგრეთვე ორივე ლულის ჩოკების ზომები.რა მდგომარეობაშია თოფი,რესტავრირებულია თუ არა,და შეცვლილი აქვს თუ არა რაიმე ნაწილი ვერაფერს გეტყვით,მაგრამ ერთს თამამად ვაცხადებ:ეს პერდეა!!!!

Link to post
Share on other sites

არ ვიცი მამუკა, პირველი სურათი მქონდა ნანახი და კონდახის დანახვისთანავე უარი ვთქვი პერდეზე.

აგერ გურულოს დაუდია სხვა სურათიც, მეეჭვება რომ ორიგინალი იყვეს ეგ იარაღი.

 

 

და რა ფასში ყიდის ხომ არ იცით?

Link to post
Share on other sites

ნება მომეცით, ჩემს აზრზე დავრჩე: ონლაინ რეჟიმში თოფის ნამდვილობის დასადგენად აუცილებელია ლულისა და კალაპოტის ყველა დამღის, ასევე ყველა წარწერის სრულყოფილად გადმოცემა(სურათები)... მართლაც საინტერესოა რას აფასებს :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ველაპარაკე მაგ პერდეს პატრონს,თოფს არანაირი რესტავრაცია არ გაუვლია,ყველა კვანძი და ნაწილი თავისია,ფასი 25000 მარადმწვანე,ფასზე დალაპარაკება შეიძლებაო,მაგრამ მე დალაპარაკების თემა ვერ ვიპოვე და ზლუქუნით ავტირდი!!!!

Link to post
Share on other sites

ველაპარაკე მაგ პერდეს პატრონს,თოფს არანაირი რესტავრაცია არ გაუვლია,ყველა კვანძი და ნაწილი თავისია,ფასი 25000 მარადმწვანე,ფასზე დალაპარაკება შეიძლებაო,მაგრამ მე დალაპარაკების თემა ვერ ვიპოვე და ზლუქუნით ავტირდი!!!!

 

 

გიერთდები მამუკა ზლუქუნით ტირილში... :(

 

ეეეეხ ფარა, ფარა... სადაა მერე მაი ფარა?! ნეტა იმას ვისაც შეუძლია მაგოდენა ფულის გადახდა თოფში... :clapping:

 

 

 

ერთ პატარა ინფოს დავდებ, ფულიანი და ზიპლიპიტოების მოყვარულ ხალხზე(სუბიექტური შეხედულება)...

 

 

როგორც მოგეხსენებათ, ფულს სუნი არა აქვს და თუ ქვეყანა ნავთობით ან გაზით მდიდარია და თანაც რაში დახარჯოს არ იცის, ეეეე ზუსტად მაშინაა კარგი სხვადასხვა გამოფენებისა და სხადნიაკების ჩარება.

 

 

Adihex-ის გამოფენა აბუ-დაბიში(გაერთიანებული ემირატები) ყოველწლიურად ტარდება. წლიდან წლამდე მატულობს როგორც იარაღის მწარმოებელთა წარმომადგენლობა, ასევე ექსპონატებიცა და კომერციული გარიგებების რაოდენობაც... საშუალოდ გამოფენის ხანგრძლივობა ერთ კვირას არ აჭარბებს, ხოლო დამთვალიერებელთა რაოდენობა კი 60 000 ადამიანზე მეტია; გამოფენაში მონაწილეობს 550-მდე კომპანია, შესაბამისად გაყიდული საქონლის რაოდენობა საშუალოდ წოველწლიურად 20-30%-ით იზრდება...

გამოფენის ზრდადი მასშტაბებიდან გამომდინარე 2007 წელს აშენდა ფეშენებელური ახალი საგამოფენო ცენტრი.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე ეგზემპლიარს, რაშიც მდიდრები თავიანთი ,,ოფლითა და შრომით ნაშოვნ" ფულს დაუზარელად იხდიან :flirt:

 

 

 

მარცხნივ: მრავალფეროვანი(ჭრელი) Sig-Sauer P-229. მას ტარი ოქროსი აქვს, ხოლო სხვა დანარჩენი თერმული დამუშავების შედეგია.

მარჯვნივ: Sig P-210. მთლიანად დაფარულია ოქროთი, გრავირებულია, აქვს ორი ლულა, ორი სასხლეტი, ორი მჭიდი, ორი ჩახმახი(რათ უნდათ რა ვიცი, მარა გეიგებ რამეს, რა მოსწონთ ამ ხალხს? :alfons: )

 

c3272b384348.jpg

 

 

 

 

 

Blaser R93 ოქროს კონდახითა და ზიპლიპიტოებით 320 000 ევროდ ჩააფცქვნეს ხელში :karochera:

 

eb61fe7d6c96.jpg

 

 

 

 

ასეთ ფულიან ხალხსა და გამოფენას შვედი ვიგო და ულფ ოლსონები რავა დააკლდება... :91: წარმოდგენილი აქვთ თავისი The King of Rifles

 

25063f7aa535.jpg

 

 

 

 

 

ეეხხხხხხხხხხ.... :karochera:

Link to post
Share on other sites

რა გამოდის კაცო?

იმ 5-6 დან ერთერთი ეგ არის?

 

მაგხელა ფასს რომ ადებს ე.ი. დარწმუნებულია თოფის სიალალეში.

მაგას, რომ ბრმად არავინ აიღებს, ეგეც გამოვრიცხოთ, მაგრამ რა დალევს ტვინგალაყებულებს და ჯიბე სავსეებს. :d030:

 

ძალიან დამაინტერესა ამ თოფმა.

 

შარში არ მინდა გავეხვიო, თორემ დღესვე გავაყიდინებდი მაგ იარაღს ორმაგ ფასში, თუ მართლა ორიგინალია.

Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა რომ პერდეა,ერთ-ერთი უცნობილესი და სასურველი ბრენდია,მისი ფასი ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან,7-8 ათასი დოლარია,ახლანდელი სიტუაციიდან და თოფის შენახულობიდან გამომდინარე!!!ეგ ფასი რომ ჰქონდეს უნდა იყოს 90-95 პროცენტიანი შენახულობით,ანუ როგორც რუსები ამბობენ ,,პადერჟანნოე ნოვოე,,.

Link to post
Share on other sites

იოჰან ფანზოის LEOPARD

 

 

2cd0d21b331a.jpg

 

 

4e7c47f2db97.jpg

 

 

იარაღი მოხატულია ძვირფასი ლითონებით. ლეოპარდი ჭედურობის მეთოდით გამოყვანილია 18 კარატიანი თეთრი ოქროდან. შავი პანტერის თვალები ბრილიანტისაა. ქეისი დამზადებულია ნიანგის ტყავისაგან.

 

 

b21bd435d321.jpg

 

 

e97b86a2e054.jpg

 

 

ლეოპარდის თავი თეთრი ოქროსაა და ორგანულად ზის ხეში.

 

859d6322b2fa.jpg

 

 

პისტოლეტურ სახელურზე გამოსახული შავი პანტერის თვალები ალმასისაა.

 

 

764b2b9434d6.jpg

 

 

გარდა 18 კარატიანი ოქროსი, გრავირებისას გამოყენებულია 500 გრამი ძვირფასი ლითონი და ფერადი ბრილიანტები(მარტო პროექტირებაზეა დახარჯული რამდენიმე თვე).

 

 

 

a8885aefc0da.jpg

 

 

საკეტის სახელური 8 ალმასითაა დამშვენებული.

 

 

3d01db085fca.jpg

 

 

იარაღის გულია მაუზერ 98; ყალიბი 300WM; ლულის სიგრძე 65სმ; ლულის ფოლადი AMS; სვაროვსკის ოპტიკა; კონდახი 10 წლის დაძველების უმაღლესი ხარისხის კაკალი;

 

 

 

def96ca10a75.jpg

 

 

1e450efe7313.jpg

Link to post
Share on other sites

ქვისლო ასეთ რამეს სანამ დადებ წინასწარ ცოტა დაწერე ხოლმე და მერე დაახასიათე და დაასურათე! გული გამიხდა ცუდად რო ვნახე! :e025: ყველა ბრილიანტი წოუღია ქარმეწყერს მარა მაგარი დაპროექტებული თოფი კია ნამდვილად :yes:

Link to post
Share on other sites

მაგდენი ბრილიანტებიანი თოფით რო ვინმე გამოგეკიდება მოსაკლავად ეგრევე ლომბარდში უნდა შეიტყუო მოგუდულში :haha: :haha:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

Beretta-ს ხელოვნების ნიმუში Beretta SO10 EELL

 

8cd444723b13.jpg

 

20 ყალიბის ამ წყვილ თოფზე რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს მე არ ვიცი :hi:

 

აღვნიშნავ მხოლოდ, რომ გრავირებაში(ოქროა როგორც ხედავთ) შემკვეთის ძაღლების, ნადირობისა და სანადირო მამულების სიუჟეტებია მოცემული...

თოფები არა ქეისში, არამედ მაგიდა-ვიტრინაშია განთავსებული, რომელიც სხვასთან ერთად შემკვეთის სანადირო სახლის მაკეტია.

 

 

 

ტექნიკური მაჩვენებლები სურათზევეა მოცემული

 

 

f75a179fdc5b.jpg

 

 

 

67d1d376d210.jpg

 

 

86cbfa132775.jpg

 

 

ესეც ბმული:

http://issuu.com/berettainternational/docs/set_of_two2mb#embed

Link to post
Share on other sites

ამერიკელმა მეიარაღემ ჯორჯ ჰეინგმა 1992 წელს შექმნა უნიკალური საკეტი, რომელიც მუშაობს ღერძის გარშემო მოძრაობის პრინციპზე(უფრო დეტალურად იხილეთ ,,საკეტებისა და მექანიზმების" თემაში).

ოსტატი ამზადებს ამ საკეტზე დაფუძნებულ ორულიან შტუცერებს .225 Win. ყალიბიდან .450 NE ყალიბამდე. გარდა ამისა უშვებს გლუვლულიანებსაც(ყალიბები 20,28,36), რომელთა ლულის სიგრძე შეადგენს 66 ან 71სმ-ს. გლუვლულიანების მასა მერყეობს 2,7კგ-დან 3,1კგ-მდე.

ეს თოფები სერიულად არ იწარმოება, რაც მათ მაღალ ფასს განაპირობებს. მაგალითად, .450 NE ყალიბის შტუცერი ღირს 27 ათასი დოლარი, გლუვლულიანები კი 20 ათასი დოლარი.

 

 

8d8ffd3fd5fe.jpg f72dd751536a.jpg

 

 

 

ჯორჯ ჰეინგი თავის ნაკეთობასთან ერთად

d0e1a5960891.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

საკოლექციო თოფების შეგროვება, არა მარტო მოდურია, არამედ ძალიან სარფიანიც. ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა იარაღის კოლექციონერებს უცნაურ მიზანთროპებად მიიჩნევდნენ...

მართალია, საქართველოში იარაღის კოლექციონერობა არაა ისეთი განვითარებული, როგორც სხვაგან(მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მათი 2 კატეგორია. პირველს პირობითად ,,განძის მაძიებლები" შეიძლება ეწოდოს. ისინი სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროს გვხვდებიან. პირადად მინახია ჩემს რაიონში რამდენიმე ,,განძის მაძიებელი", რომლებიც ხან ლებოს ეძებდნენ(გაცვალეს კიდეც მანქანაში) და ხანაც პერდესა და ჰოლანდს. ეს ხალხი ხშირად ათვალიერებს საიტებსა და ინტერნეტმარკეტებს :alfons:

მეორე კატეგორიის კოლექციონერებს ჩემნაირი რიგითი მოკვდავი ძნელად შეხვდება. ამ ხალხს დიდი ფული აქვთ და კარგად იციან რისი ყიდვა უნდათ, სად უნდა იყიდონ და რა ფასად(სამწუხაროდ ამ კატეგორიის ხალხი თითზე ჩამოსათვლელია ჩვენს დახატულ ქვეყანაში). ჩემი ქედმოხრა მათ!!! :hi3:

 

ამ რამდენიმე წინადადების მერე წარმოგიდგენთ 2011 წლის მსოფლიო ტოპათეულს(სააუქციონოა აღნიშნული ათეული)

 

 

1. Fabbri Over-Under, ფასი $229 000

 

46bea24e3391.jpg

 

ეს იარაღი გამოშვებულია ლიმიტირებული სერიით რამდენიმე ეგზემპლიარში, დამშვენებულია პერსონალური გრავირებით.

 

 

2. Purdey Best (ტყუპი), ფასი: $195 000

 

583ec9fa8725.jpg

 

 

 

 

3. Ivo Fabbri 12GA, ფასი $189 000

 

8417bc8c1d1f.jpg

 

 

 

 

 

4. ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული Fabbri, ფასი $175 000

 

54585ea7e66f.jpg

 

 

 

 

 

5. Boss 12GA O/U, ფასი $125 000

 

eb5130d05e74.jpg

 

 

 

6. Holland and Holland, 20 ყალიბი O/U, ფასი $115 000

 

08197dcbcf23.jpg

 

 

 

7. Holland and Holland — 20 ყალიბი, «royal» side by side O/U, ფასი $100 000

 

d0e37f10be01.jpg

 

 

 

 

 

8. Purdey side by side, ფასი $100 000

 

a9232b95bba6.jpg

 

 

 

9. Boss Sidelever (ტყუპი) 12ga, ფასი $89 000

 

46dc4c522f58.jpg

 

 

 

 

 

10. Perazzi SCO Sporting, ფასი $25 000

 

058bfe98088a.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...