Gurulo 154 Posted April 17, 2012 Author Report Share Posted April 17, 2012 Burkard Behr-ის პატენტი(გერმანია) მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში ნიტროდენთზე გადასვლასთან დაკავშირებით, მწარმოებლებმა თოფების ლულათა რყევისაგან დასაცავად(კლიენტთა დასარწმუნებლად) ასეთი კონტრუქციების გაკეთებაც კი დაიწყეს გასაგები მიზეზების გამო მათ დიდი მოწონება არ დაუმსახურებიათ... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 17, 2012 Report Share Posted April 17, 2012 რამდენი საინტერესო ინფოა.. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 26, 2012 Author Report Share Posted April 26, 2012 წარმოგიდგენთ ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ეგზემპლიარს, რომელიც დაცულია სანკტ-პეტებრუბგის სამხედრო ისტორიულ მუზეუმში: ბელგიური ათლულიანი პისტოლეტი 15- ტყვიიანი შტუცერი(დოლურასებურ მჭიდზე). დამზადებულია 1860- 1870 წლებში. ინგლისური შვიდლულიანი თოფი(6 ლულა გლუვი და ცენტრალური კუთხვილი) ბელგიური სანადირო ოთხლულიანი ამერიკული ოთხლულიანი (განკუთვნილია ფინდიხის სასროლად) ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted April 26, 2012 Report Share Posted April 26, 2012 http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2523195 რას იტყვით ნაღდი იქნება? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 26, 2012 Report Share Posted April 26, 2012 http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2523195 რას იტყვით ნაღდი იქნება? სამი "არა" მაგას./მეტა "ნიჭიერი"/ 1912-იო არა?, კიტრი გაყიდოს ის ურჩევნია. პ.ს. არადა რამდენი გოიმდება, ვერ წარმოიდგენთ. mymarket დიდი ხანია იუმორისტულ საითად გადააქციეს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 26, 2012 Author Report Share Posted April 26, 2012 http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2523195 რას იტყვით ნაღდი იქნება? როცა პერდე გამოაქვს ვინმეს გასაყიდად, ჩემი მოკრძალებული აზრით, უკეთესი და რაც მთავარია უფრო მეტი სურათი უნდა დადოს... თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის ვისაც პერდეს ყიდვის ერთი ადგილი აქვს ის მივა და კარგად დაათვალიერებს ინსტრუმენტს ლაივში... ამ მწირი სურათებით, გადაჭრით იმის თქმა, რომ თოფი ნაღდად პერდეა ან ,,პადდელკაა" შეუძლებელია, და რატომ: სურათებზე მოცემული დამღები და წარწერები არაა სრულყოფილი; თოფის ნამდვილობაზე მეტყველებს: გვერდით დაფაზე გაკეთებული საფირმო წარწერა, სერიული ნომერი ემთხვევა გამოშვების წელს, რომბში ჩასმული 12 C(მას არა მარტო ინგლისელები გამოიყენებენ), წარწერა CHOKE(მას არა მარტო ინგლისელები გამოიყენებენ); საეჭვოდ მეჩვენება: დამღა W და S ყოველგვარი გვირგვინისა და ლომის გარეშე, ლულაზე დარტყმული დამღა, რომელიც ატომური აფეთქების დროს წარმოქმნილ ,,სოკოს" მაგონებს. თუ რომელიმემ გადაწყვიტეთ ყიდვა უნახავში არ იყიდოთ... ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 26, 2012 Report Share Posted April 26, 2012 http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2523195 რას იტყვით ნაღდი იქნება? აუ რა კაი კონდახი აქვს ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 26, 2012 Author Report Share Posted April 26, 2012 აუ რა კაი კონდახი აქვს დამავიწყდა ზემოთ დამეწერა, კონდახიც პერდეს სტილშია ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 26, 2012 Report Share Posted April 26, 2012 არა ბატონებო,ეს ალალი პერდეა,როგორც ბატონი ოთარ ლომთაძე თავის მშვენიერ წიგნში,,სანადირო თოფი,, წერს,თავისი მდიდარი პრაქტიკის მანძილზე საქართველოში 36 პერდეს თოფი დააფიქსირა და აღწერა,ამას გარდა იყო კიდევ 4-5 პერდე,რომლის აღწერაც ვერ მოხერხდა.აქედან ყველაზე მეტი,5 ცალი გამოშვებულია 1912 წელს,მას ამ წიგნში მოხსენიებული აქვს ზემოთმდებარე თოფი,თავისი ნომრით 20471,ლულების სიგრძე 74 სანტიმეტრი,აგრეთვე ლულების შიგა დიამეტრები სახაზინო ჭრილიდან 22 სანტიმეტრში და სანათურის შიგა დიამეტრი,აგრეთვე ორივე ლულის ჩოკების ზომები.რა მდგომარეობაშია თოფი,რესტავრირებულია თუ არა,და შეცვლილი აქვს თუ არა რაიმე ნაწილი ვერაფერს გეტყვით,მაგრამ ერთს თამამად ვაცხადებ:ეს პერდეა!!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 26, 2012 Report Share Posted April 26, 2012 არ ვიცი მამუკა, პირველი სურათი მქონდა ნანახი და კონდახის დანახვისთანავე უარი ვთქვი პერდეზე. აგერ გურულოს დაუდია სხვა სურათიც, მეეჭვება რომ ორიგინალი იყვეს ეგ იარაღი. და რა ფასში ყიდის ხომ არ იცით? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 27, 2012 Author Report Share Posted April 27, 2012 ნება მომეცით, ჩემს აზრზე დავრჩე: ონლაინ რეჟიმში თოფის ნამდვილობის დასადგენად აუცილებელია ლულისა და კალაპოტის ყველა დამღის, ასევე ყველა წარწერის სრულყოფილად გადმოცემა(სურათები)... მართლაც საინტერესოა რას აფასებს ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 ველაპარაკე მაგ პერდეს პატრონს,თოფს არანაირი რესტავრაცია არ გაუვლია,ყველა კვანძი და ნაწილი თავისია,ფასი 25000 მარადმწვანე,ფასზე დალაპარაკება შეიძლებაო,მაგრამ მე დალაპარაკების თემა ვერ ვიპოვე და ზლუქუნით ავტირდი!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 27, 2012 Author Report Share Posted April 27, 2012 ველაპარაკე მაგ პერდეს პატრონს,თოფს არანაირი რესტავრაცია არ გაუვლია,ყველა კვანძი და ნაწილი თავისია,ფასი 25000 მარადმწვანე,ფასზე დალაპარაკება შეიძლებაო,მაგრამ მე დალაპარაკების თემა ვერ ვიპოვე და ზლუქუნით ავტირდი!!!! გიერთდები მამუკა ზლუქუნით ტირილში... :( ეეეეხ ფარა, ფარა... სადაა მერე მაი ფარა?! ნეტა იმას ვისაც შეუძლია მაგოდენა ფულის გადახდა თოფში... ერთ პატარა ინფოს დავდებ, ფულიანი და ზიპლიპიტოების მოყვარულ ხალხზე(სუბიექტური შეხედულება)... როგორც მოგეხსენებათ, ფულს სუნი არა აქვს და თუ ქვეყანა ნავთობით ან გაზით მდიდარია და თანაც რაში დახარჯოს არ იცის, ეეეე ზუსტად მაშინაა კარგი სხვადასხვა გამოფენებისა და სხადნიაკების ჩარება. Adihex-ის გამოფენა აბუ-დაბიში(გაერთიანებული ემირატები) ყოველწლიურად ტარდება. წლიდან წლამდე მატულობს როგორც იარაღის მწარმოებელთა წარმომადგენლობა, ასევე ექსპონატებიცა და კომერციული გარიგებების რაოდენობაც... საშუალოდ გამოფენის ხანგრძლივობა ერთ კვირას არ აჭარბებს, ხოლო დამთვალიერებელთა რაოდენობა კი 60 000 ადამიანზე მეტია; გამოფენაში მონაწილეობს 550-მდე კომპანია, შესაბამისად გაყიდული საქონლის რაოდენობა საშუალოდ წოველწლიურად 20-30%-ით იზრდება... გამოფენის ზრდადი მასშტაბებიდან გამომდინარე 2007 წელს აშენდა ფეშენებელური ახალი საგამოფენო ცენტრი. წარმოგიდგენთ რამდენიმე ეგზემპლიარს, რაშიც მდიდრები თავიანთი ,,ოფლითა და შრომით ნაშოვნ" ფულს დაუზარელად იხდიან მარცხნივ: მრავალფეროვანი(ჭრელი) Sig-Sauer P-229. მას ტარი ოქროსი აქვს, ხოლო სხვა დანარჩენი თერმული დამუშავების შედეგია. მარჯვნივ: Sig P-210. მთლიანად დაფარულია ოქროთი, გრავირებულია, აქვს ორი ლულა, ორი სასხლეტი, ორი მჭიდი, ორი ჩახმახი(რათ უნდათ რა ვიცი, მარა გეიგებ რამეს, რა მოსწონთ ამ ხალხს? ) Blaser R93 ოქროს კონდახითა და ზიპლიპიტოებით 320 000 ევროდ ჩააფცქვნეს ხელში ასეთ ფულიან ხალხსა და გამოფენას შვედი ვიგო და ულფ ოლსონები რავა დააკლდება... წარმოდგენილი აქვთ თავისი The King of Rifles ეეხხხხხხხხხხ.... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 რა გამოდის კაცო? იმ 5-6 დან ერთერთი ეგ არის? მაგხელა ფასს რომ ადებს ე.ი. დარწმუნებულია თოფის სიალალეში. მაგას, რომ ბრმად არავინ აიღებს, ეგეც გამოვრიცხოთ, მაგრამ რა დალევს ტვინგალაყებულებს და ჯიბე სავსეებს. ძალიან დამაინტერესა ამ თოფმა. შარში არ მინდა გავეხვიო, თორემ დღესვე გავაყიდინებდი მაგ იარაღს ორმაგ ფასში, თუ მართლა ორიგინალია. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 მიუხედავად იმისა რომ პერდეა,ერთ-ერთი უცნობილესი და სასურველი ბრენდია,მისი ფასი ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან,7-8 ათასი დოლარია,ახლანდელი სიტუაციიდან და თოფის შენახულობიდან გამომდინარე!!!ეგ ფასი რომ ჰქონდეს უნდა იყოს 90-95 პროცენტიანი შენახულობით,ანუ როგორც რუსები ამბობენ ,,პადერჟანნოე ნოვოე,,. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 4, 2012 Author Report Share Posted May 4, 2012 იოჰან ფანზოის LEOPARD იარაღი მოხატულია ძვირფასი ლითონებით. ლეოპარდი ჭედურობის მეთოდით გამოყვანილია 18 კარატიანი თეთრი ოქროდან. შავი პანტერის თვალები ბრილიანტისაა. ქეისი დამზადებულია ნიანგის ტყავისაგან. ლეოპარდის თავი თეთრი ოქროსაა და ორგანულად ზის ხეში. პისტოლეტურ სახელურზე გამოსახული შავი პანტერის თვალები ალმასისაა. გარდა 18 კარატიანი ოქროსი, გრავირებისას გამოყენებულია 500 გრამი ძვირფასი ლითონი და ფერადი ბრილიანტები(მარტო პროექტირებაზეა დახარჯული რამდენიმე თვე). საკეტის სახელური 8 ალმასითაა დამშვენებული. იარაღის გულია მაუზერ 98; ყალიბი 300WM; ლულის სიგრძე 65სმ; ლულის ფოლადი AMS; სვაროვსკის ოპტიკა; კონდახი 10 წლის დაძველების უმაღლესი ხარისხის კაკალი; ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 4, 2012 Report Share Posted May 4, 2012 ქვისლო ასეთ რამეს სანამ დადებ წინასწარ ცოტა დაწერე ხოლმე და მერე დაახასიათე და დაასურათე! გული გამიხდა ცუდად რო ვნახე! ყველა ბრილიანტი წოუღია ქარმეწყერს მარა მაგარი დაპროექტებული თოფი კია ნამდვილად ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 4, 2012 Report Share Posted May 4, 2012 მაგარი იარაღია,ეჰ მაგი ჩამალბობია საჭოჭუოს ეწრის შავ ტალახში,რა მადლი იქნებააა!!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 5, 2012 Report Share Posted May 5, 2012 ანდამატია ეს თემა ჩემთვის, ვერაფრით ვერ ვშორდები. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 5, 2012 Report Share Posted May 5, 2012 მაგდენი ბრილიანტებიანი თოფით რო ვინმე გამოგეკიდება მოსაკლავად ეგრევე ლომბარდში უნდა შეიტყუო მოგუდულში :haha: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 18, 2012 Author Report Share Posted May 18, 2012 Beretta-ს ხელოვნების ნიმუში Beretta SO10 EELL 20 ყალიბის ამ წყვილ თოფზე რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს მე არ ვიცი აღვნიშნავ მხოლოდ, რომ გრავირებაში(ოქროა როგორც ხედავთ) შემკვეთის ძაღლების, ნადირობისა და სანადირო მამულების სიუჟეტებია მოცემული... თოფები არა ქეისში, არამედ მაგიდა-ვიტრინაშია განთავსებული, რომელიც სხვასთან ერთად შემკვეთის სანადირო სახლის მაკეტია. ტექნიკური მაჩვენებლები სურათზევეა მოცემული ესეც ბმული: http://issuu.com/berettainternational/docs/set_of_two2mb#embed ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 22, 2012 Author Report Share Posted May 22, 2012 (edited) ამერიკელმა მეიარაღემ ჯორჯ ჰეინგმა 1992 წელს შექმნა უნიკალური საკეტი, რომელიც მუშაობს ღერძის გარშემო მოძრაობის პრინციპზე(უფრო დეტალურად იხილეთ ,,საკეტებისა და მექანიზმების" თემაში). ოსტატი ამზადებს ამ საკეტზე დაფუძნებულ ორულიან შტუცერებს .225 Win. ყალიბიდან .450 NE ყალიბამდე. გარდა ამისა უშვებს გლუვლულიანებსაც(ყალიბები 20,28,36), რომელთა ლულის სიგრძე შეადგენს 66 ან 71სმ-ს. გლუვლულიანების მასა მერყეობს 2,7კგ-დან 3,1კგ-მდე. ეს თოფები სერიულად არ იწარმოება, რაც მათ მაღალ ფასს განაპირობებს. მაგალითად, .450 NE ყალიბის შტუცერი ღირს 27 ათასი დოლარი, გლუვლულიანები კი 20 ათასი დოლარი. ჯორჯ ჰეინგი თავის ნაკეთობასთან ერთად Edited July 16, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 22, 2012 Report Share Posted May 22, 2012 Gurulo ხარისხი რათქმაუნდა, მარა - აი "ბოლტ-გაიკასავით" თოფი კია ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 22, 2012 Author Report Share Posted May 22, 2012 "ბოლტ-გაიკასავით" თოფი მაგარი შედარებაა!!! შენ გაიხარე აჩიკო, რა მაცინე?!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 28, 2012 Author Report Share Posted May 28, 2012 საკოლექციო თოფების შეგროვება, არა მარტო მოდურია, არამედ ძალიან სარფიანიც. ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა იარაღის კოლექციონერებს უცნაურ მიზანთროპებად მიიჩნევდნენ... მართალია, საქართველოში იარაღის კოლექციონერობა არაა ისეთი განვითარებული, როგორც სხვაგან(მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მათი 2 კატეგორია. პირველს პირობითად ,,განძის მაძიებლები" შეიძლება ეწოდოს. ისინი სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროს გვხვდებიან. პირადად მინახია ჩემს რაიონში რამდენიმე ,,განძის მაძიებელი", რომლებიც ხან ლებოს ეძებდნენ(გაცვალეს კიდეც მანქანაში) და ხანაც პერდესა და ჰოლანდს. ეს ხალხი ხშირად ათვალიერებს საიტებსა და ინტერნეტმარკეტებს მეორე კატეგორიის კოლექციონერებს ჩემნაირი რიგითი მოკვდავი ძნელად შეხვდება. ამ ხალხს დიდი ფული აქვთ და კარგად იციან რისი ყიდვა უნდათ, სად უნდა იყიდონ და რა ფასად(სამწუხაროდ ამ კატეგორიის ხალხი თითზე ჩამოსათვლელია ჩვენს დახატულ ქვეყანაში). ჩემი ქედმოხრა მათ!!! ამ რამდენიმე წინადადების მერე წარმოგიდგენთ 2011 წლის მსოფლიო ტოპათეულს(სააუქციონოა აღნიშნული ათეული) 1. Fabbri Over-Under, ფასი $229 000 ეს იარაღი გამოშვებულია ლიმიტირებული სერიით რამდენიმე ეგზემპლიარში, დამშვენებულია პერსონალური გრავირებით. 2. Purdey Best (ტყუპი), ფასი: $195 000 3. Ivo Fabbri 12GA, ფასი $189 000 4. ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული Fabbri, ფასი $175 000 5. Boss 12GA O/U, ფასი $125 000 6. Holland and Holland, 20 ყალიბი O/U, ფასი $115 000 7. Holland and Holland — 20 ყალიბი, «royal» side by side O/U, ფასი $100 000 8. Purdey side by side, ფასი $100 000 9. Boss Sidelever (ტყუპი) 12ga, ფასი $89 000 10. Perazzi SCO Sporting, ფასი $25 000 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.