Jump to content
Club-Monadire.Ge

ანტიკვარიატი, იშვიათი იარაღი, კოლექცია


Recommended Posts

მომწონს, მაგარი თოფია,ადრე ვნახე ზიმსონი ასე ორი წყვილი ლულით,მაგრამ ერთ რამეს ვერ ვამუღამებ,ერთი კალიბრის სხვა და სხვა სიგრძის,სხვადასხვა შევიწროების ლულა მესმის,მარა 12 და 16 კალიბრის პრაქტიკულობას ვერ ვხედავ!!!

 

12 და 20 კიდე მესმის. ეს 12 და 16 მართლა რა უბედურებაა ?

 

მარა ეგეთი შეუკვეთა ვიღაც ავანგარდის მოყვარულმა ალბათ

ოტო კი იფიქრებდა აბდალია ვიღაცო, მარა ფარა თავისას შვება :)

Link to post
Share on other sites
  • Replies 236
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

12 და 20 კიდე მესმის. ეს 12 და 16 მართლა რა უბედურებაა ?

 

მარა ეგეთი შეუკვეთა ვიღაც ავანგარდის მოყვარულმა ალბათ

ოტო კი იფიქრებდა აბდალია ვიღაცო, მარა ფარა თავისას შვება :)

12 და 20 მეც მესმის,მარა ის ზიმსონიც 12 და 16 იყო!!!

Link to post
Share on other sites

12 და 20 მეც მესმის,მარა ის ზიმსონიც 12 და 16 იყო!!!

 

შეკვეთა ქონდათ ალბათ მაგათაც ეგეთი.

დამაინტერესა დავძებნი აბა რატო აკთებდნენ ეგეთ წყვილებს, იქნებ იყოს ინფო

Link to post
Share on other sites

მეც ვიფიქრე მაგ საკითხებზე... რატომ მაინცადამაინც 16 და 12.

 

მხოლოდ ჩემი ვარაუდი:

 

გადავხედოთ წარმოების წელს_ 1949 წელი... მაგ პერიოდში მზა ვაზნების წარმოება იმ მასშტაბების არ იყო როგორც ახლა, სამაგიეროდ ვაზნის შემადგენელი კომპონენტების ყიდვა არანაირი პრობლემა არ იყო... მონადირეთა უდიდესი უმრავლესობა თავად ამზადებდა სახლში ვაზნებს...

 

ხომ შეიძლება შემკვეთს ყველა სხვა მოწყობილობა, მასრები და ა.შ. მაგ 2 ყალიბისა ჰქონდა და ამიტომაც შეუკვეთა მეზობელი ყალიბები?! :scratchchin:

 

 

მართალია შტუჩნი თოფი საკმაოდ ძვირს ფასობდა, მარა მაინც...

Link to post
Share on other sites

არ არის გამორიცხული გელა.

 

ვეძებე ფორუმებზე მაგრამ მიზეზი არავინ იცის. უბრალოდ ყველა წერს რომ უაზრობაა ესეთი წყვილი.

 

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოპტომ იყო დარჩენილი ნახევარფაბრიკატი ლულები, ოტოც ხომ ამ ნახევარფაბრიკატებზე მუშაობდა, ისევე როგორც სხვა ოსტატები, ჰოდა, ალბათ მეორე შედარებით "მკვდარი" კალიბრის ლულის გასაღებით, რომელიც ადგილობრივად სავარაუდოთ არ საღდებოდა ისე როგორც 12 კალიბრი, თოფის ფასს წევდა ავტომატურად.

 

თან ხომ იცი მაგის ძირითადი დამკვეთი პოლიტბიურო და საბჭოთა გენერალიტეტი იყო, რუსეთში კიდე 16 კალიბრი ფართოდ იყო გავრცელებული და პოპულარული თოფის დენთის დეფიციტის გამო.

 

რავიცი, რავიცი...

Link to post
Share on other sites

ეს ფოტო წლების წინ გამომიგზავნეს, სამწუხაროდ არ ვიცი რა და ვის იარაღზეა შესრულებული, თუმცა იშვიათი გრავიურითაა ნამდვილად.

პ.ს მაინდამაინც "იმ" კუთხით ნუ შეხედავთ, მხატვრული ღირებულებით შეაფასეთ :)

da2dcb0e2f76.jpg

Link to post
Share on other sites

აზრზე არ ვარ, თუმცა იმდენად მაღალ დონეზეა შესრულებული, რომ მართლა ძალიან ძვირი დაჯდებოდა

მარა ეს ჭანჭიკის თავი რატომ არ "დამალეს" ვერ ვხვდები

Link to post
Share on other sites

საინტერესო საკეტია,მაგრამ ლულის მხარე არ ჩანს და მაინტერესებს!!!

 

 

სხვა სურათი არა მაქვს სამწუხაროდ :(

Link to post
Share on other sites

ნახეთ რუსებმა რაფერი ფუტლიარი გაუკეთეს მის МЦ 7-12-ს. შესაბამისად МЦ 7-12 "Музыкальное" უწოდეს :flirt:

 

 

993ca935f647.jpg

Link to post
Share on other sites

J.Blanch&Son სავაჭრო ორგანიზაცია.

 

c4e7c741d6f5.jpg

 

საიდლოკი(სრული საკეტი); ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ქრომირებული ლულები, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის(ინგლისური ტიპის) სხვა პარამეტრები უცნობია... განთავსებულია ქეისში.

 

თოფი(აქვს მეწყვილე) დამზადებულია ლორდი ჰამილტონისათვის.

 

 

f6a6007261ec.jpg

778f1e65e956.jpg

864f35634b41.jpg

39d625f8e487.jpg

Link to post
Share on other sites

ო რა მიყვარს ასეთი რამეები,მაგარია!!!! :nyam:

 

 

ბოსისის თემაში შეიხედე, სიურპრიზი მაქვს შენთვის :alfons:

Link to post
Share on other sites

Alphons Forgeron ორლულიანი ოთხ ვაზნაზე

 

 

f4a204e77223.jpgb3e6d0a00255.jpg

8609426f8437.jpgac94369d99c3.jpg

d4bee7a7e742.jpg5e3c0da8954e.jpg94692298fe31.jpg

 

 

ბელგიელი ოსტატის, ალფონს ფორჟერონის ეს თოფი დამზადებულია М.Leve-ს პატენტის მიხედვით; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 72სმ, გამორთვად ეჟექტორებზე(მარჯვენა ვაზნის ეჟექციას გვერდზე ახდენს მარჯვნივ, ხოლო მარცხენასი კი გვერდზე მარცხნივ. გაუსროლელი ვაზნა მხოლოდ გამოაქვს), ახალი ვაზნა მიეწოდება ქვემოდან.

 

М.Leve-ს მიერ დაპატენტებულია 1926-1928 წლებში. გამომგონებელი კარგი მონადირე იყო და როგორც აღნიშნავენ ბეკასებსა და ღორზე სანადიროდ გამოიგონა ეს სისტემა(დარნის სისტემას არ წააგავს? :scratchchin: )

 

 

პ.ს. თუ მოქმედების პრინციპი გაუგებარია ,,საკეტების" თემაში შეიხედეთ იქაც დევს ფოტო :hi3:

Link to post
Share on other sites

ერთ-ერთი უიშვიათესი ყტუპი, რომელიც ინგლისელმა ოსტატმა ნელსონმა დაამზადა. მათი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ლულები კრუპის ფოლადისაგან არის დამზადებული(ინგლისელები, როგორც წესი, საკუთარ ფოლადს სწყალობდნენ მხოლოდ და არც თუ უსაფუძვლოდ).

 

 

4967cf906f31.jpg

 

პ.ს. თუ არ ვცდები, აღნიშნული მეტამორფოზა გამოწვეულია ინგლისელ ლულისდამამზადებელთა საყოველთაო გაფიცვით...

და კიდევ, მგონი ჩვენი ძმის მამუკას მაცკაც ამ მიზეზის გამოა გერმანული ლულებით ხომ?!..

Link to post
Share on other sites

წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ეგზემპლიარს, რომელიც რამდენიმე ცნობილი მეიარაღის სახელთანაა დაკავშირებული.

 

 

ლულაზე წარწერის მიხედვით: ფრანგი მეიარაღეები 1) C.H. Houllier-Blanchard_ მუშაობდა სანტეტიენში 1845-1855 წლებში და პარიზში(Paris, Rue of Clery) 1855-1870 წლებში. 2) Pidault_ ცნობილი პარიზელი მეიარაღეა, რომელიც მუშაობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მეოცეს დასაწყისამდე.

 

დამღები ბელგიურია და კალაპოტი აწყობილია ანტუან ჯოზეფ დეფურნის მიერ დამზადებული ნაწილებით.

 

 

უნდა ვივარაუდოთ, რომ იარაღი აწყობილია საფრანგეთში ბელგიური ნაწილებით. ასე ხდებოდა ხოლმე, რადგან ბელგიური ხარისხი ფრანგულს არაფრით ჩამოუვარდებოდა, ამასთან ფასი ბელგიაში იარაღის ნაწილებზე საკმაოდ დაბალი იყო საფრანგეთთან შედარებით...

 

 

8388fce836ad.jpg

5977b61b54f5.jpg

f422acad77cc.jpg

1e32eaa90642.jpg

026f90b4ea80.jpg

2c2493b37154.jpg

5f1adfbeb3ea.jpg

ebf7c5392dae.jpg

d4b887564c3a.jpg

Link to post
Share on other sites

დღეს მინდა მოგითხროთ თოფების იშვიათ კონსტრუქციებზე, რომლებიც უნიკალურები არა სიძვირის ან რაიმე სხვა მაჩვენებლების გამოა, არამედ იმის გამო, რომ მეიარაღეების მიერ იქმნებოდა(სადაც აკრძალული არაა დღესაც იქმნება) ბრაკონიერებისა და კონტრაბანდისტებისათვის, ზოგადად იმ პირთათვის ვინაც იარაღს მალავს... კონდახი უპრობლემოდ იმალება ქურთუკში, ხოლო ლულას დაუცობენ საცობს და ,,ხელჯოხად" იყენებენ.

 

a958c20d8aa9.jpg

 

 

ძირითადად ევრობის 2 ქვეყნის მეიარაღეები აკეთებდნენ ასეთ თოფებს. ესენია ბელგიელები და გერმანელები...

 

შესაბამისად ამ ტიპის იარაღს poacher ანუ ,,ბრაკონიერი" ქვია.

 

მათი უმეტესობა ტიბჟირის გარეშეა, კალაპოტი მსუბუქი. ლულა იდგმება კალაპოტში წინიდან და გადაბრუნების შემდეგ ფიქსირდება ამ უკანასკნელში. დაუგეგმავი მოხსნიდან ლულას კალაპოტში აზღვევს პატარა ბერკეტი. ვაზნის ჩადება ლულის მოხსნის შემდეგაა შესაძლებელი; ცარიელი ვაზნა მორიგი მოხსნის შემდეგ ავტომატურად ამოვარდება.

ასეთი თოფები მსუბუქი(16 ყალიბში 2,25კგ), მყარი და იაფია.

 

624b923ca884.jpg

 

 

42a61a4925bd.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...