magda 0 Posted January 13, 2014 Report Share Posted January 13, 2014 ლეოპოლდ ბერნარდი გაგიგიათ ვინმეს? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 კი გაგვიგია. პარიზელი ლულების ოსტატი იყო. საკუთარი წარმოება ჰქონდა .ლულებისათვის ძირითადად დამასკურ ფოლადს იყენებდა. 1901 წლამდე აწერდა თავის სახელს და წარწერას ,,ლულების ოსტატი პარიზიდან,,. ეს თოფი 1901 წლამდეა დამზადებული. აწერია კიდეც 1873,გამოშვების წელი უნდა იყოს. თვითონ 1870 წელს გარდაიცვალა. 1884 წელს მისი ფაბრიკა ,,ფორე ლე პაჟმა,,შეიძინა ბერნადის ქვრივისაგან. ციტირება Link to post Share on other sites
magda 0 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 ავთო ღირებულება ხომ არ იცი დაახლოებით? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 ავთო ღირებულება ხომ არ იცი დაახლოებით? თოფის უნახავად ფასს ვერავინ გეტყვით. ციტირება Link to post Share on other sites
magda 0 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 ავთო ეგ ხოო თავისთავად, მაგრამ ზოგადად ბერნარდის იარაღები ფასეულია? 500$ თუ 50000$ მაგალითად ეგ მაინტერესებს. ციტირება Link to post Share on other sites
magda 0 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 და საქართველოში სად შეიძლება შევაფასებინო თუ იცით ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 და საქართველოში სად შეიძლება შევაფასებინო თუ იცით ვერ გაგიწევთ რეკომენდაციას სამწუხაროდ. თქვენ არ იცით რას ყიდით და სხვა ამით ისარგებლებს სავარაუდოთ. არ მინდა ნამდვილად ოქრო რკინის ფასად გაიყიდოს ან კიდევ პირიქით. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 ინტერნეტშI მოძებნა შეიძლება ფასის რომელიც 90% იქნება ზუსტი. ციტირება Link to post Share on other sites
magda 0 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 თორნიკე რეხვიაშვილი ვერ მოვძებნე :( ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 და საქართველოში სად შეიძლება შევაფასებინო თუ იცით მაშინ ერთობლივ შეკრებაზე გვეწვიეთ ან ჩვენ გეწვევით და ვნახავთ,სხვა გამოსავალი არაა. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 ვერ მოვძებნე :( ან თუ გნებავთ და შეურაცყოფად არ მიიღებთ,მე მყავს ახლობელი,შევხვდეთ ერთმანეთს ავიტანოთ იარაღი და შეაფასებს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 15, 2014 Report Share Posted January 15, 2014 (edited) ზოგად ლეოპოლდ ბერნარი მელულედაა ცნობილი. სხვებსაც უმზადებდა ლულებს, მათ შორის "LEFAUCHEUX"-საც. Léopold Bernard BERNARD Bertrand Germain Léopold - Manufacturer of barrels of rifles in Paris. Brother of Albert and son of Nicolas. Is established in 1823 after having worked for Gastinne RENETTE. It manufactured the Damas barrel says Léopold BERNARD for shotgun in 1840. Exposure of Paris in 1839 (MB), 1844 (MA), 1849 (MA), 1855 (MH), 1867 (MA), 1878 (MO Widow L BERNARD), 1889 (manufactures barrels Léopold BERNARD SA 129 avenue of Versailles Paris). It had its factory of barrels with Passy of 1840 to 1855. The same house is found between 1870 and 1879, street of Villejust. Registration of trademarks on January 26, 1863 and 1877. - 22, street Marbeuf - Factory to the 12 then 49, street of Villejust - 129 avenue of Versailles. აგერ მისი შტამპიანი ლულებიც და თოფის ფასიც, მაგრამ მაინც პროფესიონალმა უნდა ნახოს. http://www.rockislandauction.com/viewitem/aid/57/lid/1667 Edited January 15, 2014 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 7, 2014 Author Report Share Posted February 7, 2014 (edited) საკეტის სისტემა სნაიდერი(ამ საკეტიანი იარაღი ბრიტანელებმა ქვეითთა შეიარაღებაში მიიღეს 1866 წელს. გადაკეთებული ვარიანტია 1853 წლის მოდელისა. იწარმოებოდა ენფილდში). წარმოდგენილი იარაღი არის გლუვლულიანი სანადირო თოფი. ლულის სიგრძე 845მმ; ლულის დიამეტრია 26მმ(!!!) საერთოდ ეს ზომა 4 ყალიბისაა წარწერა მწარმოებლის შესახებ C. G. BALES DURBAN & PIETERMARITZBURG. საკეტზე აწერია SNIDER PATENT. კონდახი კაკლისაა. საერთოდ ასეთი დიდყალიბიანი თოფები ბრიტანეთში განკუთვნილი იყო დიდი ზომის ნადირისა და ფრინველისათვის. შეიძლება გაივლოს პარალელი ე.წ. ,,უტოჩნიცებთან", რომლებიც წყალმცურავებისათვის იყო განკუთვნილი, თუმცა ,,უტოჩნიცებს" 1100-1200 მილიმეტრის სიგრძის ლულები ჰქონდათ. მწარმოებელი კ.გ. ბალესი მუშაობდა ქალაქებში დურბანსა და პიტერმარიეცბურგში, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობდნენ, კერძოდ, ბრიტანეთის კოლონია ნატალში. სავადაუდოდ იარაღი აწყობილია მზა ნაწილებისაგან. საკეტზე არის ბირმინჰემის საგამოცდო დამღა. Edited February 7, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 26, 2014 Author Report Share Posted February 26, 2014 მოკლედ მოგითხრობთ ერთ(უფრო სწორად, ორ) ანტიკვარულ თოფზე, რომელიც ტულის მეიარაღეებმა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაამზადეს... როგორც მოგეხსენებათ self opening სისტემა გულისხმობს საბრძოლო ზამბარის დაძაბვას იარაღის დაკეტვისას. ასეთი სისტემა კლასისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს პასუხობს... ბუნებაში არსებობს რუსების მიერ დამზადებული ასეთი თოფების მხოლოდ 2 ეგზემპლიარი. ერთი 20 ყალიბისა, მეორე კი 16 ყალიბის(ორთავე საიდლოკი). საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნული თოფები აღჭურვილია self opening სისტემისათვის იშვიათი, სპირალისებული საბრძოლო ზამბარებით. ამ თოფებზე self opening სისტემა მუშაობს თოფის დაკეტვისას, როცა ლულების ბლოკი ეშვება კალაპოტის ბალიშებზე. სწორედ ამ ბალიშებზე აქვს ,,ამოშვერილი" იარაღს შემყენებლები. 20 ყალიბიანი ეგზემპლიარი იწონის 3კგ-ს, ლულების სიგრძეა 72სმ. საკეტი სამმაგი_ ორი კაუჭი და გრინერი; გრავირების სიუჟეტი დროისა და ეპოქის შესაბამისია. კერძოდ, 1933 წლის ავტორბოლა_ ,,მოსკოვი-ყარაყუმი" და ,,ჩელუსკინელები"_1934წ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 16, 2014 Report Share Posted March 16, 2014 არც გამეგონა ეს ფრანგული კომპანია Charlin http://www.lespac.com/magog/sports-loisirs-sports/fusil-chasse-collection_28873697D0.jsa?searchCriteria=L3NlYXJjaC9yZXN1bHRzLmpzYT9sPTEmYT1mdXNpbCZpPTEmZHg9MCZkaD0wJms9MSZlPTQ1LjUyNTAwJmY9LTczLjU1ODMzJmg9MSZnPTE3NTY3Jmo9MQ&navigationInfo=YT0wJmI9MTYyJmM9Mjg4Nzk5MTFTMjg4NTYwMjlTMjg4NzkyOTNTMjg4NzY5NzBTMjg4NzY2NDdTMjg4NzM2OTdTMjg4NzIxODdTMjg4Njg0ODhTMjg4Njg0NjBTMjg4NjgwNTkmZD0w&requester=SCH ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 17, 2014 Author Report Share Posted March 17, 2014 არც გამეგონა ეს ფრანგული კომპანია Charlin http://www.lespac.com/magog/sports-loisirs-sports/fusil-chasse-collection_28873697D0.jsa?searchCriteria=L3NlYXJjaC9yZXN1bHRzLmpzYT9sPTEmYT1mdXNpbCZpPTEmZHg9MCZkaD0wJms9MSZlPTQ1LjUyNTAwJmY9LTczLjU1ODMzJmg9MSZnPTE3NTY3Jmo9MQ&navigationInfo=YT0wJmI9MTYyJmM9Mjg4Nzk5MTFTMjg4NTYwMjlTMjg4NzkyOTNTMjg4NzY5NzBTMjg4NzY2NDdTMjg4NzM2OTdTMjg4NzIxODdTMjg4Njg0ODhTMjg4Njg0NjBTMjg4NjgwNTkmZD0w&requester=SCH ყველაზე მეტად ამ კომპანიამ დარნის კოპირებით გაითქვა სახელი ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 6, 2014 Report Share Posted July 6, 2014 ეს კაჟიანია ალბათ წყობიდან გამომდინარე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 17, 2014 Author Report Share Posted September 17, 2014 (edited) Lady Whitetail ზუმბიანი თოფები, რომლებიც დამზადებულია სპეციალურად ქალბატონებისათვის, დიდ იშვიათობას წარმოადგენენ. სუსტი სქესის იმ ეგზემპლიარებისათვის( ), ვისაც არ აფერხებს ნადირობისას იარაღის ზუმბით გადატენვა, კომპანია Traditions Performance Firearms-მა გამოუშვა სერია "Lady Whitetail". ამ სერიაში 2 მოდიფიკაციაა, რომლებიც ძალიანაც ბიუჯეტური ფასებით გამოირჩევიან ამერიკულ ბაზარზე. შეფერილობა ვარდისფერ-კამუფლირებულია; კალაპოტის მსუბუქი მეტალებით დამზადებამ განაპირობა იარაღის მცირე წონა_ .50 ყალიბში თოფი 3 კილოგრამზე ნაკლებს იწონის; ლულა ქრომომოლიბდენის შენადნობისაა და სიგრძე 24 ან 26 დიუმს შეადგენს; დაკომპლექტებულია 3-9х40 მმ ოპტიკური სამიზნით. სპეციალურად ქალბატონებისათვის კონდახისა და ტიბჟირის დაფარვა რბილი რეზინით განხორციელდა. ამ იარაღის ფასი აშშ-ში შეადგენს 440 მწვანეს. Edited July 6, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 13, 2015 Author Report Share Posted July 13, 2015 (edited) Peter Victor Nelson პიტერ ვიქტორ ნელსონი დაიბადა 1938 წელს ლონდონში. სანადირო იარაღისადმი ინტერესი მეზობელმა გაუჩინა, რომელიც კომპანია "ჩარლზ ჰელისში" მუშაობდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნელსონის ინტერესი და თვითგანვითარების ინსტიქტი იმდენად მძაფრი იყო, რომ 1953 წელს 15 წლის ასაკში "პერდეში" დაიწყო მუშაობა ამწყობის თანაშემწედ(პარალელურად კონდახების დამზადებას სწავლობდა).ოსტატობა საკმაოდ ჩქარა იხვეწებოდა_ მის მიერ დამოუკიდებლად აწყობილი პირველი პერდე იყო ჰორიზონტალი სერიული ნომრით №26827. პირველი ვერტიკალური ააწყო 1966 წელს(სერიული ნომერი №27417). დახელოვნებული ნელსონი არც თუ იშვიათად კონფლიქტში შედიოდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რადგან მას სამუშაოს შესრულებისათვის ორ-სამჯერ მეტი დრო ესაჭიროებოდა, ვიდრე დაგეგმილი გახლდათ. პერდეში ნელსონის მიერ დამზადებული ბოლო თოფის სერიული ნომერი გახლავთ №26865(თოფი ერთობლივად აეწყო დევიდ ტრიველიანთან ერთად და დაგრავირდა კენ ჰანტის მიერ). 1971 წელს ნელსონი გადადის ჰამბურგში თავისი მეგობრის ოტო ვაისის კომპანიაში(ფორუმში გვაქვს შესაბამისი თემა Hartmann & Weiss). ნელსონის შემოსვლასთან ერთად Hartmann & Weiss-ის ბიზნესი იმდენად წარმატებით განვითარდა, რომ 1974 წელს საქმე ლონდონში საფირმო მაღაზიის გახსნამდე მივიდა. 1990 წელს ნელსონი გერმანული ფირმიდან გავიდა საკუთარი მცირე საწარმოს დაფუძნების მიზნით(ამავე პერიოდს ემთხვევა ლონდონის საფირმო მაღაზიის დახურვა). ნელსონის ნაკეთობანი არც თუ ისე ხშირად გამოდის დღის სინათლეზე. მათ ყველაზე მეტად გახმაურების გარეშე ყიდულობენ მდიდარნი ამა ქვეყნისანი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გახლავთ 2003 წელს დამზადებული თოფი მიძღვნილი დედოფალ ელიზავეტა მეორესადმი. დღეს ეს თოფი ეკუთვნის კომპანია " გრიფინ და ჰავი"-ს ნელსონის ყველაზე ცნობილი ნაკეთობა მიძღვნილი ელიზავეტა მეორესადმი(გრავიორი ფილ კოგანი) შეიძლება ითქვას, რომ ოსტატი დღეისათვის შეკვეთებს აღარ იღებს. მის მიერ სულ დამზადებულია 164 იარღი "პერდე და ვაჟიშვილებში", 26 გლუვლულიანი და 6 შაშხანა "ჰარტმან და ვაისში" და 79 ერთეული დამოუკიდებლად. ამ იარღების უმეტესობა ეკუთვნის 2 უმდიდრეს კოლექციონერს, ვისი შეკვეთების ღირებულებაც ოსტატს საშუალებას აძლევდა ეკეთებინა შედევრები ეს წყვილი დასრულდა 2009 წელს და მიეძღვნა ადმირალ ნელსონს(გრავიორი ფილ კოგანი) Edited July 31, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 13, 2015 Author Report Share Posted July 13, 2015 აააა კიდო ნელსონის ნაკეთობანი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 16, 2015 Author Report Share Posted July 16, 2015 (edited) ხრახნილების მიმართულებით წამოიწია ინტერესი ფორუმზე, ამიტომ დღეს გადავწყვიტე ცოტა უფრო ვრცლად მოგითხროთ საინტერესი იარაღზე, რომელიც ჯორჯ ჰენიგს ეკუთვნის. ამავე და საკეტების თემაში მოკლედ გვაქვს ნახსენები ამ კონსტრუქციის შესახებ... განსაკუთრებით ქევხოს კომენტარი მომეწონა "ბოლტ-გაიკასავით" თოფიაო(ამავე თემაში 98-ე პოსტი) George Hoenig ოსტატი დაიბადა 1936 წელს უნგრეთში(გვარი ჰენიგი გერმანული წარმოშობისაა). 1945 წელს უნგრეთის გასაბჭოების მერე ოჯახი დასავლეთ გერმანიაში გაიქცა, აქედან 7 წელიწადში კი ემიგრაციაში აშშ-ში გაეშურნენ. 16 წლის ჯორჯი სასწავლებელში იწყებს სწავლას და საღამოობით ფრენკ ლეჩმაირის საიარაღო სახელოსნოში იწყებს პატარა სამუშაოების შესრულებას. პირველი დამოუკიდებელი იარაღი ორიგინალური პისტოლეტი იყო, შემდეგი რევოლვერი. 1964 წელს ჰენიგი საცხოვრებლად აიდახოს შტატის პატარა ქალაქ ბოისეში გადადის და საკუთარ პატარა სახელოსნოს ხსნის. 1970 წლისათვის ოსტატს უკვე საკუთარი კლიენტურა და კეთილსინდისიერი მწარმოებლის რეპუტაცია ჰქონდა. კლიენტები მართლაც ელიტარული გახლდათ: სანადირო და საიარაღო ლიტერატურის გამომცემლობების მფლობელები(Guns & Ammo, Hunting, Petersen Publishing Compa), ყველა მათგანი კოლექციონერი და იარაღის ნამდვილი დამფასებლები გახლდნენ. ჰენიგი აგრავირებდა, დაყავდა, არეგულირებდა და ა.შ. კლიენტების პისტოლეტებს, რევოლვერებს, შაშხანებს, გლუვლულიანებს. 1990 წელს ოსტატმა საკუთარი სქემა-ნახაზებით დაიწყო უნიკალური ოთხლულიანი(!!!) თოფის დამზადება, რომელმაც მის კლიენტებში ნამდვილი სენსაცია გამოიწვია. 1992 წლის ივნისში ოსტატმა დაამთავრა მუშაობა თოფზე, რომლის მექანიზმიც როტორულ სისტემაზეა აგებული; იხსნება ლულათა ბლოკის გადაბრუნებით საათის ისრის მიმართულებით 90 გრადუსზე(სწორედ ამ დროს ლულა წაიწევა წინ დაახლოებით 2,5სმ-ზე და ხდება სასხლეტ-დამცემი მექანიზმის შეყენება). მას 2 გლუვი ლულა და 2 სხვადასხვა ყალიბის ხრახნილი ლულა აქვს, 2 სასხლეტი და ჩაკეტვის ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს ჟამთასვლით მის რყევას(ბოლტ-გაიკასავით ჩაახრახნი და აღარ ირყევა :d030: ). შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის შესაძლებელია ლულა და კალაპოტი დაცალკევდეს. ასეთი თოფი ერთადერთია და იგი თავად გამომგონებლის საკუთრებაა. იგივე პრინციპებსა და სისტემაზე 1996 წელს ჰენიგმა დაამზადა თავისი პირველი ორლულიანი შტუცერი და ამის შემდეგ დაიწყო შეკვეთების მიღება. დღეისათვის მდგომარეობა შემდეგია: შეკვეთები გაწერილია 10 წლის წინსწრებით!!! ოსტატი ფიზიკურად ვერ ახერხებს დაამზადოს წელიწადში 5 ეგზემპლიარზე მეტი. Edited July 16, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 16, 2015 Author Report Share Posted July 16, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 23, 2015 Author Report Share Posted July 23, 2015 (edited) ბოლტ-გაიკასავით თოფი N2 ბავარიის საკურორტო ქალაქ მიტევალდში ცხოვრობს ერთი ნიჭიერი ოსტატი, რომელმაც 2000 წლის სექტემბერში დააპატენტა საკუთარი გამოგონება. საქმე ეხება შაშხანას ყალიბში 6,5X57R, ლულის სიგრძით 56სმ და საერთო სიგრძით 98სმ. ალოის მაირმა ერთ მთლიანობაში მოიყვანა კომპიუტერული დიზაინი, მექანიკა და კლასიკური სახე. ფოლადის კალაპოტის ბლოკი ლულასთან დაკავშირებულია "ბოლტ-გაიკასავით" :haha: თუმცა საკეტი ძალიან მყარი და უსაფრთხოა. აღსანიშნავია, რომ იარაღის გადახსნისას ხდება მხოლოდ ექსტრაქცია(და არა ეჟექცია). იარაღი ძალიან ადვილად იშლება ორ ნაწილად. ყველაზე მეტად იარაღი მთაში მონადირეთათვის არის მორგებული, მითუმეტეს როცა ერთსა და იმავე კალაპოტზე შესაძლებელია სახადასხვა სიგრძისა და ყალიბის ლულის მორგება. მექანიზმი იძაბება სასხლეტი კავის ფარის უკან მდებარე ბერკეტით. თოფის გადახსნისთანავე საბრძოლო ზამბარა განიტვირთება და ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა მცველზე იდგა თუ არა თოფი. თოფში საერთოდ არაა გამოყენებული მსუბუქი მეტალები ან პლასტიკატი. ლულებს ალიოს მაირის შეკვეთით ამზადებს ფირმა Lothar Walther. შემკვეთის სურვილისამებრ შესაძლებელია უჟანგავი ლულის დამზადება. კონდახი სხვადასხვა კლასის კაკლისაა, ხოლო ოპტიკა კი Zeiss-Diavari-VM 3-9x42 ან Diavari C 3-9x36. ოპტიკის გარეშე იარაღის წონაა 2,4კგ Edited July 23, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 23, 2015 Author Report Share Posted July 23, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 31, 2015 Author Report Share Posted July 31, 2015 (edited) საზოგადოდ პრეზიდენტების, მეფეების, იმპერატორებისა და სახელმწიფოს მეთაურთა პირადი იარაღები ყოველთვის ძვირს ფასობდა კოლექციონერთა შორის. ბრეჟნევის ლტოლვა ნადირობისადმი საყოველთაოდაა ცნობილი. არაერთჯერ გვისაუბრია მისი სანადირო არსენალის შესახებ და ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ "გენსეკის"(გენმდივანი უფრო არაბუნებრივად ღჟერს ) ყველა შაშხანა და გლუვლულიანი პირდაპირი დანიშნულებით მუდამ გამოიყენებოდა. ისინი კედელზე ჩამოსაკიდათ არ იყვნენ განწირულნი და სწორედ ამის გამო ვიყავი განწყობილი ბავშვობაში პირადად მე ლეონიდ ილიჩისადმი სიმპატიით ბრეჟნევის ერთ-ერთი გლუვლულიანი გახლდათ მც 110-12. დამზადებულია ცქიბში 1975 წელს მც 10-ის ბაზაზე. სავაზნე 70მმ. ლულები დამზადებულია მაღალი კლასის ლეგირებული ფოლადისაგან, ამიტომ ქრომირება არ სჭირდებათ. ოქსიდირება შესრულებულია უმაღლეს დონეზე. ლულათა შევიწროება სტანდარტული 0,5 და 1,0. ტიბჟირის სამაგრი კლასის შესაბამისია_წინა საკეტით; ავტომატურ მცველზე; ბრანდმილებზე, რომლებიც გათვლილია აგრესიულ ნივთიერებათა გამძლეობაზე; V-სებური საბრძოლო ზამბარით; სასხლეტზე დაწოლის ძალა 1,7-2 კგ/სმ; ეჟექტორებზე; კონდახი უმაღლესი კლასის კაკლისაა და ინკუსტირებულია ვერცხლითა და ოქროთი. ინკუსტაციას ხე-ლითონი ერთ მთლიან კონტექსტში გადაყავს. ამ იარაღის დამზადებას დააგვიანდა 2 წელი Edited July 31, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.