avto 106 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 წყალქვეშა ნადირობა. აქ ვისაუბროთ წყალქვეშა ბუნებაზე და ნადირობაზე.ძალიან საინტერესო და აზარტული სახეობაა.ვისაც მოგეპოვებათ მასალები ამ თემის გარშემო გამოუშვით. -------------------------------------------------------------- წყალქვეშა სამყაროს ათვისება ადამიანმა დაიწყო უძველესი დროიდან.პირველ მყვინთავებათ შეიძლება ჩაითვალოს პირველყოფილი ადამიანები ,,იქტიოფაგები,, რომლებიც ცხოვრობდნენ სპარსეთის ყურის,წითელი ზღვის და აფრიკის სამხრეთ სანაპიროებთან , მათ საკვებში ჭარბობდა თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები. ისტორიიდან ცნობილია რომ მყვინთავები ზღვის ფსკერიდან მოიპოვებდნენ ნიჟარებს ჯერ კიდევ მესამე მეხუთე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამაზე მეტყველებს მაშინდელ სამკაულებში ნიჟარების რაოდენობა.ეგვიპტეში ერთერთი სარკოფაგის გათხრისას ნაპოვნია ფარაონის ბეჭდები თევზის ,მყვინთავების და მოცურავეების გამოსახულებით. ძველი ბერძნები მოიპოვებდნენ მარჯანს,მარგალიტს,მეწამულს რასაც ძალიან გამოცდილი მყვინთავი თუ შეძლებდა მხოლოდ. .არისტოტელმა(384-322 ძვ.წ) ზუსტად აღწერა ეგეოსის ზღვის 180 ბინადარის ანატომია,ფიზიოლოგია და ცხოვრების წესი. ეს ფაქტიც ამტკიცებს რომ არისტოტელს ჰყავდა სერიოზული მყვინთავების ჯგუფი. მეცამეტე საუკუნის ფრანგულ ხელნაწერებში იკითხება რომ არისტოტელის მოსწავლე ბერძენი მხედართმთავარი ალექსანდრე მაკედონელი (მიახლოებით (330 წელს ძვ.წ.)ზღვის ფსკერზე ეშვებოდა შუშის ყუთით რომელიც ვირის ტყავები იყო დახურული(კოლიმფა)რათა დაკვირვებოდა სიღრმეების ბინადართ. დროთა ცვლილებამ თავისი მოიტანა. ნელ ნელა მაგრამ ადამიანმა დაიწყო წყალქვეშ ჩასვლის სისწრაფის და დროის გაუმჯობესებაც . მაგალითად ზურგზე იკიდებდნენ ტვირთს წინ კი გაბერილ ტიკს ან დიდი თევზის ბუშტს რომელიც ჰაერით იყო გაბერილი და პირთან პატარა მილით იყო დაკავშირებული. შემდეგი ეტაპი იყო მილისებრი მცენარეების გადაბმა და ისე ჩასვლა წყალქვეშ მაგრამ ეს მეთოდი არ იქნა გამარტლებული რადგან მეტრნახევრის ქვემოთ წყალვეშა წნევა ადამიანის ფილტვებს არ აძლევს საშუალებას შეისუნთქოს ჰაერი საჭირო რაოდენობით. მორიგი გამოგონება კასრს დაუთმეს,კასრი რომელზეც ამოჭრილი იყო სათვალთვალო ნახვრეტი ,უშვებდნენ სიღრმეში ისე რომ შიგ ჰაერი შენარჩუნებულიყო,შიგ შეძვრებოდა ადამიანი და სუნთქავდა იქ დარჩენილი ჰაერით.დრო გაიზარდა მაგრამ გადაადგილება ასეთი კასრით თითქმის შეუძლებელი იყო. შეიკერა ტყავის კოსტიუმი რომელსაც ქონდა ტყავისავე მილი. მილს ბოლოში ჰქონდა გამობმული გაბერილი ტიკი რათა ეტივტივა წყლის ზედაპირზე. ლეონარდო დავინჩის ნახატებში აღმოჩენილია რამოდენიმე სახის საყვინთი მოწყობილობის ფრაგმენტები ,მათ შორის ტყავის ჩასაცმელი რომელსაც მყვინთავი იცმევდა თავიდან ფეხებამდე,სამოსში კი ჰაერი იყო ჩატუმბული.ასევე სიმძიმეები,ფეხსაცმელი რკინის კავებით დ სპილენძის ქურთუკი. 1613 წელს ინჟინერმა დიეგო უფანომ წარმოადგინა მყვინთავის ჩაფხუტის აღწერილობა,მისი მტკიცებით ეს გამოგონება ძალიან დაეხმარებოდა მყვინთავებს წყალქვეშ უკეთ ეგრძნოთ თავი და უკეთ ემუშავათ. 1616 წელს კი მხატვარმა ფრანც კესლერმა გაახმიანა განცხადება თავის ახალ საყვინთი აპარატის შესახებ.რომელსაც დაარქვა წყალქვეშა ჯავშანი.ზარის ფორმის ხის კონსტრუქცია რომელიც გადაადგილდებოდა ადამიანის ძალის გამოყენებით. ასეთი ტიპის მოწყობილობებს სხვა მიმდევრებიც გამოუჩნდა და საუკუნეების მანძილზე ბევრი შედარებით დახვეწილი მოდელი შეიქმნა. 1691 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ედმუნდ გალეიმ დააპატენტა ახალი გამოგონება რომელიც ააგო 1717 წელს,ცილინდრული კასრი ზემოდან მინით (სინათლისათვის)გარსი იყო ტყვიით შემოფარული. კასრზე ეკიდა დიდი ლითონის სიმძიმეები,ჰაერს კი ანახლებდა ზემოდან მოწოდებული შედარებით მომცრო კასრებით.ამ მოწყობილობით გალეიმ 18 მეტრის სიღმეზე დაჰყო საათნახევარი,რაც დიდი მიღწევა იყო იმ დროისათვის. 1789 წელს ჯონ სმიტონმა წყალქვეშა ჯავშანს დაუმატა ჰაერის მიმწოდებელი მექანიკური საბერველი(ნასოსი) და სავენტილაციო ხვრელი. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.ასეთი აპარატით შესაძლებელი იყო რამოდენიმე მყვინთავის 30 მეტრამდე სიღრმეში ჩაშვება. 1812 წელს ააგეს წყალქვეშა ჯავშანი რომელიც გადაადგილდებოდა ლიანდაგებზე პატარა დისტანციაზე.ამან განაპირობა წყალქვეშა სამუშაოების გაფართოება.ამ გამოგონებიდან წამოვიდა 2 განშტოება ჰიპერბარიული ტექნიკის:წყალქვეშა ხომალდები და ბატისკაფები რომლებიც გადაჭარბებული წნევის ქვეშ სამუშაოებს შესაძლებელს ხდიდა. სხვადასხვა ქვეყნის გამომგონებლები მუშაობდნენ ახალი მსუბუქი საყვინთი მოწყობილობის შესაქმნელად,შეიქმნა უამრავი ვარიანტი მაგრამ განვითარება და დიდი ყურადღება მაინც ეგრედწოდებულ ავგუსტ ზიბეს ,,სკაფანდრს,, ერგო წილად. 1819 წელს გერმანელმა ემიგრანტმა მექანიკოსმა და მეიარაღე ავგუსტ ზიბემ შექმნა წყალგაუმტარი კოსტიუმი ლითონის ჩაფხუტით.ჰაერის მიწოდება ხდებოდა ზემოდან ჰაერსაქაჩებით. 1837 წელში ზიბემ საბოლოოდ დახვეწა თავისი გამოგონება და მას ,,სკაფანდრი,, უწოდა.რაც ბერძნულად ნავს და ადამიანს ნიშნავს.ასე შეიქმნა წყალქვეშა მძიმე აღჭურვილობა რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს დღევანდელ წყალქვეშა საქმიანობაში. სკაფანდრი რათქმა უნდა გაუმჯობესდა და დაიხვეწა,დაემატა ელექტრო ტუმბოები,წყალქვეშ გასანათებელი ელექტრო მოწყობილობა,სატელეფონო კავშირი, მაგრამ არსებითი და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. მსოფლიოში პირველი მყვინთავთა სკოლა 1882 წლის 5 მაისს იმპერატორი ალექსანდრე-მესამეს მითითებით დაარსდა ქალაქ კრონშტატში (რუსეთი) . რაც შეეხება მსუბუქ საყვინთ აღჭურვილობას ეგრედწოდებულ ,,აკვალანგს,, ცოტა მოგვიანებით შეიქმნა.1925 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ფერნეზმა მყვინთავებს შესთავაზა აღჭურვილობა ცაფხუტის გარეშე ,რომელიც შედგებოდა დამცავი სათვალისაგან,ცხვირის დამხშობი და სასუნთქი მილისაგან სატუჩით.ამ მილით ეწოდებოდა მყვინთავს ჰაერი ხმელეთიდან ნასოსით. 1926 წელს კი ფერნეზმა შექმნა აპარატი ავტონომიური ჰაერის მიმწოდებელი ბალონებით.რომელიც განთავსებული იყო მყვინთავის ზურგზე.ამ გამოგონებამ საშუალება მისცა მყვინთავებს გადაადგილებულიყვნენ სასურველი მიმართულებით.ერთადერთი ნაკლი ამ აღჭურვილობის იყო ის რომ წყალქვეშ ჰაერის მოწოდება ბალონებიდან ხდებოდა სარქველზე ხელის დაჭერით,რაც ჰაერის არაეკონომიურ ხარჯვას იწვევდა . 1928 წელს ფლორიდის სანაპიროებზე პირველად გამოჩდნენ წყალქვეშა ცურვის და ნადირობის მოყვარულები. 1933 წელს ივ ლე პრიემა შექმნა აპარატი რომელზეც სათვალის მაგიერ გამოიყენა მინიანი რეზინის ნიღაბი(მასკა)ბალონები კი გადაიტანა მკერდზე,ამ აპარატს შეეძლო მყვინთავი მოემარაგებინა წყალQვეშ 20 წუთის განმავლობაში.ამ შემთხვევაშიც ჰაერის მიმწოდებელი სარქველი რეგიულირდებოდა ხელით. 1938 წელს ფრანგმა მაქს ფორიემ დააპატენტა საყვინთი ნიღაბი ,რომელიც თვალებთან ერთად ფარავდა ადამიანის ცხვირსაც.მის გამოგონებებს ეკუთვნის სასუნთქი მილი(შნორხელი)რომელმაც გაუხსნა გზა თანამედროვე მყვინთავებს წყალქვეშა სამყაროსაკენ. 1943 წელს ფარანგმა გამომგონებელმა ჯორჯ კომეინმა დახვეწა ლე პიერის სასუნთქი აპარატი ავტომატური უკუჩამკეტი სარქველით და მარსელის მახლობლად ცაყვინტა 53 მეტრის სიღრმეზე. მაგრამ სამუშაოს ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო,რადგან საფრანგეთის მოწინააღმდეგე მოძრაობის ბრძოლისას დაიღუპა. 1943 წლის ივნისში ,საფრანგეთის საზღვაო ძალების კაპიტანმა ჟაკ-ივ კუსტომ და ინჟინერმა ემილ გაიანმა გამოიგონეს საყვინტი აღჭურვილობა ,,აკვალანგი,, ღია სასუნთქი სქემით.ამ აპარატში გაერთიანებული იყო ლე პიერის,რუკეიროლის და დენეირუზის იდეები.მაგრამ მთავარი განსხვავება ამ გამოგონებისა იყო ის რომ ფილტვებზე მიმწოდებელი აპარატი ნებისმიერ სიღრმეზე ავტომატურად არეგულირებდა ჰაერის წნევას და მიწოდებას მხოლოდ მყვინთავის შესუნთქვისას. ერთად შერწყმული აკვალანგი,ლასტები და ნიღაბი ნებას რთავდა მყვინთავებს ჩაეყვინთად და ეცურავათ საკმაოდ დიდ სიღრმეებზე ავტონომიურად. ამ გამოგონების საიმედოობამ გზა გაუხსნა წყალქვეშა სამყაროს შესწავლის ახალ ეპოქას. არამარტო პროფესიონალ მყვინთავებს არამედ მილიონობით წყალქვეშა ნადირობის და ცურვის მოყვარულებსაც. თანამედროვე საყვინთი აპარატი ,,აკვალანგი,, ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 21, 2012 Author Report Share Posted January 21, 2012 ზღვაში ვერ ვიტყვი დიდი პრაქტიკა მაქვსთქო მაგრამ მდინარეებზე ნაღდად შემიძლია დიდი კლასის ჩვენება.12 წელი წყალბურთს ვთამაშობდი,1971-72 იანების საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი.ცურვა მეხერხება.ყვინთვაც და თევზაობა თავისთავად.ყველაზე დიდი თევზი 89 ში დავიჭირე შაორზე.18კგ და 600 გრ იყო.ცივწყალასთან ახლოს. იმ დღეს სულ სამი დავიჭირე 5-იანი და 3,5-იანი.შაორზე მხედველობაა ცუდი და ძნელი საძებარია.ის თევზები(კობრები)მეტრნახევრიან სიღრმეში ვნახე.ბალახები გაინძრა და მერე შევამჩნიე.ზომებს რაც შეეხება 35 კილოიანი ვნახე შაორზე,წვრილი ლოკოკინები და ხავსი ქონდა ზურგზე.რუსებმა დონკაზე დაიჭირეს ყიდდნენ და აწონვას შევესწარი.შაორს მაგაზე დიდებიც ყავს გამიგია. მხედველობა პირველი ფაქტორია.მეორე კი სინქრონული მოძრაობაა.სწრაფ მოძრაობა რეზონანსს იწვევს ,ამას კი თევზი უფრთხის.თუ ნელა მოძრაობ ახლოს მისვლა ძნელინ არაა.იარაღიც წინ და მზად უნდა იყოს ყოველთვის,ამასაც დიდი მნიშვნელობააქვს.რელიეფს რაც შეეხება არავის ვურჩევ უცხო წყალში ჩასვლას.აუცილებლად მცოდნე უნდა იყოს მეგზური. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 კაია ავთო. მაის-ივნისში თუ ჩამოვედი ჩავყვინთოთ ცოტა ხნით ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted February 20, 2012 Report Share Posted February 20, 2012 http://www.youtube.com/watch?v=YLxsi3SMZsY&feature=related ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 20, 2012 Author Report Share Posted February 20, 2012 ასეთი თევზუხვი მდინარეები სადღა გვაქვს თორე ნაკლებ ვიდეოებს არ გადავიღებთ. კაი ვიდეოა ნამდვილად. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 ავთო რა მინდა გკითხო ჩანგალს როგორ ასობ თევზს? ანუ წყალში ჩანგლის მოქნევას დიდი ძალისხმევა არ ჭირდება? წყლის თოფს (ალბათ ესე ქვია) არ იყენებე როგორც ვიცი ხო? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 20, 2012 Author Report Share Posted March 20, 2012 ავთო რა მინდა გკითხო ჩანგალს როგორ ასობ თევზს? ანუ წყალში ჩანგლის მოქნევას დიდი ძალისხმევა არ ჭირდება? წყლის თოფს (ალბათ ესე ქვია) არ იყენებე როგორც ვიცი ხო? სისწრაფე უნდა ჩანგლის დარტყმას და ზუსტი მიზანი. წყლის თოფსაც ვიყენებ რა თქმა უნდა. ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 ავთო ერთი ისე ვერ ჩამოდი ჩემთან რო ზღვაზეც გესინჯა ძალები, არადა კაი ადგილებია მხედველობის მხრივ ზოგ ადგილრბში (სარფი, ციხისძირი), თევზიც არის. ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 საერთოდ მოზრდილი თევზი ნაპირიდან მოშორებით დგას (ზღვას ვგულისხმობ) და მოშორებით ჩაყვინთვას სპეციალური აღჭურვილობა უნდა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 ეს ძველი სურათებია ბიჭებო მარა იყოს რამოდენიმე აქ. წელსაც ბევრს დავამატებ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 ესეც წყალწითელა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 ესეც მარტვილი. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 მოიცა ავთო, ეს ამდენი თევზი ჩანგალზე რომ გაქვს აჩურჩხლული ერთ ჩაყვინთვაზე დაიჭირე? :blink: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 მდინარე აჭი. გურია. აქ თევზი არ დაგვიჭერია ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 ავთო, მაგარი სურათებია, ძან სასიამოვნო იკნება ამ ადგილებზე თევზაობა,ლამაზი ადგილებია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 ამ ზაფხულზე თუ აპირებ ჩამოსვლას გავიყვინთაოთ ერთად ზაზა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 ზაზა ჩაყარე აქ შენი სურათები. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 5, 2012 Author Report Share Posted May 5, 2012 გაიხსნა სეზონიიიიიიიიიიიიიიიიი! 2012 წყალქვეშა ნადირობა საკმაოდ კარგად დავიწყეთ. ვითევზავეთ სადღაც 1 საათი და შედეგი 3 კილოზე მეტი. მერე ავტობუსს უნდა დავხვედროდი და გავიქეცი. კალათი და დანარჩენი თევზაობის სურათებში დააყარა დათომ. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted May 5, 2012 Report Share Posted May 5, 2012 ძაან მაგარია ავთო, გენაცვალეთ! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted May 5, 2012 Report Share Posted May 5, 2012 კარგი სეზონის გახსნა მოგიწყვიათ ავთო კარგი სუფრის ზომის თევზებია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted May 5, 2012 Report Share Posted May 5, 2012 უმაგრესია. ქაშაპი არ ჩანს ხომ?(მარა წვერა არ ჯობია?! ) ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 6, 2012 Author Report Share Posted May 6, 2012 უმაგრესია. ქაშაპი არ ჩანს ხომ?(მარა წვერა არ ჯობია?! ) ვნახე ვახო რამოდენიმე თხელ წყალში მარა დიდი არ შემხვედრია. უფრო სწორად არ მიძებნია რადგან მხედველობა ცუდი იყო და შორიდან ვერ შევხედავდი,ახლოს კი რო მიხვალ ეგრევე გარბის. 10 დღეზე მეტია არ უწვიმია ,წყალი არ დაიწმინდა . ვფიქრობდი თოვლი კიდევ არის ოკრიბაში და ნადნობი მოყვებათქო, თურმე ნადნობი კიარა მთელი კურსების გრანიტის სახერხებს პირდაპირ აქვთ მიშვებული მდინარეზე ნამუშევარი წყალი. ჩვენამდე დალექვას ვერ ასწრებს და რძისფერია წყალი. ნეტა ამას ვინ მიხედავს ? შარშან ასეთი რამეები არ ხდებოდა. ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted May 28, 2012 Report Share Posted May 28, 2012 ამ დილით მეც გავედი სათევზაოდ.თევზი ძან ცოტა იყო. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 28, 2012 Author Report Share Posted May 28, 2012 ცოტა მარა დიდები ხო ზაზა კაი ქარიყლაპია გაგიხვრეტია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 28, 2012 Report Share Posted May 28, 2012 zaza-04 ყველგან და ყველანაირად თევზობ რა წარმომიდგენია წყალქვეშ რა მაგარია სროლა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.