Jump to content
Club-Monadire.Ge

წყალქვეშ ნადირობა.


Recommended Posts

ეჰ, ვეღარ მოვახერხე საუბრის გაგრძელება შენთან, ბოდიში ჯიმა.

 

ეგ გუწუ არის ხომ?

 

პ.ს. მერე იყვეს ზაზა, სალაპარაკო ჩვენნაირ ხალხს არ გამოელევა.

ბარაქა ძმაო.

Link to post
Share on other sites
  • Replies 870
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამარჯობათ მეგობრებო.დიდი ხანია არ ვყოფილვარ წყალქვეშ და ვერც ფორუმზე შემოვდიოდი სავარაუდოდ გათიშული იყო. მოკლედ რამდრნიმე დღის წინ წავედით მეგობრები ანკესებით თბილისთან ახლოს მიტოვებულ ტბებზე, წყალი

კიდევ ერთი გასეირნება მეზობელ ტბებზე დათბა და დიდი თევზები ბალახებში იმალებიან კიდევ ვიყავი რამდენჯერმე ამ დღის მერე მაგრამ კილოიანზე დიდი საერთოდ არ შემხვედრია ბალახებს ვქექავ მაგრამ აზრი არ ააქ 2 მე

ეს დგევანდელი.    

Posted Images

GRENDAIZER

 

 

აი ყოჩაღ. კაი ნადავლია და კარგი რთული სათევზაო მეთოდით დაჭერილიც :yes:

 

 

ეგ მიკვირს სად იყავი აქამდე რომ არ შემოგვიერთდი? :drinks:

 

 

შეკითხვაზე რო გიპასუხო პატარა შესავლის გაკეთება მომიწევს( თელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვარ ძალიან მჭიდრო კონტაკტში წყალთან და წყალქვეშა სამყაროსთან. პროპესიონალი მოცურავე ვიყავი, არა ერთი წელი ნაკრებში ვცურავდი (სპორტის ოსტატობის კანდიდატიტ დავამთავრე 16 წლის ასაკში). აკვალანგი ავიკიდე ზურგზე პირველად 10 წლის ასაკში! გაზრდილი ვიყავი "პადვოდნიკად" მაშინ ჩემი ბავშვობის კუმირი იყო ჟაკ ივ კუსტო თავისი წყალქვეშა ოდისეით (გემახსოვრებათ ასეთი დოკუმენტური სერიალი იყო) მოკლედ იმის თქმა მინდა რომ წყალქვეშა მონადირე შემთხვევით არგამხდარვარ) დიღმის მასივში ვცხოვრობდით და მახსოვს პირველად 13 თუ 14 წლის ასაკში რომ დიღმის პოლიციაში ამიყვანეს წყალქვეშა თოფის გულისთვის)))) მოკლედ პარალელურად ვიზრდებოდი რუსეთშიც და მანდ კი ჩემი გატაცებისთვის ყველანაერი გასაქანი მქონდა... მდინარეები, ტბები, სუფთა წყალი, თევზი ნაერ ნაერი ოხრად და რაც მთავარია ეს სპორტი მანდ ჩვენგან განსხვავებით იყო უკვე მაშინ მაგარი განვითარებული... შეჯიბრები, კლუბები, სკოლები და სეკციები თან ეკიპირება იშოვებოდა ყველანაირი.... ფაკტიურად ბავშვობიდან ოცნებად მქონდა რომ ეს წყალქვეშა ნადირობის სისტემა, წყალქვეშა სპორტი როგორც ასეთი განვითარდეს და გახდეს ცნობილი საქართველოში!!! მოკლედ... იყო 2004 წელს გაზაფხული მაშინ ვთხოვე ახლობელს ჭელიძე ანდროს (ამ კაც მაგრად ვცემ პატივს!) მივსულიყავით სპორტ კომიტეტში რათა წარმომედგინა მანდ ჩემი იდეა და გეგმა წყალქვეშა ნადირობის (სპორტის) ფედერაციიც შექმნის შესახებ. ანდროს " სვაზები " გქონდა სპორტ კომიტეტში და შეხვედრა მაგან მომიწყო... მე არ დავასახელებ იმ პიროვნების სახელსა და გვარს ვისაც შევხვდი და ველაპარაკე მანდ... უნდა ითქვას რომ სანამ მივიდოდი წლებია ვაგროვებდი წყალქვეშა ეკიპირებას ჩვენი მომავალი გუნდისთვის, ყველაფერს ვიძენდი საქუთარი პულუთ და ჩამომქონდა აქ... ათობით მასკები, ლასტები, გრუზები, კოსტუმები და ასე შემდეგ... ეხლაც სახლში მაგვს მაშინდელი მარაგიდან დარჩენილი 5 აკვალანგი, 8 ნეოპრენის კოსტუმი (და იყო 14 ცალი) 2003 წელს ამ იდეისათვის შევიძინე 10 ადგილიანი გასაბერი მატორიანი ნავი, მინდოდა გამოგვეყენა როგორც მცურავი ბაზა ბიჭებისთვის ვარჯიშების დროს... მოკლედ ძალიან ბევრი რამ მქონდა მზად!!!!!!((((((( იმ ბატონს სპორტკომიტეტის კაბინეტში ვუყვებოდი მსოპლიო ჩემპიონატზე, პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებზე და იმაზე რომ დროა ჩვენც ვთქვატ ჩვენი სიტყვა, რომ ყველანაერი რესურსი ამისთვის გამაჩნია, თან თვითონ მწვრთნელი ვარ და ვარჯიშების სრული გეგმა მზად მაკვს მეთკი, რომ არიან ბიჭებიც ჩემნაერი ყოფილი პროფისიონალი სპორცმენები რომელთაც უნდათ რო ივარჯიშონ! ერთ რამეს ვთხოვდი მაშინ, ერთ ფაკტიურ დახმარებას... არა პულს არ ვთხოვდი! არა... ვთხოვე ვარჯიშებისთვის წყალი გამოგვიყონ ნებისმიერ აუზში, ისიც ოღონდ ზამთრის პერიოდში. რადგან ზაფხულობით ჩვენ თვითონ მივხედავდით თავს, და ვივარჯიშებდით ბუნებაში ნავის მეშვეობით. ვუთხარი რომ ჩვენ ვიქნებით წყალქვეშა მონადირეების ეროვნული ნაკრები და გავალთ ჩემპიონატებზე თქვენი სპორტკომიტეტის ეგიდით! არც ხელფასი მომითხოვია არც ბენზინის ფული, ყველაფერს ჩვენ თვითონ მივხედავთ მეთკი თქვენ კი აუზით დაგვეხმარეთ რათა სპორცმენებმა ზამთარში პორმა არ დაკარგონ... და ერთ წელიწადში შედეგს გაჩვენებთ მეთკი! სხვათაშორის ყურადღებით მისმენდა იმ ბატონმა, ინტერესით. და ბოლოს ისეთი რამ მკითხა რისთვისაც მე მზად არ ვიყავი... ეგრე მიტხრა; "კი ბატონო ეს პრობლემა არარის, შეგვიძლია! მაგრამ ჩვენ რა? რას მივიღებ?" ოხ რა გამოუცდელი მაშინ ვიყავი, გამოუცდელი და ინტუზიაზმით სავსე სულელი... შეკითხვა ვერ გავიგე და პასუხად ისევ ჩვენი ყვეყნის პრესტიჟზე და სპორტის განვითარებაზე დავიწყე თუ არა ლაპარაკი ამან შემაწყვეთინა და კონკრეტულად მკითხა; "ფული! მე რას მაძლევო?".......(((((((((((((((((((((((((((((((( ამის მერე ენა დამებნა... იმ დღის მერე ისეთი გულნაწყენი დავრჩი იმ წყობაზე იმ სისტემაზე იმ ფულით გაბერილ გაუმაძღარ მუთაკებზე... რომ ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი...... ანუ 2004 წლიდან აქამდე ვიყავი ძალიან შორს... თუ ვნადირობ, ვნადირობ ჩემთვის... თუ ვასწავლი, ვასწავლი ჩემს შვილს ან ძალიან ახლობელ ადამიანებს.

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

 

 

მაგარი ადამიანი ყოფილხარ, გაგიმარჯოს ღმერთმა.

 

წავიკითხე შენი წერილი და თითოეული შენი სიტყვისა მჯერავს.

 

მოდი ჩვენთან ძამია, ჩვენნაირი ხალხი ერთად როცა დავდგებით, ე მაშინ ეშველება საქმეს.

 

პ.ს. სიმართლე გითხრა, მაგრა გული დამწყდა, რაც წავიკითხე.

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

 

ესეთ მონდომებას დაფასების ნაცვლად იდეაშიც კი კლავენ ჩვენს ქვეყანაში. რამდენი რამე მომიკლეს მეც მეგობარო . სამწუხაროდ აქ მასეა და კაი ხანს იქნება კიდევ როგორც ვატყობ. :karochera:

დაგეპატიჟებინა ის მუთაქა და სადმე 20 მეტრის სიღრმეზე დაგეტოვებინა იქნებ უკეთესი მიეყვანათ მის ადგილზე. :e025:

კუსტოს ნებისმიერი ფილმი მაქვს ნანახი ,ჩემ აუხდენელ ოცნებად დარჩა იყო მის გუნდში მუშაობა. იმასაც კი ვნატრულობდი მასთან ახლოს დავბადებულიყავი სადმე. :blush2:

 

პ.ს. დიდი ზომის კოსტიუმი ხომ არ გაქვს შემთხვევით?

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ძმებო! სხვათაშორის ის წერილი რო დავწერე წუხელ.. ნოსტალგიამ მაგრად მომაწვა გულზე(((( :karochera: ამოვქექე

ძველი ფოტო ალბომები, და აი რა ვიპოვე))) ეს ზუსთად ის მომენტი მე რო პირველად აკვალანგით ჩავედი შავ ზღვაში)))) აუ რა დამავიწყებს)))! ადამიანი სურათში კი არის მე თუ მკითხავთ ამჟამად ყველაზე მაგარი და გამოცდილი დაივერი საკართველოში, სპელეოლოგი ელგუჯა ჯამრიშვილი)) თუ არ ვცდები ახლა ის მთავარი ფიგურა უნდა იყოს წყალქვეშა ფედერაციაში. რამდენი ხანია სულ მინდა შევხვდე ამ კაც და მადლობა ვუთხრა იმაზე თუ რა გამიკეთა მაშინ ბავშვობაში ჩემთვის!

post-1006-0-89754900-1407043774_thumb.jpg

post-1006-0-11656700-1407043816_thumb.jpg

Edited by GRENDAIZER
Link to post
Share on other sites

ელჩი – რათქმაუნდა სიმართლეს ვწერ მეგობარო, ტყუილი რაში მჭირდება, და თვითფიარი არ მჩირდება. რო მჩირდებოდეს აქ იმდენ წყალქვეშა სურათებს და ვიდეოებს დავდებდი... ასობით ათასობით თუ არა, გინდ უკრაინიდან, გინდ რუსეთიდან, გინდ საქართველოდან... მაგრამ მე ეს არ მჩირდება. აქ მინდოდა კონსტრუქციული თემის გახსნა, ტექნიკურ ასპეკტებზე ორიენტირებული საუბარი მინდოდა.... მეგონა დაეხმარებოდა ვინმეს. მაგრამ ურარი თქვეს)

 

ავთო – ძმაო, შინი ზომა არა... ყველაზე დიდები რაც მაგვს ჩემი ზომის არი, სიმაღლეში ვარ 192 სმ, მაგრამ შედარებით გამხდარი ვარ. მაპატიე)))

 

ეს სურათი ზუსთად მაშინდელი 2004 წლის არი, ჩემი სანდრიკო ჯერ ორი წლის არ იყო)))) თბილისის ზღვაზეა გადაღებული.

post-1006-0-40328600-1407044977_thumb.jpg

Edited by GRENDAIZER
Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

აქ სურათების და ვიდეოების დადება არამგონია პიარი იყოს, ფორუმი იმისთვის არსებობს რომ დაიდოს თევზაობის ნადირობის

 

სურათები რომ სხვებსაც გაუყოთ ეს სიამოვნება, რაც უფრო მეტი მასალა იქნება მით უკეთესია ფორუმისთვის, ასე რომ დაყარე თქვენი შეგროვილი სურათები.

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

აქ სურათების და ვიდეოების დადება არამგონია პიარი იყოს, ფორუმი იმისთვის არსებობს რომ დაიდოს თევზაობის ნადირობის

 

სურათები რომ სხვებსაც გაუყოთ ეს სიამოვნება, რაც უფრო მეტი მასალა იქნება მით უკეთესია ფორუმისთვის, ასე რომ დაყარე თქვენი შეგროვილი სურათები.

 

 

შენი და არავისი წყენა არ მინდოდა, და არც უნდა გეწყინოს ძმაო, მე იმის თქმა მინდოდა რომ ამ ფორუმზე ყოფნისას მე სულ სხვა ინტერესი და ამოცანა მამოძრავებს. შენ დებ ვიდეოს და ფოტოს, ეგ კარგია ზოგი ერთი მართალი რომ გითხრა მომეწონა და საინტერესოა ჩემთვისაც. მაგრამ ეს არი მარტო ფოტოები როგორიც ინტერნეტში მილიონია! იმის თქმა მინდა რომ საქართველოში ამ სპორტის განვითარებას მარტო სურათის დადება არ შველის. ჩვენ გუშინაც ვიყავით სანადიროდ, და გუშინაც გადამიღია ვიდეოც და ფოტოს... მაგრამ მითხარი რა აზრი აქვს რო დავდო ახლა აქ, ამით ვინმეს დავეხმარები???? აი სხვა თემებში ხალხი წერს დაწვრილებით თუ როგორ და რა ნაერად იჭერენ თევზებს, ასწავლიან ერთმანეთს ყველანაირ მუღამებს და წვრილმან საიდუმლოებს, აი ეგ მომწონს ისინი ეხმარებიან ახალბედებს!!! ჩვენ კი მე და შენ როგორც პროპესიონალი მონადირეები... გასაგებია რომ შეგვიძლია გავაგიჟოთ ხალხი ჩვენი სურათებით მაგრამ ამით რა? რამე სიქეთეს ვთესავთ რო? ან და ხომ შეგვიძლია დავეხმაროთ ახალგაზრდებს ამ რთულ და სახიფატო საქმეში როგორიცა წყალქვეშ ნადირობა :Laie_99:

Edited by GRENDAIZER
Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

 

ორი სიტყვით გეტყვი მეგობარო.

 

მეგონა ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ამ ფორუმიდან ბევრი რამ ვისწავლე.

 

არის აქ ხალხი, ვისაც სხვადასხვა გატაცება აქვს და თავისი საქმის პროფესიონალები არიან.

 

გინდ იარაღის თემა ავიღოთ, ძაღლების შესახებ, თვითგადარჩენაზე და ა.შ.

 

უამრავი ინფო დევს ფორუმზე, თევზაობა-ნადირობაზე არაფერს ვიტყვი.

 

თქვენც გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, ამითი არაფერი დაგაკლდებათ და იმ ხალხს, ვისაც ეგ სპორტის სახეობა აინტერესებს, მშვენიერ სამსახურს გაუწევთ.

 

მაშინ მე რა ვთქვა ძმაო?

 

50-ათ გვერდზე მეტი მოგროვდა ჩემს თემაში, სადაც ვუყვები და ვაჩვენებ ფორუმელებს, თუ რა წესებია აქეთ, როგორ ვთევზაობ და რითი.

 

თქვენც ასე მოიქეცით, დადეთ ფორუმზე თქვენი გამოცდილება, რათა დაინტერესებულებმა მეტი ცოდნა შეიძინონ, დამიჯერე, პიარი არ სჭირდება ჩვენნაირ ხალხს.

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

 

ძალიან სამწუხარო ისტორია შეგმთხვევია. არც გამკვირვებია მართალი გითხრა. ჩემი ძმაკაცი (სტუდენტობის) აგერ 3 გზის საქართველოს ჩემპიონია ფარიკაობაში და უამრავი საერთაშორისო პრიზიორი. სპორტის ოსტატია მაგ ამბავში და აგერ 2003 წელს საქართველოს ჩემპიონი რომ გახდა იცი რა მიცეს პრიზი? პატარა თასი და ფულადი ჯილდო 14.5 ლარი :karochera:

 

ხოდა იმანაც მეორე წელსვე დაახვია აქედან (მიხვდა სად "ბანაობდა") ახლა ამერიკაში ზრდის მოფარიკავეებს და კაი რამედაც არის. ეგაა სამწუხარო ოღონდ რომ მისი შრომა და ცოდნა საქართველოს უნდა მოხმარებოდა და კიდევ უფრო სამწუხაროა , რომ მისი მსგავსი ათასობითაა.

 

 

პ.ს. ადმინ ბოდიში არათემატურ საკითხებზე რომ გადავედით.

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

 

ძალიან სამწუხარო ისტორია შეგმთხვევია. არც გამკვირვებია მართალი გითხრა. ჩემი ძმაკაცი (სტუდენტობის) აგერ 3 გზის საქართველოს ჩემპიონია ფარიკაობაში და უამრავი საერთაშორისო პრიზიორი. სპორტის ოსტატია მაგ ამბავში და აგერ 2003 წელს საქართველოს ჩემპიონი რომ გახდა იცი რა მიცეს პრიზი? პატარა თასი და ფულადი ჯილდო 14.5 ლარი :karochera:

 

ხოდა იმანაც მეორე წელსვე დაახვია აქედან (მიხვდა სად "ბანაობდა") ახლა ამერიკაში ზრდის მოფარიკავეებს და კაი რამედაც არის. ეგაა სამწუხარო ოღონდ რომ მისი შრომა და ცოდნა საქართველოს უნდა მოხმარებოდა და კიდევ უფრო სამწუხაროა , რომ მისი მსგავსი ათასობითაა.

 

 

პ.ს. ადმინ ბოდიში არათემატურ საკითხებზე რომ გადავედით.

 

:karochera: :karochera: :karochera: :karochera: :karochera: :karochera: :karochera: კი ძამა... ეგრეა :(

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

წავიკითხე შენი წერილი მეგობარო.ცხადია გიყვარს,მეტიც,ეთაყვანები და ადიდებ მაგ საქმეს,გინდა გაავრცელო,ისევე როგორც მე სპინინგი ალბად.დღეს,მითუმეტეს როდესაც ფულადი გრანტი არ გჭირდება სტარტისა,დამოუკიდებლად ძალიან იოლად შეგიძლია შეუდგე მაგ საქმეს,დაიწყე ზაფხულში.როდესაც ხალხი გემოვნებაში შევა და აიტაცებენ (ეგრე ვთქვათ ,,მოიწამლებიან,,) ზამთრის პონტიზა სახსარს ერთად გამონახავთ.

სახლთან ყანებია ახლოში,გვერდით რა.იქვე გაშლილი მინდორია.იქ რო გადავიდოდი,იმ მინდორზე სპინინგის სროლა რო დამემუღამებია,ცალ ხელში ვედრით და მეორეში სპინინგით,კიდე კაი მთელი უბანი მიცნობს თორე უეჭველი ხონში გამაქანებდნენ გაგიჟდაო.პროსტო ვარჯიშობდი რა,შორ დისტანციაზე ვედროში თუ ჩავაგდებდი სატყუარას.

ანუ რისი თქმა მინდა,ერთი ორი თანამეაზროვნე რა,და ყველაფერი მიხწეული იქნება.არავის არაფერი გინდოდეს ძამი.ეგ ჩვენ აღვითქვამთ ამას როგორც სპორტი თორე ბევრისათვის ვაჭრობაა. :hi3:

 

p.s ზაზი გილოცავ ბრატ.მაგარი ტროფეები სულ!

Edited by ლიფსიტა
Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ყველას! ვნახე ახალი პოსტები და ძალიან მომეწონა თქვენი ნანადირევი და მინდა რომ ერთხელ ერთად წავიდეთ თბილისის ზღვაზე სანადიროდ ან სადმე თუ იცით გამჭირვალე წყალი. 2 კვირის წინ ვიყავი თბილისის ზღვაზე ლოქოზე და ვერ ვნახეთ ვერაფერი 1 საწყალი საზანი დავიჭირე მარტო და კიბორჩხალები. ეხლა სადაც ვარ და მდინარეში რაც არის ვიჭერ ყველაფერს, ძალიან მინდა გადაღება კალმახის დაჭერის მაგრამ წყალი იმდენად სწრაფია რომ ბუშტების გარდა არაფერი ჩანს თან კამერის დამაგრება შეუძლებელია ხელში უნდა გეჭიროს და ცალ ხელში თოფი ცალში ფანარი + კამერა და ძაან ჩქარი წყალი ვერ ხერხდება :) გუშინდელი ღამის ნადავლს დავდებ ეხლა სურათებში კალმახებiს ღამე 12 ზე მივდივართ 4 ზე მოვდივართ სახლში, ძალიან დამღლელია მდინარე თბილისის ზღვაზე 5-6 საათი დავცურავ არ ვიღლები ესე ძაან მაინც.

 

25751757663209348352.jpg

01785029433781731751.jpg

29757073019214333279.jpg

46902912543163443800.jpg

71587411697397347564.jpg

62817634502522419413.jpg

69054515338777116155.jpg

99136533111570785765.jpg

23034355873679338340.jpg

51502925856129426040.jpg

Edited by Lasha.K
Link to post
Share on other sites

წყალქვეშა მონადირეებო ძალია კარგი წიგნია, ბევრი სასარგებლო ინფორმაცია წერია

 

http://bin.ge/dl/138450/------------------------------------------------------------------------------------------------------------2009.pdf.html

Link to post
Share on other sites

კალმახის დაჭერა, ანკესით და თუნდაც წყალქვეშა ნადირობით რატომ უნდა იყოს აკრძალული ვერ ვხვდები,ეს სრული იდიოტიზმია და მეტი არაფერი !

 

აპარატით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით რომ ღელეებს წმინდავენ და მაგათ ვერ აკონტროლებენ,მთავრობამაც მარტივი გზა იპოვა,საერთოდ აკრძალა რა,სასაცილოა და მეტი არაფერი ეს სისულელე !! :karochera:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...